პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰგონიათ, რომ სააკაშვილი ერის ღმერთია და ახალ რევოლუციას უხელმძღვანელებს, თუ გამოჯანმრთელდება..." - ლიზა იასკო ექსპრეზიდენტის შესახებ
"ჰგონიათ, რომ სააკაშვილი ერის ღმერთია და ახალ რევოლუციას უხელმძღვანელებს, თუ გამოჯანმრთელდება..." - ლიზა იასკო ექსპრეზიდენტის შესახებ

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას იყე­ნებს თა­ვი­სი ბინ­ძუ­რი თა­მა­შის­თვის და ექ­ცე­ვა, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ია­რაღს" - ამ სი­ტყვე­ბით აფა­სებს უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და­კა­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ. ელი­ზა­ვე­ტა იას­კო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პარტნი­ო­რია - წერს პო­ლო­ნუ­რი მე­დია. იას­კომ ად­გი­ლობ­რივ რა­დი­ოს RMF FM-ის რე­პორ­ტი­ორს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა და პო­ლო­ნე­ლი ექი­მე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მილ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ესა­უბ­რა.

რო­დის მი­ე­ცე­მათ პო­ლო­ნელ ექი­მებს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­ხუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ ეტაპ­ზე ისევ უც­ნო­ბია. მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დე­დის, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას თქმით, 2 კვი­რა­ზე მე­ტია ისი­ნი მზად არი­ან, მზად აქვთ თვითმფრი­ნა­ვი, რომ სპეც­რე­ი­სით ჩა­მო­ვიდ­ნენ.

"თვითმფრი­ნა­ვი იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი აპა­რა­ტუ­რით, რაც სა­ჭი­როა და ა.შ. მაგ­რამ ამის იქით არა­ფე­რი არ ვიცი", - ამ­ბობს ალა­სა­ნია.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი არ იქ­ნე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ მოწ­ვე­ულ­მა ექიმ­მა უმ­კურ­ნა­ლოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, თუმ­ცა იქვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პო­ლო­ნელ­მა ექი­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ.

ჟურ­ნა­ლის­ტი: პო­ლო­ნე­ლი ექი­მე­ბი მზად არი­ან წა­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­ეხ­მა­რონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, მისი ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ ეს გა­დარ­ჩე­ნის ბოლო შან­სია. რას იტყვით მის დღე­ვან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე?

ელი­ზა­ვე­ტა იას­კო: სულ უფრო უა­რეს­დე­ბა, რე­ა­ლუ­რად სას­წა­უ­ლია, რომ მი­ხე­ი­ლი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლია. მისი სიმპტო­მე­ბი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია უა­რეს­დე­ბა. სულ რა­ღაც ერთი წლის წინ, რო­დე­საც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და, და­ვი­წყე ამა­ზე სა­უ­ბა­რი, ყვი­რი­ლი, მაგ­რამ მას შემ­დეგ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მხო­ლოდ გა­უ­ა­რეს­და. მი­ხე­ი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 60 კი­ლოგ­რამს იწო­ნის, ახლა ზუს­ტად არ ვი­ცით, რამ­დე­ნია. ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია, ეს ნიშ­ნავს, რომ მისი ორ­გა­ნიზ­მი არ იღებს საკ­მა­რის საკ­ვებ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის, ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და პრო­ცე­სე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის. ეს უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ეს არ ეხე­ბა საკ­ვებს, მაგ­რამ ეს ის ეტა­პია, სა­დაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ი­წყოთ მკურ­ნა­ლო­ბა. თუმ­ცა, ვი­ცით, რომ მის საქ­მეს ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და სხვე­ბი იყე­ნე­ბენ. სა­უ­ბა­რია ბინ­ძურ პო­ლი­ტი­კურ თა­მაშ­ზე და პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე თუ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­ზე. ვფიქ­რობ, მათ აქვთ გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სი, გა­ა­უ­ა­რე­სონ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. მტკივ­ნე­უ­ლი და ძნე­ლად და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო, მას ბევ­რი გარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მხო­ლოდ გა­უ­ა­რეს­და. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ ამ ყვე­ლაფ­რის უკან ვინ­მე რუ­სე­თი­დან დგას, ამ ქვეყ­ნის­თვის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ფასი არ აქვს. მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი, სამ­წუ­ხა­რო და ძა­ლი­ან მძი­მეა.

ჟურ­ნა­ლის­ტი: თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ არ მის­ცა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უფ­ლე­ბა პო­ლო­ნელ ექი­მებს ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მო­საკ­ვლე­ვად?

ლიზა იას­კო: ჩემი აზ­რით, ამას ფარ­თო კონ­ტექ­სტი აქვს, სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიმ­პა­თი­ებ­სა და გავ­ლე­ნებ­ზე. იცით, მე, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი ვარ, ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ ჩემს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბას სა­ა­კაშ­ვილ­თან. რო­დე­საც ვი­წყებ მი­ხე­ი­ლის საქ­მე­ზე ლა­პა­რაკს, ვხე­დავ, უცებ რო­გორ ხდე­ბი­ან აგ­რე­სი­უ­ლე­ბი. არის სხვა სა­კი­თხიც - ჰგო­ნი­ათ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერის ღმერ­თია, რომ ახალ რე­ვო­ლუ­ცი­ას უხელ­მძღვა­ნე­ლებს, თუ სა­ზღვარ­გა­რეთ სამ­კურ­ნა­ლოდ გაგ­ზავ­ნას და­თან­ხმდე­ბი­ან და სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა. მათ არ სჯე­რათ მისი ავად­მყო­ფო­ბის. ეს სრუ­ლი­ად ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ძნე­ლი ასახ­სნე­ლია, მაგ­რამ და­ვი­წყე იმის გა­გე­ბა, რომ მათ უბ­რა­ლოდ ეში­ნი­ათ მისი, ისი­ნი სავ­სე არი­ან ამ ში­შით, რომ მან შე­საძ­ლოა, რა­ი­მე სა­ხის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს. თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ ჩვენ უბ­რა­ლოდ ვიბ­რძვით მისი სი­ცო­ცხლის­თვის! არა რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის­თვის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერ­და, რომ ლიზა იას­კო და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, ლიზა იას­კოს ღიად მხარ­დამ­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა აღარ გვი­ნა­ხავს. თუმ­ცა, რა ხდე­ბა დღეს წყვილს შო­რის, უც­ნო­ბია, ფაქ­ტია, რომ იას­კო ძვე­ლე­ბუ­რად ღე­ლავს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
3

ერის ღმერთიო!? მე პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქე,შეურაცყოფილი ვარ ეგ ქვეყნის პრეზიდანტი, რომ იყო!

დედა გიულის,
0

როგორ ბრძანეთ, ქ-ნო გიული, ე.ი. პოლონელი ექიმები, საქართველოში ჩამოვლენ სპეციალური თვითმფრინავით, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა სახის სამედიცინო აპარატურითო? გამოდის რომ, სააკაშვილი კლინიკიდან გამოსაკვლევად ამ ექიმებმა უნდა გადაიყვანონ თვითმფრინავში და ალბათ იქედან მოხდება მისი გატაცება. კარგი ჩანაფიქრია, მაგრამ არა მგონია ეგ ექიმები კამიკაძეები იყვნენ და ამ სულელურ იდეას თავი შესწირონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ჰგონიათ, რომ სააკაშვილი ერის ღმერთია და ახალ რევოლუციას უხელმძღვანელებს, თუ გამოჯანმრთელდება..." - ლიზა იასკო ექსპრეზიდენტის შესახებ

"ჰგონიათ, რომ სააკაშვილი ერის ღმერთია და ახალ რევოლუციას უხელმძღვანელებს, თუ გამოჯანმრთელდება..." - ლიზა იასკო ექსპრეზიდენტის შესახებ

"საქართველოს ხელისუფლება მას იყენებს თავისი ბინძური თამაშისთვის და ექცევა, როგორც პოლიტიკური მანიპულაციის იარაღს" - ამ სიტყვებით აფასებს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო ხელისუფლების დამოკიდებულებას დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ელიზავეტა იასკო მიხეილ სააკაშვილის პარტნიორია - წერს პოლონური მედია. იასკომ ადგილობრივ რადიოს RMF FM-ის რეპორტიორს ინტერვიუ მისცა და პოლონელი ექიმების საქართველოში დაგეგმილ მოგზაურობაზე ესაუბრა.

როდის მიეცემათ პოლონელ ექიმებს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება, ამ ეტაპზე ისევ უცნობია. მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, 2 კვირაზე მეტია ისინი მზად არიან, მზად აქვთ თვითმფრინავი, რომ სპეცრეისით ჩამოვიდნენ.

"თვითმფრინავი იქნება აღჭურვილი ყველანაირი აპარატურით, რაც საჭიროა და ა.შ. მაგრამ ამის იქით არაფერი არ ვიცი", - ამბობს ალასანია.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს მიხეილ სააკაშვილს, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ პოლონელმა ექიმებმა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ.

ჟურნალისტი: პოლონელი ექიმები მზად არიან წავიდნენ საქართველოში და დაეხმარონ მიხეილ სააკაშვილს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ ეს გადარჩენის ბოლო შანსია. რას იტყვით მის დღევანდელ მდგომარეობაზე?

ელიზავეტა იასკო: სულ უფრო უარესდება, რეალურად სასწაულია, რომ მიხეილი ჯერ კიდევ ცოცხალია. მისი სიმპტომები ძალიან სერიოზულია, დაახლოებით ერთი წელია უარესდება. სულ რაღაც ერთი წლის წინ, როდესაც მისი მდგომარეობა გაუარესდა, დავიწყე ამაზე საუბარი, ყვირილი, მაგრამ მას შემდეგ არაფერი შეცვლილა, მხოლოდ გაუარესდა. მიხეილი დაახლოებით 60 კილოგრამს იწონის, ახლა ზუსტად არ ვიცით, რამდენია. ეს ძალიან საშიშია, ეს ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი არ იღებს საკმარის საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ორგანოებისა და პროცესების ფუნქციონირებისთვის. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს არ ეხება საკვებს, მაგრამ ეს ის ეტაპია, სადაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ მკურნალობა. თუმცა, ვიცით, რომ მის საქმეს ამჟამად საქართველოს ხელისუფლება და სხვები იყენებენ. საუბარია ბინძურ პოლიტიკურ თამაშზე და პროვოკაციებზე თუ მანიპულაციებზე. ვფიქრობ, მათ აქვთ გარკვეული ინტერესი, გააუარესონ მისი მდგომარეობა. მტკივნეული და ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მას ბევრი გართულება ჰქონდა, მისი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა. არ გამიკვირდება, თუ ამ ყველაფრის უკან ვინმე რუსეთიდან დგას, ამ ქვეყნისთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს. მდგომარეობა კრიტიკული, სამწუხარო და ძალიან მძიმეა.

ჟურნალისტი: თქვენი აზრით, რატომ არ მისცა საქართველოს მთავრობამ უფლება პოლონელ ექიმებს ჩამოსულიყვნენ სააკაშვილის გამოსაკვლევად?

ლიზა იასკო: ჩემი აზრით, ამას ფართო კონტექსტი აქვს, საუბარია საქართველოში არსებული ხელისუფლების სიმპათიებსა და გავლენებზე. იცით, მე, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელი დეპუტატი ვარ, ეს არ ეხება მხოლოდ ჩემს პირად ურთიერთობას სააკაშვილთან. როდესაც ვიწყებ მიხეილის საქმეზე ლაპარაკს, ვხედავ, უცებ როგორ ხდებიან აგრესიულები. არის სხვა საკითხიც - ჰგონიათ, რომ სააკაშვილი ერის ღმერთია, რომ ახალ რევოლუციას უხელმძღვანელებს, თუ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას დათანხმდებიან და სრულად გამოჯანმრთელდება. მათ არ სჯერათ მისი ავადმყოფობის. ეს სრულიად ირაციონალური და ძნელი ასახსნელია, მაგრამ დავიწყე იმის გაგება, რომ მათ უბრალოდ ეშინიათ მისი, ისინი სავსე არიან ამ შიშით, რომ მან შესაძლოა, რაიმე სახის გადატრიალება მოახდინოს. თუმცა განსხვავება ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის! არა რაიმე პოლიტიკური კარიერისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, უკრაინული მედია წერდა, რომ ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ლიზა იასკოს ღიად მხარდამჭერი განცხადება აღარ გვინახავს. თუმცა, რა ხდება დღეს წყვილს შორის, უცნობია, ფაქტია, რომ იასკო ძველებურად ღელავს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე.

წაიკითხეთ ასევე: