პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100-დან 1 ახალშობილი გულის თანდაყოლილი მანკითაა დაავადებული - გაიგეთ, ორსულობის რა ვადაზე ვითარდება პათოლოგია და რა იწვევს მას
100-დან 1 ახალშობილი გულის თანდაყოლილი მანკითაა დაავადებული - გაიგეთ, ორსულობის რა ვადაზე ვითარდება პათოლოგია და რა იწვევს მას

გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კი ყვე­ლა­ზე ხში­რი გან­ვი­თა­რე­ბის ანო­მა­ლია გახ­ლავთ. 100-დან 1 ახალ­შო­ბი­ლი გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის 25%-ს კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ან პრო­ცე­დუ­რა სჭირ­დე­ბა ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი წე­ლი­წა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს. მათ შო­რის გა­მო­ყო­ფენ მარ­ტივ და რთულ, კომ­ბი­ნი­რე­ბულ ვა­რი­ან­ტებს. მარ­ტივ შემ­თხვე­ვებ­ში ზოგ­ჯერ პა­ცი­ენტს ჩა­რე­ვა არ სჭირ­დე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. რთუ­ლი მან­კე­ბის დროს რამ­დე­ნი­მე რთუ­ლი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის ჩა­ტა­რე­ბა არის სა­ჭი­რო და ზოგ­ჯერ გუ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ი­საც.

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ბავ­შვთა კარ­დი­ო­ლო­გი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კარ­დი­ო­ლო­გი ეკა­ტე­რი­ნე კა­პა­ნა­ძე გან­მარ­ტავს, რომ გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ორ­სუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი 6 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა. გუ­ლის მანკთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე დე­ტა­ლუ­რად თა­ვად ეკა­ტე­რი­ნე კა­პა­ნა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი რო­მე­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი გვხვდე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად?

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე ხში­რი გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კი გახ­ლავთ პარ­კუ­ჭთა­შუა ძგი­დის დე­ფექ­ტი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ადა­მი­ანს 4-კა­მე­რი­ა­ნი გული აქვს, რო­მე­ლიც ორი წი­ნა­გუ­ლი­სა და ორი პარ­კუ­ჭი­სა­გან შედ­გე­ბა. პარ­კუ­ჭე­ბის შო­რის არის ე. წ. პარ­კუ­ჭთა­შუა ძგი­დე. მის მთლი­ა­ნო­ბა­ში თან­და­ყო­ლი­ლი დარ­ღვე­ვის არ­სე­ბო­ბის დროს და­ა­ვა­დე­ბას ეწო­დე­ბა პარ­კუ­ჭთა­შუა ძგი­დის დე­ფექ­ტი. მისი მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს. შე­იძ­ლე­ბა იყოს მცი­რე, ძგი­დის კუნ­თო­ვან ნა­წილ­ში არ­სე­ბუ­ლი დე­ფექ­ტე­ბი, რო­მელ­მაც პა­ცი­ენტს ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შე­უქ­მნას და თა­ვი­სი­თაც შე­ხორ­ცდეს. მე­ო­რე მხრივ, თუ დე­ფექ­ტი დიდი ზო­მის არის, შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბით და დრო­უ­ლი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გახ­დეს სა­ჭი­რო, რათა მე­ო­რა­დად ფილ­ტვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ავი­რი­დოთ თა­ვი­დან. დე­ფექ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად კარ­დი­ო­ლოგ­მა უნდა შე­ა­ფა­სოს. ამ დროს დე­ფექ­ტის ზო­მის გარ­და სხვა მე­ო­რად ნიშ­ნებ­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

წი­ნა­გულ­თა­შუა ძგი­დის დე­ფექ­ტი გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის კი­დევ ერთი ხში­რი სა­ხე­ო­ბაა. ის წარ­მო­ად­გენს ხვრელს გუ­ლის ზედა კა­მე­რებს, ანუ წი­ნა­გუ­ლებს შო­რის. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ხვრე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს უმ­ნიშ­ვნე­ლო და ჩა­რე­ვა არ სჭირ­დე­ბო­დეს. თუმ­ცა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ის დიდი ზო­მის იყოს და სჭირ­დე­ბო­დეს ე.წ. ენ­დო­ვას­კუ­ლუ­რი (ანუ სის­ხლძარ­ღვი­დან მიდ­გო­მით, ოპე­რა­ცი­ის გა­რე­შე) მკურ­ნა­ლო­ბა ან ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა.

აორ­ტის ორ­კა­რე­და სარ­ქვე­ლი - ამ სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის კი­დევ ერთი ტიპი. აორ­ტა გახ­ლავთ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ყვე­ლა­ზე დიდი სის­ხლძარ­ღვი, რო­მე­ლიც მარ­ცხე­ნა პარ­კუ­ჭი­დან გა­მო­დის. გა­მოს­ვლის ად­გი­ლას აქვს ე. წ. აორ­ტის სარ­ქვე­ლი, რომ­ლის ფუნ­ქცი­აც გახ­ლავთ მარ­ცხე­ნა პარ­კუ­ჭის შე­კუმ­შვის დროს გა­იხ­სნას, გა­ა­ტა­როს სის­ხლი აორ­ტა­ში, შემ­დგომ და­ი­ხუ­როს და ხელი შე­უ­შა­ლოს სის­ხლის უკან დაბ­რუ­ნე­ბას. აორ­ტის სარ­ქვე­ლი ნორ­მა­ში შედ­გე­ბა სამი კა­რე­დის­გან. თუმ­ცა არ­სე­ბობს თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლია, რო­დე­საც ის ორი კა­რე­დით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მისი ფუნ­ქცია დარ­ღვე­უ­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აორ­ტის ორ­კა­რე­და სარ­ქვლის პირ­ვე­ლა­დი დი­აგ­ნოს­ტი­კა ხში­რად მოზ­რდილ­თა ასაკ­ში ხდე­ბა, რო­დე­საც სარ­ქვლის ფუნ­ქცი­ე­ბი ირ­ღვე­ვა

რა იწ­ვევს გუ­ლის თან­და­ყო­ლილ მანკს?

გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ორ­სუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი 6 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა. გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს შო­რის, ყვე­ლა­ზე ხში­რად, აღ­ნიშ­ნა­ვენ ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის ან --- მე­დი­კა­მენ­ტის ზე­მოქ­მე­დე­ბას. მა­გა­ლი­თად, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა (წი­თუ­რა, წი­თე­ლა) ან გრი­პის ვირუ­სი, რო­მე­ლიც დე­დამ ორ­სუ­ლო­ბის და­სა­წყის­ში გა­და­ი­ტა­ნა. ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, მათ შო­რის, იბუპრო­ფე­ნის ან აკ­ნეს მკურ­ნა­ლო­ბის­თვის და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა. რა თქმა უნდა, გავ­ლე­ნას ახ­დენს მავ­ნე ჩვე­ვე­ბიც, რო­გო­რი­ცაა: ნარ­კო­ტი­კი, თამ­ბა­ქო, აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. თუმ­ცა უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ხში­რად გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი და­უდ­გე­ნე­ლიც არის.

რო­გორ ხდე­ბა გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის დი­აგ­ნოს­ტი­კა?

პირ­ვე­ლა­დი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, რო­გორც წესი, მარ­ტი­ვი კვლე­ვე­ბით ხდე­ბა. ესე­ნია: გუ­ლის ექოს­კო­პია, ელექტრო­კარ­დი­ოგ­რა­ფია. თუმ­ცა რიგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­რო ხდე­ბა და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც, რო­გო­რი­ცაა: დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი კა­თე­ტე­რი­ზა­ცია, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი კვლე­ვა და ა.შ.

გუ­ლის ულტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უჭი­რავს რო­გორც დი­აგ­ნო­ზის დას­მა­ში ასე­ვე, შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბის და მკურ­ნა­ლო­ბის და­გეგ­მვა­ში გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის დროს. თუმ­ცა ასე­ვე სა­ჭი­როა, რომ კვლე­ვა სა­თა­ნა­დო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ შეს­რულ­დეს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ორ­სუ­ლო­ბის დროს გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის გა­მოვ­ლე­ნა?

გარ­კვე­უ­ლი ტი­პის გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მუც­ლად ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან, კერ­ძოდ, 16-18 კვი­რი­დან. მუც­ლად ყოფ­ნის დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექო­კარ­დი­ოს­კო­პია ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა ისე­თი კრი­ტი­კუ­ლი გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში, რომ­ლებ­საც და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე სჭირ­დე­ბა ჩა­რე­ვა. უკვე დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი მან­კის შემ­თხვე­ვა­ში მედ. პერ­სო­ნა­ლი და პა­ცი­ენ­ტის მშობ­ლე­ბი ბავ­შვის და­ბა­დე­ბას შე­სა­ბა­მი­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბი­ან, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი სა­ხე­ო­ბის მან­კე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა მუც­ლად ყოფ­ნის დროს არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ორ­სუ­ლო­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­სირ­დეს გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ნა­ყო­ფის­თვის და­საშ­ვე­ბია, თუმ­ცა და­ბა­დე­ბის შემ­დეგ უნდა მოგ­ვარ­დეს. ამ დროს ბავ­შვის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ სა­ჭი­როა გეგ­მუ­რი კვლე­ვე­ბი, რათა ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის გა­მო­ი­რი­ცხოს.

რო­გო­რია და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი?

და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ასაკ­ზე და რა თქმა უნდა, გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის სა­ხე­ო­ბა­ზე. სიმპტო­მე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნია.

ჩვი­ლო­ბის ასაკ­ში ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს: გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თქვა, ოფ­ლი­ა­ნო­ბა, კვნე­სა კვე­ბის დროს, კვე­ბის დრო­ის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა, აჭ­რე­ლე­ბუ­ლი კანი, კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბა, სი­ლურ­ჯე, ხმა­უ­რი­ა­ნი სუნ­თქვა, ხში­რი ავა­დო­ბა რეს­პი­რა­ტო­რულ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით.

სკო­ლამ­დე­ლი, სკო­ლის და მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბი გვხვდე­ბა: ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბა, ტკი­ვი­ლი გუ­ლის ან გულ­მკერ­დის არე­ში, ად­ვი­ლად დაღ­ლა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, გო­ნე­ბის კარ­გვის ეპი­ზო­დე­ბი, გუ­ლის ფრი­ა­ლის შეგ­რძნე­ბა, შე­შუ­პე­ბა, სი­ლურ­ჯე, ზოგ­ჯერ ყლაპ­ვის გაძ­ნე­ლე­ბაც კი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კი ხან­დაზ­მულ ასაკ­შიც კი შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც წესი, უკვე გარ­თუ­ლე­ბე­ბით ვლინ­დე­ბა. ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბია: სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის არით­მია ან გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა.

რო­გორ ხდე­ბა გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის მკურ­ნა­ლო­ბა? რო­დის არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა?

მკურ­ნა­ლო­ბის სა­ხე­ო­ბა და დრო­უ­ლო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მან­კის სა­ხე­ო­ბა­სა და პა­ცი­ენ­ტის ასაკ­ზე. ეს სა­კი­თხი წყდე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და კონ­კრე­ტუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში რამ­დე­ნი­მე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა სა­ჭი­რო და მათ­გან პირ­ვე­ლი სი­ცო­ცხლის პირ­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტარ­დე­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის გა­რე­შე, ენ­დო­ვას­კუ­ლუ­რი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ით ხდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტი მე­ო­რე დღეს კლი­ნი­კი­დან ეწე­რე­ბა ბი­ნა­ზე და ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას უბ­რუნ­დე­ბა, 2 თვე­ში კი უკვე შე­უძ­ლია სპორ­ტსაც და­უბ­რუნ­დეს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის პრე­ვენ­ცია?

გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კის პრე­ვენ­ცია ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი არ არის, ვი­ნა­ი­დან გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რი ყო­ველ­თვის ცნო­ბი­ლი არაა. ორ­სუ­ლო­ბის და­გეგ­მვი­სა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ორ­სუ­ლო­ბა­ში უნდა მო­ე­რი­დოთ გარ­კვე­უ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის და წამ­ლე­ბის მი­ღე­ბას, და­იც­ვათ თავი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან.

ზო­გა­დად, სა­ჭი­როა თუ არა ბავ­შვის კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტრო­ლი თუ მას ჩი­ვი­ლე­ბი არ აქვს?

გეგ­მუ­რი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ტრო­ლი კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებ­შია სა­ჭი­რო. მა­გა­ლი­თად, თუ პირ­ვე­ლი რი­გის ნა­თე­სა­ვებს დად­გე­ნი­ლი აქვთ გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რად გა­ი­სინ­ჯოს. ასე­ვე თუ ბავ­შვის ნა­თე­სა­ვებ­ში ად­გი­ლი ჰქონ­და უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის გან­ვი­თა­რე­ბას 50 წლამ­დე ასაკ­ში.

ასე­ვე მი­მაჩ­ნია, რომ სა­სურ­ვე­ლია კვლე­ვა ჩა­ტარ­დეს მა­ნამ, სა­ნამ ბავ­შვი ჩა­ერ­თვე­ბა სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბა­ში, რათა გა­მოვ­რი­ცხოთ ისე­თი მან­კე­ბი, რომ­ლის დრო­საც პირ­ვე­ლი გა­მოვ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­სირ­დეს სპორ­ტუ­ლი დატ­ვირ­თვის დროს და სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი დად­გეს.

???
5

ეს მოიტანა კოვიდის ვაქცინამ, ალბათ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

100-დან 1 ახალშობილი გულის თანდაყოლილი მანკითაა დაავადებული - გაიგეთ, ორსულობის რა ვადაზე ვითარდება პათოლოგია და რა იწვევს მას

100-დან 1 ახალშობილი გულის თანდაყოლილი მანკითაა დაავადებული - გაიგეთ, ორსულობის რა ვადაზე ვითარდება პათოლოგია და რა იწვევს მას

გულის თანდაყოლილი მანკი ყველაზე ხშირი განვითარების ანომალია გახლავთ. 100-დან 1 ახალშობილი გულის თანდაყოლილი მანკით არის დაავადებული. გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული ბავშვების 25%-ს კარდიოქირურგიული ჩარევა ან პროცედურა სჭირდება ცხოვრების პირველი წელიწადის განმავლობაში. გულის თანდაყოლილი მანკის მრავალი სახეობა არსებობს. მათ შორის გამოყოფენ მარტივ და რთულ, კომბინირებულ ვარიანტებს. მარტივ შემთხვევებში ზოგჯერ პაციენტს ჩარევა არ სჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. რთული მანკების დროს რამდენიმე რთული კარდიოქირურგიული ჩარევის ჩატარება არის საჭირო და ზოგჯერ გულის ტრანსპლანტაციისაც.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის უფროსი კარდიოლოგი ეკატერინე კაპანაძე განმარტავს, რომ გულის თანდაყოლილი მანკის ჩამოყალიბება ორსულობის პირველი 6 კვირის განმავლობაში ხდება. გულის მანკთან დაკავშირებულ საკითხებზე დეტალურად თავად ეკატერინე კაპანაძე გვესაუბრება.

გულის თანდაყოლილი რომელი პათოლოგიები გვხვდება ყველაზე ხშირად?

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ყველაზე ხშირი გულის თანდაყოლილი მანკი გახლავთ პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი. მოგეხსენებათ, ადამიანს 4-კამერიანი გული აქვს, რომელიც ორი წინაგულისა და ორი პარკუჭისაგან შედგება. პარკუჭების შორის არის ე. წ. პარკუჭთაშუა ძგიდე. მის მთლიანობაში თანდაყოლილი დარღვევის არსებობის დროს დაავადებას ეწოდება პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი. მისი მრავალი სახეობა არსებობს. შეიძლება იყოს მცირე, ძგიდის კუნთოვან ნაწილში არსებული დეფექტები, რომელმაც პაციენტს ცხოვრების მანძილზე არანაირი პრობლემა არ შეუქმნას და თავისითაც შეხორცდეს. მეორე მხრივ, თუ დეფექტი დიდი ზომის არის, შეიძლება გამოვლინდეს გულის უკმარისობის ნიშნებით და დროული კარდიოქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო, რათა მეორადად ფილტვების დაზიანება ავირიდოთ თავიდან. დეფექტის მნიშვნელობა აუცილებლად კარდიოლოგმა უნდა შეაფასოს. ამ დროს დეფექტის ზომის გარდა სხვა მეორად ნიშნებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი გულის თანდაყოლილი მანკის კიდევ ერთი ხშირი სახეობაა. ის წარმოადგენს ხვრელს გულის ზედა კამერებს, ანუ წინაგულებს შორის. ამ შემთხვევაშიც ხვრელი შეიძლება იყოს უმნიშვნელო და ჩარევა არ სჭირდებოდეს. თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ის დიდი ზომის იყოს და სჭირდებოდეს ე.წ. ენდოვასკულური (ანუ სისხლძარღვიდან მიდგომით, ოპერაციის გარეშე) მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა.

აორტის ორკარედა სარქველი - ამ სახელით არის ცნობილი გულის თანდაყოლილი მანკის კიდევ ერთი ტიპი. აორტა გახლავთ ადამიანის ორგანიზმში ყველაზე დიდი სისხლძარღვი, რომელიც მარცხენა პარკუჭიდან გამოდის. გამოსვლის ადგილას აქვს ე. წ. აორტის სარქველი, რომლის ფუნქციაც გახლავთ მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის დროს გაიხსნას, გაატაროს სისხლი აორტაში, შემდგომ დაიხუროს და ხელი შეუშალოს სისხლის უკან დაბრუნებას. აორტის სარქველი ნორმაში შედგება სამი კარედისგან. თუმცა არსებობს თანდაყოლილი ანომალია, როდესაც ის ორი კარედით არის წარმოდგენილი და მისი ფუნქცია დარღვეულია. აღსანიშნავია, რომ აორტის ორკარედა სარქვლის პირველადი დიაგნოსტიკა ხშირად მოზრდილთა ასაკში ხდება, როდესაც სარქვლის ფუნქციები ირღვევა

რა იწვევს გულის თანდაყოლილ მანკს?

გულის თანდაყოლილი მანკის ჩამოყალიბება ორსულობის პირველი 6 კვირის განმავლობაში ხდება. გამომწვევ მიზეზებს შორის, ყველაზე ხშირად, აღნიშნავენ ინფექციური დაავადების ან --- მედიკამენტის ზემოქმედებას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, ინფექციური დაავადება (წითურა, წითელა) ან გრიპის ვირუსი, რომელიც დედამ ორსულობის დასაწყისში გადაიტანა. ასევე კონკრეტული მედიკამენტების, მათ შორის, იბუპროფენის ან აკნეს მკურნალობისთვის დანიშნული მედიკამენტების ზემოქმედება. რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მავნე ჩვევებიც, როგორიცაა: ნარკოტიკი, თამბაქო, აკრძალული ნივთიერებები. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირად გულის თანდაყოლილი მანკის გამომწვევი მიზეზი დაუდგენელიც არის.

როგორ ხდება გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტიკა?

პირველადი დიაგნოსტირება, როგორც წესი, მარტივი კვლევებით ხდება. ესენია: გულის ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია. თუმცა რიგ შემთხვევაში, საჭირო ხდება დამატებითი კვლევების ჩატარებაც, როგორიცაა: დიაგნოსტიკური კათეტერიზაცია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და ა.შ.

გულის ულტრასონოგრაფიას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს როგორც დიაგნოზის დასმაში ასევე, შემდგომი კვლევების და მკურნალობის დაგეგმვაში გულის თანდაყოლილი მანკის დროს. თუმცა ასევე საჭიროა, რომ კვლევა სათანადო აღჭურვილობით გულის თანდაყოლილი მანკის სპეციალისტის მიერ შესრულდეს.

შესაძლებელია თუ არა ორსულობის დროს გულის თანდაყოლილი მანკის გამოვლენა?

გარკვეული ტიპის გულის თანდაყოლილი მანკის დიაგნოსტირება შესაძლებელია მუცლად ყოფნის პერიოდიდან, კერძოდ, 16-18 კვირიდან. მუცლად ყოფნის დროს ჩატარებული ექოკარდიოსკოპია ძალიან გვეხმარება ისეთი კრიტიკული გულის თანდაყოლილი მანკების გამოვლენაში, რომლებსაც დაბადებისთანავე სჭირდება ჩარევა. უკვე დიაგნოსტირებული მანკის შემთხვევაში მედ. პერსონალი და პაციენტის მშობლები ბავშვის დაბადებას შესაბამისად მომზადებული ხვდებიან, თუმცა გარკვეული სახეობის მანკების დიაგნოსტირება მუცლად ყოფნის დროს არ არის შესაძლებელი.

ორსულობის დროს შეიძლება დაფიქსირდეს გარკვეული ცვლილებები, რომლებიც ნაყოფისთვის დასაშვებია, თუმცა დაბადების შემდეგ უნდა მოგვარდეს. ამ დროს ბავშვის დაბადების შემდეგ საჭიროა გეგმური კვლევები, რათა ყველა სახეობის გულის თანდაყოლილი მანკის გამოირიცხოს.

როგორია დაავადების სიმპტომები?

დაავადების სიმპტომები დამოკიდებული პაციენტის ასაკზე და რა თქმა უნდა, გულის თანდაყოლილი მანკის სახეობაზე. სიმპტომები განსხვავებული და მრავალრიცხოვანია.

ჩვილობის ასაკში ეს შეიძლება იყოს: გახშირებული სუნთქვა, ოფლიანობა, კვნესა კვების დროს, კვების დროის გახანგრძლივება, აჭრელებული კანი, კიდურების შეშუპება, სილურჯე, ხმაურიანი სუნთქვა, ხშირი ავადობა რესპირატორულ ვირუსული ინფექციებით.

სკოლამდელი, სკოლის და მოზარდობის ასაკში შემდეგი სიმპტომები გვხვდება: ჰაერის უკმარისობა, ტკივილი გულის ან გულმკერდის არეში, ადვილად დაღლა, თავბრუსხვევა, გონების კარგვის ეპიზოდები, გულის ფრიალის შეგრძნება, შეშუპება, სილურჯე, ზოგჯერ ყლაპვის გაძნელებაც კი.

აღსანიშნავია, რომ გულის თანდაყოლილი მანკი ხანდაზმულ ასაკშიც კი შეიძლება გამოვლინდეს. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, უკვე გართულებებით ვლინდება. ეს გართულებებია: სხვადასხვა სახეობის არითმია ან გულის უკმარისობა.

როგორ ხდება გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა? როდის არის რეკომენდებული ოპერაციის ჩატარება?

მკურნალობის სახეობა და დროულობა დამოკიდებული მანკის სახეობასა და პაციენტის ასაკზე. ეს საკითხი წყდება ინდივიდუალურად და კონკრეტული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით. ზოგ შემთხვევაში რამდენიმე ქირურგიული ჩარევაა საჭირო და მათგან პირველი სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ტარდება. სხვა შემთხვევაში პრობლემის მოგვარება ქირურგიული ჩარევის გარეშე, ენდოვასკულური მანიპულაციით ხდება. ამ შემთხვევაში პაციენტი მეორე დღეს კლინიკიდან ეწერება ბინაზე და ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება, 2 თვეში კი უკვე შეუძლია სპორტსაც დაუბრუნდეს.

შესაძლებელია თუ არა გულის თანდაყოლილი მანკის პრევენცია?

გულის თანდაყოლილი მანკის პრევენცია ყველა შემთხვევაში შესაძლებელი არ არის, ვინაიდან გამომწვევი ფაქტორი ყოველთვის ცნობილი არაა. ორსულობის დაგეგმვისა და მიმდინარეობისას აუცილებელია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება. ორსულობაში უნდა მოერიდოთ გარკვეული ნივთიერებების და წამლების მიღებას, დაიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან.

ზოგადად, საჭიროა თუ არა ბავშვის კარდიოლოგიური კონტროლი თუ მას ჩივილები არ აქვს?

გეგმური კარდიოლოგიური კონტროლი კონკრეტულ შემთხვევებშია საჭირო. მაგალითად, თუ პირველი რიგის ნათესავებს დადგენილი აქვთ გულის თანდაყოლილი მანკი, აუცილებელია პაციენტი პროფილაქტიკურად გაისინჯოს. ასევე თუ ბავშვის ნათესავებში ადგილი ჰქონდა უეცარი სიკვდილის განვითარებას 50 წლამდე ასაკში.

ასევე მიმაჩნია, რომ სასურველია კვლევა ჩატარდეს მანამ, სანამ ბავშვი ჩაერთვება სპორტულ აქტივობაში, რათა გამოვრიცხოთ ისეთი მანკები, რომლის დროსაც პირველი გამოვლენა შეიძლება დაფიქსირდეს სპორტული დატვირთვის დროს და სავალალო შედეგი დადგეს.