"ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მშვიდობას არ გეგმავს და ამიტომ დასავლეთი უნდა მოემზადოს კიევისთვის ლეტალური დახმარების კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მიწოდებისთვის", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
ნატო-ს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და სხვა დასავლური სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში იარაღით, საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილებით.
"საჭიროება კვლავ იქნება, რადგან ეს არის გამოფიტვის ომი; ეს ეხება ინდუსტრიულ შესაძლებლობებს მხარდაჭერის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
მან არ გამორიცხა, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მომავალში უკრაინაში F-16-ების ან სხვა დასავლური საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღონ.
უკრაინელი პოლიტიკური ექსპერტი ვალენტინ გლადკიხის აზრით, ქართული საზოგადოება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ამბივალენტურია, ანუ გაორებული და წინააღმდეგობრივი.
სამხრეთ კავკასიის კვლევითი ცენტრის ფილიალის ხელმძღვანელის, ვლადიმირ კოპჩაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინასთან დამარცხებას ვერ შეძლებს და ამიტომ სურს ამ ომის დამთავრებას მშვიდად დაელოდოს.
უკრაინისადმი მხარდაჭერის (ალბათ იგულისხმება სამხედრო მხარდაჭერა) გამოხატვის ნებისმიერ ნარატივზე ან მოთხოვნაზე, საქართველოს ხელისუფლება პასუხობს, რომ მათ უნდათ ამ ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევა.
რაც შეეხება ქართული საზოგადოების გარკვეულ ფენას-მათაც ნამდვილად არ სურთ ესკალაცია რუსეთის ფედერაციასთან.
ქართველებს უკრაინისადმი აქვთ 100%-იანი მხარდაჭერა, მაგრამ მათ ეშინიათ ნახონ თავიანთი ქალაქები, როგორიცაა მარიუპოლი.
პ.ს. ახლა მას დაემატა ბახმუტი.
რაზეც იწვევთ იმას მიიღებთ! ძალიან ცდებით თუ გგონიათ რომ დასუსტებულია ან თქვენან ომობანას თამაშის ეშინია. ჯერ კიდევ თავს იკავებს! ამოგჟუჟავთ! ჰააგა მოენატრება ზელენსკის! ხალხი რომელიც სასაკლაო ხორცად აქცია მაგათი შთამომავლობა არ აპატიებს! არც ღმერთი! ამ ომში 90% ბრალეულობა ზელენსკის მიუძღვის! ებრაელი ანტიქრისტე!