მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისპანახი, "ალადიკები" მივიტანე და ისპანახი ნახევარზე მეტი შეჭამა... ხორცს მოწამვლის გამო ვერ ჭამს, ადამიანი ფეხზე ვერ დგება, 62 კილოა" - ალასანია სააკაშვილზე
"ისპანახი, "ალადიკები" მივიტანე და ისპანახი ნახევარზე მეტი შეჭამა... ხორცს მოწამვლის გამო ვერ ჭამს, ადამიანი ფეხზე ვერ დგება, 62 კილოა" - ალასანია სააკაშვილზე

მივ­ხვდი, რომ ცი­ხე­ში დაბ­რუ­ნე­ბას უპი­რე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დე­დამ, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მად, კლი­ნი­კა მი­მარ­თავს პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს, შე­ფას­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის „ვი­ვა­მედ­ში“ და­ყოვ­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა.

რო­გორც ალა­სა­ნია გან­მარ­ტავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფეხ­ზე ვერ დგე­ბა, სუს­ტად არის.

"მივ­ხვდი, რომ ცი­ხე­ში დაბ­რუ­ნე­ბას უპი­რე­ბენ. ადა­მი­ა­ნი ავად არის, ძა­ლი­ან სუს­ტად. რო­მე­ლი ექი­მი მო­ა­წერს ხელს, რომ ის ჯან­მრთე­ლია?! ადა­მი­ა­ნი ფეხ­ზე ვერ დგე­ბა, 62 კილო არის. 47 დი­აგ­ნო­ზი აქვს, აქე­დან 3 უმ­ძი­მე­სი.

მძი­მე მე­ტა­ლე­ბით არის მო­წამ­ლუ­ლი. დიდი ხა­ნია, ამის ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მოყ­ვა­ნაა სა­ჭი­რო, მაგ­რამ ეს სა­კი­თხი არ დას­მუ­ლა. მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ რო­გორ­მე მოკ­ლან ჩემი შვი­ლი. მივ­ხვდი, რომ ცი­ხე­ში დაბ­რუ­ნე­ბას უპი­რე­ბენ. შიდა ექი­მე­ბიც [ამას ამ­ბო­ბენ]. ჩემს შვილს ტე­ლე­ფო­ნი არ აქვს, სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში ჰყავთ, ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია იმ პირ­თა წრე, ვი­საც მისი ნახ­ვა შე­უძ­ლია. დღე­ში 2-ჯერ მი­მაქვს საკ­ვე­ბი, რომ ამ­ბო­ბენ, თურ­მე არ მი­მაქვს და მინ­და მოვ­კლა.

ის­პა­ნა­ხი, "ალა­დი­კე­ბი" მი­ვი­ტა­ნე და ის­პა­ნა­ხი ნა­ხე­ვარ­ზე მეტი შე­ჭა­მა, სხვე­ბი რო­გორ იკ­ვე­ბე­ბი­ან დი­ლით?! რა­ტომ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რომ მო­წამ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულს უნდა ჭამ­დეს. ხორცს მო­წამ­ვლის გამო ვერ ჭამს. საჭ­მე­ლი არ შე­უძ­ლია, ამ­ბობს: "არ გა­მა­გო­ნო". ადა­მი­ა­ნი მო­წამ­ლუ­ლია" , - აღ­ნიშ­ნავს ალა­სა­ნია.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, კლი­ნი­კა „ვი­ვა­მე­დი“ აცხა­დებს, რომ "იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა" მი­მარ­თოს, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს, შე­ა­ფა­სოს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ვი­ვა­მედ­ში" შემ­დგო­მი და­ყოვ­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა.

კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს და აცხა­დებს, რომ ბოლო თვის მან­ძილ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა მხო­ლოდ სიმპტო­მურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, უნ­დობ­ლო­ბას აცხა­დებს მედ­პერ­სო­ნა­ლის მი­მართ და უარს ამ­ბობს შე­თა­ვა­ზე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მა­ზე, რის შე­დე­გა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად იღებს "უზარ­მა­ზარ რე­პუ­ტა­ცი­ულ დარ­ტყმას" და "მედ­პერ­სო­ნა­ლი იძუ­ლე­ბით ვე­რა­ვის უმ­კურ­ნა­ლებს".

„ვი­ვა­მე­დის“ გან­ცხა­დე­ბით, ის სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, რა­ზეც თან­ხმო­ბას აცხა­დებს პა­ცი­ენ­ტი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდო
3

წაქცეულს ფეხი არ უნდა დაადგა ეს შენს სულმდაბობაზე მიუთითებს.

 ამიტომ უნდა დატოვო უკომენტაროდ.

დედა გიული
2

მე როგორც კი ისპანახს გეახლებით ის დღე ჩემი არ არი-კედლებზე დავდივარ და დავიჯერო თქვენს,,დედას მიშიკოს ,, რგებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ისპანახი, "ალადიკები" მივიტანე და ისპანახი ნახევარზე მეტი შეჭამა... ხორცს მოწამვლის გამო ვერ ჭამს, ადამიანი ფეხზე ვერ დგება, 62 კილოა" - ალასანია სააკაშვილზე

"ისპანახი, "ალადიკები" მივიტანე და ისპანახი ნახევარზე მეტი შეჭამა... ხორცს მოწამვლის გამო ვერ ჭამს, ადამიანი ფეხზე ვერ დგება, 62 კილოა" - ალასანია სააკაშვილზე

მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რითაც კლინიკა "ვივამედის" განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, კლინიკა მიმართავს პენიტენციურ სამსახურს, შეფასდეს მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ დაყოვნების მიზანშეწონილობა.

როგორც ალასანია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი ფეხზე ვერ დგება, სუსტად არის.

"მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ. ადამიანი ავად არის, ძალიან სუსტად. რომელი ექიმი მოაწერს ხელს, რომ ის ჯანმრთელია?! ადამიანი ფეხზე ვერ დგება, 62 კილო არის. 47 დიაგნოზი აქვს, აქედან 3 უმძიმესი.

მძიმე მეტალებით არის მოწამლული. დიდი ხანია, ამის ორგანიზმიდან გამოყვანაა საჭირო, მაგრამ ეს საკითხი არ დასმულა. მთელი ეს პერიოდი იმას ემსახურება, რომ როგორმე მოკლან ჩემი შვილი. მივხვდი, რომ ციხეში დაბრუნებას უპირებენ. შიდა ექიმებიც [ამას ამბობენ]. ჩემს შვილს ტელეფონი არ აქვს, სრულ იზოლაციაში ჰყავთ, ძალიან შეზღუდულია იმ პირთა წრე, ვისაც მისი ნახვა შეუძლია. დღეში 2-ჯერ მიმაქვს საკვები, რომ ამბობენ, თურმე არ მიმაქვს და მინდა მოვკლა.

ისპანახი, "ალადიკები" მივიტანე და ისპანახი ნახევარზე მეტი შეჭამა, სხვები როგორ იკვებებიან დილით?! რატომ წარმოუდგენიათ, რომ მოწამლული ადამიანი განსაკუთრებულს უნდა ჭამდეს. ხორცს მოწამვლის გამო ვერ ჭამს. საჭმელი არ შეუძლია, ამბობს: "არ გამაგონო". ადამიანი მოწამლულია" , - აღნიშნავს ალასანია.

ინფორმაციისთვის, კლინიკა „ვივამედი“ აცხადებს, რომ "იძულებული ხდება" მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

კლინიკის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ ბოლო თვის მანძილზე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე, რის შედეგადაც სამედიცინო ცენტრი დაუმსახურებლად იღებს "უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას" და "მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს".

„ვივამედის“ განცხადებით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.

ნახეთ ასევე: