ავტორი:

"არ გამიგია, რომ არ ექიმებს ემორჩილება... ახლა ჰყავს ექიმი, ქალბატონი ლუიზა, რომელსაც ძალიანაც ემორჩილება" - გიული ალასანია სააკაშვილზე

"არ გამიგია, რომ არ ექიმებს ემორჩილება... ახლა ჰყავს ექიმი, ქალბატონი ლუიზა, რომელსაც ძალიანაც ემორჩილება" - გიული ალასანია სააკაშვილზე

საკვებს არ იღებს კი არა, ვერ იღებს - მე არ გამიგია, რომ ექიმებს არ [ენდობა] ახლა ჰყავს მას ექიმი, ქალბატონი ლუიზა, რომელსაც ძალიანაც ემორჩილება , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლონელი ექიმები ან ჩამოვლენ, ან - არა.

"ეს მისთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა, მოწამლული ადამიანისთვის, რომელიც ვერ იღებს, არ იღებს კი არა, ვერ იღებს [საკვებს].

მე არ გამიგია, რომ ექიმებს არ [ენდობა]. ახლა ჰყავს მას ექიმი, ქალბატონი ლუიზა, რომელსაც ძალიანაც ემორჩილება. მე არ გამიგია, რომ არ ემორჩილება.

მათი რეკომენდაცია თუ არის, რომ უნდა მიიღოს 1500 კალორია, ვერ იღებს და მთელი მაგის პრობლემა ეგ არის. ის პოლონელი ექიმები ან ჩამოვლენ ან არ ჩამოვლენ", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ნახეთ ასევე: