საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამომავლოდ აუცილებელია, ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს" - თსუ-ს რექტორ სტუდქალაქში მართლწესრიგის ოფიცრების შესვლაზე
"სამომავლოდ აუცილებელია, ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს" - თსუ-ს რექტორ სტუდქალაქში მართლწესრიგის ოფიცრების შესვლაზე

"ვფიქ­რობ, რომ სა­მო­მავ­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას შსს-ს და უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია იყოს" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, ჯაბა სა­მუ­ში­ამ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის 14-16 მარტს თსუ-ს სტუდ­ქა­ლა­ქის ბა­გე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვა­კის რა­ი­ო­ნის მარ­თლწეს­რი­გის ოფიც­რე­ბის შეს­ვლას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც მან "მა­ი­სის სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბას­თან” შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გან­მარ­ტა, ის გეგ­მავს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარს და შსს-ს მი­ნისტრს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს შეხ­ვდეს, რათა სა­მო­მავ­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა და­იხ­ვე­წოს.

“თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ არ­სე­ბობს სა­კი­თხი, რის გარ­შე­მოც დი­ა­ლო­გი გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე მზად ვარ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს შევ­ხვდე. 15 მარტს შსს-ს ორმა ოფი­ცერ­მა, რო­მელ­თაც ოფი­ცი­ა­ლუ­რი მინ­დო­ბი­ლო­ბა ჰქონ­დათ, გარ­კვე­უ­ლი აღ­წე­რა თსუ-ს სტუდ­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ა­ტა­რეს. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორი შე­ნო­ბაა, სა­დაც ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩენ შე­ნო­ბებ­ში იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მოხ­და, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც შსს ატა­რებს.

ვფიქ­რობ, რომ სა­მო­მავ­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­სას შსს და უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია იყოს. როცა სტუ­დენ­ტებს საქ­მე ეხე­ბა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მათ თან უნდა ახ­ლდეთ. მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ თსუ-ს სტუ­დენ­ტუ­რი სა­ცხოვ­რი­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ცუ­ლი იყოს.

სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რის დროს გა­მო­იკ­ვე­თა, რომ არა­ნა­ი­რი ფორ­მით გა­დაც­დე­ნა ამ პრო­ცე­დუ­რი­სას არ მომ­ხდა­რა. ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ სა­მო­მავ­ლოდ გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რის ნა­წი­ლი და­იხ­ვე­წე­ბა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ვალ­ში გარ­კვე­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბით მოხ­დეს.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მის კურ­სში გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრს ჩა­ვა­ყე­ნებ, რო­მე­ლიც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის კარ­გი მცოდ­ნეა. ასე­ვე, ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ შევხდეთ შსს-ს მი­ნისტრს, რომ სა­მო­მავ­ლოდ პრო­ცე­დუ­რა და­იხ­ვე­წოს. მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს პრო­ცე­დუ­რა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, იმი­ტომ, რომ ეს ობი­ექ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვის ქვეშ არის”, - გა­ნა­ცხა­და სა­მუ­ში­ამ.

ზურაბ
48

აწი შ.ს.ს სტუდქალაქში თუ წახვალთ ვინმე კრიმინალის დასაკავებლად ან მოგინდებათ შეამოწმოთ ვინ აფარებს თავს საერთო საცხოვრებელს,ეგ საქმე სტუდენტებთან უნდა შეათანხმოთ. არ გაბედოთ გაუფრთხილებლად იქ მისვლა,თორემ "მოლოტოვის კოქტეილები" შეიძლება დაიმსახუროთ.

ავტორი:

"სამომავლოდ აუცილებელია, ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს" - თსუ-ს რექტორ სტუდქალაქში მართლწესრიგის ოფიცრების შესვლაზე

"სამომავლოდ აუცილებელია, ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს" - თსუ-ს რექტორ სტუდქალაქში მართლწესრიგის ოფიცრების შესვლაზე

"ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებელია, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შსს-ს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს" - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რითაც ის 14-16 მარტს თსუ-ს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების შესვლას გამოეხმაურა.

როგორც მან "მაისის სტუდენტური მოძრაობასთან” შეხვედრის შემდეგ განმარტა, ის გეგმავს განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შსს-ს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდეს, რათა სამომავლოდ აღნიშნული პროცედურა დაიხვეწოს.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არ არსებობს საკითხი, რის გარშემოც დიალოგი გაგვიჭირდება. ნებისმიერ საკითხზე მზად ვარ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შევხვდე. 15 მარტს შსს-ს ორმა ოფიცერმა, რომელთაც ოფიციალური მინდობილობა ჰქონდათ, გარკვეული აღწერა თსუ-ს სტუდქალაქის ტერიტორიაზე ჩაატარეს. ამ ტერიტორიაზე ორი შენობაა, სადაც ჩვენი სტუდენტები არიან განთავსებული, დანარჩენ შენობებში იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. ამ ტერიტორიაზე აღნიშნული ღონისძიების ჩატარება მოხდა, ეს არის ჩვეულებრივი ღონისძიება, რომელსაც შსს ატარებს.

ვფიქრობ, რომ სამომავლოდ აუცილებელია, აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შსს და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია იყოს. როცა სტუდენტებს საქმე ეხება, უნივერსიტეტის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მათ თან უნდა ახლდეთ. მთლიანობაში ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თსუ-ს სტუდენტური საცხოვრისი მაქსიმალურად დაცული იყოს.

სტუდენტებთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა, რომ არანაირი ფორმით გადაცდენა ამ პროცედურისას არ მომხდარა. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამომავლოდ გარკვეული პროცედურის ნაწილი დაიხვეწება, რომ ეს ყველაფერი მომავალში გარკვეული ჩარჩოებით მოხდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში განათლების და მეცნიერების მინისტრს ჩავაყენებ, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრების კარგი მცოდნეა. ასევე, ჩვენი სურვილია, რომ შევხდეთ შსს-ს მინისტრს, რომ სამომავლოდ პროცედურა დაიხვეწოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცედურა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ეს ობიექტები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არის”, - განაცხადა სამუშიამ.