მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის აგენტებად შერაცხვას?" - რას წერს ნინო ლომჯარია
"ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის აგენტებად შერაცხვას?" - რას წერს ნინო ლომჯარია

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია კი­დევ ერთხელ ეხ­მა­უ­რე­ბა ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ნო­დარ დუმ­ბა­ძე ჩემი ბავ­შვო­ბის უსაყ­ვარ­ლე­სი მწე­რა­ლია. თი­თო­ე­უ­ლი მისი რო­მა­ნი თუ მო­თხრო­ბა, იუ­მო­რის­ტუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი 10-10-ჯერ მა­ინც მაქვს წა­კი­თხუ­ლი. გუ­რუ­ლი ბავ­შვე­ბი მე-6 - მე-7 კლას­ში ნო­დარ დუმ­ბა­ძის სო­ფელ­ში რომ დავ­ყავ­დით ხოლ­მე ექ­სკურ­სი­ა­ზე, მე მის მა­მი­დას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს ვწერ­დი, ბავ­შვუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი და ცო­ტა­თი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი კი­თხვე­ბით, მა­გა­ლი­თად - "რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და თუ არა და­თი­კო ბრი­გა­დი­რი?"

ნო­დარ დუმ­ბა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას მთა­ვარ ხა­ზად გას­დევს მშობ­ლე­ბის "ხალ­ხის მტრე­ბად" და "აგენ­ტე­ბად" შე­რა­ცხვით გა­მოწ­ვე­უ­ლი მძი­მე ტრავ­მა, რაც საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რა­მაც კი ვერ წა­შა­ლა. მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ გუ­ლის პირ­ვე­ლი შე­ტე­ვა ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბის ასაკ­ში მი­ი­ღო, რო­დე­საც მშობ­ლე­ბის რეპ­რე­სი­ე­ბის შემ­დეგ მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რა ნო­და­რი მა­მი­დამ მა­ტა­რებ­ლით სო­ფელ­ში წა­იყ­ვა­ნა...

ჩემ­თვის ნო­დარ დუმ­ბა­ძე იყო ის მწე­რა­ლი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად და­მა­ნა­ხა უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის აგენ­ტე­ბად და ხალ­ხის მტრე­ბად შე­რა­ცხვის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი შე­დე­გი რო­გორც მსხვერ­პლე­ბის­თვის, ასე­ვე, მათი შვი­ლე­ბი­სა თუ, მათ შო­რის, "დამ­ბე­ზღებ­ლე­ბის­თვის".

ჰოდა, ნო­დარ დუმ­ბა­ძის ერთი წიგ­ნი მა­ინც თუ გაქვს წა­კი­თხუ­ლი, რო­გორ უნდა და­უ­ჭი­რო მხა­რი შენი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო ნა­წი­ლის (ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით, საქ­მით) აგენ­ტე­ბად შე­რა­ცხვას? რო­გორ უნდა იდგე იმ ხალ­ხის გვერ­დით, რომ­ლე­ბიც ამის კე­თე­ბას დღეს კა­ნო­ნის მი­ღე­ბის გა­რე­შე აგ­რძე­ლე­ბენ?

არ მეს­მის მე ეს და მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ყვე­ლა გა­მო­ფხიზ­ლდე­ბა ამ სი­გი­ჟი­დან და ვნა­ხავთ ერ­თმა­ნეთ­თან სა­ერ­თო ენას," - წერს ლომ­ჯა­რია.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოდიკი
2

ვაი შენს პატრონს თავის თავს რომ საუკეთესოს ეძახის, თავის ქება კიტრადაო,,, ვითომ წაუკიღხია რამე

ნია
16

საუკეთესო სახალხო დამცველი, მადლობა , ქალბატონო ნინო 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის აგენტებად შერაცხვას?" - რას წერს ნინო ლომჯარია

"ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის აგენტებად შერაცხვას?" - რას წერს ნინო ლომჯარია

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კიდევ ერთხელ ეხმაურება ე.წ. აგენტების კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ნოდარ დუმბაძე ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი მწერალია. თითოეული მისი რომანი თუ მოთხრობა, იუმორისტული ჩანაწერები 10-10-ჯერ მაინც მაქვს წაკითხული. გურული ბავშვები მე-6 - მე-7 კლასში ნოდარ დუმბაძის სოფელში რომ დავყავდით ხოლმე ექსკურსიაზე, მე მის მამიდასთან ინტერვიუებს ვწერდი, ბავშვურად თავისუფალი და ცოტათი პროვოკაციული კითხვებით, მაგალითად - "რეალურად არსებობდა თუ არა დათიკო ბრიგადირი?"

ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას მთავარ ხაზად გასდევს მშობლების "ხალხის მტრებად" და "აგენტებად" შერაცხვით გამოწვეული მძიმე ტრავმა, რაც საბჭოთა ცენზურამაც კი ვერ წაშალა. მის შემოქმედებაში ვკითხულობთ, რომ გულის პირველი შეტევა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში მიიღო, როდესაც მშობლების რეპრესიების შემდეგ მარტო დარჩენილი პატარა ნოდარი მამიდამ მატარებლით სოფელში წაიყვანა...

ჩემთვის ნოდარ დუმბაძე იყო ის მწერალი, რომელმაც პირველად დამანახა უდანაშაულო ადამიანების აგენტებად და ხალხის მტრებად შერაცხვის გამანადგურებელი შედეგი როგორც მსხვერპლებისთვის, ასევე, მათი შვილებისა თუ, მათ შორის, "დამბეზღებლებისთვის".

ჰოდა, ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის (ინტელექტუალურად, ღირებულებებით, სამშობლოს სიყვარულით, საქმით) აგენტებად შერაცხვას? როგორ უნდა იდგე იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ამის კეთებას დღეს კანონის მიღების გარეშე აგრძელებენ?

არ მესმის მე ეს და მინდა მჯეროდეს, რომ ყველა გამოფხიზლდება ამ სიგიჟიდან და ვნახავთ ერთმანეთთან საერთო ენას," - წერს ლომჯარია.

ასევე იხილეთ: