პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:16-ზე, მთვარე კუროში იქნება 17:21-დან – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, ქალაქგარეთ გასეირნებისა და მივლინებისთვის. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიცავით ყელი და ყურები. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. კარგია რემონტის დაწყება. დღეს დაუთოებული თეთრეული და ტანსაცმელი დიდხანს დარჩება სწორი.
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე თუ მიყვარდი, არ მეგონა... მაგას როგორ წარმოვიდგენდი, რომ მე მიშას დავასაფლავებდი?!" - 23 მარტი მიშა გომიაშვილის დაბადების დღეა: მსახიობს მეუღლე და მეგობრები იხსენებენ
"ასე თუ მიყვარდი, არ მეგონა... მაგას როგორ წარმოვიდგენდი, რომ მე მიშას დავასაფლავებდი?!" - 23 მარტი მიშა გომიაშვილის დაბადების დღეა: მსახიობს მეუღლე და მეგობრები იხსენებენ

ის სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა იყო. ყო­ველ­თვის შე­გეძ­ლო მინ­დო­ბო­დი, არა­სო­დეს და­გა­ღა­ლა­ტებ­და - არც საქ­მე­ში და არც პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი. ვი­ღებ­დი ფილ­მს უდი­დეს მსა­ხი­ობ ნო­დარ მგა­ლო­ბიშ­ვილ­ზე. მინ­დო­და, ვინ­მე ისე­თი ადა­მი­ა­ნი ჩა­მე­წე­რა, ვინც ბა­ტონ ნო­დარს გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და. ასე­თი ადა­მი­ა­ნი, მისი პარტნი­ო­რი თე­ატ­რში და ცხოვ­რე­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­გო­ბა­რი, ბა­ტო­ნი მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. როცა ვრე­კავ­დი, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, არ ვი­ცო­დი, რო­გორ უნდა მი­მე­მარ­თა მის­თვის, მე ხომ ჩემი საყ­ვა­რე­ლი სპექ­ტაკ­ლის "მამა“ გა­მორ­ჩე­ულ პერ­სო­ნაჟ­თან ვრე­კავ­დი. ყურ­მი­ლი რომ აიღო, გა­ვი­სუ­სე, და უცებ მეს­მის ხმა: "გის­მენთ, რა­ხან და­მი­რე­კეთ, ხმა გა­მე­ცი­თო“. ძლივს ამო­ვი­ლუღ­ლუ­ღე, რაც მინ­დო­და და ზუს­ტად ერთ სა­ათ­ში ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში მო­ვი­და და ერთი ამო­სუნ­თქვით ჩა­წე­რა წე­რი­ლი, რო­მე­ლიც ბა­ტონ ნო­დარს და­უ­წე­რა. ეს დღე არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა... მას მერე ბევ­რი წელი გა­ვი­და, დავ­დი­ო­დი მის სპექ­ტაკ­ლებ­ზე, თვალ-ყურს ვა­დევ­ნე­ბი მის შე­მოქ­მე­დე­ბას.

23 მარ­ტი ბა­ტო­ნი მი­შას და­ბა­დე­ბის დღეა. გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და და ემ­ზა­დე­ბო­და ამ დღი­სათ­ვის. გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და, ამ დღეს "არ­ტის“ თა­მა­ში. გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი მის­და­მი პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­მე­ხა­ტა და და­ვუ­რე­კე მის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მე­უღ­ლეს - ქეთი კა­ლან­და­ძეს, რო­მე­ლიც დიდი სით­ბო­თი დამ­თან­ხმდა ინ­ტერ­ვი­უ­ზე.. ასე­ვე შე­ვეხ­მი­ა­ნე, მის ორ გა­ნუყ­რელ პარტნი­ორ­სა და მე­გო­ბარს: ზურა ყიფ­ში­ძე­სა და ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვილს, რომ­ლე­ბიც ზუს­ტად რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ამო­ვიდ­ნენ მიშა გო­მი­აშ­ვი­ლის სახ­ლში და ჩვე­ნი ინ­ტერ­ვი­უც მის ოთახ­ში ჩა­ი­წე­რა, სა­დაც დღემ­დე იგ­რძნო­ბა ზუს­ტად ის აურა, რო­მე­ლიც მის სი­ცო­ცხლე­ში ტრი­ა­ლებ­და.

- ახ­ლა­ხანს ვუ­ყუ­რე გა­და­ცე­მას, რო­მელ­შიც ბა­ტო­ნი მიშა გუ­ლის­ტკი­ვი­ლით აღ­ნიშ­ნავს, - 60 წლის რომ გავ­ხდი, არა­ვის გა­ვახ­სენ­დიო...

ზურა ყიფ­ში­ძე:

- კი, ასეა. მას უყ­ვარ­და ყუ­რა­დღე­ბა. მე შე­იძ­ლე­ბა ეგ ნერ­ვებს მიშ­ლის, მაგ­რამ მიშა ითხოვ­და და გული წყდე­ბო­და უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ზე. ვერ იტან­და, სხვა რომ იყო და­უ­ფა­სე­ბე­ლი და ასე­ვე თა­ვის თავ­ზეც ცოტა სწყინ­და. თუნ­დაც 60 წლის რომ გახ­და, რა­ტომ არ უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო ისე­თი სა­ღა­მო, რო­გო­რიც მას ეკად­რე­ბო­და?

ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი:

- ვერ გა­და­მი­ა­რა ვე­რაფ­რით მი­შა­ზე "გაბ­რა­ზე­ბამ“. სულ მგო­ნია, რომ რა­ღა­ცა ვი­ღა­ცის ჯი­ნა­ზე გა­ა­კე­თა ეს. თავი არ მო­უკ­ლავს ვიცი, მაგ­რამ ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მისი წას­ვლა მკლავს...

ზურა ყიფ­ში­ძე:

- სად წახ­ვე­დი? სად დამ­ტო­ვე? რა­ტომ? მოწ­მენ­დილ ცაზე მეხი რატო დაგ­ვე­ცი?.. როცა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, პი­რა­დი, სამ­სა­ხუ­რი.. როცა, გა­და­ღე­ბა გა­და­ღებ­ზე გაქვს და ამ დროს ასე­თი რამ ხდე­ბა. ვერ ვი­ნე­ლებთ. ხომ არის, რომ რა­ღა­ცას ვერ ხარ­შავ, "უმი­შა­ო­ბას" ვერ ვეჩ­ვე­ვით... ბიჭო, ასე თუ მიყ­ვარ­დი არ მე­გო­ნა...(დიდი პა­უ­ზა). ჯერ თვა­ლი და­ი­ზი­ნა, მერე კი­ბე­ზე აძ­ვრა, ჩა­მო­ვარ­და და კუ­დუ­სუ­ნის ძვა­ლი მო­ი­ტე­ხა, მერე პნევ­მო­ნია... და უცებ გაქ­რა კაცი.. მა­გას რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, მე მი­შას და­ვა­საფ­ლა­ვებ­დი?!

წა­ვალ-წა­მო­ვალ, სულ ვფიქ­რობ, სულ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და ერთი რამ მახ­სენ­დე­ბა. მი­ში­კოს ინ­სტი­ტუ­ტის მერე ჩაქ­ნე­უ­ლი ჰქონ­და ხელი ყვე­ლა­ფერ­ზე, აქა­ურ თე­ატრზე და ასე შემ­დეგ... წა­ვი­და მა­მა­მის­თან მოს­კოვ­ში და ერთ დღეს, აე­რო­პორ­ტში შეხ­ვდა თე­მურ ჩხე­ი­ძე და უც­ბად "გა­ა­ცო­ცხლა“ კაცი. ჩა­მო­იყ­ვა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გა­ა­კე­თა "მა­რა­დი ქმა­რი“ და იმ დღის შემ­დეგ, მე­ო­რედ და­ი­ბა­და მიშა. მერე იყო "მამა“, რო­მე­ლიც თვი­თონ არა­ნაკ­ლებ უყ­ვარ­და. და მერე უკვე და­იდ­გა "არტ-ხე­ლოვ­ნე­ბა“, რო­მე­ლიც 20 სე­ზო­ნი ვი­თა­მა­შეთ და ბო­ლომ­დე, ვიდ­რე მი­ში­კო გვყავ­და ვთა­მა­შო­დით მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სცე­ნა­ზე. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ყო­ველ­თვის მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, 23 მარტს ვთა­მა­შობ­დით "არტს". სულ ახ­ლა­ხან სამ­ჯერ ვი­თა­მა­შე მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში "ლირი“ და სას­წრა­ფო დამ­ჭირ­და, იმ­დე­ნად გა­მი­ჭირ­და იმ სცე­ნა­ზე დად­გო­მა... ჯერ თე­მუ­რი, მერე მიშა... აუუუ...

ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი:

- 30 წელ­ზე მეტი, თით­ქმის ყო­ველ­დღე ერ­თად ვი­ყა­ვით. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი არ­ტის­ტი იყო. ახლა ხომ გა­დის "ყავა და ლუდი“, გე­ფი­ცე­ბით, აქამ­დე სულ ორი თუ სამი სე­რია მქონ­და ნა­ნა­ხი. არ იცით, ახლა რო­გორ ვე­ლო­დე­ბი ყო­ველ სა­ღა­მოს? იმი­ტომ რომ, მი­შას ვხე­დავ. და ის წუ­თე­ბი, სულ იქ ვარ, იმ დრო­ში ვცხოვ­რობ, როცა ვი­ღებ­დით...

ქეთი კა­ლან­და­ძე:

- ასე თუ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ვერა... სულ ვე­ძებ, სულ მინ­და, რომ გა­მოჩ­ნდეს. ერთხელ ასე ფიქ­რებ­ში გარ­თუ­ლი, ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი. უცებ გამ­ყიდ­ვე­ლი მე­კი­თხე­ბა, - თქვენ ქეთი არ ხართ, მი­შას მე­უღ­ლეო? დიახ - მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა. ერ­თად შე­მო­დი­ო­დით ხოლ­მე აქ და თუ მარ­ტო მო­დი­ო­და, სულ თქვენ­ზე ყვე­ბო­დაო. წა­მო­ვე­დი იქი­დან ლა­მის ატი­რე­ბუ­ლი... მო­ვე­დი შინ და კარ­ზე კა­კუ­ნია. გა­ვა­ღე და ჩემს წინ მა­თხო­ვა­რი დგას, რო­მე­ლიც მე­უბ­ნე­ბა, - ქეთი, თუ რა­მე­ში დაგ­ჭირ­დით, აქ ვარ, სა­დარ­ბა­ზოს და­გი­ლა­გებთ და ყვე­ლა­ფერ­ში მო­გეხ­მა­რე­ბი­თო. ჩვენ ისე გვიყ­ვარ­და მიშა, ისე გვპატ­რო­ნობ­და ყვე­ლა­სო“...

მოკ­ლედ, ყველ­გან მიშა მხვდე­ბა...

ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი:

- რა არის იცით? მო­ას­წრო უამ­რა­ვი რა­მის გა­კე­თე­ბა. შექ­მნა და­უ­ვი­წყა­რი სა­ხე­ე­ბი, რო­გორც თე­ატ­რში, ისე­ვე კი­ნო­ში. ხომ არა­ფე­რი აკ­ლდა, მაგ­რამ მა­ინც სულ რა­ღა­ცა აწუ­ხებ­და შიგ­ნი­დან. თა­ვის პი­რა­დი ტრა­გე­დი­ე­ბი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ მან იცო­და..სულ ცოტა, 10 წელი რომ ეცო­ცხლა, რამ­დენ რა­მეს მო­ას­წრებ­და კი­დევ. აი, ეგ მა­გი­ჟებს... მარ­ტო ის რად ღირს, "აგ­ვის­ტოს 5 დღე­ში“ შვილს რომ უკ­ლა­ვენ, ის სცე­ნა. მაგ სცე­ნა­ზე ენდი გარ­სი­ამ ხმა­მაღ­ლა თქვა, რომ სულ ორი სცე­ნა მაქვს შვი­ლის სიკ­ვდი­ლის ნა­ნა­ხი, რო­მელ­მაც ჩემ­ზე დიდი შთა­ბე­ჭი­დე­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა და შემძრაო. ერთი იყო ალ პა­ჩი­ნოს თა­მა­ში "ნათ­ლი­მა­მა­ში“, როცა ქა­ლიშ­ვილს უკ­ლა­ვენ და მე­ო­რე - მი­შას როლი...

ქეთი კა­ლან­და­ძე:

- მახ­სოვს 14 მარ­ტი იყო, როცა და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ მე­მუ­შა­ვა ამ ფილმზე და სწო­რედ იქ შევ­ხვდით მე და მიშა პირ­ვე­ლად ერ­თმა­ნეთს. 11 წელი, ვი­ცხოვ­რე ზღა­პარ­ში და უცებ ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა მი­შას­თან ერ­თად... მას­თან ერ­თად სად­მე წას­ვლა ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო. ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმი­სათ­ვის, რომ მთე­ლი არ­სე­ბით შე­მეგ­რძნო ის ად­გი­ლი, სა­დაც მივ­დი­ო­დით ხოლ­მე. ერთ-ერთი ასე­თი გას­ვლის დროს, წა­ვე­დით ვე­ნე­ცი­ა­ში ფეს­ტი­ვალ­ზე. დავ­დგით ფეხი თუ არა წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე, უცებ მო­ად­გა კა­მე­რით ჟურ­ნა­ლის­ტი და ეუბ­ნე­ბა, რომ აქ ჩა­მო­სუ­ლია სოფი ლო­რე­ნი და რას ფიქ­რობთ მას­ზეო. მი­შამ ერთი ახე­და და უპა­სუ­ხა, - რას უნდა ვფიქ­რობ­დე, ნა­ხეთ რო­გო­რი გოგო მიდ­გას გვერ­დზეო.

ალე­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლი:

- ეჰ, არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა მას­თან. ვთა­მა­შობ­დი სპექ­ტაკლში "ბედ­ნი­ე­რი ბი­ლე­თი“. ისე მოხ­და, რომ სპექ­ტაკლზე მო­ვი­და მიშა. მა­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე. გრძე­ლი თმა ჰქონ­და, "იე­სოს“ რო­ლი­სათ­ვის ემ­ზა­დე­ბო­და და სა­ოც­რად მომ­ხიბ­ვლე­ლი იყო...

ზურა ყიფ­ში­ძე:

- ჩვენ პირ­ვე­ლად შევ­ხვდით ფილ­მის გა­და­ღე­ბებ­ზე და იცით, რო­გო­რი იყო ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა? გე­გო­ნე­ბო­და, ძა­ლი­ან დიდი ხნის ძმა­კა­ცე­ბი ვი­ყა­ვით. ეს 1992 წელს, გა­გა­ნია ომის დროს იყო, სრუ­ლი ქა­ო­სი, არე­უ­ლო­ბა... და იქ ეს ისე შემ­ხვდა, ყვე­ლა ჩვენ გვი­ყუ­რებ­და. არ ვა­ჭარ­ბებ და ახლა რა გა­მი­კე­თა? მარ­ტო დამ­ტო­ვა, უსინ­დი­სოდ... და კი­დევ, გინ­და მის­ტი­კა და­არ­ქვით, და გინ­დათ სხვა რამ - მიშა რომ გარ­და­იც­ვა­ლა იმ წუ­თებ­ში, გა­ჩერ­და სა­ა­თი, რო­მე­ლიც მან წლე­ბის წინ მა­ჩუ­ქა და რო­მელ­საც ხე­ლი­დან არა­სო­დეს ვი­ცი­ლებ­დი...

ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
12

ეგ გვადარდე ეხლა რა

ლამარა
1

არაჩვეულებრივად ,ბუნებრივად რომ თამაშობდა ხოლმე.ნათელი მის სულს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რამდენი ადამიანი იღებს 100 ლარზე ნაკლებ და 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს
ავტორი:

"ასე თუ მიყვარდი, არ მეგონა... მაგას როგორ წარმოვიდგენდი, რომ მე მიშას დავასაფლავებდი?!" - 23 მარტი მიშა გომიაშვილის დაბადების დღეა: მსახიობს მეუღლე და მეგობრები იხსენებენ

"ასე თუ მიყვარდი, არ მეგონა... მაგას როგორ წარმოვიდგენდი, რომ მე მიშას დავასაფლავებდი?!" - 23 მარტი მიშა გომიაშვილის დაბადების დღეა: მსახიობს მეუღლე და მეგობრები იხსენებენ

ის საოცარი პიროვნება იყო. ყოველთვის შეგეძლო მინდობოდი, არასოდეს დაგაღალატებდა - არც საქმეში და არც პირად ურთიერთობაში. მესამე კურსზე ვიყავი. ვიღებდი ფილმს უდიდეს მსახიობ ნოდარ მგალობიშვილზე. მინდოდა, ვინმე ისეთი ადამიანი ჩამეწერა, ვინც ბატონ ნოდარს განსაკუთრებით უყვარდა. ასეთი ადამიანი, მისი პარტნიორი თეატრში და ცხოვრებაში გამორჩეული მეგობარი, ბატონი მიშა გომიაშვილი აღმოჩნდა. როცა ვრეკავდი, ძალიან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, როგორ უნდა მიმემართა მისთვის, მე ხომ ჩემი საყვარელი სპექტაკლის "მამა“ გამორჩეულ პერსონაჟთან ვრეკავდი. ყურმილი რომ აიღო, გავისუსე, და უცებ მესმის ხმა: "გისმენთ, რახან დამირეკეთ, ხმა გამეცითო“. ძლივს ამოვილუღლუღე, რაც მინდოდა და ზუსტად ერთ საათში ხმის ჩამწერ სტუდიაში მოვიდა და ერთი ამოსუნთქვით ჩაწერა წერილი, რომელიც ბატონ ნოდარს დაუწერა. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება... მას მერე ბევრი წელი გავიდა, დავდიოდი მის სპექტაკლებზე, თვალ-ყურს ვადევნები მის შემოქმედებას.

23 მარტი ბატონი მიშას დაბადების დღეა. განსაკუთრებით უყვარდა და ემზადებოდა ამ დღისათვის. გამორჩეულად უყვარდა, ამ დღეს "არტის“ თამაში. გადავწყვიტე, ჩემი მისდამი პატივისცემა და სიყვარული გამომეხატა და დავურეკე მის არაჩვეულებრივ მეუღლეს - ქეთი კალანდაძეს, რომელიც დიდი სითბოთი დამთანხმდა ინტერვიუზე.. ასევე შევეხმიანე, მის ორ განუყრელ პარტნიორსა და მეგობარს: ზურა ყიფშიძესა და ალეკო მახარობლიშვილს, რომლებიც ზუსტად რამდენიმე საათში ამოვიდნენ მიშა გომიაშვილის სახლში და ჩვენი ინტერვიუც მის ოთახში ჩაიწერა, სადაც დღემდე იგრძნობა ზუსტად ის აურა, რომელიც მის სიცოცხლეში ტრიალებდა.

- ახლახანს ვუყურე გადაცემას, რომელშიც ბატონი მიშა გულისტკივილით აღნიშნავს, - 60 წლის რომ გავხდი, არავის გავახსენდიო...

ზურა ყიფშიძე:

- კი, ასეა. მას უყვარდა ყურადღება. მე შეიძლება ეგ ნერვებს მიშლის, მაგრამ მიშა ითხოვდა და გული წყდებოდა უყურადღებობაზე. ვერ იტანდა, სხვა რომ იყო დაუფასებელი და ასევე თავის თავზეც ცოტა სწყინდა. თუნდაც 60 წლის რომ გახდა, რატომ არ უნდა გამართულიყო ისეთი საღამო, როგორიც მას ეკადრებოდა?

ალეკო მახარობლიშვილი:

- ვერ გადამიარა ვერაფრით მიშაზე "გაბრაზებამ“. სულ მგონია, რომ რაღაცა ვიღაცის ჯინაზე გააკეთა ეს. თავი არ მოუკლავს ვიცი, მაგრამ ასე მოულოდნელად მისი წასვლა მკლავს...

ზურა ყიფშიძე:

- სად წახვედი? სად დამტოვე? რატომ? მოწმენდილ ცაზე მეხი რატო დაგვეცი?.. როცა ყველაფერი კარგად არის, პირადი, სამსახური.. როცა, გადაღება გადაღებზე გაქვს და ამ დროს ასეთი რამ ხდება. ვერ ვინელებთ. ხომ არის, რომ რაღაცას ვერ ხარშავ, "უმიშაობას" ვერ ვეჩვევით... ბიჭო, ასე თუ მიყვარდი არ მეგონა...(დიდი პაუზა). ჯერ თვალი დაიზინა, მერე კიბეზე აძვრა, ჩამოვარდა და კუდუსუნის ძვალი მოიტეხა, მერე პნევმონია... და უცებ გაქრა კაცი.. მაგას როგორ წარმოვიდგენდი, მე მიშას დავასაფლავებდი?!

წავალ-წამოვალ, სულ ვფიქრობ, სულ ველაპარაკები და ერთი რამ მახსენდება. მიშიკოს ინსტიტუტის მერე ჩაქნეული ჰქონდა ხელი ყველაფერზე, აქაურ თეატრზე და ასე შემდეგ... წავიდა მამამისთან მოსკოვში და ერთ დღეს, აეროპორტში შეხვდა თემურ ჩხეიძე და უცბად "გააცოცხლა“ კაცი. ჩამოიყვანა საქართველოში და მარჯანიშვილის თეატრში გააკეთა "მარადი ქმარი“ და იმ დღის შემდეგ, მეორედ დაიბადა მიშა. მერე იყო "მამა“, რომელიც თვითონ არანაკლებ უყვარდა. და მერე უკვე დაიდგა "არტ-ხელოვნება“, რომელიც 20 სეზონი ვითამაშეთ და ბოლომდე, ვიდრე მიშიკო გვყავდა ვთამაშოდით მარჯანიშვილის სცენაზე. ძალიან უყვარდა და ყოველთვის მის დაბადების დღეზე, 23 მარტს ვთამაშობდით "არტს". სულ ახლახან სამჯერ ვითამაშე მარჯანიშვილში "ლირი“ და სასწრაფო დამჭირდა, იმდენად გამიჭირდა იმ სცენაზე დადგომა... ჯერ თემური, მერე მიშა... აუუუ...

ალეკო მახარობლიშვილი:

- 30 წელზე მეტი, თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით. მასთან ურთიერთობა იყო ძალიან საინტერესო, გარდა იმისა, რომ ძალიან ნიჭიერი არტისტი იყო. ახლა ხომ გადის "ყავა და ლუდი“, გეფიცებით, აქამდე სულ ორი თუ სამი სერია მქონდა ნანახი. არ იცით, ახლა როგორ ველოდები ყოველ საღამოს? იმიტომ რომ, მიშას ვხედავ. და ის წუთები, სულ იქ ვარ, იმ დროში ვცხოვრობ, როცა ვიღებდით...

ქეთი კალანდაძე:

- ასე თუ გამიჭირდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი, ვერა... სულ ვეძებ, სულ მინდა, რომ გამოჩნდეს. ერთხელ ასე ფიქრებში გართული, ყვავილების მაღაზიაში შევედი. უცებ გამყიდველი მეკითხება, - თქვენ ქეთი არ ხართ, მიშას მეუღლეო? დიახ - მეთქი, - ვუპასუხე გაკვირვებულმა. ერთად შემოდიოდით ხოლმე აქ და თუ მარტო მოდიოდა, სულ თქვენზე ყვებოდაო. წამოვედი იქიდან ლამის ატირებული... მოვედი შინ და კარზე კაკუნია. გავაღე და ჩემს წინ მათხოვარი დგას, რომელიც მეუბნება, - ქეთი, თუ რამეში დაგჭირდით, აქ ვარ, სადარბაზოს დაგილაგებთ და ყველაფერში მოგეხმარებითო. ჩვენ ისე გვიყვარდა მიშა, ისე გვპატრონობდა ყველასო“...

მოკლედ, ყველგან მიშა მხვდება...

ალეკო მახარობლიშვილი:

- რა არის იცით? მოასწრო უამრავი რამის გაკეთება. შექმნა დაუვიწყარი სახეები, როგორც თეატრში, ისევე კინოში. ხომ არაფერი აკლდა, მაგრამ მაინც სულ რაღაცა აწუხებდა შიგნიდან. თავის პირადი ტრაგედიები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მან იცოდა..სულ ცოტა, 10 წელი რომ ეცოცხლა, რამდენ რამეს მოასწრებდა კიდევ. აი, ეგ მაგიჟებს... მარტო ის რად ღირს, "აგვისტოს 5 დღეში“ შვილს რომ უკლავენ, ის სცენა. მაგ სცენაზე ენდი გარსიამ ხმამაღლა თქვა, რომ სულ ორი სცენა მაქვს შვილის სიკვდილის ნანახი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭიდელება მოახდინა და შემძრაო. ერთი იყო ალ პაჩინოს თამაში "ნათლიმამაში“, როცა ქალიშვილს უკლავენ და მეორე - მიშას როლი...

ქეთი კალანდაძე:

- მახსოვს 14 მარტი იყო, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ მემუშავა ამ ფილმზე და სწორედ იქ შევხვდით მე და მიშა პირველად ერთმანეთს. 11 წელი, ვიცხოვრე ზღაპარში და უცებ ყველაფერი გაქრა მიშასთან ერთად... მასთან ერთად სადმე წასვლა ერთი სიამოვნება იყო. ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მთელი არსებით შემეგრძნო ის ადგილი, სადაც მივდიოდით ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი გასვლის დროს, წავედით ვენეციაში ფესტივალზე. დავდგით ფეხი თუ არა წითელ ხალიჩაზე, უცებ მოადგა კამერით ჟურნალისტი და ეუბნება, რომ აქ ჩამოსულია სოფი ლორენი და რას ფიქრობთ მასზეო. მიშამ ერთი ახედა და უპასუხა, - რას უნდა ვფიქრობდე, ნახეთ როგორი გოგო მიდგას გვერდზეო.

ალეკო მახარობლიშვილი:

- ეჰ, არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა მასთან. ვთამაშობდი სპექტაკლში "ბედნიერი ბილეთი“. ისე მოხდა, რომ სპექტაკლზე მოვიდა მიშა. მაშინ პირველად ვნახე. გრძელი თმა ჰქონდა, "იესოს“ როლისათვის ემზადებოდა და საოცრად მომხიბვლელი იყო...

ზურა ყიფშიძე:

- ჩვენ პირველად შევხვდით ფილმის გადაღებებზე და იცით, როგორი იყო ჩვენი შეხვედრა? გეგონებოდა, ძალიან დიდი ხნის ძმაკაცები ვიყავით. ეს 1992 წელს, გაგანია ომის დროს იყო, სრული ქაოსი, არეულობა... და იქ ეს ისე შემხვდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა. არ ვაჭარბებ და ახლა რა გამიკეთა? მარტო დამტოვა, უსინდისოდ... და კიდევ, გინდა მისტიკა დაარქვით, და გინდათ სხვა რამ - მიშა რომ გარდაიცვალა იმ წუთებში, გაჩერდა საათი, რომელიც მან წლების წინ მაჩუქა და რომელსაც ხელიდან არასოდეს ვიცილებდი...

ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი