პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ, ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ, ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!

მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს გა­რეთ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი რყე­ვე­ბია, შიგ­ნით კი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პო­ლა­რი­ზა­ცია. გარ­და ამი­სა, სოცქსე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ზარ­და ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ფასი, რად­გან სოცქსე­ლებ­ში ხში­რად ისე­თი დახ­ვე­წი­ლი ფე­იკ­ნი­უ­სი ვრცელ­დე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქე ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა მო­ტყუვ­დეს. თუმ­ცა თუ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ობი­ექ­ტუ­რი მე­დია, ადა­მი­ანს ფე­იკ­ნი­უ­სის გა­და­მოწ­მე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­უძ­ლია.

ონ­ლა­ინ­მე­დია სწრა­ფი ტემ­პე­ბით ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა კი­დევ დიდ­ხანს ტე­ლე­მე­დი­ის როლი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ორ­ჯერ ორი ოთხია, რომ მა­ყუ­რებ­ლის­თვის ობი­ექ­ტუ­რი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის/ანა­ლი­ზის მი­წო­დე­ბა შე­უძ­ლია მხო­ლოდ და­მო­უ­კი­დე­ბელ და თა­ვი­სუ­ფალ მე­დი­ას. ელე­მენ­ტა­რუ­ლი ბიზ­ნეს­მო­დე­ლია - მომ­ხმა­რე­ბელს თუ არ მი­აწ­ვდი ხა­რის­ხი­ან პრო­დუქტს (ამ შემ­თხვე­ვა­ში, მე­დი­აპ­რო­დუქტს), მას და­კარ­გავ, შე­სა­ბა­მი­სად, შე­გიმ­ცირ­დე­ბა შე­მო­სავ­ლე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წონა აღარ გექ­ნე­ბა და ა.შ.

თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ მე­დი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ო­ბის - ტე­ლე­მე­დი­ის დიდი ნა­წი­ლი პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია, პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რე­ე­ბის (ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ოპო­ზი­ცია) და­ნა­მა­ტია, კო­მერ­ცი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი კი მე­ო­რე თუ მე­სა­მე პლან­ზეა გა­და­წე­უ­ლი. ტე­ლე­მე­დი­ის დიდი ნა­წი­ლის მუ­შა­ო­ბა­ში მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტია და არა კო­მერ­ცი­უ­ლი.

პო­ლი­ტი­კურ მხა­რე­ებს არ აინ­ტე­რე­სებთ ბა­ლან­სი ხარ­ჯებ­სა და შე­მო­სავ­ლებს შო­რის და ბიზ­ნეს­გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია, მათ­თვის მთა­ვა­რია პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში "ას­ხა­მენ“ არა­რა­ცი­ო­ნა­ლურ სახ­სრებს, აქვთ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მა­ღა­ლი ხარ­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წესი, იზ­რდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბის­თა­ნა­ვე. იქ მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ხა­რის­ხი­ა­ნი მე­დი­აპ­რო­დუქ­ტის შექ­მნა­ზე კი არ ფიქ­რო­ბენ, არა­მედ იმა­ზე, თუ რო­გორ მო­არ­გონ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი სპონ­სორ პო­ლი­ტი­კურ მხა­რეს. ინ­ფორ­მა­ცი­ის მა­ყუ­რებ­ლის­თვის მი­წო­დე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გორ აღიქ­ვამს მოვ­ლე­ნებს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი.

რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი არხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ რო­გორც პო­ლი­ტი­კურ ინ­სტრუ­მენტს და არა ბიზ­ნესს, ძა­ლი­ან რთუ­ლია, მე­დია იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი.

და რაც მთა­ვა­რია - რო­დე­საც ჭარ­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი და ამას, არც თუ იშ­ვი­ა­თად, ობი­ექ­ტუ­რო­ბა ეწი­რე­ბა, ტე­ლე­მე­დია ვერ ას­რუ­ლებს თა­ვის ძი­რი­თად ფუნ­ქცი­ას - სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბა.

გარ­და ამი­სა, ეს აზი­ა­ნებს მე­დი­ა­ბა­ზარ­ზე ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის პრინ­ციპს. რთუ­ლია სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბიზ­ნეს­მო­დე­ლის შექ­მნა, რო­დე­საც შენს კონ­კუ­რენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის ათ­ჯერ და ას­ჯერ მეტი ფუ­ლის "გას­რო­ლა“, რო­მელ­საც შე­მო­სავ­ლის სა­ხით უკან ვე­რა­სო­დეს ამო­ი­ღე­ბენ (და არც აინ­ტე­რე­სებთ).

მა­გა­ლი­თად, "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ უკან მძლავ­რი ჰოლ­დინ­გი რომ არ იდ­გეს "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის“ სა­ხით, რა თქმა უნდა, ტე­ლე­ვი­ზი­ას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სწო­რი გზით გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად გა­უ­ჭირ­დე­ბო­და ასეთ არა­ჯან­საღ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში არ­სე­ბო­ბა. თუმ­ცა სწო­რედ იმან, რომ ის ბიზ­ნეს­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არა პო­ლი­ტი­კურ ფულ­ზე, გა­ნა­პი­რო­ბა მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, გა­ი­ზარ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წო­ნაც, რად­გან მა­ყუ­რე­ბე­ლი ხე­დავს - არხი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რის­თვის გახ­სნი­ლია, არის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და რაც მთა­ვა­რია, ობი­ექ­ტუ­რი, გან­ვი­თა­რე­ბა კი სტა­ბი­ლუ­რი.

პო­ლი­ტი­კურ ფულ­ზე და­მო­კი­დე­ბულ ტე­ლე­მე­დი­ებს კი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მხრივ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ. პო­ლი­ტი­კურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ თუ ჩათ­ვა­ლა, რომ მას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­ლი­ო­ნე­ბის ჩაყ­რა აღარ უღირს, არხი მო­მენ­ტა­ლუ­რად წყვეტს არ­სე­ბო­ბას. ათე­უ­ლო­ბით მა­ღალ ხელ­ფასს შეჩ­ვე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ოპე­რა­ტო­რი თუ ტექ­ნი­კუ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი რჩე­ბა უმუ­შევ­რად. ასე და­ხუ­რულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, ვეჭ­ვობთ, რომ არა­ერ­თს ვნა­ხავთ, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.

ვი­სურ­ვებ­დით, რომ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი­ყოს პრო­ცე­სი, რო­დე­საც მე­დი­ა­ბაზ­რის ძი­რი­თად ნა­წილს სწო­რედ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბი და­ი­კა­ვე­ბენ. ამა­ში გა­დამ­წყვე­ტი სი­ტყვა უნდა თქვას ბიზ­ნეს­მა, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლოდ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში. ეს მცნე­ბე­ბი კი პირ­და­პირ კავ­შირ­შია ობი­ექ­ტურ, და­ბა­ლან­სე­ბულ და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან მე­დი­ას­თან.

ავ­ტო­რი: გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
0

რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიები "მთა­ვა­რი არხი", "ტვ პირ­ვე­ლი" და "ფორ­მუ­ლა" არიან არა „კრიტიკული ტელევიზიები“ არამედ „პარტიული ტელევიზიები“, ხოლო მათი თანამშრომლები არიან არა თავისუფალი ჟურნალისტები, არამედ პოლიტმუშაკები! რუსულად „политработники“.

რაც შეეხება „პალიტრა ნიუს“-ს და „კავკასია“-ს, თავიანთ საქმიანობის ბოლო წლებში არსებული ხელისუფლებისადმი გამოკვეთეს აშკარად ოპოზიციური და აგრესიული დამოკიდებულება.

არადა კარგად მახსოვს ივანიშვილი, რომელიც საათობით იჯდა ტვ „კავკასია“-ში. ალბათ უარი უთხრა მხარდაჭერაზე და ამით გადაიკიდა ამ არხის მენეჯმენტი.

ისე ჩანს, რომ ყველა ზემოთ მოყვანილი ტელევიზიები დასავლეთიდან მხარდაჭერასა და დაფინანსებას ღებულობენ.

ნათქვამია ვინც იხდის მუსიკასაც ის უკვეთავს.

ა.ო
6

ვინც კრიტიკულ მედიას მისდევს ის საქართველოს მტერია.კრიტიკული იმიტომა რომ თქვენი გრეხები გამოაჩინა.სამი წელიწადი მეტროს რემონტი ვის გაუგია.

ხიდის მონაკვეთის ჩავარდნა.გვირაბის ჩამოშლა.ეს ყველაფერი არაფერია.საით მიექანებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ, ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!

პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ, ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!

მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს გარეთ გეოპოლიტიკური რყევებია, შიგნით კი დაუსრულებელი პოლარიზაცია. გარდა ამისა, სოცქსელების განვითარებამ განსაკუთრებით გაზარდა ობიექტური ინფორმაციის ფასი, რადგან სოცქსელებში ხშირად ისეთი დახვეწილი ფეიკნიუსი ვრცელდება, რომ მოქალაქე ძალიან ადვილად შეიძლება მოტყუვდეს. თუმცა თუ ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი და ობიექტური მედია, ადამიანს ფეიკნიუსის გადამოწმება ძალიან ადვილად შეუძლია.

ონლაინმედია სწრაფი ტემპებით ვითარდება, თუმცა კიდევ დიდხანს ტელემედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ორჯერ ორი ოთხია, რომ მაყურებლისთვის ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის/ანალიზის მიწოდება შეუძლია მხოლოდ დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიას. ელემენტარული ბიზნესმოდელია - მომხმარებელს თუ არ მიაწვდი ხარისხიან პროდუქტს (ამ შემთხვევაში, მედიაპროდუქტს), მას დაკარგავ, შესაბამისად, შეგიმცირდება შემოსავლები, საზოგადოებაში წონა აღარ გექნება და ა.შ.

თუმცა საქართველოში მთავარი პრობლემა ის არის, რომ მედიის გამორჩეული სახეობის - ტელემედიის დიდი ნაწილი პოლიტიზებულია, პოლიტიკური მხარეების (ხელისუფლება და ოპოზიცია) დანამატია, კომერციული ინტერესი კი მეორე თუ მესამე პლანზეა გადაწეული. ტელემედიის დიდი ნაწილის მუშაობაში მთავარი პოლიტიკური კონტექსტია და არა კომერციული.

პოლიტიკურ მხარეებს არ აინტერესებთ ბალანსი ხარჯებსა და შემოსავლებს შორის და ბიზნესგანვითარების სტრატეგია, მათთვის მთავარია პოლიტიკური დღის წესრიგი. შესაბამისად, კონტროლირებად ტელევიზიებში "ასხამენ“ არარაციონალურ სახსრებს, აქვთ არაადეკვატურად მაღალი ხარჯები, რომლებიც, როგორც წესი, იზრდება არჩევნების მოახლოებისთანავე. იქ მომუშავე პროფესიონალები ხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნაზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, თუ როგორ მოარგონ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები სპონსორ პოლიტიკურ მხარეს. ინფორმაციის მაყურებლისთვის მიწოდება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მოვლენებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი.

როდესაც ტელევიზიების მფლობელები არხს განიხილავენ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს და არა ბიზნესს, ძალიან რთულია, მედია იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი.

და რაც მთავარია - როდესაც ჭარბობს პოლიტიკური კონტექსტი და ამას, არც თუ იშვიათად, ობიექტურობა ეწირება, ტელემედია ვერ ასრულებს თავის ძირითად ფუნქციას - საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარება.

გარდა ამისა, ეს აზიანებს მედიაბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პრინციპს. რთულია სატელევიზიო ბიზნესმოდელის შექმნა, როდესაც შენს კონკურენტებს შეუძლიათ პოლიტიკური მიზნებისთვის ათჯერ და ასჯერ მეტი ფულის "გასროლა“, რომელსაც შემოსავლის სახით უკან ვერასოდეს ამოიღებენ (და არც აინტერესებთ).

მაგალითად, "პალიტრანიუსის“ უკან მძლავრი ჰოლდინგი რომ არ იდგეს "პალიტრამედიის“ სახით, რა თქმა უნდა, ტელევიზიას, რომელიც ქვეყნის სწორი გზით განვითარებისთვის აუცილებელია, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად გაუჭირდებოდა ასეთ არაჯანსაღ კონკურენციაში არსებობა. თუმცა სწორედ იმან, რომ ის ბიზნესზეა დამოკიდებული და არა პოლიტიკურ ფულზე, განაპირობა მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რა თქმა უნდა, გაიზარდა საზოგადოებრივი წონაც, რადგან მაყურებელი ხედავს - არხი ყველა პოლიტიკური მხარისთვის გახსნილია, არის მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ობიექტური, განვითარება კი სტაბილური.

პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებულ ტელემედიებს კი სტაბილურობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვთ. პოლიტიკურმა დაჯგუფებამ თუ ჩათვალა, რომ მას ტელევიზიაში მილიონების ჩაყრა აღარ უღირს, არხი მომენტალურად წყვეტს არსებობას. ათეულობით მაღალ ხელფასს შეჩვეული ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ტექნიკური სპეციალისტი რჩება უმუშევრად. ასე დახურულ ტელევიზიებს, ვეჭვობთ, რომ არაერთს ვნახავთ, სავარაუდოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ვისურვებდით, რომ დაჩქარებულიყოს პროცესი, როდესაც მედიაბაზრის ძირითად ნაწილს სწორედ დამოუკიდებელი და თავისუფალი ტელეარხები დაიკავებენ. ამაში გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას ბიზნესმა, რომელიც სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული ქვეყანაში სტაბილურობისა და სამართლიანობის შენარჩუნებაში. ეს მცნებები კი პირდაპირ კავშირშია ობიექტურ, დაბალანსებულ და პასუხისმგებლიან მედიასთან.

ავტორი: გიორგი კვიტაშვილი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"