მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააპელაციო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - რას აცხადებს პროკურორი?
სააპელაციო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - რას აცხადებს პროკურორი?

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­სა­მარ­თლო ბრალ­დე­ბის მხა­რის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვარს გა­ნი­ხი­ლავს. სხდო­მას არ ეს­წრე­ბა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, ვი­ნა­ი­დან ის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას ითხოვს.

რო­გორც სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ჟურ­ნა­ლის­ტებს საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ნა­თია გუ­რულ­მა გა­ნუ­ცხა­და, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ტენ­დენ­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ბრალ­დე­ბის მხა­რემ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­ა­სა­ჩივ­რა და ითხოვს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრა­ლად შე­რა­ცხულ ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი სას­ჯე­ლი გა­მო­ი­ტა­ნოს და სას­ჯე­ლის მიზ­ნე­ბის რე­ლე­ვან­ტუ­რი სას­ჯე­ლი შე­ურ­ჩი­ოს. ბრალ­დე­ბის მხა­რე დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე შე­სა­ვალ სი­ტყვას წარ­ვად­გენთ, რის შემ­დე­გაც, დაც­ვის მხა­რის შე­სა­ვალ სი­ტყვას მო­ვის­მენთ. ბრალ­დე­ბის მხა­რეს მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ სა­სა­მარ­თლო გან­სხვა­ვე­ბით პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს­გან ტენ­დენ­ცი­უ­რად და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლად არ შე­ა­ფა­სებს გა­რე­მო­ე­ბებს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს. ბრალ­დე­ბის მხა­რემ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე სრუ­ლად წარ­ვად­გი­ნეთ, თუმ­ცა, ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის იმ ფსი­ქო­ლო­გის ტენ­დენ­ცი­უ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვინც ჩა­ა­ტა­რა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა. აღ­ნიშ­ნულს ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­სა­მარ­თლოს წა­რუდ­გენს“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია გუ­რულ­მა.

ცნო­ბის­თვის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. ის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. სწო­რედ, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ა­სა­ჩივ­რა ბრალ­დე­ბის მხა­რემ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქალი
0

რამდენი წელი უნდა ატაროთ სასამართლოში ეს ბიჭი. ერთ სპორცმენს ვიცნობდი, ისე უბაგუნებდა ცოლს და ქალი არ ჩიოდა, ვკხითხე ერთხელ და გაიცინა, რას მეუბნები,ჩემს ქმარს ქვეყანა ეტრფის და მე,მილიციაში ვუჩივლოვო. ალბათ ვაშავებ და მხვდება კიდეცო. დაწყნარდი დეიდა, მილიციაში ვუჩივლო ორატომ, კარგი ბიჭია,უქმროდ წანწალს ქმარი არ ჯობიაო.

ნინორე
3

ღმერთო რას უძლებს ბასილაშვილი,დაიფარე ასეთი მაწაკი ქალისაგან,როგორიც დოროყაშვილია,ან ეს ცოლად როგორ მოიყვანა.ეხლა საზღვარგარეთ დაიწყებს ნადირობას დოროყაანთ ქალი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სააპელაციო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - რას აცხადებს პროკურორი?

სააპელაციო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - რას აცხადებს პროკურორი?

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს განიხილავს. სხდომას არ ესწრება ნიკოლოზ ბასილაშვილი, ვინაიდან ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

პროკურატურა მეორე ინსტანციის სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნათია გურულმა განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღო.

"ბრალდების მხარემ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა და ითხოვს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალად შერაცხულ ქმედებებთან დაკავშირებით სასამართლომ გამამტყუნებელი სასჯელი გამოიტანოს და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელი შეურჩიოს. ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვას წარვადგენთ, რის შემდეგაც, დაცვის მხარის შესავალ სიტყვას მოვისმენთ. ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლოსგან ტენდენციურად და მიკერძოებულად არ შეაფასებს გარემოებებს, მტკიცებულებებს და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრალდების მხარემ ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები გამოძიების ეტაპზე სრულად წარვადგინეთ, თუმცა, ახალი ინფორმაცია არის იმ ფსიქოლოგის ტენდენციურობასთან დაკავშირებით, ვინც ჩაატარა ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. აღნიშნულს ბრალდების მხარე სასამართლოს წარუდგენს“, - განაცხადა ნათია გურულმა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ედავებოდნენ. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. სწორედ, აღნიშნული გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.