სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, გვეშინია, ცუდად გახდეს..." - რას ამბობენ ბოლნისში დაკარგულ 9 წლის ბიჭზე ახლობლები
"ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, გვეშინია, ცუდად გახდეს..." - რას ამბობენ ბოლნისში დაკარგულ 9 წლის ბიჭზე ახლობლები

9 წლის მო­ზარდს ბოლ­ნის­ში, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ დრომ­დე უშე­დე­გოდ ეძე­ბენ.

ბავ­შვი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად გუ­შინ, 21 მარტს გა­უ­ჩი­ნარ­და და ძებ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ად­გილ­სამ­ყო­ფელს ვერ­სად მი­აგ­ნეს. საქ­მე­ში ძა­ლო­ვა­ნებ­თან ერ­თად კი­ნო­ლო­გე­ბიც ჩა­ერ­თვნენ, მაგ­რამ ძაღ­ლმა გარ­კვე­უ­ლი მან­ძი­ლის შემ­დეგ თურ­მე კვა­ლი და­კარ­გა. ბი­ჭის მშობ­ლე­ბი უკვე გა­მო­კი­თხეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და ისი­ნი ყვე­ლას დახ­მა­რე­ბას სთხო­ვენ.

"ამ დრომ­დე ბავ­შვი ვერ ვი­პო­ვეთ. მთე­ლი ბოლ­ნი­სი მო­ი­ა­რეს, მაგ­რამ ვერ­სად ნა­ხეს. სახ­ლთან ახ­ლოს თა­მა­შობ­და, კორ­პუ­სი გა­დაჰ­ყუ­რებს მდი­ნა­რეს, ბავ­შვი სახ­ლთან, ჭა­ლა­ში იყო და თა­მა­შობ­და. ბოლ­ნი­სის მას­შტა­ბით მთლი­ა­ნი ტე­რი­ტო­რია შე­ვა­მოწ­მეთ, მთე­ლი რა­ი­ო­ნი ეძებს, სა­მაშ­ვე­ლოც ჩარ­თუ­ლია, 112-ის სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ ვერ ვი­პო­ვეთ.

ბავ­შვი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნეა, გვე­ში­ნია, ცუ­დად გახ­დეს. არ ვი­ცით, რა ვი­ფიქ­როთ, სად ვე­ძე­ბოთ... პა­ა­ტა 9 წლის კი არის, მაგ­რამ გა­მარ­თუ­ლად ვერც სა­უბ­რობს. მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვია, ერთ ად­გი­ლას ვერ ჩერ­დე­ბა. კორ­პუ­სის წინ არის მდი­ნა­რეც და იმი­სიც შეგ­ვე­შინ­და, იქით ხომ არ წა­ვი­და, მაგ­რამ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ძაღ­ლი მო­იყ­ვა­ნეს, აი­ღეს კვა­ლი და ძაღ­ლი მდი­ნა­რემ­დე არც მი­სუ­ლა, უფრო ზედა მხა­რეს, ცენ­ტრა­ლუ­რი გზის­კენ წა­ვი­და, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თის შემ­დეგ გა­ჩერ­და, იქვე ტრაქ­ტო­რი დგას და იქამ­დე მი­ვი­და, მერე კვა­ლი და­კარ­გა. მდგო­მა­რე­ო­ბა იმან გა­არ­თუ­ლა, რომ წვი­მი­ა­ნი ამინ­დია და ეტყო­ბა კვალს ვე­ღარ პო­უ­ლობს ამ წვი­მა­ში. ახლა ჩარ­თუ­ლია ყვე­ლა, ამ დრომ­დე ეძე­ბენ, მაგ­რამ ვერ ვპო­უ­ლობთ. ეპი­ლეფ­სია ემარ­თე­ბა, დღეს წა­მა­ლიც არ მი­უ­ღია, შე­იძ­ლე­ბა ცუ­დად გახ­და, შე­იძ­ლე­ბა სად­მეა, თუ ვინ­მე იპო­ვის, ვთხოვთ, შეგ­ვა­ტყო­ბი­ნოს.

თუ ვინ­მეს რამე ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ, ან თუ სად­მე ნა­ხავთ ჩვენს პა­ა­ტას (ანა­ნი­ა­ნი), იქ­ნებ დაგ­ვი­კავ­შირ­დეთ. ბოლ­ნის­ში ვართ. სახ­ლთან ახ­ლოს გვაქვს მდი­ნა­რე. იქ ჩა­დის ხოლ­მე და თა­მა­შობს", - ამ­ბობს ბავ­შვის მა­მი­და.

თუ ვინ­მეს აქვს რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია 9 წლის მო­ზარ­დის შე­სა­ხებ შე­უძ­ლია და­უ­კავ­შირ­დეს ოჯახს ამ ნო­მერ­ზე 595 74 84 70.

  • მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ე­ცა­ნით სრუ­ლად: kvirispalitra.ge
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, გვეშინია, ცუდად გახდეს..." - რას ამბობენ ბოლნისში დაკარგულ 9 წლის ბიჭზე ახლობლები

"ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, გვეშინია, ცუდად გახდეს..." - რას ამბობენ ბოლნისში დაკარგულ 9 წლის ბიჭზე ახლობლები

9 წლის მოზარდს ბოლნისში, სამართალდამცველები, ოჯახის წევრები და ადგილობრივები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

ბავშვი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოულოდნელად გუშინ, 21 მარტს გაუჩინარდა და ძებნა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ადგილსამყოფელს ვერსად მიაგნეს. საქმეში ძალოვანებთან ერთად კინოლოგებიც ჩაერთვნენ, მაგრამ ძაღლმა გარკვეული მანძილის შემდეგ თურმე კვალი დაკარგა. ბიჭის მშობლები უკვე გამოკითხეს სამართალდამცავებმა და ისინი ყველას დახმარებას სთხოვენ.

"ამ დრომდე ბავშვი ვერ ვიპოვეთ. მთელი ბოლნისი მოიარეს, მაგრამ ვერსად ნახეს. სახლთან ახლოს თამაშობდა, კორპუსი გადაჰყურებს მდინარეს, ბავშვი სახლთან, ჭალაში იყო და თამაშობდა. ბოლნისის მასშტაბით მთლიანი ტერიტორია შევამოწმეთ, მთელი რაიონი ეძებს, სამაშველოც ჩართულია, 112-ის სამსახური, მაგრამ ვერ ვიპოვეთ.

ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, გვეშინია, ცუდად გახდეს. არ ვიცით, რა ვიფიქროთ, სად ვეძებოთ... პაატა 9 წლის კი არის, მაგრამ გამართულად ვერც საუბრობს. მოუსვენარი ბავშვია, ერთ ადგილას ვერ ჩერდება. კორპუსის წინ არის მდინარეც და იმისიც შეგვეშინდა, იქით ხომ არ წავიდა, მაგრამ სამართალდამცველებმა ძაღლი მოიყვანეს, აიღეს კვალი და ძაღლი მდინარემდე არც მისულა, უფრო ზედა მხარეს, ცენტრალური გზისკენ წავიდა, მაგრამ გარკვეული მონაკვეთის შემდეგ გაჩერდა, იქვე ტრაქტორი დგას და იქამდე მივიდა, მერე კვალი დაკარგა. მდგომარეობა იმან გაართულა, რომ წვიმიანი ამინდია და ეტყობა კვალს ვეღარ პოულობს ამ წვიმაში. ახლა ჩართულია ყველა, ამ დრომდე ეძებენ, მაგრამ ვერ ვპოულობთ. ეპილეფსია ემართება, დღეს წამალიც არ მიუღია, შეიძლება ცუდად გახდა, შეიძლება სადმეა, თუ ვინმე იპოვის, ვთხოვთ, შეგვატყობინოს.

თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ, ან თუ სადმე ნახავთ ჩვენს პაატას (ანანიანი), იქნებ დაგვიკავშირდეთ. ბოლნისში ვართ. სახლთან ახლოს გვაქვს მდინარე. იქ ჩადის ხოლმე და თამაშობს", - ამბობს ბავშვის მამიდა.

თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია 9 წლის მოზარდის შესახებ შეუძლია დაუკავშირდეს ოჯახს ამ ნომერზე 595 74 84 70.

  • მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაეცანით სრულად: kvirispalitra.ge