ავტორი:

რატომ უნდა ავირჩიოთ კაფელი და მეტლახი ჩვენი სახლისთვის

რატომ უნდა ავირჩიოთ კაფელი და მეტლახი ჩვენი სახლისთვის

სახლის მოწყობა დიდ ენერგიას, დროსა და საკმაო ფინანსებსაც მოითხოვს. ამიტომაც, როდესაც საქმე რემონტს ეხება, საჭიროა ზუსტად ვიცოდეთ რა არის ყველაზე კარგი გამოსავალი იმ დეტალების შესაქმნელად, რასაც ყოველდღიურად ვეღარ შევცვლით. მაშინ, როცა მოძრავი ავეჯი ადამიანს თავისი სურვილისა და მოთხოვნილეების შესაბამისად, თუნდაც ყოველწლიურად შეუძლია ცვალოს, იმავეს ვერ ვიტყვით სახლის ისეთი ნაწილების მოპირკეთებაზე, როგორიცაა იატაკი და კედლები. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში იატაკისა და კედლებისათვის ერთ-ერთ ყველაზე კარგად დაცდილი მასალის კერამიკული ფილების, კაფელისა და მეტლახის შესახებ მოგითხრობთ.

კერამიკული ფილები

ერთი შეხედვით, როდესაც ადამიანი კერამიკულ ფილას ირჩევს თავისი აბაზანის კედლებისა და იატაკის მოსაწყობად, შესაძლოა გვეგონოს, რომ კერამიკულ ფილაზე არჩევანის შეჩერება მისი ვიზუალური ღირსებებითაა გამოწვეული. სინამდვილეში, კერამიკურლი ფილა ბევრად მეტ რამეს გვთავაზობს, ვიდრე უბრალოდ დახვეწილი დიზაინია:

  • კერამიკული ფილები მრავალი ტიპის არსებობს და ბევრი მათგანი ერთმანეთისაგან განსხვავებული ტექნოლოგიით იწარმოება იმისდა მიხედვით, თუ როგორ გარემოში გამოყენებისთვის არის განკუთვნილი (კედელზე, იატაკზე, ინტერიერში, ექსტერიერში, საცხოვრებელი, თუ კომერციული მიზნებისთვის), თუმცა მიუხედავად ამ განსხვავებისა, ყოველდღიური მოხმარებისას თითოეული ძალიან გამძლე და ნაკაწრების მიმართ განსაკურებით ამტანია.
  • კერამიკული ფილები უძლებს წყალსა და ნესტს. სწორედ ამიტომ, კერამიკული ფილა ხშირად სამზარეულოში, აბაზანაში, სპა-ცენტრებსა და საცურაო აუზებშიც კი გამოიყენება.
  • კერამიკული ფილები ძალიან კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურასა და პირდაპირი ცეცხლის ალს, ვინაიდან კერამიკა არააალებადი მასალაა.
  • კერამიკული ფილები იდეალურია ისეთი სახლებისათვის, სადაც გათბობა იატაკის ქვეშაა მოქცეული, ვინაიდან კერამიკული ფილა სითბოს კარგი გამტარია და გათბობის სისტემას საშუალებას აძლევს მაქისმალური შედეგი ნაკლები დანახარჯებით დადოს.
  • ნებისმიერი ტიპის კერამიკული ფილა ეკო-მეგობრული პროდუქტია და მათი წარმოების ციკლი ეკოლოგოგიურად სრულად სუფთაა.
  • რაც მთავარია კერამიკული ფილა, უძლებს დროს - არ იცვითება, არ იცვლის ფორმასა და ფერს, თუნდაც UV გამოსხივების ქვეშაც კი. სწორედ ამიტომ, კერამიკული ფილები კარგი გამოსავალი განსაკუთრებით მზიანი სივრცეების მოსაპირკეთებლად განსათავსებლად.

იატაკის ფილა (მეტლახი)

როდესაც იატაკის ფილაზეა საუბარი, ადამიანებისთვის, ვინც მნიშნელობას ხარისხსთან ერთად, დიზაინსაც ანიჭებს, მეტლახი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მეტლახი, შესაძლოა შეარჩიო თითქმის ნებისმიერი მოცემულობით, შენი სურვილისამებრ:

  • ფერის;
  • ფორმის;
  • ტექსტურის
  • სიმქრქალისა თუ პირიქით, სიპრიალის მიხედვით.

სწორედ ამიტომ, მეტლახი იატაკის მოპირკეთებისას ბევრი ადამიანის არჩევანია.

გარდა ამისა, თანამედროვე საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს იმ ტრენდებს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში გვეხმარება, ასევე მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეძენას. ამ კუთხითაც, მეტლახი სახლის მოწყობისას ჩვენი შეუცვლელი ატრიბუტი ხდება:

მეტლახის იატაკის ფილის შექმნისას გამოყენებული მასალების ბუნებისა და წარმოების პროცესის გამო, მეტლახი არ გამოყოფს აქროლად კომბინირებულ ქიმიურ ნივთიერებას. პირიქით, მეტლახი სრულიად ინერტულია, რაც ნიშნავს, რომ არ შედის რაიმე ქიმიურ ნაერთსა თუ ნივთიერებასთან რეაქციაში და შესაბამისად, არასოდეს წარმოქმნის ისეთ ნივთიერებას, რომელიც თუნდაც პოტენციურად მაინც საზიანოა ადამიანებისა ან გარემოსთვის.

კედლის ფილა (კაფელი)

კედლის ფილა სახლში დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია. ამის გათვალისიწინებით, წლების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის მოწინავე დიზაინერებმა მრავალი პრინტი და სხვადასხვა ესთეტიკის მატარებელი ნიმუში შექმნეს, რათა მათთვის, ვისთვისც ვიზუალური ჰარმონია მნიშვნელოვანია, კაფელი შერჩეული დიზაინის დამასრულებელი და შემკვრელი ელემენტი გამხდარიყო.

ვიზუალურ უპირატესობასთან ერთად, გარდა იმისა, რომ კაფელი ხშირად გამოიყენება აბაზანის კედლებზე, ასევე თითქმის ყველა სახლის სამზარეულოს განუყრელი თანამგზავრია. ამის მიზეზი კი მრავალია, მათ შორის უპირველესი კი მარტივი მოვლის პრინციპი. კაფელი არის ისეთი კედლის ფილა, რომელიც ძალიან მარტივად იწმინდება, ხშირად, უბრალოდ თბილი წყლის გამოყენებით, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავირიდოთ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება ისეთ სენსიტიურ ადგილებში, როგორიც სამზარეულოა, სადაც საკვები როგორც დიდებისთვის, ასევე ოჯახის ყველაზე პატარა წევრებისთვისაც მზადდება.

გარდა ამისა, კაფელი ხასიათდება ჰიპოალერგიული თვისებებით, რაც განპირობებულია იმით, რომ მასში ვერ სახლობენ მტვრის ტკიპები, ობი, მიკრობები და ბაქტერიები. სწორედ ამიტომ, ისეთ სივრცეებში, სადაც ოჯახის წევრები დიდ დროს ატარებენ, კაფელი კედლის დაფარვის ერთ-ერთი ოპტიმალური და უსაფრთხო ვერსიაა.

სად შევიძინოთ მაღალი ხარისხის კერამიკული ფილები, კაფელი და მეტლახი?

მაშინ, როცა ბაზარი ხშირად ივსება პროდუქციით, რომლის ხარისხისა და წარმომავლობის გარკვევა არც თუ ისე მარტივია, ოპტიმალური გამოსავალია ვენდოთ იმ მაღალ ხარისხს, რომელსაც ყველასათვის კარგად ცნობილი ბრენდები გვთავაზობენ. "იდეალი" უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს ბაზარს მაღალი ხარისხსის კერამიკული ფილებით ამარაგებს. მათ შოუ რუმში მრავალი წამყვანი ბრენდის საუკეთესო ნაწარმია წარმოდგენილი როგორც იატაკის ფილის (მეტლახი), ასევე კედლის ფილის (კაფელი) შემთვევაში. ფილიალში სტუმრობისას, თქვენ მარტივად შეძლებთ მათი პროდუქციის დათვალიერებას და სასურველი დიზაინის, ფორმის, ზომისა თუ ფერის ფილების შერჩევას.

R