პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაფელი და მეტლახი: საუკეთესო არჩევანი თქვენი სახლისთვის
კაფელი და მეტლახი: საუკეთესო არჩევანი თქვენი სახლისთვის

კა­ფე­ლი და მეტ­ლა­ხი ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა­სა და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში უკვე მრა­ვა­ლი ას­წლე­უ­ლია სა­პა­ტიო ად­გილს იკა­ვებს. მი­უ­ხე­და­ვად მათი ან­ტი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა, კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი დღემ­დე ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი არ­ჩე­ვა­ნია, როცა საქ­მე ია­ტა­კი­სა და კედ­ლე­ბის მო­პირ­კე­თე­ბას ეხე­ბა. მას შემ­დეგ, რაც კა­ფე­ლი და მეტ­ლა­ხი ვი­ზუ­ა­ლურ და სტი­ლის­ტურ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში გა­და­ეშ­ვა, გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის, რომ მათი გა­მო­ყე­ნე­ბის არე­ა­ლი გაც­და სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და სა­ა­ბა­ზა­ნოს. უალ­ხე­სი ტექ­სტუ­რე­ბი და ვი­ზუ­ა­ლე­ბი ხში­რა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყოფ ოთახ­ში, სა­სა­დი­ლო ოთახ­ში ან, თუნ­დაც სა­ძი­ნე­ბელ­შიც კი.

კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი

კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე ნედ­ლე­უ­ლის კომ­ბი­ნა­ცი­ით ღუ­მელ­ში გა­მოწ­ვის შე­დე­გად მზად­დე­ბა. ყვე­ლა­ზე ხში­რად, კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლის შექ­მნი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თიხა, მინ­დვ­რის შპა­ტი, ქვი­შა და ქარ­სი. კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი ღუ­მელ­ში გა­მოწ­ვის შე­დე­გად სრუ­ლად თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან ტე­ნი­ა­ნო­ბი­სა­გან და ქმნი­ან მყარ, გამ­ძლე და ძლი­ე­რი სტრუქ­ტუ­რის მქო­ნე მა­სა­ლას. დღეს, სხვა­დას­ხვა დი­ზა­ი­ნი­სა და ვი­ზუ­ა­ლის მქო­ნე კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია თით­ქმის ყვე­ლა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე. ფი­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს იმა­საც, რომ კე­რა­მი­კუ­ლი ფილა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც ია­ტაკ­ზე (მეტ­ლა­ხი), ასე­ვე კე­დელ­ზეც (კა­ფე­ლი).

კე­რა­მი­კუ­ლი ფილა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს მას დე­კო­რა­ტი­უ­ლი დატ­ვირ­თვაც მი­ვა­ნი­ჭოთ. თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ინ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბულ კედ­ლებს, სა­დაც 3D დი­ზა­ი­ნის ფი­ლე­ბი, რო­მელ­ბიც ხში­რად, სხვა­დას­ხვა ფე­რის, ფორ­მი­სა და სტრუქ­ტუ­რი­საა, ქმნი­ან საკ­მა­ოდ ელე­გან­ტურ და დახ­ვე­წილ ვი­ზუ­ა­ლურ სტილს. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თვის, კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლის ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში შე­ტა­ნა, რო­გორც დე­კო­რა­ცი­ის, მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან აი­რი­დოს სამ­ყოფ სივ­რცე­ში ზედ­მე­ტი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­სა და ნივ­თე­ბის შე­ტა­ნა.

კედ­ლის ფილა (კა­ფე­ლი)

კა­ფე­ლი, ანუ კედ­ლის ფილა ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ისეთ ად­გი­ლებ­ში, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოა, რომ და­ის­ვრე­ბა ცხი­მით ან სხვა ისე­თი ნივ­თი­ე­რე­ბით, რო­მე­ლიც სველ წმენ­დას მო­ი­თხოვს და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­რო­ებს მა­სა­ლას, რო­მე­ლიც წყალ­გამ­ძლეა და ამას­თან ერ­თად, მარ­ტი­ვა­დაც იწ­მინ­დე­ბა. სხვა მა­სა­ლე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, კა­ფე­ლი ამ­ტა­ნია ბევ­რი ისე­თი სამ­წმენ­დი სა­შუ­ა­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც ქვა­სა და სხვა ბუ­ნებ­რივ მა­სა­ლებს აზი­ა­ნებს. ამი­ტო­მაც, მისი მოვ­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­ტი­ვია და არ სა­ჭი­რო­ებს საწ­მენ­დი ხსნა­რე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ შერ­ჩე­ვას.

გარ­და ამი­სა, კა­ფე­ლი სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნია ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც დიდი ოდე­ნო­ბით ტე­ნი­ა­ნო­ბაა. მა­გა­ლი­თად, სა­ა­ბა­ზა­ნო და სამ­ზა­რე­უ­ლო. დღე­ვან­დე­ლი კე­რა­მი­კურ­ლი ფი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი ხა­რის­ხით, კარ­გად უძ­ლებს დროს, არ იც­ვი­თე­ბა მზის სხი­ვებ­თან ურ­თი­ერთქმე­დე­ბით და რაც მთა­ვა­რია, არ კარ­გავს პირ­ვან­დელ ბრწყინ­ვა­ლე­ბას.

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, კა­ფე­ლის და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბია:

  • მარ­ტი­ვი წმენ­და;
  • გამ­ძლე­ო­ბა მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის მი­მართ;
  • მა­ღა­ლი რე­ზის­ტან­ტუ­ლო­ბა UV სხი­ვე­ბის მი­მართ;
  • მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი დი­ზა­ი­ნი.
  • ზო­მე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნი

ია­ტა­კის ფილა (მეტ­ლა­ხი)

მეტ­ლა­ხი გა­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ისეთ ად­გი­ლებ­ში, რო­მელ­საც ხში­რად უწევს წმენ­და სი­სუფ­თა­ვის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. მა­გა­ლი­თად, დღეს მეტ­ლა­ხი ოფი­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და, ვი­ნა­ი­დან მისი სვე­ლი წმენ­და და პირ­ვან­დელ იერ­სა­ხემ­დე მიყ­ვა­ნა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია და თა­ნაც, ცვე­თი­სა და და­ნა­კარ­გის გა­რე­შე. სწო­რედ ამი­ტომ, მეტ­ლა­ხი ოპ­ტი­მა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნია დიდი ოჯა­ხე­ბის­თვის, სა­დაც ხში­რი მი­მოს­ვლაა და შე­სა­ბა­მი­სად, დიდი შან­სია გა­რე­დან შე­მო­ტა­ნი­ლი ჭუ­ჭყი­სა და მტვე­რის დაგ­რო­ვე­ბის.

გარ­და ამი­სა, მეტ­ლა­ხი ანუ ია­ტა­კის ფილა სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და სა­ა­ბა­ზა­ნოს­თან ერ­თად, უკვე ისეთ ად­გი­ლებ­შიც ხში­რად გვხვდე­ბა, რო­გო­რი­ცაა სა­ძი­ნე­ბე­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში ხში­რად მო­წო­ნე­ბულ­მა ია­ტა­კის გათ­ბო­ბამ მეტ­ლახს სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა გას­ცდე­ნო­და მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის მქო­ნე ად­გი­ლებს და სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი სხვა­დას­ხვა სივ­რცე­ში გამ­ხა­და­რი­ყო. ამის მი­ზე­ზი კი გახ­ლავთ ის, რომ მეტ­ლა­ხი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად თბე­ბა. ია­ტა­კის ფი­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი კი იმ­დე­ნად დი­დია, რომ უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ხის ია­ტაკ­თან იმ­დე­ნად მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ფი­ლე­ბის არ­ჩე­ვა, რომ ხისა და კე­რა­მი­კის გარ­ჩე­ვა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მეტ­ლა­ხის და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბია:

  • მარ­ტი­ვი წმენ­და;
  • გამ­ძლე­ო­ბა;
  • წყლი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლი ამ­ტა­ნო­ბა;
  • კარ­გი მო­ჭი­დე­ბა, რაც ადა­მი­ანს დას­რი­ა­ლე­ბი­სა­გან იცავს;
  • მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი.

კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი თქვე­ნი სახ­ლის­თვის

რო­გორც ხე­დავთ, კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი ძა­ლი­ან მრა­ვალ­მხრი­ვი თვი­სე­ბე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის მა­სა­ლე­ბია. მათ­თვის, ვინც ახა­ლი სახ­ლი შე­ი­ძი­ნა, ან უბ­რა­ლოდ ძვე­ლი გა­რე­მონ­ტე­ბას ფიქ­რობს, კა­ფე­ლი და მეტ­ლა­ხი ის მა­სა­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­საც ამარ­ტი­ვებს და ამას­თა­ნა­ვე, ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ინ­ში კარ­გად გა­ნა­წი­ლე­ბი­სას დახ­ვე­წილ ტო­ნებს მა­ტებს ჩვენს ყო­ვედლღი­უ­რო­ბას. როცა საქ­მე კე­რა­მი­კულ ფი­ლებს ეხე­ბა, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მიღ­წე­ვა მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ა­ნი მა­სა­ლე­ბის შე­ძე­ნი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, "გა­ლე­რეა დე­მა­სი" ეს­პა­ნუ­რი მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და პრე­მი­უმ ხა­ზის ბრენ­დე­ბის ნა­წარმს გთა­ვა­ზობთ. დე­მა­სის შო­უ­რუმ­ში მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ბრენ­დებს რო­გორც ევ­რო­პი­დან, ასე­ვე აზი­ი­დან შეხ­ვდე­ბით, მა­გა­ლი­თად, ისეთს, რო­გო­რი­ცაა Mykonos, Halcon, Fabresa და სხვა . კო­ლექ­ცი­ის გაც­ნო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც ფი­ზი­კურ მა­ღა­ზი­ა­ში სტუმ­რო­ბით, ასე­ვე კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

კაფელი და მეტლახი: საუკეთესო არჩევანი თქვენი სახლისთვის

კაფელი და მეტლახი: საუკეთესო არჩევანი თქვენი სახლისთვის

კაფელი და მეტლახი ადამიანების ცნობიერებასა და ყოველდღიურობაში უკვე მრავალი ასწლეულია საპატიო ადგილს იკავებს. მიუხედავად მათი ანტიკური წარმომავლობისა, კერამიკული ფილები დღემდე ერთ-ერთი პოპულარული არჩევანია, როცა საქმე იატაკისა და კედლების მოპირკეთებას ეხება. მას შემდეგ, რაც კაფელი და მეტლახი ვიზუალურ და სტილისტურ მრავალფეროვნებაში გადაეშვა, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მათი გამოყენების არეალი გაცდა სამზარეულოსა და სააბაზანოს. უალხესი ტექსტურები და ვიზუალები ხშირადაა წარმოდგენილი თანამედროვე სამყოფ ოთახში, სასადილო ოთახში ან, თუნდაც საძინებელშიც კი.

კერამიკული ფილები

კერამიკული ფილები რამდენიმე ნედლეულის კომბინაციით ღუმელში გამოწვის შედეგად მზადდება. ყველაზე ხშირად, კერამიკული ფილის შექმნისას გამოიყენება თიხა, მინდვრის შპატი, ქვიშა და ქარსი. კერამიკული ფილები ღუმელში გამოწვის შედეგად სრულად თავისუფლდებიან ტენიანობისაგან და ქმნიან მყარ, გამძლე და ძლიერი სტრუქტურის მქონე მასალას. დღეს, სხვადასხვა დიზაინისა და ვიზუალის მქონე კერამიკული ფილები ხელმისაწვდომია თითქმის ყველა სამომხმარებლო ბაზარზე. ფილების მრავალფეროვნება განაპირობებს იმასაც, რომ კერამიკული ფილა გამოიყენება როგორც იატაკზე (მეტლახი), ასევე კედელზეც (კაფელი).

კერამიკული ფილა საშუალებას გვაძლევს მას დეკორატიული დატვირთვაც მივანიჭოთ. თანამედროვე დიზაინ მიმართულებებში ხშირად შეხვდებით კერამიკული ფილებით გაფორმებულ კედლებს, სადაც 3D დიზაინის ფილები, რომელბიც ხშირად, სხვადასხვა ფერის, ფორმისა და სტრუქტურისაა, ქმნიან საკმაოდ ელეგანტურ და დახვეწილ ვიზუალურ სტილს. ზოგიერთი ადამიანისთვის, კერამიკული ფილის ინტერიერის დიზაინში შეტანა, როგორც დეკორაციის, მარტივი გადაწყვეტილებაა იმისათვის, რომ თავიდან აირიდოს სამყოფ სივრცეში ზედმეტი აქსესუარებისა და ნივთების შეტანა.

კედლის ფილა (კაფელი)

კაფელი, ანუ კედლის ფილა ყველაზე ხშირად გამოიყენება ისეთ ადგილებში, რომელიც სავარაუდოა, რომ დაისვრება ცხიმით ან სხვა ისეთი ნივთიერებით, რომელიც სველ წმენდას მოითხოვს და შესაბამისად, საჭიროებს მასალას, რომელიც წყალგამძლეა და ამასთან ერთად, მარტივადაც იწმინდება. სხვა მასალებისაგან განსხვავებით, კაფელი ამტანია ბევრი ისეთი სამწმენდი საშუალების მიმართ, რომლის გამოყენებაც ქვასა და სხვა ბუნებრივ მასალებს აზიანებს. ამიტომაც, მისი მოვლა განსაკუთრებით მარტივია და არ საჭიროებს საწმენდი ხსნარების განსაკუთრებულ შერჩევას.

გარდა ამისა, კაფელი საუკეთესო არჩევანია ისეთ ადგილებში, სადაც დიდი ოდენობით ტენიანობაა. მაგალითად, სააბაზანო და სამზარეულო. დღევანდელი კერამიკურლი ფილები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, კარგად უძლებს დროს, არ იცვითება მზის სხივებთან ურთიერთქმედებით და რაც მთავარია, არ კარგავს პირვანდელ ბრწყინვალებას.

რომ შევაჯამოთ, კაფელის დადებითი თვისებებია:

  • მარტივი წმენდა;
  • გამძლეობა მაღალი ტენიანობის მიმართ;
  • მაღალი რეზისტანტულობა UV სხივების მიმართ;
  • მრავალფეროვანი დიზაინი.
  • ზომების ფართო არჩევანი

იატაკის ფილა (მეტლახი)

მეტლახი გასაკუთრებით ხშირად გამოიყენება ისეთ ადგილებში, რომელსაც ხშირად უწევს წმენდა სისუფთავის შესანარჩუნებლად. მაგალითად, დღეს მეტლახი ოფისებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების განუყოფელი ნაწილი გახდა, ვინაიდან მისი სველი წმენდა და პირვანდელ იერსახემდე მიყვანა ძალიან მარტივია და თანაც, ცვეთისა და დანაკარგის გარეშე. სწორედ ამიტომ, მეტლახი ოპტიმალური არჩევანია დიდი ოჯახებისთვის, სადაც ხშირი მიმოსვლაა და შესაბამისად, დიდი შანსია გარედან შემოტანილი ჭუჭყისა და მტვერის დაგროვების.

გარდა ამისა, მეტლახი ანუ იატაკის ფილა სამზარეულოსა და სააბაზანოსთან ერთად, უკვე ისეთ ადგილებშიც ხშირად გვხვდება, როგორიცაა საძინებელი. თანამედროვე არქიტექტურაში ხშირად მოწონებულმა იატაკის გათბობამ მეტლახს საშუალება მისცა გასცდენოდა მაღალი ტენიანობის მქონე ადგილებს და სახლის ინტერიერის დიზაინის განუყოფელი ნაწილი სხვადასხვა სივრცეში გამხადარიყო. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მეტლახი ძალიან მარტივად თბება. იატაკის ფილების მრავალფეროვანი არჩევანი კი იმდენად დიდია, რომ უკვე შესაძლებელია ხის იატაკთან იმდენად მიახლოებული ფილების არჩევა, რომ ხისა და კერამიკის გარჩევა თითქმის შეუძლებელი ხდება.

მოკლედ რომ ვთქვათ, მეტლახის დადებითი თვისებებია:

  • მარტივი წმენდა;
  • გამძლეობა;
  • წყლისა და ტენიანობის მაღალი ამტანობა;
  • კარგი მოჭიდება, რაც ადამიანს დასრიალებისაგან იცავს;
  • მრავალფეროვანი არჩევანი.

კერამიკული ფილები თქვენი სახლისთვის

როგორც ხედავთ, კერამიკული ფილები ძალიან მრავალმხრივი თვისებებისა და გამოყენების მასალებია. მათთვის, ვინც ახალი სახლი შეიძინა, ან უბრალოდ ძველი გარემონტებას ფიქრობს, კაფელი და მეტლახი ის მასალებია, რომლებიც ადამიანების ცხოვრებასაც ამარტივებს და ამასთანავე, ინტერიერის დიზაინში კარგად განაწილებისას დახვეწილ ტონებს მატებს ჩვენს ყოვედლღიურობას. როცა საქმე კერამიკულ ფილებს ეხება, საუკეთესო შედეგის მიღწევა მხოლოდ ხარისხიანი მასალების შეძენითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, "გალერეა დემასი" ესპანური მაღალი ხარისხისა და პრემიუმ ხაზის ბრენდების ნაწარმს გთავაზობთ. დემასის შოურუმში მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს როგორც ევროპიდან, ასევე აზიიდან შეხვდებით, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა Mykonos, Halcon, Fabresa და სხვა . კოლექციის გაცნობა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ მაღაზიაში სტუმრობით, ასევე კომპანიის ვებგვერდის საშუალებითაც.

R