საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კვლავ ადანაშაულებენ - "ნასვამი იყო ... მივხვდი, რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა"
შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კვლავ ადანაშაულებენ -  "ნასვამი იყო ... მივხვდი, რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა"

POSTV- ის ხელ­მძღვა­ნელ­სა და წამ­ყვანს შალ­ვა რა­მიშ­ვილს სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში ისევ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ამ­ჯე­რად, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი - გვან­ცა ბუ­და­ღაშ­ვი­ლი და მაკო ჯა­ბუა. ისი­ნი წლე­ბის წინ მომ­ხდარ ფაქ­ტებს იხ­სე­ნე­ბენ.

ჟურ­ნა­ლის­ტი გვან­ცა ბუ­და­ღაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" წერს:

"თუ სწო­რად მახ­სოვს, 2018 წელი იყო. შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა მომ­წე­რა გა­და­ცე­მის­თვის ახალ სა­ხე­ებს ვე­ძებ და გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მო­დიო. მეც, რო­გორც ყო­ველ­თვის, ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და სამ­სა­ხუ­რი. (მა­შინ “პოსტვი” მხო­ლოდ ონ­ლა­ინ ტე­ლე­ვი­ზია იყო) მი­ვე­დი და რაც შემ­დეგ მოხ­და, არა­ვის, უკვე აღა­რა­ვის გა­გა­ო­ცებთ. ვი­სა­უბ­რეთ ყვე­ლა­ფერ­ზე - პო­ლი­ტი­კა­ზე, ჭა­მა­ზე, გარ­თო­ბა­ზე და მი­ად­გა სექ­სუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­საც. მი­თხრა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შარ­მი მაქვს და შე­მიძ­ლია ჩემი შარ­მის წყა­ლო­ბით ბევრ რა­მეს მი­ვაღ­წიო. (ზუს­ტად არ მახ­სოვს რო­გორ თქვა და ამი­ტომ ვერ ვცი­ტი­რებ) უხერ­ხუ­ლო­ბა ვიგ­რძე­ნი და წა­მო­ვე­დი. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ისევ მომ­წე­რა ან და­მი­რე­კა. სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა თუ გინ­და, მოდი რა­ღა­ცე­ბი გა­ვარ­კვი­ო­თო.

მი­ვე­დი. უკვე ნას­ვა­მი იყო და მთე­ლი არ­სე­ბით პირ­და­პირ მო­ი­თხოვ­და, რომ ჩემ ფე­ტი­შებ­ზე მე­ლა­პა­რა­კა. რა თქმა უნდა, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში წა­მო­ვე­დი და უკვე ნა­თე­ლი იყო ვის­თა­ნაც მქონ­და საქ­მე და მივ­ხვდი, რომ ამ “სამ­სა­ხუ­რის” გზა სა­წოლ­ზე გა­დი­ო­და.

მი­თხრა, რომ ზო­გა­დად ეგე­თი არაა და უბ­რა­ლოდ მე ვარ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტასო ბარ­ნო­ვას ამბა­ვიც გა­ვუხ­სე­ნე და რა თქმა უნდა, სი­სუ­ლე­ე­ბით სცა­და თა­ვის მარ­თლე­ბა. ამ ამ­ბი­დან მა­ლე­ვე ”ევო­ში” და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა და მწერ­და, რომ პირ­და­პირ სა­ცო­და­ო­ბაა, როცა ჩემ­ნა­ი­რი ნი­ჭი­ე­რი გოგო ღა­მე­ებს კა­ზი­ნო­ში ათე­ნებს და მერე ”შე­მა­ხარ­ბა” რომ “პოსტ ტვ” უკვე ნამ­დვი­ლი ტე­ლე­ვი­ზია გახ­და. ესე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი გვკი­ცხა­ვენ ახალ­გაზ­რდებს და მთე­ლი გუ­ლით მჯე­რა, რომ ძა­ლი­ან ძა­ლი­ან მალე გაჰ­ყვე­ბი­ან კო­ლექ­ტი­უ­რი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლე­ბი იმ ცნო­ბილ გემს (ზო­გი­ერ­თი სქ­რი­ნი შე­იძ­ლე­ბა კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნი­ლი იყოს, მაგ­რამ ვინ­მეს თუ სრუ­ლი ჩა­თის ნახ­ვა სურს, არც ეგაა პრობ­ლე­მა)".

გვან­ცა ბუ­და­ღაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რა­მიშ­ვილ­თან მი­მო­წე­რის "სქ­რინ­შო­ტებ­საც" აქ­ვეყ­ნებს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მაკო ჯა­ბუ­აც სწო­რედ სამ­სა­ხუ­რის თა­ო­ბა­ზე გა­სა­უბ­რე­ბი­სას, რა­მიშ­ვი­ლის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ზე ყვე­ბა.

"ზუს­ტად არ მახ­სოვს, რო­მე­ლი წე­ლია. 7-8 წლის წინ და­ახ­ლო­ე­ბით. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა, არა­ვინ მყავ­და, ვინც ხელს შე­მი­წყობ­და ამ კუ­თხით. დრო­ე­ბით ხან სად ვმუ­შა­ობ­დი და ხან სად. ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­დო­და მუ­დამ და სამ­წუ­ხა­როდ, უშე­დე­გო იყო მა­შინ ყვე­ლა მცდე­ლო­ბა. ჩემი ახლო მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობ­და შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან (მას ცუდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქო­ნია, თო­რემ მგლის ხა­ხა­ში არ შე­მაგ­დებ­და) მი­თხრა, რა­ღაც ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­კე­თე­ბას აპი­რებს და კად­რებს ეძებს, ვე­ტყვი შენ­ზე და და­გი­ბა­როს იქ­ნებ გა­სა­უბ­რე­ბა­ზეო. მეც გა­მი­ხარ­და, შან­სი და­ვი­ნა­ხე, დავ­თან­ხმდი. და­მი­ბა­რა, მაგ­რამ ვა­ჟა­ზე, ოფი­სად ქცე­ულ ბი­ნა­ში. მი­ვე­დი. (შალ­ვა­ზე რა­ღა­ცე­ბი მსმე­ნია, მაგ­რამ მე თა­მა­მი და გამ­ბე­და­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ, ჩემი თა­ვის იმე­დი ყო­ველ­თვის მაქვს, ამი­ტომ "არ შემ­ში­ნე­ბია" მას­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნის). გა­სა­უბ­რე­ბა ნორ­მა­ლუ­რად და­ი­წყო. გა­მომ­კი­თხა რა­ღა­ცე­ბი, მიხ­ვდა, რომ "ცო­ცხა­ლი" გოგო ვარ და შემ­დეგ და­ი­წყო: შენ ისე­თი არას­ტან­დარ­ტუ­ლი და თა­მა­მი გა­რეგ­ნო­ბა გაქვს (წი­თე­ლი თმე­ბი და პირ­სინ­გი მქონ­და) დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ უბ­რა­ლო ჟურ­ნა­ლის­ტი გინ­და იყო?

- მეთ­ქი, რავი, ახა­ლი ამ­ბე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­და

- ხო, გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ იქ­ნებ რამე შენი გა­და­ცე­მა გა­ვა­კე­თოთ. სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმ­ში რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი? (ეს ცოტა მე­უ­ხერ­ხუ­ლა, მაგ­რამ არ დავ­ბნე­ულ­ვარ)

- კარ­გად, ალ­ბათ.

- ჰოდა, ასე­თი იდეა მაქვს, აუზ­ში ვი­ღა­ცე­ბი რომ მო­იწ­ვიო და უხერ­ხუ­ლი კი­თხვე­ბი და­უს­ვა. მა­გა­ლი­თად, რა პო­ზა­ში მოს­წონთ, ფე­ი­ლე­ბი რა ჰქო­ნი­ათ, რო­მელ პორ­ნოს უყუ­რე­ბენ... და ისე, შენ რო­გორ პორ­ნოს უყუ­რებ? გიყ­ვარს?

აი, მანდ უკვე გა­დაჭ­რით ვი­ცო­დი, ვის­თან მქონ­და საქ­მე. არ ვიცი, ჩემს თავ­ში გა­დავ­წყვი­ტე, რომ არ უნდა შემ­ში­ნე­ბო­და, სიმ­შვი­დე შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, რა­ღაც გა­და­მიტ­რი­ალ­და, თან გავ­ქვავ­დი (თავ­დაც­ვის ინ­სტინ­ქტი იყო, ალ­ბათ) ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ თემა შე­მიც­ვა­ლოს და მეთ­ქი "გეი პორ­ნოს, ალ­ბათ".

- ხო, ახლა რომ ჩა­გირ­თო, რას იგ­რძნობ?

- არ ვიცი

- მოდი, ვნა­ხოთ, უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ებს რო­გორ უმკლავ­დე­ბი (ამის მერე რთავს პორ­ნოს).

- რას გრძნობ?

- უხერ­ხუ­ლო­ბას (თან არ ვიცი, რო­გორ შევ­ძე­ლი, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არა­ფერს ვგრძნობ­დი, ერთი ის იყო, რომ ვერ ვდგე­ბო­დი ად­გი­ლი­დან)". - ეს არის ფრაგ­მენ­ტი მაკო ჯა­ბუ­ას პოს­ტი­დან.

მისი თქმით, ასე­თი ის­ტო­რია ბევ­რია:

"სახ­ლში მი­სულ­მა კი­დევ აბა­ზა­ნა­ში ვი­ტი­რე დიდი ხანი. იმ სა­ღა­მოს­ვე მომ­წე­რა, არ ვუ­პა­სუ­ხე. რამ­დე­ნი­მე დღე მწერ­და და მერე ჩემს მე­გო­ბარს მი­წე­რა, არ მპა­სუ­ხობს და რა გი­თხრა, რას აპი­რებ­სო? ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ან­მა იცო­და აქამ­დე. ერთხელ ერთ კო­ლე­გას ვუ­თხა­რი, რო­მე­ლიც მას­თან მუ­შა­ობ­და და მე ვმე­გობ­რობ­დი­სა­ვით - მას შემ­დეგ წამ­ყვა­ნიც გახ­და იმ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. აი, ეს არის შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი, აი, ასე­თი ის­ტო­რია არის ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ბევ­რი და ამ ნა­ძი­რა­ლა, ბინ­ძურ­მა არ­სე­ბამ მე ვე­რა­ფე­რი და­მი­შა­ვა, იმი­ტომ რომ "ძლი­ე­რი" აღ­მოვ­ჩნდი და არ შე­მე­შინ­და მისი, მაგ­რამ რამ­დე­ნია, ვი­საც უდი­დე­სი ტრავ­მა მი­ა­ყე­ნა?! აი, ამ კაც­თან მუ­შა­ობთ და ამ კაცს უს­მენთ და მოგ­წონთ".

ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და შალ­ვა რა­მიშ­ვილს, რო­მე­ლიც მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს სიც­რუ­ეს უწო­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი POSTV- ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია.

"ჩვენ გვერ­დზე გა­ვავ­რცე­ლეთ გან­ცხა­დე­ბა და ერ­თი­ა­ნად ვპა­სუ­ხობთ იმ გან­ცხა­დე­ბით ამ ბრალ­დე­ბებს. ეს არის სი­ყალ­ბე და კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია. კი­დევ ვე­ლო­დე­ბი ასე­თი მბრალ­დებ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნას" - გვი­თხრა რა­მიშ­ვილ­მა.

POSTV- ის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა:

"ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­ძაფ­რდა თავ­დას­ხმა ტე­ლე­კომ­პა­ნია POSTV-ზე. ამ კამ­პა­ნი­ა­ში აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თულ­ნი ის ე.წ. ლი­ბე­რა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლებ­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია POSTV-ის არ­სე­ბო­ბა მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს. ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია უკვე წლე­ბია ებ­რძვის სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ნე­ო­ლი­ბე­რა­ლიზმს, რო­მელ­მაც ბოლო დროს ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის სახე მი­ი­ღო. POSTV-ი მისი შექ­მნის დღი­დან დგას ისე­თი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე, რო­გო­რი­ცაა სამ­შობ­ლო, ეკ­ლე­სია, ოჯა­ხი და ღირ­სე­ბა. სწო­რედ ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია ქარ­თვე­ლი ლი­ბე­რალ-ფა­შის­ტე­ბის სა­მიზ­ნე. მათი ია­რა­ღი კი სიც­რუე, მა­ნი­პუ­ლა­ცია და აგ­რე­სი­უ­ლი ბუ­ლინ­გია. სწო­რედ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა POSTV-ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი და მა­დის­კრე­დი­ტი­რე­ბე­ლი კამ­პა­ნია. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკვე პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ბარ­გე­ბულ­მა ყო­ფილ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ჩვე­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია რუ­სულ პრო­პა­ნაგ­დის­ტულ სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­ა­ცხა­და და არ­სე­ბო­ბა აუკ­რძა­ლა. ნინო ლომ­ჯა­რი­ას ამ გან­ცხა­დე­ბას ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კის ქარ­ტი­ის სრუ­ლი­ად გა­უ­გო­ნა­რი გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა, სა­დაც POSTV-ი რუ­სუ­ლი მიზ­ნე­ბის მთა­ვარ გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ეს და სი­ძულ­ვი­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. პა­რა­ლე­ლუ­რად, გახ­შირ­და პერ­სო­ნა­ლუ­რი თავ­დას­ხმე­ბი არ­ხის მე­ნე­ჯმენტზე და სა­ხე­ებ­ზე. ავ­რცე­ლე­ბენ ბინ­ძურ ჭო­რებს, პრინ­ცი­პით - „მე და­გაბ­რა­ლებ და შენ თავი იმარ­თლე“. ამ კამ­პა­ნი­ას აქვს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, რო­გორ­მე ხელი შე­უ­შა­ლონ გან­ვი­თა­რე­ბა­ში POSTV-ის, რომ­ლის რე­ი­ტინ­გიც სწრა­ფი ტემ­პით იზ­რდე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, იზ­რდე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გავ­ლე­ნა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზეც. ლი­ბე­რა­ლი ფა­შის­ტე­ბის კი­დევ ერთი მი­ზა­ნია, და­ა­ბუ­ლინ­გონ და შე­ა­ში­ნონ ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რე­ბი, ხელი აა­ღე­ბი­ნონ იმ ბრძო­ლა­ზე, რო­მელ­საც ეს არხი ბოლო წლე­ბია წარ­მა­ტე­ბით ეწე­ვა. ტე­ლე­კომ­პა­ნია POSTV-ის დიდი გუნ­დის სა­ხე­ლით, ღიად ვა­ცხა­დებთ, რომ ლი­ბე­რალ-ფა­შის­ტე­ბის ამ ამო­ცა­ნას შეს­რუ­ლე­ბა არ უწე­რია და ფე­ი­კე­ბის მამ­ხი­ლე­ბელ ტე­ლე­ვი­ზი­ას ფე­ი­კე­ბით ვერ შე­ა­ში­ნე­ბენ. ჩვე­ნი ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია ამ ბრძო­ლას ვერ გა­ა­ჩე­რებს." - წე­რია გან­ცახ­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, შალ­ვა რა­მიშ­ვილს სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის­თვის ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ყო­ფილ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა 2016 წელს უჩივ­ლა. 2018 წლის იან­ვარ­ში თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თა­თია სამ­ხა­რა­ძის სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და შალ­ვა რა­მიშ­ვილს მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის - 2 000 ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ა­კის­რა. გა­და­წყევ­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა გა­ა­სა­ჩივ­რა, თუმ­ცა იქაც წა­ა­გო.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 96 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
1

ამ სქრინ შოტებიდან მარტო მე წავიკითხე , რომ გოგო ამბობს სამსახურისათვის ( ანუ ვნებისათვის) ყველაფერზე ვარ წამსველიო? შალვამაც "შეამოწმა" რაზე იყო წამსავლელი და რაზე არა.. ჩვენ აქ მრუში დიაცების პრობლემა გვაქვს ხალხო და არა საცოდავი მანიკი შალვასი , თავისი თავი მაჩო რომ ჰგონია და ჩვეულებრივი იმპოტენტია სინამვილეში. მეტი ისწავლეთ გოგოებო, მეტად დაკავდით საქმით, დამიჯერეთ . თვქნი ცოდნით მიღწეულს სხვა ფასი და გემო აქვს. სექსითაც დაკავდით , ოღონდ სიყვარულით

ალექს
2

მე ვფიქრობ ეს სულ ყვითელი სპექტაკლია, ის რომ ესენი მრუშებია ეჭვიც არ მეპარება, როგორც იმაში, რომ სააკაშვილი 21 დეკემბერს არ არის დაბადებული და მრუშობენ ურთიერთთანხმობთ, მერე სექსძალადობად აფორმებენ, რისი დამტკიცება არდამტკიცება დაცვა მოსამართლის და კანონის კისერზეა, 2 000 ლარი ჯარიმა -ესეც პრეცენდენტი, ამაში კეზერბანკი 20 ათასს გადაიხდის , ეთერის დაკავება მეტი დაუჯდებოდა , და მიდი გაართვე ცხვარი, აინტერესებს ნიფხვის ფერი ფარას, ზოგს წამომხობილიც აქვს, ნიფხავი, თავზე, კი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კვლავ ადანაშაულებენ - "ნასვამი იყო ... მივხვდი, რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა"

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კვლავ ადანაშაულებენ -  "ნასვამი იყო ... მივხვდი, რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა"

POSTV- ის ხელმძღვანელსა და წამყვანს შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ისევ ადანაშაულებენ, ამჯერად, ჟურნალისტები - გვანცა ბუდაღაშვილი და მაკო ჯაბუა. ისინი წლების წინ მომხდარ ფაქტებს იხსენებენ.

ჟურნალისტი გვანცა ბუდაღაშვილი "ფეისბუქში" წერს:

"თუ სწორად მახსოვს, 2018 წელი იყო. შალვა რამიშვილმა მომწერა გადაცემისთვის ახალ სახეებს ვეძებ და გასაუბრებაზე მოდიო. მეც, როგორც ყოველთვის, ძალიან მჭირდებოდა სამსახური. (მაშინ “პოსტვი” მხოლოდ ონლაინ ტელევიზია იყო) მივედი და რაც შემდეგ მოხდა, არავის, უკვე აღარავის გაგაოცებთ. ვისაუბრეთ ყველაფერზე - პოლიტიკაზე, ჭამაზე, გართობაზე და მიადგა სექსუალურ საკითხებსაც. მითხრა, რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო. (ზუსტად არ მახსოვს როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ) უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი. რამდენიმე დღეში ისევ მომწერა ან დამირეკა. სამსახურის დაწყება თუ გინდა, მოდი რაღაცები გავარკვიოთო.

მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა, რომ ჩემ ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი, რომ ამ “სამსახურის” გზა საწოლზე გადიოდა.

მითხრა, რომ ზოგადად ეგეთი არაა და უბრალოდ მე ვარ განსაკუთრებული ტასო ბარნოვას ამბავიც გავუხსენე და რა თქმა უნდა, სისულეებით სცადა თავის მართლება. ამ ამბიდან მალევე ”ევოში” დავიწყე მუშაობა და მწერდა, რომ პირდაპირ საცოდაობაა, როცა ჩემნაირი ნიჭიერი გოგო ღამეებს კაზინოში ათენებს და მერე ”შემახარბა” რომ “პოსტ ტვ” უკვე ნამდვილი ტელევიზია გახდა. ესეთი ადამიანები გვკიცხავენ ახალგაზრდებს და მთელი გულით მჯერა, რომ ძალიან ძალიან მალე გაჰყვებიან კოლექტიური შალვა რამიშვილები იმ ცნობილ გემს (ზოგიერთი სქრინი შეიძლება კონტექსტიდან ამოვარდნილი იყოს, მაგრამ ვინმეს თუ სრული ჩათის ნახვა სურს, არც ეგაა პრობლემა)".

გვანცა ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში რამიშვილთან მიმოწერის "სქრინშოტებსაც" აქვეყნებს.

სოციალურ ქსელში მაკო ჯაბუაც სწორედ სამსახურის თაობაზე გასაუბრებისას, რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე ყვება.

"ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელია. 7-8 წლის წინ დაახლოებით. ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა, არავინ მყავდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ კუთხით. დროებით ხან სად ვმუშაობდი და ხან სად. ჟურნალისტობა მინდოდა მუდამ და სამწუხაროდ, უშედეგო იყო მაშინ ყველა მცდელობა. ჩემი ახლო მეგობარი მუშაობდა შალვა რამიშვილთან (მას ცუდი გამოცდილება არ ჰქონია, თორემ მგლის ხახაში არ შემაგდებდა) მითხრა, რაღაც ტელევიზიის გაკეთებას აპირებს და კადრებს ეძებს, ვეტყვი შენზე და დაგიბაროს იქნებ გასაუბრებაზეო. მეც გამიხარდა, შანსი დავინახე, დავთანხმდი. დამიბარა, მაგრამ ვაჟაზე, ოფისად ქცეულ ბინაში. მივედი. (შალვაზე რაღაცები მსმენია, მაგრამ მე თამამი და გამბედავი ადამიანი ვარ, ჩემი თავის იმედი ყოველთვის მაქვს, ამიტომ "არ შემშინებია" მასთან მარტო დარჩენის). გასაუბრება ნორმალურად დაიწყო. გამომკითხა რაღაცები, მიხვდა, რომ "ცოცხალი" გოგო ვარ და შემდეგ დაიწყო: შენ ისეთი არასტანდარტული და თამამი გარეგნობა გაქვს (წითელი თმები და პირსინგი მქონდა) დარწმუნებული ხარ, რომ უბრალო ჟურნალისტი გინდა იყო?

- მეთქი, რავი, ახალი ამბების ჟურნალისტობა მინდა

- ხო, გასაგებია, მაგრამ იქნებ რამე შენი გადაცემა გავაკეთოთ. საცურაო კოსტიუმში როგორ გამოიყურები? (ეს ცოტა მეუხერხულა, მაგრამ არ დავბნეულვარ)

- კარგად, ალბათ.

- ჰოდა, ასეთი იდეა მაქვს, აუზში ვიღაცები რომ მოიწვიო და უხერხული კითხვები დაუსვა. მაგალითად, რა პოზაში მოსწონთ, ფეილები რა ჰქონიათ, რომელ პორნოს უყურებენ... და ისე, შენ როგორ პორნოს უყურებ? გიყვარს?

აი, მანდ უკვე გადაჭრით ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე. არ ვიცი, ჩემს თავში გადავწყვიტე, რომ არ უნდა შემშინებოდა, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, რაღაც გადამიტრიალდა, თან გავქვავდი (თავდაცვის ინსტინქტი იყო, ალბათ) ვიფიქრე, იქნებ თემა შემიცვალოს და მეთქი "გეი პორნოს, ალბათ".

- ხო, ახლა რომ ჩაგირთო, რას იგრძნობ?

- არ ვიცი

- მოდი, ვნახოთ, უხერხულ სიტუაციებს როგორ უმკლავდები (ამის მერე რთავს პორნოს).

- რას გრძნობ?

- უხერხულობას (თან არ ვიცი, როგორ შევძელი, მაგრამ საერთოდ არაფერს ვგრძნობდი, ერთი ის იყო, რომ ვერ ვდგებოდი ადგილიდან)". - ეს არის ფრაგმენტი მაკო ჯაბუას პოსტიდან.

მისი თქმით, ასეთი ისტორია ბევრია:

"სახლში მისულმა კიდევ აბაზანაში ვიტირე დიდი ხანი. იმ საღამოსვე მომწერა, არ ვუპასუხე. რამდენიმე დღე მწერდა და მერე ჩემს მეგობარს მიწერა, არ მპასუხობს და რა გითხრა, რას აპირებსო? ეს ამბავი ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა აქამდე. ერთხელ ერთ კოლეგას ვუთხარი, რომელიც მასთან მუშაობდა და მე ვმეგობრობდისავით - მას შემდეგ წამყვანიც გახდა იმ ტელევიზიაში. აი, ეს არის შალვა რამიშვილი, აი, ასეთი ისტორია არის ძალიან, ძალიან ბევრი და ამ ნაძირალა, ბინძურმა არსებამ მე ვერაფერი დამიშავა, იმიტომ რომ "ძლიერი" აღმოვჩნდი და არ შემეშინდა მისი, მაგრამ რამდენია, ვისაც უდიდესი ტრავმა მიაყენა?! აი, ამ კაცთან მუშაობთ და ამ კაცს უსმენთ და მოგწონთ".

ambebi.ge დაუკავშირდა შალვა რამიშვილს, რომელიც მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბრალდებები POSTV- ის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის ნაწილია.

"ჩვენ გვერდზე გავავრცელეთ განცხადება და ერთიანად ვპასუხობთ იმ განცხადებით ამ ბრალდებებს. ეს არის სიყალბე და კამპანიის ნაწილია. კიდევ ველოდები ასეთი მბრალდებლების გამოჩენას" - გვითხრა რამიშვილმა.

POSTV- ის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება:

"ბოლო დროს განსაკუთრებით გამძაფრდა თავდასხმა ტელეკომპანია POSTV-ზე. ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართულნი ის ე.წ. ლიბერალური ჯგუფები, რომლებსაც ტელეკომპანია POSTV-ის არსებობა მოსვენებას არ აძლევს. ჩვენი ტელევიზია უკვე წლებია ებრძვის საქართველოში დამკვიდრებულ ნეოლიბერალიზმს, რომელმაც ბოლო დროს ლიბერალური ფაშიზმის სახე მიიღო. POSTV-ი მისი შექმნის დღიდან დგას ისეთი კონსერვატიული ღირებულებების სადარაჯოზე, როგორიცაა სამშობლო, ეკლესია, ოჯახი და ღირსება. სწორედ ეს ღირებულებებია ქართველი ლიბერალ-ფაშისტების სამიზნე. მათი იარაღი კი სიცრუე, მანიპულაცია და აგრესიული ბულინგია. სწორედ ზემოაღნიშნულის გამოვლინებაა POSTV-ის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანია. როგორც მოგეხსენებათ, უკვე პოლიტიკაში გადაბარგებულმა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჩვენი ტელეკომპანია რუსულ პროპანაგდისტულ საშუალებად გამოაცხადა და არსებობა აუკრძალა. ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სრულიად გაუგონარი განცხადება მოჰყვა, სადაც POSTV-ი რუსული მიზნების მთავარ განმახორციელებელ მედიასაშუალებად მოიხსენიეს და სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებაში დაადანაშაულეს. პარალელურად, გახშირდა პერსონალური თავდასხმები არხის მენეჯმენტზე და სახეებზე. ავრცელებენ ბინძურ ჭორებს, პრინციპით - „მე დაგაბრალებ და შენ თავი იმართლე“. ამ კამპანიას აქვს ერთადერთი მიზანი, როგორმე ხელი შეუშალონ განვითარებაში POSTV-ის, რომლის რეიტინგიც სწრაფი ტემპით იზრდება და შესაბამისად, იზრდება ტელეკომპანიის გავლენა სატელევიზიო ბაზარზეც. ლიბერალი ფაშისტების კიდევ ერთი მიზანია, დააბულინგონ და შეაშინონ ჩვენი გუნდის წევრები, ხელი ააღებინონ იმ ბრძოლაზე, რომელსაც ეს არხი ბოლო წლებია წარმატებით ეწევა. ტელეკომპანია POSTV-ის დიდი გუნდის სახელით, ღიად ვაცხადებთ, რომ ლიბერალ-ფაშისტების ამ ამოცანას შესრულება არ უწერია და ფეიკების მამხილებელ ტელევიზიას ფეიკებით ვერ შეაშინებენ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ბინძური კამპანია ამ ბრძოლას ვერ გააჩერებს." - წერია განცახდებაში.

ცნობისთვის, შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა თანამშრომელმა 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა და შალვა რამიშვილს მორალური ზიანის - 2 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა. გადაწყევტილება სააპელაციო სასამართლოში შალვა რამიშვილმა გაასაჩივრა, თუმცა იქაც წააგო.