სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვფიქრობ, ვინც ეს დაუკვეთა, საიდუმლო საფლავში წაიღო" - 70-იანი წლების ბურუსით მოცული დანაშაული და ფილმში გახმაურებული ტაბუდადებული თემები: "ჭაბუკიანის ხანძრის" ისტორია
"ვფიქრობ, ვინც ეს დაუკვეთა, საიდუმლო საფლავში წაიღო" - 70-იანი წლების ბურუსით მოცული დანაშაული და ფილმში გახმაურებული ტაბუდადებული თემები: "ჭაბუკიანის ხანძრის" ისტორია

მსოფ­ლიო გე­ნი­ად აღი­ა­რე­ბუ­ლი ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი თა­მარ რუ­ხა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მად­ლო­ბის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს რე­ჟი­სორ ნარ­გი­ზა გარ­და­ფხა­ძის მი­მართ, ფილ­მის ("ჭა­ბუ­კი­ა­ნის ხან­ძა­რი") შექ­მნის­თვის...

"მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტა­ბუ­და­დე­ბულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის კვლე­ვა და გა­შუ­ქე­ბა გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია! არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჭა­ბუ­კი­ა­ნის, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნის და პი­როვ­ნე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი სა­ხის წარ­მო­ჩე­ნა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის" - ამ­ბობს იგი.

ფილ­მი ეხე­ბა 70-იანი წლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს - ოპე­რა­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარ­სა და ამ საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას. ნარ­გი­ზა გარ­და­ფხა­ძე ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდა და დღემ­დე უც­ნო­ბი მა­სა­ლე­ბი მოგ­ვა­წო­და:

- ქალ­ბა­ტო­ნო ნარ­გი­ზა, რო­დის და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ფილ­მი მი­გე­ძღვნათ სა­უ­კუ­ნის ურ­თუ­ლე­სი ამ­ბის­თვის?

- ჩემი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვი­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფის ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის მი­მართ დი­დია. მე­ო­რეს მხრივ, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან მე მახ­სოვ­და, რომ 1973 წელს ზ. ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის ხან­ძრის შემ­დეგ, მო­ა­რუ­ლი ხმე­ბით, ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნი ამ და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვე­თად მო­ი­აზ­რე­ბო­და. შემ­დეგ უკვე ისე მოხ­და, რომ მე შემ­თხვე­ვით აღ­მოვ­ჩნდი ამ ხან­ძრის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ერთ-ერთ სხდო­მა­ზე და თა­ვად გავ­ხდი მოწ­მე ზო­გი­ერ­თი დრა­მა­ტუ­ლი დე­ტა­ლი­სა. ამი­ტომ, რო­დე­საც მე ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ან­ზე ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბა მო­მინ­და, გა­დავ­წყვი­ტე გა­მერ­კვია, თუ რა­ტომ ედე­ბო­და მას ბრა­ლი ამ ვან­და­ლურ აქ­ტში. მხო­ლოდ ამ კვლე­ვე­ბის პრო­ცეს­მა მთლი­ა­ნად ფილმზე მუ­შა­ო­ბის დრო­ის ნა­ხე­ვა­რი წა­ი­ღო და ჯამ­ში - იდე­ი­დან და­წყე­ბუ­ლი, ფილ­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე - ჩემი ცხოვ­რე­ბის ხუთი წელი შე­ად­გი­ნა. შემ­დეგ უკვე პირ­ვე­ლი არ­ხის ტე­ლე­ფილ­მე­ბის მხატ­ვრუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, მწე­რა­ლი კოტე ჯან­დი­ე­რი და­ინ­ტე­რეს­და ჩემი იდე­ით და რაც მთა­ვა­რია, პირ­ვე­ლი არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­მაც და­უ­ჭი­რა მას მხა­რი, რაც სა­ბო­ლო­ოდ ფილ­მის გა­და­ღე­ბით დას­რულ­და.

დამ­წვა­რი ოპე­რა

- ოპე­რის დაწ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნად ვრცე­ლი მა­სა­ლაა არ­ქივ­ში და რა დგინ­დე­ბა ახა­ლი ამ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით?

- ოპე­რის ხან­ძრის სა­გა­მო­ძი­ე­ბო და სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბის მა­სა­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს 12 ტო­მად გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ 3,5-წლი­ან საბ­ჭო­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ის­ტო­რი­ის ერთ ეპი­ზოდს. მთე­ლი ამ ტო­მე­უ­ლე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ პა­სუ­ხი თქვენს კი­თხვა­ზე, თუ რა დგინ­დე­ბა, მე მაქვს ერთი - სამ­წუ­ხა­როდ არა­ფე­რი! ჩემი კვლე­ვე­ბის 2,5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე ვი­მოგ­ზა­უ­რე სა­ოც­რად დრა­მა­ტუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ლა­ბი­რინ­თებ­ში. ეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მე შედ­გე­ბა სხვა­დას­ხვა მა­სა­ლე­ბის­გან. ესე­ნია: ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ბრალ­დე­ბულ­თა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გზა­დაგ­ზა იც­ვლე­ბო­და.

მე უნდა მიმხვდა­რი­ყა­ვი, რო­დის ამ­ბობ­დნენ ისი­ნი სი­მარ­თლეს და რო­დის წერ­დნენ ტყუ­ილს სა­კუ­თარ თავ­ზე. ეს საქ­მე აგ­რეთ­ვე შე­ი­ცავს სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბის სტე­ნოგ­რა­მებს. მათ შო­რის იგი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც სამ­სჯავ­როს წი­ნა­შე, ერთი მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით უარ­ყოფ­დნენ ადრე აღი­ა­რე­ბულ და­ნა­შა­ულს. რო­გორც იმ დროს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი სტა­ჟი­ო­რი, ბ-ნი ჯე­მალ გა­ხო­კი­ძე ფილმში გვე­უბ­ნე­ბა, ამას ისი­ნი ად­ვო­კა­ტე­ბის რჩე­ვით აკე­თებ­დნენ, რაც მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა ყო­ფი­ლა. მხო­ლოდ რა­ღაც გრძნო­ბით ან ინ­ტუ­ი­ცი­ით თუ მიხ­ვდე­ბა მკვლე­ვა­რი, თუ რო­გორ იყო საქ­მე სი­ნამ­დვი­ლე­ში. ჩემი ინ­ტუ­ი­ცია არ მინ­და სხვას მო­ვახ­ვიო, რად­გა­ნაც როცა საქ­მე გაქვს და­ნა­შა­ულ­თან, დამ­ნა­შა­ვის შთა­მო­მა­ვალ­თან და აგ­რეთ­ვე ამ და­ნა­შა­უ­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მდგომ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ცო­ცხალ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ეს არ იქ­ნე­ბა სწო­რი.

მე ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ბ-ნ ჯე­მალ გა­ხო­კი­ძეს, აგ­რეთ­ვე ბ-ნი გუ­რამ გვე­ტა­ძის ხსოვ­ნას, ორი­ვე დამ­თან­ხმდა ამ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და რომ არა ისი­ნი, ჩემი ფილ­მი სა­ინ­ტე­რე­სო არ გა­მო­ვი­დო­და! მას­ში დარ­ჩე­ბო­და მხო­ლოდ ერთი მხა­რე, ანუ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, რაც ნა­წარ­მო­ებს ძა­ლი­ან სწორ­ხა­ზო­ვანს გახ­დი­და. ამ ორი პი­როვ­ნე­ბის თუნ­დაც მზა­ო­ბა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის, ჩემ­თვის მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ პი­რა­დად მათ, არა­ვი­თა­რი ბრა­ლი არ მი­უ­ძღო­დათ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში.

ჩემი არ­ქივ­ში მუ­შა­ო­ბის დროს ზოგ­ჯერ ვცდი­ლობ­დი 50 წლის წინ და­წე­რილ ხელ­ნა­წე­რებ­ში სი­მარ­თლი­სათ­ვის სხვა მე­თო­დით მი­მეგ­ნო. მა­გა­ლი­თად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ხელ­წე­რა სხვა­დას­ხვა და­კი­თხვე­ბის დროს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო. რო­გორც ვი­ცით, ადა­მი­ა­ნის ხელ­წე­რა მის ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხავს. ზოგი ჩვე­ნე­ბის ხელ­ნა­წე­რი ისე­თი „და­ჭყა­ნუ­ლი“ ხელ­წე­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა, უნე­ბუ­რად წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამ დროს რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ამის დამ­წე­რი. ასე­თი უც­ნა­უ­რი ხელ­წე­რა ჰქონ­დათ ზო­გი­ერთ და­კი­თხვებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს - თენ­გიზ რუ­ხა­ძეს, გოგი ხე­ცუ­რი­ანს, გი­ორ­გი გე­კერს...

მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკ­მა­რი­სი, რომ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­დო, თით­ქოს მი­ა­გე­ნი ბრალ­დე­ბუ­ლებ­ზე ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას! ამი­ტომ ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი ფილმში არას­წო­რად ჩავ­თვა­ლე... გარ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხელ­წე­რი­სა, ეჭ­ვებს იწ­ვევ­და ჩემ­ში აგ­რეთ­ვე იმ ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ჯა­მუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, რაც ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა თით­ქოს ხან­ძრის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეს.

  • საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში წე­რია, რომ მათ გა­ა­ჩი­ნეს 4 ცე­ცხლის კერა და თი­თო­ე­ულ­ზე და­ტო­ვეს კონ­ვერ­ტე­ბი, თი­თო­ში 250 გრა­მი კა­ლი­უმ პერ­მან­გა­ნა­ტით და თითო კე­რას გა­და­ას­ხეს 250 მი­ლი­ლიტ­რი გლი­ცე­რი­ნი. მოს­კოვ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დროს გა­მო­ი­ყე­ნეს 20 გრა­მი ე.წ. „მარ­გან­ცოვ­კა“ და და­ას­ხეს 10 მლ. გლი­ცე­რი­ნი. ანუ, ათ­ჯერ ნაკ­ლე­ბი, ვიდ­რე ეს საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში წე­რია. ალის სი­მაღ­ლემ ექ­სპე­რი­მენ­ტის დროს შე­ად­გი­ნა რამ­დე­ნი­მე დე­ცი­მეტ­რი! გა­სა­ო­ცა­რია, რომ ისეთ­მა კარ­გმა სპე­ცი­ა­ლის­ტმა, რო­გო­რიც იყო მთა­ვა­რი მხატ­ვარ-გამ­ნა­თე­ბე­ლი, გი­ორ­გი გე­კე­რი, არ იცო­და, რომ ოთხ კე­რა­ზე ჯა­მუ­რად 1 კგ კა­ლი­უმ პერ­მან­გა­ნა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა + 1 ლიტ­რი გლი­ცე­რი­ნით, „პა­ტა­რა ხან­ძრის“ მო­სა­წყო­ბად, თით­ქოს­და სა­რე­მონ­ტო თან­ხე­ბის მო­სა­ზი­დად, მთე­ლი მა­ყუ­რე­ბელ­თა დარ­ბა­ზის დან­გრე­ვას გა­მო­იწ­ვევ­და?

ბ-ნი გუ­რამ გვე­ტა­ძის სი­ტყვე­ბით, დამ­ნა­შა­ვე­ებს შე­ე­შა­ლათ და ვერ გათ­ვა­ლეს სწო­რად რა­ო­დე­ნო­ბა და პა­ტა­რა ხან­ძრის მა­გივ­რად დიდი გა­მო­უ­ვი­და­თო... თუმ­ცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მე­ში არ­სე­ბობს გი­ორ­გი გე­კე­რის თე­ატ­რის მთე­ლი ელექტრო გაყ­ვა­ნი­ლო­ბის, ისე­თი უზუს­ტე­სი ნა­ხა­ზე­ბი, რაც მოწ­მობს, რომ ის ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ მან ვერ გათ­ვა­ლა ზუს­ტად ის ქი­მი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა, რაც პა­ტა­რა ხან­ძრის მო­სა­წყო­ბად მათ თით­ქოს სჭირ­დე­ბო­დათ. მაგ­რამ ეს კი­თხვაც ლო­გი­კუ­რი ანა­ლი­ზის შე­დე­გად მიჩ­ნდე­ბა და ბ-ნ გუ­რამ გვე­ტა­ძის სა­პირ­წო­ნე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მე არ გა­მაჩ­ნია.

კად­რი ფილ­მი­დან "ჭა­ბუ­კი­ა­ნის ხან­ძა­რი" - ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და­კი­თხვის ეპი­ზო­დი

მოკ­ლედ, ყვე­ლა ბრალ­დე­ბულს მი­ე­სა­ჯა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა. რო­დე­საც ვკი­თხუ­ლობ­დი ბრალ­დე­ბულ­თა აღი­ა­რე­ბებს, მჯე­რო­და მათი, რად­გან ისი­ნი იმ­დე­ნად დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­დნენ და­ნა­შა­ულს, რომ ეჭ­ვე­ბი მი­პყრობ­და, ეგებ მარ­თლა ესე­ნი არი­ან დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი? შემ­დეგ უკვე, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლოს სტე­ნოგ­რა­მებ­ში ასა­ხულ მათ გა­მოს­ვლებს ვკი­თხუ­ლობ­დი, მათ სა­ჩივ­რებს სხვა­დას­ხვა ინ­სტან­ცი­ე­ბი­სად­მი, სა­დაც ისი­ნი უარ­ყო­ფენ თა­ვი­ანთ აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბებს, იქაც ვუ­ჯე­რებ­დი მათ და ვგრძნობ­დი მათ გულ­წრფელ სი­ნა­ნულს, რომ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და­ნა­შა­უ­ლი თა­ვის თავ­ზე აე­ღოთ... პი­რა­დად ჩემ­თვის ეს - გა­ურ­კვევ­ლო­ბის ინ­ტრი­გა - იყო ამ საქ­მე­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ამი­ტომ ვე­ცა­დე ფილმშიც ჩემი ეს ორაზ­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

- ოპე­რის არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის წე­რი­ლე­ბი ცი­ხი­დან, თუ შე­ვი­და ფილმში ეს წე­რი­ლე­ბი... ოპე­რის გა­ზეთ "ქნარ­ში" და­ი­ბეჭ­და სტა­ტია ამ წე­რი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სა­დაც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მტრო­ბა იკ­ვე­თე­ბო­და ჭა­ბუ­კი­ა­ნის მი­მართ...

- ოპე­რის არ­ქივ­ში ეს წე­რი­ლე­ბი არ შემ­ხვედ­რია. ეტყო­ბა არ უნდა ინა­ხე­ბო­დეს იქ, რად­გა­ნაც ეს არ­ქი­ვი კარ­გად მაქვს შეს­წავ­ლი­ლი. თქვენს მიერ ნა­გუ­ლის­ხმებ წე­რი­ლებ­ში ალ­ბათ სო­ლისტ გოგი ხე­ცუ­რი­ა­ნის წე­რი­ლე­ბი გაქვთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რომ­ლებ­საც ის ცი­ხი­დან მა­ლუ­ლად უგ­ზავ­ნი­და თა­ვის უმ­ცროს კო­ლე­გას, ან­ზორ შო­მა­ხი­ას. ბ-ნი ან­ზო­რი ჩვე­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რია. ეს წე­რი­ლე­ბი მე თა­ვად ბ-მა ან­ზორ შო­მა­ხი­ამ გა­მაც­ნო და ისი­ნი გა­ზეთ „ქნარ­ში“ იყო გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. გოგი ხე­ცუ­რი­ა­ნის წე­რი­ლე­ბი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია. მთა­ვა­რი, რა­საც ის სთხოვს ან­ზორ შო­მა­ხი­ას, არის ის, რომ არ და­უ­ჯე­როს გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას. მას გული სტკი­ვა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­ი­ჯე­რა მისი და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ­დე მი­სუ­ლი ინ­ტო­ნა­ცი­ით, თა­ვის წე­რი­ლებ­ში ის ცდი­ლობს ახლო მე­გო­ბა­რი მა­ინც და­არ­წმუ­ნოს იმა­ში, რომ ის არ არის ბო­როტ­მოქ­მე­დი! სამ­წუ­ხა­როდ, ფილ­მის ისე­დაც მას­შტა­ბუ­რო­ბის გამო, ეს წე­რი­ლე­ბი ფილმში ვერ მოხ­ვდა... რაც შე­ე­ხე­ბა, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის მტრო­ბას ჭა­ბუ­კი­ა­ნი­სად­მი, ამა­ზე სა­უბ­რობს გა­ზეთ „ქნარ­ში“, მა­შინ ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი, გიგ­ლა ტა­ტიშ­ვი­ლის და, თინა ტა­ტიშ­ვი­ლი. ეს იყო მისი პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბა. და­ნამ­დვი­ლე­ბით ჩვენ არ ვი­ცით, ვის ვინ სძულ­და და ამი­ტომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ფილმში სა­ჭი­როდ არ ჩავ­თვა­ლე.

ნარ­გი­ზა გარ­და­ფხა­ძე

- ამ ყვე­ლაფ­რის გამო ბოლო ოცი წელი რომ ჭა­ბუ­კი­ან­მა შე­მოქ­მე­დე­ბი­თად ვე­ღა­რა­ფე­რი შექ­მნა, ეს ხომ უზარ­მა­ზა­რი და­ნაკ­ლი­სია?

- ეს უმ­თავ­რე­სი და­ნაკ­ლი­სია, მთე­ლი ჩვე­ნი ერი­სათ­ვის. სა­ქარ­თვე­ლო­ში მის­და­მი რეპ­რე­სი­ე­ბის გამო, ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჭა­ბუ­კი­ან­მა ახა­ლი ქარ­თუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის დად­გმა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა. დევ­ნი­ლო­ბის შემ­დეგ თე­ატ­რში კი და­აბ­რუ­ნეს, მაგ­რამ მან მხო­ლოდ ძვე­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის აღ­დგე­ნა მო­ა­ხერ­ხა... გა­მო­ნაკ­ლი­სია, 1980 წელს მის მიერ დად­გმუ­ლი “აპა­სი­ო­ნა­ტა“, ბე­თჰო­ვე­ნის მუ­სი­კა­ზე. აქ ჭა­ბუ­კი­ან­მა სცა­და უსი­უ­ჟე­ტო, თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ლე­ტის შექ­მნა, რაც მისი სტი­ქია არ აღ­მოჩ­ნდა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნინო ლა­პი­აშ­ვი­ლის ფილმში „ინ­ტერ­ვიუ“ ის იტყვის, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ბა­ლე­ტი მისი საქ­მე არ არის. ჭა­ბუ­კი­ანს სჭირ­დე­ბო­და დრა­მა და მას უნ­დო­და ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის მუ­სი­კა­ზე და­ედ­გა სპექ­ტაკ­ლე­ბი - აი, ამას ვერ ეღირ­სა ის სი­ცო­ცხლის ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში... ჭა­ბუ­კი­ა­ნის მიერ დად­გმუ­ლი ბა­ლე­ტე­ბის მთლი­ა­ნი სია ძა­ლი­ან გრძე­ლია, აქე­დან 8 ბა­ლე­ტი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის მუ­სი­კა­ზე აქვს დად­გმუ­ლი. მას ძა­ლი­ან უნ­დო­და კი­დევ და­ედ­გა ქარ­თუ­ლი ბა­ლე­ტე­ბი, ჰქონ­და სა­ინ­ტე­რე­სო ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი, მაგ­რამ ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა. ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის სა­სა­ხე­ლოდ უნდა ით­ქვას, რომ ბოლო წლებ­ში მან აღად­გი­ნა ჭა­ბუ­კი­ა­ნის ორი ბა­ლე­ტი. ესე­ნია „გორ­და“ და „ოტე­ლო“. დიდი მად­ლო­ბა მას ამი­სათ­ვის! დრომ კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ ჭა­ბუ­კი­ა­ნის ეს ბა­ლე­ტე­ბი უკ­ვდა­ვია, რო­გორც მუ­სი­კის მა­ღა­ლი დო­ნით, ასე­ვე სა­დად­გმო კონ­ცეფ­ცი­ით. გარ­კვე­უ­ლი სამ­თავ­რო­ბო წრე­ე­ბის­თვის მი­უ­ღებ­ლო­ბის გამო, ჭა­ბუ­კი­ა­ნი მისი ცხოვ­რე­ბის ბოლო 20 წლის მან­ძილ­ზე ფაქ­ტობ­რი­ვად აქ­ტი­ურ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცესს ჩა­მო­ა­შო­რეს და ამით ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ სა­გან­ძურს უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სი მი­ად­გა.

ვფიქ­რობ, რომ ზო­გა­დად, გე­ნი­ო­სებს უფრო მე­ტად უნდა შე­ვუნ­დოთ, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებს, მით უმე­ტეს, თუკი ისი­ნი სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლოდ, შუ­რი­სა და ღვარ­ძლის გამო იჩაგ­რე­ბი­ან... ასე­თი ღვარ­ძლი­ა­ნე­ბი მუ­დამ იქ­ნე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მაგ­რამ დრო მათ ხსე­ნე­ბას წაშ­ლის და ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბი­ან ისი­ნი, ვი­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თა­ვად სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის. ასე­თი უხ­სე­ნებ­ლე­ბის სი­ა­ში მო­ის­რო­ლა დრომ ისი­ნი, ვინც 1966 წელს პა­რი­ზი­დან, გა­ზეთ „ფი­გა­როს“ ერ­თა­დერ­თი უარ­ყო­ფი­თი და კუ­რი­ო­ზუ­ლი რე­ცენ­ზია ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის „ოტე­ლოს“ შე­სა­ხებ სას­წრა­ფოდ თბი­ლის­ში აფ­რი­ნა. რა­მაც ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა ჭა­ბუ­კი­ა­ნის ოპო­ნენ­ტე­ბი და ხელი მო­უ­მარ­თა მათ ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვი­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში... იმე­დი მაქვს, რომ ამ ფილ­მის ნახ­ვის შემ­დეგ, მო­მა­ვალ­ში რა­ღაც გაკ­ვე­თილს მა­ინც გა­მო­ი­ტანს მა­ყუ­რე­ბე­ლი და ასე იო­ლად აღარ გას­წი­რავს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­ში და­ხარ­ჯულ, ლე­გენ­და­რულ ადა­მი­ა­ნებს!

სა­ბო­ლო­ოდ, პა­სუ­ხი იმა­ზე, თუ ვინ დაწ­ვა ოპე­რა, მე არ მაქვს. მე მა­ყუ­რე­ბელს შევ­თა­ვა­ზე და­ფიქ­რდეს და დას­კვნე­ბი თა­ვად გა­მო­ი­ტა­ნოს ამ კი­თხვა­ზე. ერ­თა­დერ­თი, რაც ზუს­ტად ვიცი, არის ის, რომ ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნი ამ ხან­ძარ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფერ შუ­ა­ში იყო, ხოლო, იმან, ვინც ეს ხან­ძა­რი და­უკ­ვე­თა, თა­ვის სა­ი­დუმ­ლო საფ­ლავ­ში წა­ი­ღო.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
0

კარგი იქნებოდა "ფიგაროდან" იმ სტატიის შინაარსიც შეგეხსენებიათ მკითხველისთვის.

ნარგიზ
2

ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიკავშირდებიან შეკითხვვით - თუ სად უნდა ნახონ ფილმის სამივე სერია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაზიარებ YOU TUBE მისამართს: https://youtube.com/watch?v=H-jx3sjleoY&si=EnSIkaIECMiOmarE

ან სათაურით - "ჭაბუკიანის ხანძარი" -

Chabukiani's Fire სამივე სერია ერთადაა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ვფიქრობ, ვინც ეს დაუკვეთა, საიდუმლო საფლავში წაიღო" - 70-იანი წლების ბურუსით მოცული დანაშაული და ფილმში გახმაურებული ტაბუდადებული თემები: "ჭაბუკიანის ხანძრის" ისტორია

"ვფიქრობ, ვინც ეს დაუკვეთა, საიდუმლო საფლავში წაიღო" - 70-იანი წლების ბურუსით მოცული დანაშაული და ფილმში გახმაურებული ტაბუდადებული თემები: "ჭაბუკიანის ხანძრის" ისტორია

მსოფლიო გენიად აღიარებული ვახტანგ ჭაბუკიანის შთამომავალი თამარ რუხაძე სოციალურ ქსელში მადლობის წერილს აქვეყნებს რეჟისორ ნარგიზა გარდაფხაძის მიმართ, ფილმის ("ჭაბუკიანის ხანძარი") შექმნისთვის...

"მრავალი წლის განმავლობაში ტაბუდადებულ თემასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის კვლევა და გაშუქება გმირობის ტოლფასია! არანაკლებ მნიშვნელოვანია ჭაბუკიანის, როგორც ხელოვანის და პიროვნების ჭეშმარიტი სახის წარმოჩენა ახალგაზრდა თაობისთვის" - ამბობს იგი.

ფილმი ეხება 70-იანი წლების გახმაურებულ საქმეს - ოპერაში გაჩენილ ხანძარსა და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. ნარგიზა გარდაფხაძე ვრცელ ინტერვიუზე დაგვთანხმდა და დღემდე უცნობი მასალები მოგვაწოდა:

- ქალბატონო ნარგიზა, როდის და რატომ გადაწყვიტეთ ფილმი მიგეძღვნათ საუკუნის ურთულესი ამბისთვის?

- ჩემი დაინტერესება ლეგენდარული მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ვახტანგ ჭაბუკიანის ცხოვრებისა და შემოქმედების მიმართ დიდია. მეორეს მხრივ, კონსერვატორიაში სტუდენტობის პერიოდიდან მე მახსოვდა, რომ 1973 წელს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხანძრის შემდეგ, მოარული ხმებით, ვახტანგ ჭაბუკიანი ამ დანაშაულის დამკვეთად მოიაზრებოდა. შემდეგ უკვე ისე მოხდა, რომ მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ ხანძრის სასამართლო პროცესის ერთ-ერთ სხდომაზე და თავად გავხდი მოწმე ზოგიერთი დრამატული დეტალისა. ამიტომ, როდესაც მე ვახტანგ ჭაბუკიანზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღება მომინდა, გადავწყვიტე გამერკვია, თუ რატომ ედებოდა მას ბრალი ამ ვანდალურ აქტში. მხოლოდ ამ კვლევების პროცესმა მთლიანად ფილმზე მუშაობის დროის ნახევარი წაიღო და ჯამში - იდეიდან დაწყებული, ფილმის დასრულებამდე - ჩემი ცხოვრების ხუთი წელი შეადგინა. შემდეგ უკვე პირველი არხის ტელეფილმების მხატვრული ხელმძღვანელი, მწერალი კოტე ჯანდიერი დაინტერესდა ჩემი იდეით და რაც მთავარია, პირველი არხის ხელმძღვანელობამაც დაუჭირა მას მხარი, რაც საბოლოოდ ფილმის გადაღებით დასრულდა.

დამწვარი ოპერა

- ოპერის დაწვასთან დაკავშირებით რამდენად ვრცელი მასალაა არქივში და რა დგინდება ახალი ამ მასალების მიხედვით?

- ოპერის ხანძრის საგამოძიებო და სასამართლო სხდომების მასალები წარმოადგენს 12 ტომად გაერთიანებულ 3,5-წლიან საბჭოთა მართლმსაჯულების ისტორიის ერთ ეპიზოდს. მთელი ამ ტომეულების შესწავლის შემდეგ პასუხი თქვენს კითხვაზე, თუ რა დგინდება, მე მაქვს ერთი - სამწუხაროდ არაფერი! ჩემი კვლევების 2,5 წლის განმავლობაში მე ვიმოგზაურე საოცრად დრამატული გამოძიების ლაბირინთებში. ეს საგამოძიებო საქმე შედგება სხვადასხვა მასალებისგან. ესენია: ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენებები, რომლებიც გზადაგზა იცვლებოდა.

მე უნდა მიმხვდარიყავი, როდის ამბობდნენ ისინი სიმართლეს და როდის წერდნენ ტყუილს საკუთარ თავზე. ეს საქმე აგრეთვე შეიცავს სასამართლო სხდომების სტენოგრამებს. მათ შორის იგივე ბრალდებულების, რომლებიც სამსჯავროს წინაშე, ერთი მეორის მიყოლებით უარყოფდნენ ადრე აღიარებულ დანაშაულს. როგორც იმ დროს გამომძიებელი სტაჟიორი, ბ-ნი ჯემალ გახოკიძე ფილმში გვეუბნება, ამას ისინი ადვოკატების რჩევით აკეთებდნენ, რაც მიღებული პრაქტიკა ყოფილა. მხოლოდ რაღაც გრძნობით ან ინტუიციით თუ მიხვდება მკვლევარი, თუ როგორ იყო საქმე სინამდვილეში. ჩემი ინტუიცია არ მინდა სხვას მოვახვიო, რადგანაც როცა საქმე გაქვს დანაშაულთან, დამნაშავის შთამომავალთან და აგრეთვე ამ დანაშაულის მოპირდაპირე მხარეს მდგომ ძალოვანი სტრუქტურების ცოცხალ წარმომადგენლებთან, ეს არ იქნება სწორი.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბ-ნ ჯემალ გახოკიძეს, აგრეთვე ბ-ნი გურამ გვეტაძის ხსოვნას, ორივე დამთანხმდა ამ დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობაზე და რომ არა ისინი, ჩემი ფილმი საინტერესო არ გამოვიდოდა! მასში დარჩებოდა მხოლოდ ერთი მხარე, ანუ ბრალდებულების, რაც ნაწარმოებს ძალიან სწორხაზოვანს გახდიდა. ამ ორი პიროვნების თუნდაც მზაობა ფილმში მონაწილეობისათვის, ჩემთვის მიანიშნებს იმაზე, რომ პირადად მათ, არავითარი ბრალი არ მიუძღოდათ ბრალდებულების მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში.

ჩემი არქივში მუშაობის დროს ზოგჯერ ვცდილობდი 50 წლის წინ დაწერილ ხელნაწერებში სიმართლისათვის სხვა მეთოდით მიმეგნო. მაგალითად, ბრალდებულების ხელწერა სხვადასხვა დაკითხვების დროს განსხვავებული იყო. როგორც ვიცით, ადამიანის ხელწერა მის ემოციურ მდგომარეობას ასახავს. ზოგი ჩვენების ხელნაწერი ისეთი „დაჭყანული“ ხელწერით გამოირჩევა, უნებურად წარმოვიდგენდი ამ დროს რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ამის დამწერი. ასეთი უცნაური ხელწერა ჰქონდათ ზოგიერთ დაკითხვებში ბრალდებულებს - თენგიზ რუხაძეს, გოგი ხეცურიანს, გიორგი გეკერს...

მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ საჯაროდ განაცხადო, თითქოს მიაგენი ბრალდებულებზე ფიზიკური ზეწოლის მტკიცებულებას! ამიტომ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი ფილმში არასწორად ჩავთვალე... გარდა განსხვავებული ხელწერისა, ეჭვებს იწვევდა ჩემში აგრეთვე იმ ქიმიური ნივთიერებების ჯამური რაოდენობა, რაც ბრალდებულებმა თითქოს ხანძრის ორგანიზებისათვის გამოიყენეს.

  • საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ მათ გააჩინეს 4 ცეცხლის კერა და თითოეულზე დატოვეს კონვერტები, თითოში 250 გრამი კალიუმ პერმანგანატით და თითო კერას გადაასხეს 250 მილილიტრი გლიცერინი. მოსკოვში ჩატარებული ექსპერტიზის დროს გამოიყენეს 20 გრამი ე.წ. „მარგანცოვკა“ და დაასხეს 10 მლ. გლიცერინი. ანუ, ათჯერ ნაკლები, ვიდრე ეს საბრალდებო დასკვნაში წერია. ალის სიმაღლემ ექსპერიმენტის დროს შეადგინა რამდენიმე დეციმეტრი! გასაოცარია, რომ ისეთმა კარგმა სპეციალისტმა, როგორიც იყო მთავარი მხატვარ-გამნათებელი, გიორგი გეკერი, არ იცოდა, რომ ოთხ კერაზე ჯამურად 1 კგ კალიუმ პერმანგანატის გამოყენება + 1 ლიტრი გლიცერინით, „პატარა ხანძრის“ მოსაწყობად, თითქოსდა სარემონტო თანხების მოსაზიდად, მთელი მაყურებელთა დარბაზის დანგრევას გამოიწვევდა?

ბ-ნი გურამ გვეტაძის სიტყვებით, დამნაშავეებს შეეშალათ და ვერ გათვალეს სწორად რაოდენობა და პატარა ხანძრის მაგივრად დიდი გამოუვიდათო... თუმცა საგამოძიებო საქმეში არსებობს გიორგი გეკერის თეატრის მთელი ელექტრო გაყვანილობის, ისეთი უზუსტესი ნახაზები, რაც მოწმობს, რომ ის ძალიან განათლებული სპეციალისტი უნდა ყოფილიყო და ძნელი დასაჯერებელია, რომ მან ვერ გათვალა ზუსტად ის ქიმიური რაოდენობა, რაც პატარა ხანძრის მოსაწყობად მათ თითქოს სჭირდებოდათ. მაგრამ ეს კითხვაც ლოგიკური ანალიზის შედეგად მიჩნდება და ბ-ნ გურამ გვეტაძის საპირწონე მტკიცებულებები მე არ გამაჩნია.

კადრი ფილმიდან "ჭაბუკიანის ხანძარი" - ბრალდებულების დაკითხვის ეპიზოდი

მოკლედ, ყველა ბრალდებულს მიესაჯა კანონით გათვალისწინებული პატიმრობა. როდესაც ვკითხულობდი ბრალდებულთა აღიარებებს, მჯეროდა მათი, რადგან ისინი იმდენად დეტალურად აღწერდნენ დანაშაულს, რომ ეჭვები მიპყრობდა, ეგებ მართლა ესენი არიან დამნაშავეები? შემდეგ უკვე, როდესაც სასამართლოს სტენოგრამებში ასახულ მათ გამოსვლებს ვკითხულობდი, მათ საჩივრებს სხვადასხვა ინსტანციებისადმი, სადაც ისინი უარყოფენ თავიანთ აღიარებით ჩვენებებს, იქაც ვუჯერებდი მათ და ვგრძნობდი მათ გულწრფელ სინანულს, რომ იძულებულები იყვნენ დანაშაული თავის თავზე აეღოთ... პირადად ჩემთვის ეს - გაურკვევლობის ინტრიგა - იყო ამ საქმეში ყველაზე საინტერესო და ამიტომ ვეცადე ფილმშიც ჩემი ეს ორაზროვანი დამოკიდებულება შემენარჩუნებინა.

- ოპერის არქივში ინახება ერთ-ერთი ბრალდებულის წერილები ციხიდან, თუ შევიდა ფილმში ეს წერილები... ოპერის გაზეთ "ქნარში" დაიბეჭდა სტატია ამ წერილების მიხედვით, სადაც ედუარდ შევარდნაძის მტრობა იკვეთებოდა ჭაბუკიანის მიმართ...

- ოპერის არქივში ეს წერილები არ შემხვედრია. ეტყობა არ უნდა ინახებოდეს იქ, რადგანაც ეს არქივი კარგად მაქვს შესწავლილი. თქვენს მიერ ნაგულისხმებ წერილებში ალბათ სოლისტ გოგი ხეცურიანის წერილები გაქვთ მხედველობაში, რომლებსაც ის ციხიდან მალულად უგზავნიდა თავის უმცროს კოლეგას, ანზორ შომახიას. ბ-ნი ანზორი ჩვენი დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ეს წერილები მე თავად ბ-მა ანზორ შომახიამ გამაცნო და ისინი გაზეთ „ქნარში“ იყო გამოქვეყნებული. გოგი ხეცურიანის წერილები ძალიან ემოციურია. მთავარი, რასაც ის სთხოვს ანზორ შომახიას, არის ის, რომ არ დაუჯეროს გამოძიების ოფიციალურ ვერსიას. მას გული სტკივა, რომ საზოგადოების უმრავლესობამ დაიჯერა მისი დანაშაულში მონაწილეობა. სასოწარკვეთილებამდე მისული ინტონაციით, თავის წერილებში ის ცდილობს ახლო მეგობარი მაინც დაარწმუნოს იმაში, რომ ის არ არის ბოროტმოქმედი! სამწუხაროდ, ფილმის ისედაც მასშტაბურობის გამო, ეს წერილები ფილმში ვერ მოხვდა... რაც შეეხება, ედუარდ შევარდნაძის მტრობას ჭაბუკიანისადმი, ამაზე საუბრობს გაზეთ „ქნარში“, მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი, გიგლა ტატიშვილის და, თინა ტატიშვილი. ეს იყო მისი პირადი შეხედულება. დანამდვილებით ჩვენ არ ვიცით, ვის ვინ სძულდა და ამიტომ ამ ინფორმაციის გამოყენება ფილმში საჭიროდ არ ჩავთვალე.

ნარგიზა გარდაფხაძე

- ამ ყველაფრის გამო ბოლო ოცი წელი რომ ჭაბუკიანმა შემოქმედებითად ვეღარაფერი შექმნა, ეს ხომ უზარმაზარი დანაკლისია?

- ეს უმთავრესი დანაკლისია, მთელი ჩვენი ერისათვის. საქართველოში მისდამი რეპრესიების გამო, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჭაბუკიანმა ახალი ქართული სპექტაკლების დადგმა ვეღარ მოახერხა. დევნილობის შემდეგ თეატრში კი დააბრუნეს, მაგრამ მან მხოლოდ ძველი სპექტაკლების აღდგენა მოახერხა... გამონაკლისია, 1980 წელს მის მიერ დადგმული “აპასიონატა“, ბეთჰოვენის მუსიკაზე. აქ ჭაბუკიანმა სცადა უსიუჟეტო, თანამედროვე ბალეტის შექმნა, რაც მისი სტიქია არ აღმოჩნდა და მოგვიანებით, ნინო ლაპიაშვილის ფილმში „ინტერვიუ“ ის იტყვის, რომ თანამედროვე ბალეტი მისი საქმე არ არის. ჭაბუკიანს სჭირდებოდა დრამა და მას უნდოდა ქართველი კომპოზიტორების მუსიკაზე დაედგა სპექტაკლები - აი, ამას ვერ ეღირსა ის სიცოცხლის ბოლო 20 წლის განმავლობაში... ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტების მთლიანი სია ძალიან გრძელია, აქედან 8 ბალეტი ქართველი კომპოზიტორების მუსიკაზე აქვს დადგმული. მას ძალიან უნდოდა კიდევ დაედგა ქართული ბალეტები, ჰქონდა საინტერესო ჩანაფიქრები, მაგრამ ამის განხორციელების საშუალება არ მიეცა. ნინო ანანიაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში მან აღადგინა ჭაბუკიანის ორი ბალეტი. ესენია „გორდა“ და „ოტელო“. დიდი მადლობა მას ამისათვის! დრომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჭაბუკიანის ეს ბალეტები უკვდავია, როგორც მუსიკის მაღალი დონით, ასევე სადადგმო კონცეფციით. გარკვეული სამთავრობო წრეებისთვის მიუღებლობის გამო, ჭაბუკიანი მისი ცხოვრების ბოლო 20 წლის მანძილზე ფაქტობრივად აქტიურ შემოქმედებით პროცესს ჩამოაშორეს და ამით ჩვენი ქვეყნის კულტურულ საგანძურს უდიდესი დანაკლისი მიადგა.

ვფიქრობ, რომ ზოგადად, გენიოსებს უფრო მეტად უნდა შევუნდოთ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მით უმეტეს, თუკი ისინი სრულიად უდანაშაულოდ, შურისა და ღვარძლის გამო იჩაგრებიან... ასეთი ღვარძლიანები მუდამ იქნებიან საზოგადოებაში, მაგრამ დრო მათ ხსენებას წაშლის და ისტორიას დარჩებიან ისინი, ვისაც ქართველი ხალხი თავად საჭიროდ ჩათვლის. ასეთი უხსენებლების სიაში მოისროლა დრომ ისინი, ვინც 1966 წელს პარიზიდან, გაზეთ „ფიგაროს“ ერთადერთი უარყოფითი და კურიოზული რეცენზია ვახტანგ ჭაბუკიანის „ოტელოს“ შესახებ სასწრაფოდ თბილისში აფრინა. რამაც ძალიან გაახარა ჭაბუკიანის ოპონენტები და ხელი მოუმართა მათ ლეგენდარული მოცეკვავისა და ქორეოგრაფის განადგურებაში... იმედი მაქვს, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ, მომავალში რაღაც გაკვეთილს მაინც გამოიტანს მაყურებელი და ასე იოლად აღარ გასწირავს სამშობლოს სიყვარულში დახარჯულ, ლეგენდარულ ადამიანებს!

საბოლოოდ, პასუხი იმაზე, თუ ვინ დაწვა ოპერა, მე არ მაქვს. მე მაყურებელს შევთავაზე დაფიქრდეს და დასკვნები თავად გამოიტანოს ამ კითხვაზე. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი ამ ხანძართან დაკავშირებით არაფერ შუაში იყო, ხოლო, იმან, ვინც ეს ხანძარი დაუკვეთა, თავის საიდუმლო საფლავში წაიღო.