ავტორი:

"გაძუყვნა", "მიწიდან ამოგთხრი" - ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის. შეგეძლოთ, უფრო ხარისხიანი "ფეიკი" შეგექმნათ" - რას პასუხობს დიტო სამხარაძე მოქალაქის ბრალდებას

"გაძუყვნა", "მიწიდან ამოგთხრი" - ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის. შეგეძლოთ, უფრო ხარისხიანი "ფეიკი" შეგექმნათ" - რას პასუხობს დიტო სამხარაძე მოქალაქის ბრალდებას

"ფეისბუქის" მომხმარებელმა ნუგზარ სულაშვილიმა მესენჯერში მიმოწერის ე.წ. სქრინშოტი, რომლის მიხედვითაც, მას "ქარული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე უშვერი სიტყვებით მიმართავს და ემუქრება.

დიმიტრი სამხარაძის განცხადებით, კონკრეტული პირის შეურაცხყოფისა და მუქარის შემცველ მიმოწერასთან კავშირი არ აქვს და სოციალურ ქსელში მისი სახელით ყალბი ანგარიშია შექმნილი.

სამხარაძე აღნიშნულს "ფეისბუქის“ გვერდზე ეხმაურება, "ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს და მათ "ფაშისტ ლიბერალებს“ უწოდებს.

"მეგობარმა ჩამიგდო და წესიერად ისიც ვერ გავარკვიე, ჩემი სახელით და ყალბი ექაუნთით, ვიღაცას მიწერეს და ეს ვიღაცა პანიკაში ჩავარდა თუ სქრინი არის საერთოდ ფეიკი. ბევრი რომ არ ვწერო, რამდენიმე სიტყვაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:

1. “ბიჭო”

2. “გაძუყვნა”

3. “ჩაიჯვი”

4. “მიწიდან ამოგთხრი”

5. “ კეთილები”და ბოლოს ყველაზე მაგარი, “ვირთხავ” ამან დაგლიჯა.

ეს სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის ყოველ დღე კითხულობთ ჩემს პოსტებს და შეგეძლოთ უფრო ხარისხიანი ფეიკი შეგექმნათ, ან როდის იყო მესინჯერში ვინმესთვის რამე მიმიწერია, გამორთული მაქვს...

"გავატარებდი ამ სიგიჟეს, მაგრამ, „ნაცების“ შავი წარსული რომ ვიცი და მათი უფრო ბნელი მომავალი, პრევენციის მიზნით დავაფიქსირებ! ნეკროლოგი მერაბიშვილი გყავთ ლიდერად, აქციაზეც არასრულწლოვნების სისხლი გინდოდათ! ახლა ახალი მოიფიქრეთ? „ნაცებო“, ფაშისტო ლიბერალებო, ესენი ჩვენი სახელით დაგემუქრებიან, შეიძლება მუქარაც აღასრულონ ჩვენ რომ დაგვბრალდეს, ჰოდა ფრთხილად იყავით! ჩვენ არც მსგავსი რამის გამფიქრებლები ვართ, არც ასე ადვილად დავიბრალებთ და დაზარალებულები თქვენ დარჩებით, მითუმეტეს ისინი, რომლებსაც ასეთი ბინძური „ფეიკებისთვის“ გამოგიყენებენ!“, - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.!" - წერს სამხარაძე "ფეისბუქში".

ასევე იხილეთ: