პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვუთხარი, ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით-მეთქი" - რა თქვა ესებუას პროცესზე  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა?
"ვუთხარი, ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით-მეთქი" - რა თქვა ესებუას პროცესზე  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა?

ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას საქ­მე­ზე სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის ავ­თან­დილ გალ­და­ვას და­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სწო­რედ გალ­და­ვამ მი­უ­ტა­ნა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმის დროს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დამ­ნა­შა­ვეს, შემ­დეგ კი თავ­დამ­სხმელ­მა ის სამ სხვა მძე­ვალ­თან ერ­თად ბან­კის შე­ნო­ბი­დან გა­იყ­ვა­ნა და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ ტყე­ში და­ტო­ვა.

ავ­თან­დილ გალ­და­ვამ „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა.

"14:00-დან 15:00 სა­ა­თამ­დე მო­რი­გემ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ზუგ­დიდ­ში, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში“ თავ­დას­ხმა არის, სა­დაც შე­სუ­ლია შე­ნიღ­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე ავ­ტო­მა­ტით, რო­მელ­მაც მო­ახ­დი­ნა გას­რო­ლა. ამის შემ­დეგ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ვე­დი სა­მუ­შაო ოთა­ხი­დან და წა­ვე­დი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის­კენ, გზა­დაგ­ზა ჩემს მო­ად­გი­ლე­ებ­საც ვუ­თხა­რი, რომ მო­სუ­ლიყ­ვნენ და მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, პა­რა­ლე­ლუ­რად დავ­რე­კე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­შიც და ვუ­თხა­რი. ვიდ­რე ად­გი­ლამ­დე მი­ვი­დო­დი, უამ­რა­ვი ზარი გან­ხორ­ცი­ელ­და ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ასე­ვე თა­ნამ­შრო­მელ­თა მხრი­დან, რომ­ლე­ბიც მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ბან­კში შეჭ­რი­ლი პირი აცხა­დებ­და, რომ და­მა­კავ­ში­რეთ ვინ­მეს სა­ხელ­მწი­ფო­დან მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ვის­თა­ნაც შევ­ძლებ და­ლა­პა­რა­კე­ბა­სო. 112-ზე გან­ხორ­ცი­ელ­და რამ­დე­ნი­მე ზარი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ითხოვ­დნენ გა­მო­სუ­ლი­ყო ვინ­მე მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი დამ­ნა­შა­ვეს­თან კონ­ტაქ­ტზე, რად­გან ეს მისი სურ­ვი­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ავ­თან­დილ გალ­და­ვამ.

გალ­და­ვამ დე­ტა­ლუ­რად ახ­სნა თუ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ტარ­და.

"მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ძა­ხე ყვე­ლა და­ნა­ყო­ფი. ვთხო­ვე სა­პატ­რუ­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ყვე­ლა ჯგუ­ფი ჩა­ეხ­სნა და გა­მო­ეშ­ვა, რად­გან პე­რი­მეტ­რის დაც­ვა იყო სა­ჭი­რო. შე­მოვ­სა­ზღვრეთ ტე­რი­ტო­რია ლენ­ტით. მო­ვახ­დი­ნეთ პე­რი­მეტ­რის სრუ­ლად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან, თუმ­ცა ამას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლა­ფე­რი ფორ­სმა­ჟო­რულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხდე­ბო­და, თუმ­ცა მერე მი­ვი­ღე ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან თან­ხმო­ბა, რომ და­მე­რე­კა და მე­კი­თხა თუ რას ითხოვ­და ბან­კში შეჭ­რი­ლი პირი. ბან­კის შე­ნო­ბას­თან მის­ვლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თი­დან 40 წუ­თამ­დე მე მას­თან კონ­ტაქ­ტზე გა­ვე­დი", - გა­ნა­ცხა­და გალ­და­ვამ.

ავ­თან­დილ გალ­და­ვას თქმით, იგი კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძეს­თან. მი­სი­ვე თქმით, ბან­კში შეჭ­რი­ლი პირი ითხოვ­და 500 ათას აშშ დო­ლარს და ვერ­ტმფრენს.

"სწო­რედ ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძეს­თან შე­თან­ხმე­ბით მოხ­და, რომ მე უნდა გავ­სუ­ლი­ყა­ვი კონ­ტაქ­ტზე ბან­კში შეჭ­რილ პირ­თან. 112 -ში ზა­რე­ბი იყო შე­სუ­ლი და მო­რი­გეს ვთხო­ვე მო­ე­წო­დე­ბი­ნა ნო­მე­რი. დავ­რე­კე, თავ­და­პირ­ვე­ლად მი­პა­სუ­ხა ქალ­ბა­ტონ­მა, საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი იყო, ტი­რო­და, შვე­ლას ითხოვ­და. ვუ­თხა­რი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დით შე­ნო­ბი­დან მათი უსაფრ­თხოდ გაყ­ვა­ნის მიზ­ნით.

ვთხო­ვე, რომ დამ­ლა­პა­რა­კე­ბო­და ის პირი, ვინც მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან კონ­ტაქტს ითხოვ­და, ვუ­თხა­რი ვინც ვი­ყა­ვი და ისიც დავ­ძი­ნე, თუ ჩემ­ზე უფრო მა­ღა­ლი რან­გის ადა­მი­ან­თან უნდა სა­უ­ბა­რი, გვი­თხრას. ამ ქალ­ბა­ტო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ვერ შევ­ძე­ლი კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბა ბან­კში შეჭ­რილ პირ­თან და მერე 112-ის მო­რი­გეს ვთხო­ვე სხვა ნომ­რით დამ­ხმა­რე­ბო­და. მო­მა­წო­დეს ნო­მე­რი, მა­მა­კა­ცი აღ­მოჩ­ნდა და მა­ნაც იგი­ვე მი­თხრა, რომ მას მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან უნ­დო­და სა­უ­ბა­რი. პი­რა­დად არ და­მე­ლა­პა­რა­კა ბან­კში შეჭ­რი­ლი დამ­ნა­შა­ვე, თუმ­ცა ვი­საც ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, მან მი­თხრა, რომ ითხოვ­და 500 ათას აშშ დო­ლარს და და­ნარ­ჩენ მი­თი­თე­ბებს შემ­დეგ გას­ცემ­და. პირ­და­პირ მას­თან მინ­დო­და და­კავ­ში­რე­ბა და ვთხო­ვე ტე­ლე­ფო­ნი ხმა­მა­ღალ რე­ჟიმ­ზე ჩა­ერ­თო, მი­თხრა, რომ გა­დარ­თო და ვკი­თხე დამ­ნა­შა­ვეს თუ ვინ იყო და რას ითხოვ­და. მი­თხრა, მო­ი­ტა­ნეთ სას­წრა­ფოდ 500 ათა­სი აშშ დო­ლა­რი, ასე­ვე მო­იყ­ვა­ნე ვერ­ტმფრე­ნი, რომ აქე­დან შევ­ძლო მშვი­დად წას­ვლა, მა­ნამ­დე აქე­დან ერთი მძე­ვა­ლიც კი ვერ შეძ­ლებს გას­ვლა­სო. თან­ხა­ზე იმ წუ­თას არა­ფე­რი მით­ქვამს და ვუ­თხა­რი, ამას ყვე­ლა­ფერს ეშ­ვე­ლე­ბა და დავ­ლაგ­დე­ბით. პირ­ველ რიგ­ში შენ გად­მოდ­გი ნა­ბი­ჯი და მძევ­ლე­ბი გა­მო­უშ­ვით­ქო“, - გა­ნა­ცხა­და ავ­თან­დილ გალ­და­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ვუთხარი, ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით-მეთქი" - რა თქვა ესებუას პროცესზე  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა?

"ვუთხარი, ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით-მეთქი" - რა თქვა ესებუას პროცესზე  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა?

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის ავთანდილ გალდავას დაკითხვა მიმდინარეობს.

სწორედ გალდავამ მიუტანა ნახევარი მილიონი დოლარი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის დროს შეიარაღებულ დამნაშავეს, შემდეგ კი თავდამსხმელმა ის სამ სხვა მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გაიყვანა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ტყეში დატოვა.

ავთანდილ გალდავამ „საქართველოს ბანკში“ განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა.

"14:00-დან 15:00 საათამდე მორიგემ დამირეკა და მითხრა, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ თავდასხმა არის, სადაც შესულია შენიღბული მოქალაქე ავტომატით, რომელმაც მოახდინა გასროლა. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოვედი სამუშაო ოთახიდან და წავედი შემთხვევის ადგილისკენ, გზადაგზა ჩემს მოადგილეებსაც ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და მობილიზება გაეკეთებინათ, პარალელურად დავრეკე ხელმძღვანელობაშიც და ვუთხარი. ვიდრე ადგილამდე მივიდოდი, უამრავი ზარი განხორციელდა ჩემს ტელეფონზე როგორც ჟურნალისტების, ასევე თანამშრომელთა მხრიდან, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ბანკში შეჭრილი პირი აცხადებდა, რომ დამაკავშირეთ ვინმეს სახელმწიფოდან მაღალჩინოსანი, ვისთანაც შევძლებ დალაპარაკებასო. 112-ზე განხორციელდა რამდენიმე ზარი და მოქალაქეები ითხოვდნენ გამოსულიყო ვინმე მაღალჩინოსანი დამნაშავესთან კონტაქტზე, რადგან ეს მისი სურვილი იყო“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე ავთანდილ გალდავამ.

გალდავამ დეტალურად ახსნა თუ რა ღონისძიებები გატარდა.

"მაქსიმალურად გამოვიძახე ყველა დანაყოფი. ვთხოვე საპატრულოს ხელმძღვანელობას, ყველა ჯგუფი ჩაეხსნა და გამოეშვა, რადგან პერიმეტრის დაცვა იყო საჭირო. შემოვსაზღვრეთ ტერიტორია ლენტით. მოვახდინეთ პერიმეტრის სრულად გათავისუფლება მოქალაქეებისგან, თუმცა ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდა. თავდაპირველად ყველაფერი ფორსმაჟორულ მდგომარეობაში ხდებოდა, თუმცა მერე მივიღე ხელმძღვანელობისგან თანხმობა, რომ დამერეკა და მეკითხა თუ რას ითხოვდა ბანკში შეჭრილი პირი. ბანკის შენობასთან მისვლიდან დაახლოებით 20 წუთიდან 40 წუთამდე მე მასთან კონტაქტზე გავედი", - განაცხადა გალდავამ.

ავთანდილ გალდავას თქმით, იგი კოორდინირებულად მოქმედება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძესთან. მისივე თქმით, ბანკში შეჭრილი პირი ითხოვდა 500 ათას აშშ დოლარს და ვერტმფრენს.

"სწორედ ვლადიმერ ბორცვაძესთან შეთანხმებით მოხდა, რომ მე უნდა გავსულიყავი კონტაქტზე ბანკში შეჭრილ პირთან. 112 -ში ზარები იყო შესული და მორიგეს ვთხოვე მოეწოდებინა ნომერი. დავრეკე, თავდაპირველად მიპასუხა ქალბატონმა, საკმაოდ ემოციური იყო, ტიროდა, შველას ითხოვდა. ვუთხარი, რომ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებდით შენობიდან მათი უსაფრთხოდ გაყვანის მიზნით.

ვთხოვე, რომ დამლაპარაკებოდა ის პირი, ვინც მაღალჩინოსანთან კონტაქტს ითხოვდა, ვუთხარი ვინც ვიყავი და ისიც დავძინე, თუ ჩემზე უფრო მაღალი რანგის ადამიანთან უნდა საუბარი, გვითხრას. ამ ქალბატონის საშუალებით ვერ შევძელი კონტაქტის დამყარება ბანკში შეჭრილ პირთან და მერე 112-ის მორიგეს ვთხოვე სხვა ნომრით დამხმარებოდა. მომაწოდეს ნომერი, მამაკაცი აღმოჩნდა და მანაც იგივე მითხრა, რომ მას მაღალჩინოსანთან უნდოდა საუბარი. პირადად არ დამელაპარაკა ბანკში შეჭრილი დამნაშავე, თუმცა ვისაც ვესაუბრებოდი, მან მითხრა, რომ ითხოვდა 500 ათას აშშ დოლარს და დანარჩენ მითითებებს შემდეგ გასცემდა. პირდაპირ მასთან მინდოდა დაკავშირება და ვთხოვე ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჩაერთო, მითხრა, რომ გადართო და ვკითხე დამნაშავეს თუ ვინ იყო და რას ითხოვდა. მითხრა, მოიტანეთ სასწრაფოდ 500 ათასი აშშ დოლარი, ასევე მოიყვანე ვერტმფრენი, რომ აქედან შევძლო მშვიდად წასვლა, მანამდე აქედან ერთი მძევალიც კი ვერ შეძლებს გასვლასო. თანხაზე იმ წუთას არაფერი მითქვამს და ვუთხარი, ამას ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით. პირველ რიგში შენ გადმოდგი ნაბიჯი და მძევლები გამოუშვითქო“, - განაცხადა ავთანდილ გალდავამ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"