მსოფლიოს ქვეყნების ბედნიერების ინდექსის ახალი ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიის სათავეში კვლავ ფინეთია. უკვე მეექვსე წელია ფინეთი არ თმობს რეიტინგში პირველობას.
ბედნიერი ქვეყნების ათეულში წამყვან პოზიციას იკავებენ ასევე დანია, ისლანდია, შვედეთი და ნორვეგია
სიცოცხლის ხანგრძლივობა, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციის დაბალი მაჩვენებელი, კეთილშობილება საზოგადოებაში, სადაც ხალხი ერთმანეთზე ზრუნავს და ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებაა - სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით შეადგინეს რეიტინგი.
ანგარიში, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის მიერ არის მომზადებული, გლობალური გამოკითხვის მონაცემებს ეყრდნობა. ქვეყნების ბედნიერების ინდექსი ბოლო სამი წლის ცხოვრების საშუალო შეფასების საფუძველზე დგინდება.
ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ოცეული ასეთია:
1. ფინეთი
2. დანია
3. ისლანდია
4. ისრაელი
5. ნიდერლანდები
6. შვედეთი
7. ნორვეგია
8. შვეიცარია
9. ლუქსემბურგი
10. ახალი ზელანდია
11. ავსტრია
12. ავსტრალია
13. კანადა
14. ირლანდია
15. ამერიკის შეერთებული შტატები
16. გერმანია
17. ბელგია
18. ჩეხეთის რესპუბლიკა
19. დიდი ბრიტანეთი
20. ლიეტუვა.
სიის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად ბედნიერები არიან ზიმბაბვეში (145-ე ადგილი) და ავღანეთში (146).
რუსეთის უკრაინაში შეჭრის და ომის დაწყების შემდეგ ორივე ქვეყნის მოსახლეობაში გაიზარდა თავიანთი მთავრობისადმი რწმენა, თუმცა უფრო მეტად უკრაინაში, ვიდრე რუსეთში. წლევანდელ სიაში, რუსეთი 70-ე, უკრაინა კი 92-ე ადგილზეა.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ბედნიერების ინდექსის მიხედვით 90-ე ადგილს იკავებს, ის ლაოსსა და გვინეას შორისაა.
წყარო: cnn ; worldhappiness.report
მოამზადა: ანა სიბოშვილმა