ავტორი:

"გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო" - გია ვოლსკი

"გუშინდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო" - გია ვოლსკი

განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკიმ განმარტა, რა საკითხებს ეხებოდა გუშინ, ბორჯომში გამართული უმრავლესობის სხდომა და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრაზე ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით იყო საუბარი.

"გუშინდელ შეხვედრაზე ნებისმიერ მიმდინარე თემებზე საუბარი გვქონდა. პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად: სოციალური საკითხები - მთის კანონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე, ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო, მე არაფერს არ ვადასტურებ სანამ ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი იმედოვნებს, რომ დეპუტატი დავით სერგეენკო პარტია "ქართულ ოცნებას“ არ დატოვებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ დავით სერგეენკო პარტიას არ დატოვებს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დავით სერგეენკო, რომელიც ამ პარტიის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა, არანაირ პოლიტიკურ გამიჯვნას არ გააკეთებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის პარლამენტის მიმართებაში, იქნება თუ არ იქნება, წავა თუ არ წავა, ეს მასზეა დამოკიდებული. მე ვერ ვხედავ ამაში ისეთ თემას, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნის დასაზიანებლად გამოყენებული იყოს“, - განაცხადა მან.