საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას ეფექტურად და რამდენად გამართლებულია ხალხური მეთოდების გამოყენება: ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები
როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას ეფექტურად და რამდენად გამართლებულია ხალხური მეთოდების გამოყენება: ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

თმის ცვე­ნა, რო­გორც ქა­ლებ­ში, ასე­ვე მა­მა­კა­ცებ­ში 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მად რჩე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლი, ამ­ბობს, რომ ეს პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ გა­უმწვავ­დათ. ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ანა მა­მა­სახ­ლისს სწო­რედ ამ პრობ­ლე­მა­ზე ვე­სა­უბ­რეთ, ვკი­თხეთ მი­თებ­ზე, რომ­ლე­ბიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და რაც მთა­ვა­რია, ვთხო­ვეთ მკი­თხვე­ლის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა უნდა მი­ვირ­თვათ, რას მო­ვე­რი­დოთ და რო­დის მივ­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს...

- ანა, რა ასაკ­ში იწყე­ბა პრობ­ლე­მუ­რი თმის ცვე­ნა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში სი­მე­ლო­ტემ­დეც კი მი­იყ­ვა­ნოს ადა­მი­ა­ნი?

- სა­ერ­თოდ თმის ცვე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ასაკს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. არ­სე­ბობს ან­დრო­გე­ნუ­ლი ალო­პე­ცია, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცებ­ში ვი­თარ­დე­ბა, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცუ­რი ჰორ­მო­ნე­ბით. ძი­რი­თა­დად იწყე­ბა 40-50 წლის ზე­ვით, თუმ­ცა გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტორ­საც მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, შე­იძ­ლე­ბა უფრო ადრე და­ი­წყოს. ან­დრო­გე­ნუ­ლი ალო­პე­ცია სამ­წუ­ხა­როდ გვხვდე­ბა ქა­ლებ­შიც და ბავ­შვებ­შიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა. პან­დე­მი­ამ და კო­ვიდ­მა ძა­ლი­ან ცუ­დად იმოქ­მე­და ადა­მი­ა­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მზე და ამ პრობ­ლე­მამ მო­ი­მა­ტა ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში.

- დიახ, სამ­წუ­ხა­როდ, კო­ვი­დის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რი უჩი­ვის თმის ცვე­ნას, ნამ­დვი­ლად კო­რო­ნა­ვირუ­სია ამი­სი მი­ზე­ზი?

- ამ თე­მა­ზე კვლე­ვე­ბი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ დღემ­დე გა­მოკ­ვე­თი­ლი პა­სუ­ხი არ არის. ზო­გა­დად, კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას იწ­ვევს, რაც შე­იძ­ლე­ბა აი­სა­ხოს თმა­ზეც. გარ­და ამი­სა, კო­ვი­დის იწ­ვევს ანე­მი­ას, თუ­თი­ის დე­ფი­ციტს, რისი ნაკ­ლე­ბო­ბაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია თმის ცვე­ნას­თან. ასე­ვე, თმის ცვე­ნის ერთ-ერთი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს მძი­მე ინ­ფექ­ცი­უ­რი პრო­ცე­სი ორ­გა­ნიზ­მში და სტრე­სი, რაც სამ­წუ­ხა­როდ ახ­ლავს კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ას.

- ად­რე­ულ ასაკ­ში რა შემ­თხვე­ვა­ში იწყე­ბა თმის ცვე­ნა?

- გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში და­წყე­ბუ­ლი თმის ცვე­ნა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. ამ დროს ორ­გა­ნიზ­მი ემ­ზა­დე­ბა სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის­თვის, იც­ვლე­ბა ცხი­მო­ვა­ნი ჯირ­კვლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, რა­ღაც პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად, თუმ­ცა შემ­დეგ უნდა შე­წყდეს. ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი კვე­ბა, სი­თხე­ე­ბის მი­ღე­ბა, სტრე­სის­გან თა­ვის არი­დე­ბა და ძი­ლის მო­წეს­რი­გე­ბა, მაგ­რამ სკრი­ნინ­გი არა­ვის აწყენს და ელე­მენ­ტა­რუ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა სა­სურ­ვე­ლია, თუმ­ცა ამ ასაკ­ში სა­გან­გა­შოდ მა­ინც არ ით­ვლე­ბა.

- რო­დე­საც თმის ცვე­ნა გა­მოწ­ვე­უ­ლია ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ ავ­ტო­მა­ტუ­რად გვარ­დე­ბა თმის პრობ­ლე­მაც?

- თუ პრობ­ლე­მა ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის დაქ­ვე­ი­თე­ბაა, მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში თმის ცვე­ნა უნდა შე­ნელ­დეს და აღ­დგეს თმის ზრდის პრო­ცე­სი. მაგ­რამ აუ­ტო­ი­მუ­ნუ­რი თი­რე­ო­დი­ტის დროს, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი ორ­გა­ნიზ­მში მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რჩე­ბა, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის დაქ­ვე­ი­თე­ბა და ხში­რად არის ხოლ­მე ბუ­დობ­რი­ვი ალო­პე­ცია, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბრძო­ლა ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­აღ­მდეგ ცოტა რთუ­ლია, მაგ­რამ ხან­გრძლივ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ებს. რო­დე­საც მი­ნე­რა­ლე­ბის დე­ფი­ციტ­თან გვაქვს საქ­მე, უფრო მარ­ტი­ვია, რად­გან მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გვარ­დე­ბა. ან­დრო­გე­ნუ­ლი თმის ცვე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც გე­ნე­ტი­კუ­რად არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, შე­ჩე­რე­ბა და გა­და­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ად­რე­ულ ჩარ­თუ­ლო­ბას. ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან­დრო­გე­ნუ­ლი თმის ცვე­ნის მი­ზე­ზია ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, საკ­ვერ­ცხე­ე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი, მა­მა­კა­ცუ­რი ჰორ­მო­ნე­ბის სი­ჭარ­ბე, დიახ, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩერ­დე­ბა პრო­ცე­სი.

- რო­დე­საც არ მი­დის პა­ცი­ენ­ტი სპე­ცი­ა­ლის­ტთან, რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა დად­გეს?

- რო­დე­საც ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ შე­საძ­ლე­ბე­ლია სრუ­ლად გა­მე­ლოტ­დეს, გარ­და თმის ცვე­ნი­სა შე­იძ­ლე­ბა ამან ბევ­რი სხვა ორ­გა­ნოს პრობ­ლე­მაც გა­მო­იწ­ვი­ოს და თმის ცბ­ვე­ნა მე­ო­რად პრობ­ლე­მად იქ­ცეს.

- შამ­პუ­ნე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ბა­ლა­ხის ნა­ყე­ნე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი, რის რეკ­ლა­მა­საც ხში­რად ვხე­დავთ, ნამ­დვი­ლად აჩე­რებს თმის ცვე­ნას, თუ დრო­ე­ბით აგ­ვა­რებს პრობ­ლე­მას?

- ზო­გა­დად მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნე­ბის ან მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა ექი­მის გა­რე­შე რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მათი და­ნიშ­ვნა მა­შინ ხდე­ბა, თუ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია უკ­მა­რი­სო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შამ­პუ­ნებს, არ­სე­ბობს მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ვი­ღა­ცას­თან შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა ჰქონ­დეს ეფექ­ტი. ზო­გა­დად არ არ­სე­ბობს კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებს კონ­კრე­ტუ­ლი შამ­პუ­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე. ხალ­ხში გა­მი­გია რომ იყე­ნე­ბენ დაფ­ნის, ჭინჭრის ნა­ხარ­შებს, ასე­ვე თმის ძი­რებ­ზე ის­ვა­მენ და­ნა­ყილ ნი­ორს, შე­იძ­ლე­ბა რა­ტო­მაც არა, უარ­ყო­ფით ეფექტს არ გა­მო­იწ­ვევს. ნი­ო­რი მწა­რეა და ეს სიმ­წა­რე იწ­ვევს სის­ხძარ­ღვე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას, იზ­რდე­ბა ფო­ლი­კუ­ლე­ბის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბა და შე­იძ­ლე­ბა დრო­ე­ბი­თი ეფექ­ტი მარ­თლაც ჰქონ­დეს, მაგ­რან თუ პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, მას ვერ აღ­მო­ფხვრის.

- ბოლო დროს თმის ცვე­ნას­თან, რო­გორც ბევრ სხვა პრობ­ლე­მას­თან ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ D ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ციტს...

- დღეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კვლე­ვაა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პან­დე­მი­ის შემ­დეგ. თვით­ნე­ბუ­რად, კვლე­ვის გა­რე­შე, მისი მი­ღე­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი, მაგ­რამ მარ­ტი­ვად მოგ­ვა­რე­ბა­დი პრობ­ლე­მაა. ადრე D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა ბავ­შვებ­ში ასო­ცირ­დე­ბო­და რა­ქიტ­თან, უფ­რო­სებ­ში ოს­ტე­ო­პორზთან, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი­დან ჩანს, რომ ზო­გა­დად იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს დ ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ასაკს, წო­ნას, სე­ზონს და ამის მი­ხედ­ვით უნდა მივ­ცეთ რჩე­ვა პა­ცი­ენტს. არ ღირს უყუ­რა­დღე­ბოდ ამ სა­კი­თხის და­ტო­ვე­ბა.

- და­სა­წყის­ში ახ­სე­ნეთ კვე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა არის აკ­რძა­ლუ­ლი და პი­რი­ქით, მი­სა­ღე­ბი, თმის ცვე­ნი­სას...

- ზო­გა­დად ჯან­სა­ღი კვე­ბის პრინ­ცი­პი ყო­ველ­თვის გა­მარ­თლე­ბუ­ლია. თმის ცვე­ნი­სას სა­სურ­ვე­ლია პა­ცი­ენ­ტი იკ­ვე­ბოს ცი­ლე­ბით, ნახ­შირ­წყლე­ბით, მე­ნიუ სრულ­ფა­სო­ვა­ნი უნდა იყოს. უნდა მი­ვირ­თვათ ხილი, ბოსტნე­უ­ლი, ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, მარ­ცვლე­უ­ლი, ზო­მი­ე­რად ცხი­მი­ა­ნი რძის პრო­დუქ­ცი, ხორ­ცი, თევ­ზი და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 2-3 ლიტ­რი სი­თხით უნდა შე­ივ­სოს ორ­გა­ნიზ­მი. უნდა მო­ვე­რი­დოთ გა­ზი­ან სას­მე­ლებს, გა­მომ­ცხვარ საკ­ვებს, თეთ­რი ფქვი­ლის ნა­წარმს და „ფასთფუდს“.

ავტორი:

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას ეფექტურად და რამდენად გამართლებულია ხალხური მეთოდების გამოყენება: ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას ეფექტურად და რამდენად გამართლებულია ხალხური მეთოდების გამოყენება: ენდოკრინოლოგის რეკომენდაციები

თმის ცვენა, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ადამიანების ნაწილი, ამბობს, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებულად კორონავირუსის გადატანის შემდეგ გაუმწვავდათ. ენდოკრინოლოგ ანა მამასახლისს სწორედ ამ პრობლემაზე ვესაუბრეთ, ვკითხეთ მითებზე, რომლებიც გავრცელებულია საზოგადოებაში და რაც მთავარია, ვთხოვეთ მკითხველისთვის რეკომენდაციები, რა უნდა მივირთვათ, რას მოვერიდოთ და როდის მივმართოთ სპეციალისტს...

- ანა, რა ასაკში იწყება პრობლემური თმის ცვენა, რომელმაც შეიძლება მომავალში სიმელოტემდეც კი მიიყვანოს ადამიანი?

- საერთოდ თმის ცვენის შემთხვევაში, ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს ანდროგენული ალოპეცია, რომელიც მამაკაცებში ვითარდება, რაც განპირობებულია მამაკაცური ჰორმონებით. ძირითადად იწყება 40-50 წლის ზევით, თუმცა გენეტიკურ ფაქტორსაც მნიშვნელობა აქვს, შეიძლება უფრო ადრე დაიწყოს. ანდროგენული ალოპეცია სამწუხაროდ გვხვდება ქალებშიც და ბავშვებშიც შეინიშნება. პანდემიამ და კოვიდმა ძალიან ცუდად იმოქმედა ადამიანების ორგანიზმზე და ამ პრობლემამ მოიმატა ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

- დიახ, სამწუხაროდ, კოვიდის შემდეგ ძალიან ბევრი უჩივის თმის ცვენას, ნამდვილად კორონავირუსია ამისი მიზეზი?

- ამ თემაზე კვლევები ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ დღემდე გამოკვეთილი პასუხი არ არის. ზოგადად, კორონავირუსული ინფექცია იმუნური სისტემის აქტიურ ჩართულობას იწვევს, რაც შეიძლება აისახოს თმაზეც. გარდა ამისა, კოვიდის იწვევს ანემიას, თუთიის დეფიციტს, რისი ნაკლებობაც პირდაპირ კავშირშია თმის ცვენასთან. ასევე, თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მძიმე ინფექციური პროცესი ორგანიზმში და სტრესი, რაც სამწუხაროდ ახლავს კოვიდინფექციას.

- ადრეულ ასაკში რა შემთხვევაში იწყება თმის ცვენა?

- გარდატეხის ასაკში დაწყებული თმის ცვენა დამახასიათებელი ჰორმონალური ცვლილებებისთვის. ამ დროს ორგანიზმი ემზადება სქესობრივი მომწიფებისთვის, იცვლება ცხიმოვანი ჯირკვლების მდგომარეობა, რაღაც პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს ფიზიოლოგიურად, თუმცა შემდეგ უნდა შეწყდეს. ამ დროს მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვება, სითხეების მიღება, სტრესისგან თავის არიდება და ძილის მოწესრიგება, მაგრამ სკრინინგი არავის აწყენს და ელემენტარული კვლევის ჩატარება სასურველია, თუმცა ამ ასაკში საგანგაშოდ მაინც არ ითვლება.

- როდესაც თმის ცვენა გამოწვეულია ენდოკრინოლოგიური პრობლემებით, მკურნალობის შემდეგ ავტომატურად გვარდება თმის პრობლემაც?

- თუ პრობლემა ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებაა, მკურნალობის შემთხვევაში თმის ცვენა უნდა შენელდეს და აღდგეს თმის ზრდის პროცესი. მაგრამ აუტოიმუნური თირეოდიტის დროს, ანტისხეულები ორგანიზმში მთელი ცხოვრება რჩება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითება და ხშირად არის ხოლმე ბუდობრივი ალოპეცია, ამ შემთხვევაში ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ ცოტა რთულია, მაგრამ ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს. როდესაც მინერალების დეფიციტთან გვაქვს საქმე, უფრო მარტივია, რადგან მკურნალობის შემთხვევაში გვარდება. ანდროგენული თმის ცვენის შემთხვევაში, როდესაც გენეტიკურად არის განპირობებული, შეჩერება და გადავადება შეიძლება, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ჩართულობას. ქალების შემთხვევაში ანდროგენული თმის ცვენის მიზეზია ჰორმონალური ცვლილებები, საკვერცხეების პოლიკისტოზი, მამაკაცური ჰორმონების სიჭარბე, დიახ, პრობლემის მოგვარების შემთხვევაში ჩერდება პროცესი.

- როდესაც არ მიდის პაციენტი სპეციალისტთან, რა პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეს?

- როდესაც ენდოკრინოლოგიური პრობლემებით არის გამოწვეული, სამწუხაროდ შესაძლებელია სრულად გამელოტდეს, გარდა თმის ცვენისა შეიძლება ამან ბევრი სხვა ორგანოს პრობლემაც გამოიწვიოს და თმის ცბვენა მეორად პრობლემად იქცეს.

- შამპუნები, მედიკამენტები, ბალახის ნაყენები, ვიტამინები, რის რეკლამასაც ხშირად ვხედავთ, ნამდვილად აჩერებს თმის ცვენას, თუ დროებით აგვარებს პრობლემას?

- ზოგადად მულტივიტამინების ან მედიკამენტის მიღება ექიმის გარეშე რისკებთან არის დაკავშირებული. მათი დანიშვნა მაშინ ხდება, თუ ლაბორატორიულად დადასტურებულია უკმარისობა. რაც შეეხება შამპუნებს, არსებობს მოვლის საშუალებები, რომლებსაც ვიღაცასთან შეიძლება მართლა ჰქონდეს ეფექტი. ზოგადად არ არსებობს კლინიკური კვლევა რომელიც მოუწოდებს კონკრეტული შამპუნების ეფექტურობაზე. ხალხში გამიგია რომ იყენებენ დაფნის, ჭინჭრის ნახარშებს, ასევე თმის ძირებზე ისვამენ დანაყილ ნიორს, შეიძლება რატომაც არა, უარყოფით ეფექტს არ გამოიწვევს. ნიორი მწარეა და ეს სიმწარე იწვევს სისხძარღვების გაფართოებას, იზრდება ფოლიკულების სისხლით მომარაგება და შეიძლება დროებითი ეფექტი მართლაც ჰქონდეს, მაგრან თუ პრობლემა არსებობს, მას ვერ აღმოფხვრის.

- ბოლო დროს თმის ცვენასთან, როგორც ბევრ სხვა პრობლემასთან ხშირად ახსენებენ D ვიტამინის დეფიციტს...

- დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კვლევაა, განსაკუთრებულად პანდემიის შემდეგ. თვითნებურად, კვლევის გარეშე, მისი მიღება არ არის სასურველი, მაგრამ მარტივად მოგვარებადი პრობლემაა. ადრე D ვიტამინის ნაკლებობა ბავშვებში ასოცირდებოდა რაქიტთან, უფროსებში ოსტეოპორზთან, მაგრამ ბოლო წლებში გამოქვეყნებული კვლევებიდან ჩანს, რომ ზოგადად იმუნურ სისტემაზე მოქმედებს დ ვიტამინის ნაკლებობა. მნიშვნელობა აქვს ასაკს, წონას, სეზონს და ამის მიხედვით უნდა მივცეთ რჩევა პაციენტს. არ ღირს უყურადღებოდ ამ საკითხის დატოვება.

- დასაწყისში ახსენეთ კვებითი რეკომენდაციები, რა არის აკრძალული და პირიქით, მისაღები, თმის ცვენისას...

- ზოგადად ჯანსაღი კვების პრინციპი ყოველთვის გამართლებულია. თმის ცვენისას სასურველია პაციენტი იკვებოს ცილებით, ნახშირწყლებით, მენიუ სრულფასოვანი უნდა იყოს. უნდა მივირთვათ ხილი, ბოსტნეული, ბურღულეული, მარცვლეული, ზომიერად ცხიმიანი რძის პროდუქცი, ხორცი, თევზი და დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი სითხით უნდა შეივსოს ორგანიზმი. უნდა მოვერიდოთ გაზიან სასმელებს, გამომცხვარ საკვებს, თეთრი ფქვილის ნაწარმს და „ფასთფუდს“.