დავით სერგეენკო, "ქართული ოცნების" იმ გამონაკლის 4 დეპუტატს შორის აღმოჩნდა, ვინც ე.წ. აგენტების კანონპროექტის კანონად ქცევას მხარი თავიდანვე არ დაუჭირა.
პარლამენტარმა "ტვ პირველთან" განმარტა, თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, "პოლიტიკოსობა არ არის ის, რაზეც ოცნებობდა" და მომდევნო მოწვევის პარლამენტში ის არ იქნება.
"ყველას აქვს უფლება და უფრო მეტიც - ვალდებულება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს. ვხედავდი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, აშშ ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ საკითხს, სიმართლე გითხრათ, დეტალებში შევედი-მეთქი და გავაანალიზე ეს კანონროექტი, ვერ გეტყვით, რადგან ამის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი განწყობებს და ძირითადად, ეს იყო ამ გადაწყვეტილებიის მიღების საფუძველი." - განაცხადა სერგეენკომ.
ასევე იხილეთ: