კონფლიქტები
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით" - რა ხდება ფრონტის ხაზზე?
"წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით" - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

უკ­რა­ი­ნა­ში კვლავ ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლე­თით.

"აღ­მო­სავ­ლეთ­ში სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მძი­მე და მტკივ­ნე­უ­ლია. მტრის სამ­ხედ­რო ძალა უნდა გა­ნად­გურ­დეს და ჩვენ მას გა­ვა­ნად­გუ­რებთ. ბე­ლო­გო­როვ­კა და მა­რინ­კა, ავ­დი­ივ­კა და ბახ­მუ­ტი, ვუ­ჰლე­და­რი და კა­მენ­კა - და ყვე­ლა სხვა ად­გი­ლი, სა­დაც ახლა წყდე­ბა ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი, სა­დაც ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლის­თვის იბ­რძვის ყვე­ლა უკ­რა­ი­ნე­ლი“, - ეს გან­ცხა­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ა­კე­თა.

უკ­რა­ი­ნის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის მე­თა­უ­რი ალექ­სან­დრე სირსკი აცხა­დებს, რომ დო­ნეც­კის ოლ­ქში ბახ­მუ­ტის ირ­გვლივ ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გარ­თულ­და - ოკუ­პან­ტე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ თავ­დაც­ვი­თი ხა­ზის გარ­ღვე­ვი­სა და ქა­ლა­ქის ცენ­ტრის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბის მცდე­ლო­ბებს, მაგ­რამ მძი­მე და­ნა­კარ­გებს გა­ნიც­დი­ან. უკ­რა­ი­ნის ფრონტზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­სა და ომის შე­საძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნალ "არ­სე­ნა­ლის" რე­დაქ­ტო­რი, ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ფრონტზე ახლა ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბია: ჩრდი­ლო­ე­თით კრე­მენ­ნოე, შუ­ა­ში ბახ­მუ­ტი და სამ­ხრე­თით ვუ­ჰლე­და­რი, ასე­ვე ავ­დე­ევ­კა. მთა­ვა­რი მა­ინც ბახ­მუ­ტია, რუ­სებ­მა ამ ქა­ლაქ­ზე შე­ტე­ვა გა­სუ­ლი წლის 3 აგ­ვის­ტო­ში და­ი­წყეს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, უკვე შვი­დი თვეა, ამ ერთ ქა­ლაქს ვერ იღე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უდი­დე­სი ძა­ლე­ბი შე­ა­ლი­ეს.

- პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ თქვა, რომ ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ერთ კვი­რა­ზე ნაკ­ლებ დრო­ში, რუ­სებ­მა 1 100-ზე მეტი ჯა­რის­კა­ცი და­კარ­გეს, მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, 6 მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი 1 500 რუსი ჯა­რის­კა­ცი და­იჭ­რა და 10-ზე მეტი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სა­ცა­ვი და­იწ­ვა.

- რო­გორც რუ­სე­თის, ასე­ვე უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის და­ნა­კარ­გე­ბის სტა­ტის­ტი­კას შემ­ცი­რე­ბუ­ლად, ხოლო მტრის და­ნა­კარ­გებს გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლად წარ­მო­ა­ჩენს. ეს სა­ინ­ფორ­მა­ციო ომის ერ­თგვა­რი მე­თო­დია. ამი­ტომ ზუს­ტი ციფ­რე­ბით ლა­პა­რა­კი გა­მი­ჭირ­დე­ბა, თუმ­ცა ერთი რამ ცხა­დია, ბახ­მუ­ტი რუ­სე­ბის­თვის ხორცსა­კეპ მან­ქნა­სა­ვით იქცა. მსხვერ­პლი, რა თქმა უნდა, რუ­სებს მეტი აქვთ, იმი­ტომ, რომ ისი­ნი შე­ტე­ვა­ზე მი­დი­ან, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი კი სარ­და­ფებ­ში სხე­დან და თავს იცა­ვენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუ­სე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვებს იყე­ნე­ბენ და უკ­რა­ი­ნებ­საც აქვთ მსხვერ­პლი. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ბახ­მუ­ტი ალ­ყა­შია ჩრდი­ლო­ე­თი­დან, აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და სამ­ხრე­თი­დან, მხო­ლოდ და­სავ­ლე­თის მხრი­დან არის დარ­ჩე­ნი­ლი 5-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე. ე.ი. რუ­სებს მხო­ლოდ ეს ზოლი აქვთ დარ­ჩე­ნი­ლი ალ­ყის შე­საკ­რა­ვად.

ვე­ლო­დი, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად და­ი­წყებ­დნენ უკან და­ხე­ვას. ბახ­მუ­ტი არ წარ­მო­ად­გენს სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექტს და მისი და­კარ­გვა ან დათ­მო­ბა ტრა­გე­დია არ არის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მებ­რძო­ლე­ბის და სა­ბძო­ლო ტექ­ნი­კის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რად­გან ასე­თი­ვე ბრძო­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­თოს სხვა მომ­ზა­დე­ბულ თავ­დაც­ვის ზღუ­დე­ებ­ზეც. რო­გორც ჩანს, აქ პო­ლი­ტი­კუ­რი პრინ­ცი­პის სა­კი­თხია, პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის არ უნდა ბახ­მუ­ტის დათ­მო­ბა, რა­შიც მას ეთან­ხმე­ბი­ან გე­ნერ­ლე­ბი: ზა­ლუ­ჟ­ნი და სირსკი. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ გა­აგ­რძე­ლე­ბენ ბახ­მუ­ტის დაც­ვას. ეს საკ­მა­ოდ გა­ბე­დუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და ერ­თგვარ რისკსაც შე­ი­ცავს. ღმერ­თმა არ ქნას, მაგ­რამ თუ რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა მო­ა­ხერ­ხეს 5 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი "ტო­მა­რის“ ყე­ლის შეკ­ვრა, ალ­ყა­ში მო­ექ­ცე­ვა რამ­დე­ნი­მე ათა­სი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო დღე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან. ალ­ყი­დან გა­მოღ­წე­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. იმე­დია, რომ უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბი და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი სა­ზღვრა­ვენ ამ რის­კებს და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ასეთ ალ­ყა­ში არ აღ­მოჩ­ნდნენ.

- ჯერ კი­დევ იან­ვარ­ში უკ­რა­ი­ნის­თვის ამე­რი­კუ­ლი Abrams-ები­სა და გერ­მა­ნუ­ლი Leopard-ების გა­და­ცე­მა გა­და­წყდა. მა­შინ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბის წყა­ლო­ბით ომის სუ­რათს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვლიდ­ნენ, თუმ­ცა მა­შინ­ვე ით­ქვა, რომ ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა ფრონ­ტის ხაზ­ზე გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ვერ ჩა­აღ­წევ­და. ახლა რა ხდე­ბა ამ მხრივ?

- ამე­რი­კუ­ლი Abrams-ები შე­იძ­ლე­ბა ამ წლის ბო­ლომ­დეც კი ვერ ჩა­ვი­დეს უკ­რა­ი­ნა­ში, რაც შე­ე­ხე­ბა Leopard-2 ტი­პის ტან­კებს, ამ ეტაპ­ზე პო­ლო­ნე­ლებ­მა უკვე გა­დას­ცეს უკ­რა­ი­ნას 14 ერ­თე­უ­ლი. გერ­მა­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნილ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მაც და­ამ­თავ­რეს წვრთნე­ბი. ახლა ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ეს ჯავ­შან­ტექ­ნი­კა. ერთი ვა­რი­ან­ტია, რომ უკ­რა­ი­ნე­ბელ­მა ეს Leopard- ები ბახ­მუ­ტის დამ­ცვე­ლებს მი­აშ­ვე­ლონ, მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია და ჩემი აზ­რით, უფრო ჭკვი­ა­ნუ­რიც, რომ ეს ტექ­ნი­კა შე­ი­ნა­ხონ და მათი სა­შუ­ა­ლე­ბით და­ა­კომ­პლექ­ტონ ის ახა­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი და ბრი­გა­დე­ბი, რო­მელ­თა პი­რად­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ მომ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­რა ბრი­ტა­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში. 10 000 -ს ჯა­რის­კაც­ზეა სა­უ­ბა­რი. წე­სით, წვი­მის სე­ზო­ნი რომ მორ­ჩე­ბა, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მა­შინ უნდა და­ი­წყონ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი კონ­ტრშე­ტე­ვა და და­სავ­ლუ­რი ტექ­ნი­კით და­კომ­პლე­ქე­ბუ­ლი და ნა­ტოს სტან­დარ­ტე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ახა­ლი სა­ბძო­ლო და­ნა­ყო­ფე­ბიც მა­შინ გა­მო­ი­ყე­ნონ. მა­ნამ­დე უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა მათ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ბახ­მუ­ტი. უკ­რა­ი­ნე­ლი ლი­დე­რე­ბი ბახ­მუ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ალ­ბათ იმი­ტო­მაც ცდი­ლო­ბენ, რომ მისი და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში კრა­მა­ტორსკი­სა და სლო­ვი­ანსკის ჯერი დად­გე­ბა და ამ ორ უკ­რა­ი­ნულ ქა­ლაქ­საც ისე­ვე და­ან­გრე­ვენ რუ­სე­ბი, რო­გორც ბახ­მუ­ტი და­ან­გრი­ეს. კი ბა­ტო­ნო, იბძო­ლონ ბახ­მუ­ტის­თვის, მთა­ვა­რია, რუ­სებ­მა "ტო­მა­რის“ ყე­ლის შეკ­ვრა ვერ მო­ა­ხერ­ხონ.

- ამა­სო­ბა­ში, რით არ ამო­უ­წუ­რა რუ­სე­თის რე­ზერ­ვი, მით უფრო რომ სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე?

- გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ რუ­სე­თი 140 - მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქვე­ყა­ნაა, რე­სურ­სიც დიდი აქვს, თუმ­ცა ამო­უ­წუ­რა­ვი არა­ფე­რია. უკვე რუ­სე­თიც გა­ნიც­დის სა­არ­ტი­ლე­რიო ჭურ­ვე­ბის, რა­კე­ტე­ბის, ჯავ­შან­ტექ­ნი­კის სიმ­ცი­რეს. სწო­რედ ამი­ტო­მაც არის, რომ იმ ტან­კე­ბის გა­რე­მონ­ტე­ბას და წინა ხაზ­ზე გა­მოყ­ვა­ნას აპი­რე­ბენ, რო­მელ­თა წარ­მო­ე­ბა 60-იან წლებ­შია და­წყე­ბუ­ლი. რუ­სებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა აქვთ დრო­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მათ არ შე­უძ­ლი­ათ იმ მიკ­რო-ჩი­პე­ბის წარ­მო­ე­ბა, რომ­ლე­ბიც დრო­ნე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად არის სა­ჭი­რო, ამი­ტომ შე­მოვ­ლი­თი გზე­ბით ცდი­ლო­ბენ ყიდ­ვას და სხვა­თა შო­რის, ნა­წი­ლობ­რივ ახერ­ხე­ბენ კი­დეც. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ჩა­მოგ­დე­ბულ დრო­ნებ­ში ხში­რად ნა­ხუ­ლო­ბენ ჩი­პებს, რომ­ლე­ბიც დამ­ზა­დე­ბუ­ლია და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში, არა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბამ­დე, არა­მედ გა­სულ წელს.

- თქვე­ნი ვერ­სი­ით, მა­ინც რა­ზეა უმ­თავ­რე­სად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ამ ომის ბედი?

- რე­სურ­სებ­ზე, ანუ იმა­ზე თუ ვისი ეკო­ნო­მი­კა უფრო დიდ­ხანს გაძ­ლებს და ასე­ვე იმა­ზეც, ისევ დო­ზი­რე­ბუ­ლად გა­აგ­რძე­ლებს და­სავ­ლე­თი უკ­რა­ი­ნის ია­რა­ღით მო­მა­რა­გე­ბას თუ კონ­ტრშე­ტე­ვის­თვის სა­ჭი­რო ია­რაღს სრუ­ლად მი­აწ­ვდის.

ავტორი:

"წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით" - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

"წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინამ უკვე უნდა დაიწყოს კონტრშეტევა დასავლური ტექნიკით და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი დანაყოფებით" - რა ხდება ფრონტის ხაზზე?

უკრაინაში კვლავ ურთულესი ვითარებაა, განსაკუთრებით კი ქვეყნის აღმოსავლეთით.

"აღმოსავლეთში სიტუაცია ძალიან მძიმე და მტკივნეულია. მტრის სამხედრო ძალა უნდა განადგურდეს და ჩვენ მას გავანადგურებთ. ბელოგოროვკა და მარინკა, ავდიივკა და ბახმუტი, ვუჰლედარი და კამენკა - და ყველა სხვა ადგილი, სადაც ახლა წყდება ჩვენი მომავალი, სადაც ჩვენი მომავალისთვის იბრძვის ყველა უკრაინელი“, - ეს განცხადება პრეზიდენტმა ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ დონეცკის ოლქში ბახმუტის ირგვლივ ვითარება განსაკუთრებულად გართულდა - ოკუპანტები აგრძელებენ თავდაცვითი ხაზის გარღვევისა და ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილების მცდელობებს, მაგრამ მძიმე დანაკარგებს განიცდიან. უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებასა და ომის შესაძლო განვითარებაზე სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი გვესაუბრება:

- რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილებია: ჩრდილოეთით კრემენნოე, შუაში ბახმუტი და სამხრეთით ვუჰლედარი, ასევე ავდეევკა. მთავარი მაინც ბახმუტია, რუსებმა ამ ქალაქზე შეტევა გასული წლის 3 აგვისტოში დაიწყეს. წარმოიდგინეთ, უკვე შვიდი თვეა, ამ ერთ ქალაქს ვერ იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი ძალები შეალიეს.

- პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ ბახმუტის მიმართულებით, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, რუსებმა 1 100-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს, მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით, 6 მარტიდან მოყოლებული 1 500 რუსი ჯარისკაცი დაიჭრა და 10-ზე მეტი საბრძოლო მასალის საცავი დაიწვა.

- როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო, საკუთარი ძალების დანაკარგების სტატისტიკას შემცირებულად, ხოლო მტრის დანაკარგებს გაზვიადებულად წარმოაჩენს. ეს საინფორმაციო ომის ერთგვარი მეთოდია. ამიტომ ზუსტი ციფრებით ლაპარაკი გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ ცხადია, ბახმუტი რუსებისთვის ხორცსაკეპ მანქნასავით იქცა. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, რუსებს მეტი აქვთ, იმიტომ, რომ ისინი შეტევაზე მიდიან, უკრაინელები კი სარდაფებში სხედან და თავს იცავენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსები დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებს იყენებენ და უკრაინებსაც აქვთ მსხვერპლი. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბახმუტი ალყაშია ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან, მხოლოდ დასავლეთის მხრიდან არის დარჩენილი 5-კილომეტრიანი თავისუფალი სივრცე. ე.ი. რუსებს მხოლოდ ეს ზოლი აქვთ დარჩენილი ალყის შესაკრავად.

ველოდი, რომ უკრაინელები ორგანიზებულად დაიწყებდნენ უკან დახევას. ბახმუტი არ წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს და მისი დაკარგვა ან დათმობა ტრაგედია არ არის. ყოველ შემთხვევაში, გაცილებით მნიშვნელოვანია მებრძოლების და საბძოლო ტექნიკის შენარჩუნება, რადგან ასეთივე ბრძოლები შეიძლება გაიმართოს სხვა მომზადებულ თავდაცვის ზღუდეებზეც. როგორც ჩანს, აქ პოლიტიკური პრინციპის საკითხია, პრეზიდენტ ზელენსკის არ უნდა ბახმუტის დათმობა, რაშიც მას ეთანხმებიან გენერლები: ზალუჟნი და სირსკი. მათ განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ბახმუტის დაცვას. ეს საკმაოდ გაბედული გადაწყვეტილებაა და ერთგვარ რისკსაც შეიცავს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს 5 კილომეტრიანი "ტომარის“ ყელის შეკვრა, ალყაში მოექცევა რამდენიმე ათასი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ძალიან სავალალო დღეში აღმოჩნდებიან. ალყიდან გამოღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. იმედია, რომ უკრაინის გენშტაბი და დასავლეთის ქვეყნების მაღალჩინოსანი სამხედროები საზღვრავენ ამ რისკებს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უკრაინელები ასეთ ალყაში არ აღმოჩნდნენ.

- ჯერ კიდევ იანვარში უკრაინისთვის ამერიკული Abrams-ებისა და გერმანული Leopard-ების გადაცემა გადაწყდა. მაშინ უკრაინელები იმედოვნებდნენ, რომ ამ შეიარაღების წყალობით ომის სურათს მნიშვნელოვნად შეცვლიდნენ, თუმცა მაშინვე ითქვა, რომ ეს შეიარაღება ფრონტის ხაზზე გაზაფხულამდე ვერ ჩააღწევდა. ახლა რა ხდება ამ მხრივ?

- ამერიკული Abrams-ები შეიძლება ამ წლის ბოლომდეც კი ვერ ჩავიდეს უკრაინაში, რაც შეეხება Leopard-2 ტიპის ტანკებს, ამ ეტაპზე პოლონელებმა უკვე გადასცეს უკრაინას 14 ერთეული. გერმანიაში გაგზავნილმა უკრაინელებმაც დაამთავრეს წვრთნები. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ იქნება გამოყენებული ეს ჯავშანტექნიკა. ერთი ვარიანტია, რომ უკრაინებელმა ეს Leopard- ები ბახმუტის დამცველებს მიაშველონ, მეორე ვარიანტია და ჩემი აზრით, უფრო ჭკვიანურიც, რომ ეს ტექნიკა შეინახონ და მათი საშუალებით დააკომპლექტონ ის ახალი ბატალიონები და ბრიგადები, რომელთა პირადმა შემადგენლობამ მომზადება გაიარა ბრიტანეთსა და გერმანიაში. 10 000 -ს ჯარისკაცზეა საუბარი. წესით, წვიმის სეზონი რომ მორჩება, უკრაინელებმა მაშინ უნდა დაიწყონ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა და დასავლური ტექნიკით დაკომპლექებული და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ახალი საბძოლო დანაყოფებიც მაშინ გამოიყენონ. მანამდე უკრაინელებმა მათ ხელთ არსებული ძალებით უნდა შეინარჩუნონ ბახმუტი. უკრაინელი ლიდერები ბახმუტის შენარჩუნებას ალბათ იმიტომაც ცდილობენ, რომ მისი დაკარგვის შემთხვევაში კრამატორსკისა და სლოვიანსკის ჯერი დადგება და ამ ორ უკრაინულ ქალაქსაც ისევე დაანგრევენ რუსები, როგორც ბახმუტი დაანგრიეს. კი ბატონო, იბძოლონ ბახმუტისთვის, მთავარია, რუსებმა "ტომარის“ ყელის შეკვრა ვერ მოახერხონ.

- ამასობაში, რით არ ამოუწურა რუსეთის რეზერვი, მით უფრო რომ სანქციების ფონზე?

- გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი 140 - მილიონიანი ქვეყანაა, რესურსიც დიდი აქვს, თუმცა ამოუწურავი არაფერია. უკვე რუსეთიც განიცდის საარტილერიო ჭურვების, რაკეტების, ჯავშანტექნიკის სიმცირეს. სწორედ ამიტომაც არის, რომ იმ ტანკების გარემონტებას და წინა ხაზზე გამოყვანას აპირებენ, რომელთა წარმოება 60-იან წლებშია დაწყებული. რუსებს განსაკუთრებული პრობლემა აქვთ დრონების თვალსაზრისით. მათ არ შეუძლიათ იმ მიკრო-ჩიპების წარმოება, რომლებიც დრონების დასამზადებლად არის საჭირო, ამიტომ შემოვლითი გზებით ცდილობენ ყიდვას და სხვათა შორის, ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც. უკრაინელები ჩამოგდებულ დრონებში ხშირად ნახულობენ ჩიპებს, რომლებიც დამზადებულია დასავლურ ქვეყნებში, არა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, არამედ გასულ წელს.

- თქვენი ვერსიით, მაინც რაზეა უმთავრესად დამოკიდებული ამ ომის ბედი?

- რესურსებზე, ანუ იმაზე თუ ვისი ეკონომიკა უფრო დიდხანს გაძლებს და ასევე იმაზეც, ისევ დოზირებულად გააგრძელებს დასავლეთი უკრაინის იარაღით მომარაგებას თუ კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს სრულად მიაწვდის.