ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია.
კერძოდ, სასამართლოს პრესსამსახურის თანახმად, წინასასამართლო საქმეწარმოების II პალატამ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
"წინასასამართლო საქმეწარმოების II პალატამ, პროკურატურის 2023 წლის 22 თებერვლით დათარიღებული შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ თითოეული ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის უკანონო დეპორტაციისა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანის ომის დანაშაულზე, რამაც ზიანი მიაყენა უკრაინელ ბავშვებს”, - წერია განცხადებაში.