ავტორი:

"რაღაც განსაკუთრებული აკავშირებთ ჩემს მშობლებს, ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, მამაჩემი მოპირდაპირე აივანზე გადასახლდა" - ნატალია ნაყოფიას გულახდილი პასუხი მშობლებზე

"რაღაც განსაკუთრებული აკავშირებთ ჩემს მშობლებს, ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, მამაჩემი მოპირდაპირე აივანზე გადასახლდა" - ნატალია ნაყოფიას გულახდილი პასუხი მშობლებზე

მილიონერი დეპუტატის კობა ნაყოფიას ქალიშვილი ნატალია ნაყოფია 1996 წელს დაიბადა. გოგონა ელგა სოფიასა და კობა ნაყოფიას მეორე საერთო შვილია. მის ძმას ნიკოლოზ ნაყოფიას საზოგადოება კარგად იცნობს. ის ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე "მის საქართველო“ ხათუნა სხირტლაძე გახლდათ, რომელთან ერთი საერთო შვილი ნიკოლოზ ჯუნიორი ჰყავს, მეორე ქორწინებიდან მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილთან კი შვილი 2 წლის წინ შტატებში შეეძინა. ნატალია მილიონერი მამის ოფიციალურ დეკლარაციაში აღარ იძებნება მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდა.

17 წლის ასაკში ამერიკაში გაფრინდა და სწორედ ამ დროს დაიწყო მისი ცხოვრების ახალი ეტაპი. ოჯახთან დამშვიდობება მარტივი არ ყოფილა. ჰქონდა კულტურული შოკიც, როდესაც უცხო ქვეყანაში სხვადასხვა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან მოუწია ურთიერთობა. ამბობს, რომ მთავარია შრომა და დაბრკოლებებს კარიერის განვითარებაზე ზრუნვაში ხელი არ შეუშლია. ნატალიას წლებია, რაც საკუთარი ბენდი ჰყავს. ერთი წლის წინ გოგონამ საზოგადოებას ახალი კლიპი შესთავაზა. სიმღერას "ცისფერი აბი“ ჰქვია. სიმღერას "იუთუბიზე" საკმაოდ დიდი ნახვა ჰქონდა.

ნაყოფიების ოჯახი შერონ სთოუნთან

ნატალიას მშობლები, კობა და ელგა 2016 წელს დაშორდნენ. მათ ურთიერთობაზე გოგონამ გადაცემა "სთორიში" ისაუბრა.

"ჩემი მშობლების ურთიერთობა და მეგობრობა არის ძალიან განსაკუთრებული. ისინი ბაღიდან ერთად მოდიან. მათ ყოველდღიური ნაბიჯი, ყველაფერი ერთად აქვთ გამოვლილი. ისინი არიან ნამდვილი საუკეთესო მეგობრები. რაღაც განსაკუთრებული აკავშირებთ ჩემს მშობლებს, გუნდივით არიან და მე და ჩემი ძმა ვებრძვით ამ გუნდს (იცინის).

ელგა სოფია

განუყრელები არიან... არ მგონია, რომ ჩემს მშობლებს ერთმანეთის გარეშე ცხოვრება შეუძლიათ. რაღაცა პერიოდი რომ იყო და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, არასოდეს დამავიწყდება - მამაჩემი მოპირდაპირე აივანზე გადასახლდა და ხელს გვიქნევდა. მე არ მინდა ვიმსჯელო ჩემი მშობლების ურთიერთობაზე, მაგრამ მათ სამაგალითო ერთგულება და მეგობრობა აკავშირებთ და ჩემთვის ეს ძალიან კარგი მაგალითია" - ამბობს ნატალია ნაყოფია.

ცნობისთვის, 2016 წლიდან კობა ნაყოფიას მეორე ოჯახი ჰყავს. მისი ქორწინება ელგა სოფიასთან დასრულდა და მილიონერის ახალი რჩეული 20 წლით უმცროსი გვანცა ბიწკინაშვილი გახლავთ.

ნახეთ ასევე:

ნახეთ ვიდეო: