Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგონას მამა ლიეტუველია... აღარ იყო ჩემი ანუშკი, ვეღარაფერი ვუშველეთ" - რა ხდება ცნობილი დიდ დიღომში მომხდარ დანაშაულზე
"გოგონას მამა ლიეტუველია... აღარ იყო ჩემი ანუშკი, ვეღარაფერი ვუშველეთ" - რა ხდება ცნობილი დიდ დიღომში მომხდარ დანაშაულზე

უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია მოხ­და 16 მარტს, დიდ დი­ღომ­ში, სა­დაც 12 წლის მო­ზარ­დი გარ­დაც­ვლი­ლი გამ­თე­ნი­ი­სას იპო­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც გო­გო­ნას ბა­ბუ­ამ მა­ნუ­ჩარ დვალ­მა ambebi.ge-ს უთხრა, გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დი მისი დის შვი­ლიშ­ვი­ლი ანა ია­ნუ­შა­ი­ტი­ტეა.

"გო­გო­ნას მამა ლი­ე­ტუ­ვე­ლია. მოკ­ლუ­ლია, აბა, ჯან­მრთელ ბავ­შვს რა და­ე­მარ­თე­ბო­და. ავად­მყო­ფი არ იყო და არა­ფე­რი.... სა­თა­მა­შოდ გა­ვი­და, დე­ი­დაშ­ვილ­თან, სა­დღაც 9 სა­ათ­ზე გა­ვი­და სახ­ლი­დან, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში რომ არ ამო­ვი­და, და­ი­წყეს რეკ­ვა, რომ არ უპა­სუ­ხა, ძებ­ნა და­ი­წყეს. გახ­და 10, 11 სა­ა­თი... მეც გა­მა­გე­ბი­ნეს, აგერ ვცხოვ­რობ, მე­ზო­ბელ კორ­პუს­ში. ამა­სო­ბა­ში თქვეს იპო­ვე­სო, მაგ­რამ აღარ იყო ჩემი ანუშ­კი... ვე­ღა­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლეთ. ბავ­შვს თან ჰქონ­და მო­ბი­ლუ­რი, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე ნა­პოვ­ნი არ არის, გა­მორ­თუ­ლია, რომ ვრე­კავთ. ზუს­ტად არა­ფე­რი ვი­ცით, და­ად­გე­ნენ იმე­დია ყვე­ლა­ფერს..." - გვი­თხრა მა­ნუ­ჩარ დვალ­მა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე კრი­მი­ნა­ლის­ტებ­მა მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლეს.

არას­რულ­წლო­ვა­ნი გუ­შინ, პეტ­რი­წის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ი­კარ­გა. ბო­ლოს ის ამა­ვე ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, სკვერ­ში სა­ქა­ნე­ლა­ზე შე­ნიშ­ნეს, გვი­ან ღა­მით კი, სკვე­რი­დან მო­შო­რე­ბით, ბნელ ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
2

რა შეუსაბამობაა🥺ბავშვს 9-10 საათიდან ეძებდნენო,თვითმხილველი კი ამბობს, რომ 11-საათზე სკვერში ყოფილა. იმ მშრალ საკვებსაც დეიდაშვილის ნაამბობით რომ დაშორდნენ ,მიახლოვებით 9 საათისკენ მაშინ ჭამდა და შესაბამისად თუ მაშინ გადასცდა 11-ზე სკვერში როგორ დაინახეს? გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ ამას ელემენტარულად ყველა მიხვდება, რომ საქმე გვაქვს მკვლელობასთან. საბრალო ბავშვი🥲 ნათელი მის უმანკო სულს🙏

--------
2

ეჭვი მაქვს ახლობელია, ნეტა ვცდებოდე!! სად დატოვა დედიდაშილამა დაიკითხა????

ავტორი:

"გოგონას მამა ლიეტუველია... აღარ იყო ჩემი ანუშკი, ვეღარაფერი ვუშველეთ" - რა ხდება ცნობილი დიდ დიღომში მომხდარ დანაშაულზე

"გოგონას მამა ლიეტუველია... აღარ იყო ჩემი ანუშკი, ვეღარაფერი ვუშველეთ" - რა ხდება ცნობილი დიდ დიღომში მომხდარ დანაშაულზე

უმძიმესი ტრაგედია მოხდა 16 მარტს, დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი გამთენიისას იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

როგორც გოგონას ბაბუამ მანუჩარ დვალმა ambebi.ge-ს უთხრა, გარდაცვლილი მოზარდი მისი დის შვილიშვილი ანა იანუშაიტიტეა.

"გოგონას მამა ლიეტუველია. მოკლულია, აბა, ჯანმრთელ ბავშვს რა დაემართებოდა. ავადმყოფი არ იყო და არაფერი.... სათამაშოდ გავიდა, დეიდაშვილთან, სადღაც 9 საათზე გავიდა სახლიდან, ნახევარ საათში რომ არ ამოვიდა, დაიწყეს რეკვა, რომ არ უპასუხა, ძებნა დაიწყეს. გახდა 10, 11 საათი... მეც გამაგებინეს, აგერ ვცხოვრობ, მეზობელ კორპუსში. ამასობაში თქვეს იპოვესო, მაგრამ აღარ იყო ჩემი ანუშკი... ვეღარაფერი ვუშველეთ. ბავშვს თან ჰქონდა მობილური, რომელიც ამ დრომდე ნაპოვნი არ არის, გამორთულია, რომ ვრეკავთ. ზუსტად არაფერი ვიცით, დაადგენენ იმედია ყველაფერს..." - გვითხრა მანუჩარ დვალმა.

შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს.

არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

იხილეთ ასევე: