დიდ დდიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები ყელისა და კისრის არეში აღენიშნება.
არასრულწლოვანი შინიდან საღამოს გავიდა, ოჯახმა კი ძებნა მას მერე დაიწყო, რაც მოზრდი დროულად არ დაბრუნდა. ბავშვს სოციალური ქსელითაც ეძებდნენ, სადაც ფოტოები იყო გამოქვეყნებული და მოქალაქეებს სთხოვდნენ, მიეწოდებინათ მოზარდის თაობაზე ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ გოგონას ნახავდნენ. როგორც "ფეისბუქში" დიდი დიღმის ჯგუფში წერენ, ბავშვის ძებნაში მოსახლეობა იყო ჩართული.
გოგონა ბოლოს პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ სკვერში საქანელაზე შენიშნეს. გამთენიისას კი ცხედარი სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილას ნახეს.