სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“2008 წელიც გვახსოვს, როდესაც თქვენი სწორი გადაწყვეტილებების გამო აგრესორი შევაჩერეთ" - ალან გაგლოევი მოსკოვში  პუტინს შეხვდა და ცხინვალში დაპატიჟა
“2008 წელიც გვახსოვს, როდესაც თქვენი სწორი გადაწყვეტილებების გამო აგრესორი შევაჩერეთ" - ალან გაგლოევი მოსკოვში  პუტინს შეხვდა და ცხინვალში დაპატიჟა

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი ალან გაგ­ლო­ე­ვი მოს­კოვ­ში პუ­ტინს პირ­ვე­ლად შეხ­ვდა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­ცე­მა “ტასი” ავ­რცე­ლებს.

რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, შეხ­ვედ­რი­სას პუ­ტინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა ზედ­მე­ტია, ვი­ნა­ი­დან, “გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვთ, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა, მათ შო­რის ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­შიც”.

“გა­სულ წელს ტვირთბ­რუნ­ვის ზრდამ 12% შე­ად­გი­ნა, პრინ­ციპ­ში კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. თით­ქმის ყვე­ლა პროგ­რა­მა ვი­თარ­დე­ბა: სა­ინ­ვეს­ტი­ციო პროგ­რა­მა, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მა, "სამ­ხრეთ ოსე­თის" საკ­რე­დი­ტო დახ­მა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა”, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

გაგ­ლო­ე­ვის თქმით, “რეს­პუბ­ლი­კის ურ­თუ­ლეს მო­მენ­ტებ­ში” რუ­სე­თი ყო­ველ­თვის გვერ­დით ედგა და დღე­საც ფას­და­უ­დე­ბელ მხარ­და­ჭე­რას უწევს.

“2008 წლის აგ­ვის­ტოც გვახ­სოვს, რო­დე­საც "სამ­ხრეთ ოსე­თის" ერი პრაქ­ტი­კუ­ლად სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხის ქვეშ დად­გა, მაგ­რამ სრუ­ლი­ად სწო­რი და დრო­უ­ლად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გამო აგ­რე­სო­რი შე­ჩე­რე­ბულ იქნა”, - გა­ნა­ცხა­და გაგ­ლო­ევ­მა.

შეხ­ვედ­რი­სას გაგ­ლო­ევ­მა პუ­ტი­ნი სა­პა­ტიო სტუმ­რის რან­გში “რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მე-15 წლის­თა­ვის” აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­პა­ტი­ჟა.

“წელს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ "სამ­ხრეთ ოსე­თის" რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მე-15 წლის­თავს აღ­ვნიშ­ნავთ და, შე­საძ­ლებ­ლო­ბით რომ ვი­სარ­გებ­ლო, გპა­ტი­ჟებთ "სამ­ხრეთ ოსეთ­ში" ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო სტუმ­რის რან­გში და თქვენ ად­გილ­ზე ნა­ხავთ "სამ­ხრეთ ოსე­თის" ხალ­ხის თბილ, ნა­თე­სა­ვურ, მად­ლი­ერ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას”, - გა­ნა­ცხა­და გაგ­ლო­ევ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასე რომ
0

ჩვენმა მთავრობამ არ გაიგოს თორემ საქვეყნოდ პროტესტს თუ არ გამოთქვამს გულში მაინც იტყვის.

ვახო.ხო
4

ქოცებო შეიგნეთ არ გამოდის ამ კაცთან ლაქუცი.მალე რეფერენდუმს ჩაატარებს სამაჩაბლოში და აფხაზეთში და მიიერთებს ოფიციალურად,თქვენ კი მაინც ჩუმად იქნებით ალბათ.სომხეთმა გაბედა და შეუღრინა რუსეთს და თქვენ რა ჯანდაბად გჭირთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

“2008 წელიც გვახსოვს, როდესაც თქვენი სწორი გადაწყვეტილებების გამო აგრესორი შევაჩერეთ" - ალან გაგლოევი მოსკოვში  პუტინს შეხვდა და ცხინვალში დაპატიჟა

“2008 წელიც გვახსოვს, როდესაც თქვენი სწორი გადაწყვეტილებების გამო აგრესორი შევაჩერეთ" - ალან გაგლოევი მოსკოვში  პუტინს შეხვდა და ცხინვალში დაპატიჟა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში პუტინს პირველად შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს.

როგორც რუსული მედია წერს, შეხვედრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის არსებული ურთიერთობების დახასიათება ზედმეტია, ვინაიდან, “განსაკუთრებული ხასიათი აქვთ, მაგრამ ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის ეკონომიკურ სფეროშიც”.

“გასულ წელს ტვირთბრუნვის ზრდამ 12% შეადგინა, პრინციპში კარგი მაჩვენებელია. თითქმის ყველა პროგრამა ვითარდება: საინვესტიციო პროგრამა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, ფინანსური დახმარების პროგრამა, "სამხრეთ ოსეთის" საკრედიტო დახმარებისა და მხარდაჭერის პროგრამა”, - აღნიშნა პუტინმა.

გაგლოევის თქმით, “რესპუბლიკის ურთულეს მომენტებში” რუსეთი ყოველთვის გვერდით ედგა და დღესაც ფასდაუდებელ მხარდაჭერას უწევს.

“2008 წლის აგვისტოც გვახსოვს, როდესაც "სამხრეთ ოსეთის" ერი პრაქტიკულად სრული განადგურების საფრთხის ქვეშ დადგა, მაგრამ სრულიად სწორი და დროულად მიღებული გადაწყვეტილებები გამო აგრესორი შეჩერებულ იქნა”, - განაცხადა გაგლოევმა.

შეხვედრისას გაგლოევმა პუტინი საპატიო სტუმრის რანგში “რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავის” აღსანიშნავად დაპატიჟა.

“წელს რუსეთის ფედერაციის მიერ "სამხრეთ ოსეთის" რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავს აღვნიშნავთ და, შესაძლებლობით რომ ვისარგებლო, გპატიჟებთ "სამხრეთ ოსეთში" ყველაზე საპატიო სტუმრის რანგში და თქვენ ადგილზე ნახავთ "სამხრეთ ოსეთის" ხალხის თბილ, ნათესავურ, მადლიერ დამოკიდებულებას”, - განაცხადა გაგლოევმა.