პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიუ-იორკში გაეროს ქალთა კომისიაზე BTU-სა და UN Women Georgia-ს პროექტის,  „500 ქალი ტექში“ -  შესახებ იმსჯელეს
ნიუ-იორკში გაეროს ქალთა კომისიაზე BTU-სა და UN Women Georgia-ს პროექტის,  „500 ქალი ტექში“ -  შესახებ იმსჯელეს

14 მარტს ნიუ-იორკში გა­მარ­თულ გა­ე­როს ქალ­თა სტა­ტუ­სის 67-ე კო­მი­სი­ა­ზე BTU-ს პრო­ექ­ტზე “500 ქალი ტექ­ში“ იმ­სჯე­ლეს. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ექ­სპერტ სპი­კე­რად ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ნინო ენუ­ქი­ძე იყო მიწ­ვე­უ­ლი.

„500 ქალი ტექ­ში“ პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც კო­მი­სი­ა­ზე იმ­სჯე­ლეს, 2020 წლი­დან ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­ორ­დი­ნი­რე­ბი­თა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ნორ­ვე­გი­ის მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რით, მიმ­დი­ნა­რე­ობს.

პრო­ექ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ქა­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. პრო­ექ­ტი პა­სუ­ხობს გა­ე­როს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გა­ე­როს ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის მე­ო­თხე პრინ­ციპს: ქა­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

კო­მი­სი­ა­ზე ნინო ენუ­ქი­ძემ ციფ­რულ ეპო­ქა­ში ქა­ლე­ბის­თვის თა­ნა­ბარ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე ისა­უბ­რა. მან დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, პრო­ექ­ტზე „500 ქალი ტექ­ში“ მის მიზ­ნებ­სა და შე­დე­გებ­ზე.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში გო­გო­ე­ბის მხო­ლოდ14-15% ირ­ჩევს ტექ­ნო­ლო­გი­ურ კა­რი­ე­რას. ქა­ლე­ბი ცალ­სა­ხა უმ­ცი­რე­სო­ბა­ში არი­ან. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ შევ­ძლებთ პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. და ჩვენ ეს უკვე და­ვი­წყეთ. სი­ა­მა­ყით ვა­ცხა­დებ, რომ პრო­ექ­ტში "500 ქალი ტექ­ში” გა­და­ვამ­ზა­დეთ არა მხო­ლოდ ქა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, სა­დაც რუ­სეთ­მა შე­ზღუ­და მათი არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არა­მედ დევ­ნი­ლი ქა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნი­დან, რო­მელ­თაც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სხვა­დას­ხვა კურ­სე­ბი შე­ვას­წავ­ლეთ. ქალ­თა რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში, პროგ­რა­მუ­ლი ენე­ბის შე­სას­წავ­ლი უფა­სო კურ­სე­ბი მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ქალ­თა და­საქ­მე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­დუსტრი­ებ­ში, ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ფემ­ტექ სექ­ტორ­ში პროგ­რა­მის­ტი ქა­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა - სწო­რედ აღ­ნიშ­ნულს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ერ­თად.“ - გა­ნა­ცხა­და ნინო ენუ­ქი­ძემ.

გა­ე­როს ქალ­თა სტა­ტუ­სის კო­მი­სი­ის სხდო­მა ყო­ველ­წლი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა აქ­ტუ­ა­ლურ თე­მას ფა­რავს. მიმ­დი­ნა­რე კო­მი­სი­ის თემა გახ­ლდათ „ინო­ვა­ცი­ე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, გა­ნათ­ლე­ბა ციფ­რულ ეპო­ქა­ში გენ­დერუ­ლი ბა­ლან­სის მი­საღ­წე­ვად და ქა­ლე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად“. სე­სი­ებ­ში, რო­გორც წესი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ მა­ღა­ლი რან­გის დე­ლე­გა­ტე­ბი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან. ინ­ტე­რაქ­ცი­ულ პა­ნე­ლებ­ზე, რომ­ლის ერთ-ერთი სპი­კე­რიც ნინო ენუ­ქი­ძე გახ­ლდათ, ხედ­ვე­ბის, გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ახა­ლი მიგ­ნე­ბე­ბის, კვლე­ვის შე­დე­გე­ბი­სა და სა­ერ­თო მიზ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი გზე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ხდე­ბა. პა­ნელ­მა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. სხდო­მის შე­დე­გე­ბი დო­კუ­მენ­ტად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და ბი­უ­როს წევ­რებს გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბათ.

R

00:00 / 00:00
კეკლუცა
0

რა გვეშველებოდა, ნიუ-იორკი და გაერო, რომ არ იყვეს, ასეთი გენიოსები, დღეს რომ ვართ, არასოდეს ვიქნებოდით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

ნიუ-იორკში გაეროს ქალთა კომისიაზე BTU-სა და UN Women Georgia-ს პროექტის,  „500 ქალი ტექში“ -  შესახებ იმსჯელეს

ნიუ-იორკში გაეროს ქალთა კომისიაზე BTU-სა და UN Women Georgia-ს პროექტის,  „500 ქალი ტექში“ -  შესახებ იმსჯელეს

14 მარტს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს ქალთა სტატუსის 67-ე კომისიაზე BTU-ს პროექტზე “500 ქალი ტექში“ იმსჯელეს. ღონისძიებაზე ექსპერტ სპიკერად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე იყო მიწვეული.

„500 ქალი ტექში“ პროექტი, რომელზეც კომისიაზე იმსჯელეს, 2020 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებითა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარეობს.

პროექტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ჩართულობით საქართველოში მცხოვრები ქალების გადამზადებას გულისხმობს. პროექტი პასუხობს გაეროს მიერ შემუშავებული გაეროს ქალთა გაძლიერების მეოთხე პრინციპს: ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობა.

კომისიაზე ნინო ენუქიძემ ციფრულ ეპოქაში ქალებისთვის თანაბარ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან დეტალურად ისაუბრა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, პროექტზე „500 ქალი ტექში“ მის მიზნებსა და შედეგებზე.

„საქართველოში გოგოების მხოლოდ14-15% ირჩევს ტექნოლოგიურ კარიერას. ქალები ცალსახა უმცირესობაში არიან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას, რაც დიდ გავლენას მოახდენს მიმდინარე პროცესებზე. და ჩვენ ეს უკვე დავიწყეთ. სიამაყით ვაცხადებ, რომ პროექტში ,,500 ქალი ტექში” გადავამზადეთ არა მხოლოდ ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან, სადაც რუსეთმა შეზღუდა მათი არჩევანის თავისუფლება, არამედ დევნილი ქალები უკრაინიდან, რომელთაც ტექნოლოგიების სხვადასხვა კურსები შევასწავლეთ. ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიებში, პროგრამული ენების შესასწავლი უფასო კურსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესება, ქალთა დასაქმება ტექნოლოგიურ ინდუსტრიებში, ციფრული წიგნიერების დონის გაუმჯობესება და ფემტექ სექტორში პროგრამისტი ქალების მხარდაჭერა - სწორედ აღნიშნულს ვახორციელებთ ჩვენ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად.“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომა ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც სხვადასხვა აქტუალურ თემას ფარავს. მიმდინარე კომისიის თემა გახლდათ „ინოვაციები და ტექნოლოგიური ცვლილებები, განათლება ციფრულ ეპოქაში გენდერული ბალანსის მისაღწევად და ქალების გასაძლიერებლად“. სესიებში, როგორც წესი, მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის დელეგატები წარმომადგენლები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ინტერაქციულ პანელებზე, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც ნინო ენუქიძე გახლდათ, ხედვების, გამოცდილებისა და ახალი მიგნებების, კვლევის შედეგებისა და საერთო მიზნისკენ მიმავალი გზების გაზიარება ხდება. პანელმა სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ტექნოლოგიური ექსპერტები გააერთიანა. სხდომის შედეგები დოკუმენტად ჩამოყალიბდება და ბიუროს წევრებს გადაეგზავნებათ.

R