ცნობილი ესპანელი სპორტული ჟურნალისტი გილემ ბალაგე საქართველოს ესტუმრა. მიზეზი, რა თქმა უნდა, "ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იყო. "სად არის ახლა გილემი? "კვარადონას" დაბადების ადგილას, საქართველოში, თბილისში“, - ასე წარადგინა ტელეარხ CBS sport-ზე გადაცემის წამყვანმა ჟურნალისტი.
"გლაზგოს Ababa shop-ის, სტამბოლის, მილანის მოდის კვირეულის შემდეგ ახლა ვიმყოფებით თბილისის ცენტრში, იმ ადგილას, სადაც ხვიჩა კვარაცხელია დაიბადა. ორი დღე გვაქვს, რომ ყველაფერი გაჩვენოთ მის შესახებ“ - გადაცემის წამყვანების მხრიდან ოვაციები და სიცილი მოჰყვა ხვიჩა კვარაცხელიას სახელის წარმოთქმას.
ჟურნალისტი დიღმის მასივში, ხვიჩას მშობლებს სახლში ესტუმრა. ხვიჩას ოთახის დათვალიერებისას, მისმა დედამ აღნიშნა, რომ 7-იანზე ხვიჩა ბავშვობიდან შეყვარებული იყო.
"როდესაც ხვიჩას ფეხბურთის ღმერთს უწოდებენ, ორმაგად მიხარია“, - აღნიშნავს ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია, რომელმაც დაამატა, რომ მისი და მისი თაობის კერპი მარადონა იყო.
იხილეთ ასევე:
მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა
ზურაბიშვილს არ უთქვამს, რომ უკრაინამ ჯარით უნდა გაყაროს რუსები საქართველოდან. უკრაინას, რა თქმა უნდა, მხოლოდ თავისი საქმე აინტერესებს, და ჩვენი არა. ჩვენც მხოლოდ ჩვენი საქმე უნდა გვაინტერესებდეს და ზურაბიშვილი მართალია. ჩვენ საქმეზე ლაპარაკობს. უკრაინას მოსწონს ეს თუ არა, ჩვენ რაც გვჭირდება, ის უნდა ილაპარაკოს. ჯერ ერთი, უკრაინას ვინ კითხავს. უკრაინა-რუსეთის ხელშეკრულება ამერიკის ფარული მონაწილეობის და პირობების რუსეთისათვის წაყენების გარეშე გამორიცხულია. ამიტომ ზურაბიშვილმა უფრო ამერიკას შესთავაზა რუსეთის საქართველოდან გაყვანის ვარიანტი და არა უკრაინას.
სიუჟეტი მაინც ნახეთ წესიერად და მერე დაწერეთ.. ფეხბურთის ღმერთს კი არ უწოდებენო, ფეხბურთის ღმერთს (მარადონას) რომ ადარებენო.. თან ჩემი კუმირი იყოო თქვა კაცმა