საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანეკდოტი, რომლის გამოც ახალგაზრდა კაცს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება - ვასილ ბოლშაკოვს ხუმრობის გამო ანონიმურად უჩივლეს
ანეკდოტი, რომლის გამოც ახალგაზრდა კაცს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება - ვასილ ბოლშაკოვს ხუმრობის გამო ანონიმურად უჩივლეს

რი­ა­ზა­ნის რე­გი­ო­ნის მცხოვ­რებ ვა­სილ ბოლ­შა­კოვს და­ტუ­სა­ღე­ბა ანეკ­დო­ტის გამო ემუქ­რე­ბა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი სახ­ლი უკვე გა­ჩხრი­კეს და კაცს, რო­მე­ლიც რუ­სე­თი­დან ოჯახ­თან ერ­თად სა­მუ­და­მოდ წას­ვლას აპი­რებ­და, ახლა პას­პორ­ტი ჩა­მორ­თმე­უ­ლი აქვს.

"- სერ­გეი, რა­ტომ ვი­ხევთ ხერ­სო­ნი­დან?

- ვა­ლო­დია, თქვენ ხომ თა­ვად ბრძა­ნეთ უკ­რა­ი­ნის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ფა­შის­ტე­ბის­გან და ნა­ცის­ტე­ბი­სა­გან ..."

ეს გახ­ლავთ ანეკ­დო­ტი, რო­მე­ლივ 38 წლის კაც­მა, ქა­ლაქ კა­სი­მო­ვი­დან, გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში VKontakte-ზე და­წე­რა და რის გა­მოც მას სამი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა. საქ­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მუხ­ლით აღიძ­რა. ად­ვო­კა­ტი ანას­ტა­სია ბუ­რა­კო­ვა ამ­ბობს, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კურ ხუმ­რო­ბას მოჰ­ყვა რუ­სე­თის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში.

14 თე­ბერ­ვალს ბოლ­შა­კო­ვის სახ­ლი გა­ჩხრი­კეს. მას სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს 2-დან 7 წლამ­დე ასა­კის, ის და მისი მე­უღ­ლე მე­ო­თხეს ელო­დე­ბი­ან.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­რი­ღი სიმ­ბო­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა: 2023 წლის 24 თე­ბერ­ვა­ლი.

  • სა­ჩი­ვა­რი ხუმ­რო­ბის გამო

ვა­სი­ლი ბოლ­შა­კო­ვი პროგ­რა­მის­ტი და კერ­ძო მე­წარ­მეა. მშობ­ლი­ურ კა­სი­მოვ­ში Lair time club - ს ფლობს, რო­მე­ლიც თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლია, სა­დაც თა­მა­შო­ბენ "მა­ფი­ას“ და სხვა სა­მა­გი­დო თა­მა­შებს, ოღონდ არა ფულ­ზე. კაცი ამ­ბობს, რომ კლუ­ბი­დან შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვს. ეს კი იმი­ტომ გა­ა­კე­თა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდო­ბა, რო­მე­ლიც დიდი ოდე­ნო­ბით ალ­კოჰოლს მო­იხ­მარს, რა­ღა­ცით და­ე­კა­ვე­ბი­ნა.

ვა­სი­ლის თავ­გა­და­სა­ვა­ლი 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­წყო. იმ­ჟა­მად პირ­ვე­ლად უჩივ­ლეს Vkontakte-ზე და­წე­რი­ლი კო­მენ­ტა­რის გამო, თუმ­ცა ცი­ხეს ჯა­რი­მით გა­და­ურ­ჩა. კი­დევ სამი სა­ჩი­ვა­რი შე­მოდ­გო­მა­ზე და­ი­წე­რა. კაცი ამ­ბობს, რომ პი­რა­დად არ იც­ნობს არ­ცერთ მომ­ჩი­ვანს. მისი ად­ვო­კა­ტი ან­დრეი კუ­რი­ატ­ნი­კო­ვი არ გა­მო­რი­ცხავს, ​​რომ ამ სა­ჩივ­რებ­ზეც, შე­საძ­ლოა, ახა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი აღიძ­რას.

  • რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბა ვერ მო­ას­წრო....

ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ვა­სილ­მა ცოლ­თან ერ­თად ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა­ზე ფიქ­რი და­ი­წყო. მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბამ სა­ბო­ლო­ოდ აი­ძუ­ლა ისი­ნი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ რუ­სე­თი და შვი­ლებ­თან ერ­თად თურ­ქეთ­ში გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვე ცხოვ­რობ­დნენ. ბოლ­შა­კო­ვებს მე­ო­თხე შვი­ლის გა­ჩე­ნა უკვე არ­გენ­ტი­ნა­ში სურ­დათ, რათა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მარ­ტი­ვად მი­ე­ღოთ. ოჯა­ხი სა­მუ­და­მოდ აპი­რებ­და სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ წას­ვლამ­დე გა­და­წყვი­ტეს შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ, გა­ყი­დეს მან­ქა­ნა და და­ას­რუ­ლეს რამ­დე­ნი­მე დარ­ჩე­ნი­ლი საქ­მე, თუმ­ცა ქვეყ­ნი­დან წას­ვლა ვე­ღარ მო­ას­წრეს.

ჩხრე­კის შემ­დეგ ვა­სილს სა­ერ­თა­შო­რი­სო პას­პორ­ტი ჩა­მო­არ­თვეს, მას ახლა რუ­სე­თი­დან გამ­გზავ­რე­ბა აღარ შე­უძ­ლია.

ვა­სილ ბოლ­შა­კო­ვი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

  • "სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ გა­უქ­მე­ბუ­ლა"

ად­ვო­კა­ტის აზ­რით, ბოლ­შა­კო­ვის პოს­ტში არ იკი­თხე­ბა ჯა­რის დის­კრე­დი­ტა­ცია.

"არა­ვის გა­უ­უქ­მე­ბია სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ამ გან­ცხა­დე­ბა­ში არა­ნა­ი­რი დის­კრე­დი­ტა­ცია არ არის. ეს არის ანეკ­დო­ტი, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ხალ­ხში ტრი­ა­ლებს, ამას ხალ­ხი ამ­ბობს", - გა­ნუ­ცხა­და კუ­რი­ატ­ნი­კოვ­მა BBC-ს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
4

რა კეთილშობილი სახეები აქვთ! რა კეთილი გამოხედვა!

ობიექტური
25

მიშას დროს უარესიც იყოო ჰოოო და ამიტომ ახლა ეს რეგვენები უნდა დავისვათ თავზე?.. მაშინ რაზე ვაწამებთ იმ კაცს თუ ეს 11 წელი იგივე დღეში ვიყავით შეჩვეული ჭირი არ ჯობდა ამ უტვინოებს ნაცები პარალელურად გაცილებით მეტს აკეთებდნენ და ვინ იცის ახლა სრულიად სხვა მდგომარეობაში ვიქნებოდით ეს იდიოტების ჯგუფი რომ არ მოსულიყო.. შეგვეშალა და ვაღიაროთ!!!! მეც მივეცი ხმა.. ოღონდ არა ამ უკანასკნელებს! ვინც კარგი იყო გაიქცა დროზე!!!

ავტორი:

ანეკდოტი, რომლის გამოც ახალგაზრდა კაცს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება - ვასილ ბოლშაკოვს ხუმრობის გამო ანონიმურად უჩივლეს

ანეკდოტი, რომლის გამოც ახალგაზრდა კაცს რუსეთში 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება - ვასილ ბოლშაკოვს ხუმრობის გამო ანონიმურად უჩივლეს

რიაზანის რეგიონის მცხოვრებ ვასილ ბოლშაკოვს დატუსაღება ანეკდოტის გამო ემუქრება. BBC-ის ინფორმაციით, მისი სახლი უკვე გაჩხრიკეს და კაცს, რომელიც რუსეთიდან ოჯახთან ერთად სამუდამოდ წასვლას აპირებდა, ახლა პასპორტი ჩამორთმეული აქვს.

"- სერგეი, რატომ ვიხევთ ხერსონიდან?

- ვალოდია, თქვენ ხომ თავად ბრძანეთ უკრაინის განთავისუფლება ფაშისტებისგან და ნაცისტებისაგან ..."

ეს გახლავთ ანეკდოტი, რომელივ 38 წლის კაცმა, ქალაქ კასიმოვიდან, გასული წლის ნოემბრის დასაწყისში VKontakte-ზე დაწერა და რის გამოც მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმე შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით აღიძრა. ადვოკატი ანასტასია ბურაკოვა ამბობს, რომ ეს არ არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პოლიტიკურ ხუმრობას მოჰყვა რუსეთის უახლეს ისტორიაში.

14 თებერვალს ბოლშაკოვის სახლი გაჩხრიკეს. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს 2-დან 7 წლამდე ასაკის, ის და მისი მეუღლე მეოთხეს ელოდებიან.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გადაწყვეტილების თარიღი სიმბოლური აღმოჩნდა: 2023 წლის 24 თებერვალი.

  • საჩივარი ხუმრობის გამო

ვასილი ბოლშაკოვი პროგრამისტი და კერძო მეწარმეა. მშობლიურ კასიმოვში Lair time club - ს ფლობს, რომელიც თინეიჯერების დასასვენებელი ადგილია, სადაც თამაშობენ "მაფიას“ და სხვა სამაგიდო თამაშებს, ოღონდ არა ფულზე. კაცი ამბობს, რომ კლუბიდან შემოსავალი არ აქვს. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდობა, რომელიც დიდი ოდენობით ალკოჰოლს მოიხმარს, რაღაცით დაეკავებინა.

ვასილის თავგადასავალი 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო. იმჟამად პირველად უჩივლეს Vkontakte-ზე დაწერილი კომენტარის გამო, თუმცა ციხეს ჯარიმით გადაურჩა. კიდევ სამი საჩივარი შემოდგომაზე დაიწერა. კაცი ამბობს, რომ პირადად არ იცნობს არცერთ მომჩივანს. მისი ადვოკატი ანდრეი კურიატნიკოვი არ გამორიცხავს, ​​რომ ამ საჩივრებზეც, შესაძლოა, ახალი სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას.

  • რუსეთის დატოვება ვერ მოასწრო....

ომის დაწყების შემდეგ ვასილმა ცოლთან ერთად ქვეყნის დატოვებაზე ფიქრი დაიწყო. მობილიზაციის გამოცხადებამ საბოლოოდ აიძულა ისინი დაეტოვებინათ რუსეთი და შვილებთან ერთად თურქეთში გადავიდნენ, სადაც რამდენიმე თვე ცხოვრობდნენ. ბოლშაკოვებს მეოთხე შვილის გაჩენა უკვე არგენტინაში სურდათ, რათა მოქალაქეობა მარტივად მიეღოთ. ოჯახი სამუდამოდ აპირებდა სამხრეთ ამერიკაში დარჩენას, მაგრამ წასვლამდე გადაწყვიტეს შინ დაბრუნებულიყვნენ, გაყიდეს მანქანა და დაასრულეს რამდენიმე დარჩენილი საქმე, თუმცა ქვეყნიდან წასვლა ვეღარ მოასწრეს.

ჩხრეკის შემდეგ ვასილს საერთაშორისო პასპორტი ჩამოართვეს, მას ახლა რუსეთიდან გამგზავრება აღარ შეუძლია.

ვასილ ბოლშაკოვი მეუღლესთან ერთად

  • "სიტყვის თავისუფლება არ გაუქმებულა"

ადვოკატის აზრით, ბოლშაკოვის პოსტში არ იკითხება ჯარის დისკრედიტაცია.

"არავის გაუუქმებია სიტყვის თავისუფლება. ამ განცხადებაში არანაირი დისკრედიტაცია არ არის. ეს არის ანეკდოტი, რომელიც, როგორც ჩანს, ხალხში ტრიალებს, ამას ხალხი ამბობს", - განუცხადა კურიატნიკოვმა BBC-ს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"