ნეაპოლი დღეს ისტორიული მატჩის მოლოდინშია - თუ "ნაპოლი" ფრანკფურტის "აინტრახტს" დაამარცხებს, ისტორიაში პირველად ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
ქალაქში ახლა დაძაბულობა და არეულობაა. ნეაპოლში იმყოფებიან "აინტრახტის" ფანები, ე.წ. ულტრასები და ისინი სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, რადგან მატჩზე დასწრება სურთ.
"აინტრახტის" ფანებს აკრძალული აქვთ მატჩზე დასწრება რადიკალური ქმედებების გამო.
იტალიურ მედიაში ვრცელდება კადრები თუ რა ხდება ამ დროისთვის ქალაქში - მედიის ცნობით, გერმანელმა ფანებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს, მათ შორის, პოლიციის მანქანებს, ისმის აფეთქებების ხმაც.

More scenes of what’s happening in Naples right now. #Napoli [@serieAnews_com] pic.twitter.com/E6ZtZCY8tc
— Italian Football News 🇮🇹 (@footitalia1) March 15, 2023

ცნობისთვის, "აინტრახტის“ ფანებს იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეაპოლში მატჩზე დასწრება აუკრძალა. მიზეზი ისაა, რომ ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრის დროს ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა.იტალიურმა პოლიციამ კი ინციდენტების თავიდან ასარიდებლად აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა რეალურად, ეს გადაწყვეტილება უფრო მძიმე შედეგის მომტანი აღმოჩნდა.