სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" ქალების მხარდაჭერას აგრძელებს
"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" ქალების მხარდაჭერას აგრძელებს

„ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მა­რი­ამ მე­ლი­აშ­ვი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „მი­რა­ბალ­დებ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლთა სა­ხელ­მწი­ფო თავ­შე­სა­ფარს ეს­ტუმ­რა. ცენ­ტრის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ სა­ხე­ლით სა­ჭი­რო ტექ­ნი­კა და სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო ლი­ტე­რა­ტუ­რა გა­და­ე­ცათ.

ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ესა­უბ­რა. მა­რი­ამ მე­ლი­აშ­ვილ­მა, გარ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქა­ლებს „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრ თე­გე­ტა­ში“ და­საქ­მე­ბაც შეს­თა­ვა­ზა.

მა­რი­ამ მე­ლი­აშ­ვი­ლი, „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: „ქა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტას­თვის“ ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ, მათ შო­რის, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქა­ლე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ორ­გა­ნი­ზა­ცია „მი­რა­ბალ­დე­ბი“ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებს. ჩვენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნოა მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ყო­ველ­თვის მზად ვართ, მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ მათი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას“.

„გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“ - ეს არის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „მი­რა­ბალ­დე­ბის“ მთა­ვა­რი სლო­გა­ნი და იდეა. „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა“ „მი­რა­ბალ­დებ­თან“ ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის პრო­ექ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის ფარ­გლებ­ში თა­ნამ­შრომ­ლობს.

„გა­ე­როს ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბის“ (WEPs) ხელ­მომ­წე­რი „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა“ 2022 წელს გახ­და. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კომ­პა­ნი­ამ და­ა­დას­ტუ­რა მზა­ო­ბა, იზ­რუ­ნოს ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და სა­მუ­შაო სივ­რცე­ში ქალ­თა და მა­მა­კაც­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, კომ­პა­ნი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ჩარ­თუ­ლო­ბით, არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

--

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია „ტო­ი­ო­ტა ცენ­ტრი თე­გე­ტა“ სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე 2014 წლი­დან ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნია მო­ნობ­რენ­დუ­ლია და მისი მომ­სა­ხუ­რე­ბა მთლი­ა­ნად ტო­ი­ო­ტას ბრენ­დის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს ტო­ი­ო­ტას უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლებს, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ორი­გი­ნალ ავ­ტო­სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლებს, აქ­სე­სუ­ა­რებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბას. სერ­ვი­სი აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი­თა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" ქალების მხარდაჭერას აგრძელებს

"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" ქალების მხარდაჭერას აგრძელებს

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი მარიამ მელიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდებთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარს ესტუმრა. ცენტრის ბენეფიციარებს, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სახელით საჭირო ტექნიკა და საგანმანათლებო ლიტერატურა გადაეცათ.

ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის გენერალური დირექტორი ბენეფიციარებს საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა. მარიამ მელიაშვილმა, გარდა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფისა, ძალადობის მსხვერპლ ქალებს „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ დასაქმებაც შესთავაზა.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ქალების გაძლიერება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით წვლილი შევიტანოთ, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში. ორგანიზაცია „მირაბალდები“ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. ჩვენთვის სასიამოვნოა მათთან თანამშრომლობა და ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათი ბენეფიციარების გაძლიერებას“.

„განათლება ძალადობის წინააღმდეგ“ - ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „მირაბალდების“ მთავარი სლოგანი და იდეა. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „მირაბალდებთან“ ქალთა გაძლიერების პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში თანამშრომლობს.

„გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) ხელმომწერი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2022 წელს გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, იზრუნოს ქალთა გაძლიერებასა და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების დაცვაზე. ამ მიმართულებით, კომპანიის ინიციატივითა და ჩართულობით, არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება მთლიანად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

NS