მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეხმა მყვინთავმა გაყინულ ტბაში, 52.1 მეტრის სიღრმეზე, სპეციალური საცურაო კოსტიუმის გარეშე ჩაყვინთა და გინესის რეკორდი დაამყარა
ჩეხმა მყვინთავმა გაყინულ ტბაში,  52.1 მეტრის სიღრმეზე, სპეციალური საცურაო კოსტიუმის გარეშე ჩაყვინთა და გინესის რეკორდი დაამყარა

ჩეხ­მა მყვინ­თავ­მა, დე­ვინ ვენკლმა გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა მას შემ­დეგ, რაც შვე­ი­ცა­რი­ის სილ­სის გა­ყი­ნულ ტბა­ში 52.1 მეტ­რის სიღ­რმე­ზე ჩაყ­ვინ­თა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მას არ სცმია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი, რო­მე­ლიც მყვინ­თა­ვებს სხე­უ­ლის სით­ბოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

40 წლის ჩეხ­მა მყვინ­თავ­მა სულ რა­ღაც 1 ჩა­სუნ­თქვით გა­ყი­ნულ ტბა­ში გა­ბურ­ღულ ხვრელ­ში ჩაყ­ვინ­თა, რათა 170,9 ფუ­ტის სიღ­რმე­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლი სტი­კე­რი ზე­და­პირ­ზე ამო­ე­ტა­ნა და რე­კორ­დი და­ემ­ყა­რე­ბი­ნა. ვენკლი იმა­ვე ხვრე­ლი­დან 1 წუ­თი­სა და 54 წა­მის შემ­დეგ ამო­ვი­და და შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლი გახ­სნა.

მის­მა პრო­მო­უ­თერ­მა, პა­ველ კა­ლუს­მა თქვა, რომ დე­ვინ­მა ცურ­ვას მო­სა­ლოდ­ნელ­ზე მეტი დრო მო­ან­დო­მა:

"ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ცოტა მე­ტად ღე­ლავ­და და სუნ­თქვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ცივ წყალ­ში ყოფ­ნა მის­თვის არც ისე­თი რთუ­ლია. ჟანგბა­დის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან შე­გუ­ე­ბა არ უჭირს, მაგ­რამ ეს სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო, რად­გან ცივ წყალ­ში ყუ­რებ­ში წნე­ვა იმა­ტებს და მუ­შა­ო­ბას არ­თუ­ლებს", - თქვა კა­ლუს­მა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვენკლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­მოწ­მე­ბა­ზე მი­ვი­და, რათა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ მის ჯან­მრთე­ლო­ბას რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კი არ შექ­მნია. გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორ­დი ვენკლმა უკვე მე­ო­რედ და­ამ­ყა­რა. ის გი­ნე­სე­ბის წიგნ­ში პირ­ვე­ლად 2021 წელს მოხ­ვდა, მას შემ­დეგ, რაც ჩე­ხე­თის ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ტბის 265 ფუ­ტის სიღ­რმე­ზე ჩაყ­ვინ­თა.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

ჩეხმა მყვინთავმა გაყინულ ტბაში, 52.1 მეტრის სიღრმეზე, სპეციალური საცურაო კოსტიუმის გარეშე ჩაყვინთა და გინესის რეკორდი დაამყარა

ჩეხმა მყვინთავმა გაყინულ ტბაში,  52.1 მეტრის სიღრმეზე, სპეციალური საცურაო კოსტიუმის გარეშე ჩაყვინთა და გინესის რეკორდი დაამყარა

ჩეხმა მყვინთავმა, დევინ ვენკლმა გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა მას შემდეგ, რაც შვეიცარიის სილსის გაყინულ ტბაში 52.1 მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთა. აღსანიშნავია, რომ მას არ სცმია სპეციალური საცურაო კოსტიუმი, რომელიც მყვინთავებს სხეულის სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება.

40 წლის ჩეხმა მყვინთავმა სულ რაღაც 1 ჩასუნთქვით გაყინულ ტბაში გაბურღულ ხვრელში ჩაყვინთა, რათა 170,9 ფუტის სიღრმეზე მოთავსებული სტიკერი ზედაპირზე ამოეტანა და რეკორდი დაემყარებინა. ვენკლი იმავე ხვრელიდან 1 წუთისა და 54 წამის შემდეგ ამოვიდა და შამპანურის ბოთლი გახსნა.

მისმა პრომოუთერმა, პაველ კალუსმა თქვა, რომ დევინმა ცურვას მოსალოდნელზე მეტი დრო მოანდომა:

"ჩვეულებრივზე ცოტა მეტად ღელავდა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ცივ წყალში ყოფნა მისთვის არც ისეთი რთულია. ჟანგბადის ნაკლებობასთან შეგუება არ უჭირს, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული იყო, რადგან ცივ წყალში ყურებში წნევა იმატებს და მუშაობას ართულებს", - თქვა კალუსმა.

მოგვიანებით ვენკლი საავადმყოფოში შემოწმებაზე მივიდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მის ჯანმრთელობას რაიმე სერიოზული რისკი არ შექმნია. გინესის მსოფლიო რეკორდი ვენკლმა უკვე მეორედ დაამყარა. ის გინესების წიგნში პირველად 2021 წელს მოხვდა, მას შემდეგ, რაც ჩეხეთის ყინულოვანი ტბის 265 ფუტის სიღრმეზე ჩაყვინთა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა