პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკაცრი გზავნილები ევროპარლამენტიდან: "ყველა ნიღაბი მოხსნილია, საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს
მკაცრი გზავნილები ევროპარლამენტიდან: "ყველა ნიღაბი მოხსნილია, საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ სრუ­ლი­ად უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი, რო­გორც პა­ტიმ­რი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის. ამის შე­სა­ხებ სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მი­სარ­მა ოლი­ვერ ვარ­ჰე­იმ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს გა­ნა­ცხა­და.

ევ­რო­კავ­ში­რი მზა­ო­ბას გა­მოთ­ქვამს, და­ეხ­მა­როს პარტნი­ო­რებს, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის კუ­თხით.

"ამ პარ­ლა­მენ­ტმა წინა თვეს ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მი­ი­ღო რე­ზო­ლუ­ცია. წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის სა­ხე­ლით [სა­ქარ­თვე­ლოს] იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს დე­მარ­ში გა­და­ვე­ცით და ჩვე­ნი მე­სი­ჯი ძა­ლი­ან მკა­ფიო იყო - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­თან შე­სა­ბა­მი­სად სრუ­ლი­ად უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი, რო­გორც პა­ტიმ­რი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის.

ევ­რო­კავ­ში­რი მზად არის ამ სა­კი­თხში პარტნი­ო­რებს და­ეხ­მა­როს, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მხრივ”, - თქვა ვარ­ჰე­იმ.

  • ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის, სვენ მიქ­სე­რის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი გაწ­ვე­უ­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რი­ტო­რი­კა და ნა­რა­ტი­ვი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი არ არის.

რო­გორც მიქ­სერ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტებ­ზე გა­ნა­ცხა­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის მცდე­ლო­ბა მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რა პრობ­ლე­მე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს ყო­ველ­თვის ვუ­ჭერ­დით მხარს. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი ამ მის­წრა­ფე­ბებს. ვნა­ხეთ ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა - სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მხრივ და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მცდე­ლო­ბა, რომ აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნი მი­ე­ღო, ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რა პრობ­ლე­მე­ბია სა­ხელ­მწი­ფო­ში. ეს ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს კა­ნო­ნი გაწ­ვე­უ­ლია, სა­ხელ­მწი­ფოს რი­ტო­რი­კა და ნა­რა­ტი­ვი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი არაა“,- გა­ნა­ცხა­და სვენ მიქ­სერ­მა, რომ­ლის თარ­გმა­ნიც „მთა­ვარ არხს“ ეკუთ­ვნის.

  • "სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­სა­ხუ­რებს გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამას მისი მთავ­რო­ბა არ იმ­სა­ხუ­რებს" - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს გა­ნა­ცხა­და.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გან­სხვავ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან.

"კო­ლე­გე­ბო, ყვე­ლა ნი­ღა­ბი მოხ­სნი­ლია! სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა ამ პო­ზი­ცი­ას არ მი­ი­ღებს. არ არ­სე­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა დაბ­რუნ­დეს უკან რუ­სეთ­ში. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან. ყვე­ლა გა­ვი­და გა­რეთ და გაგ­ვა­გე­ბი­ნა თა­ვი­სი ხმა ბრი­უ­სელ­ში, მოს­კოვ­ში და ა.შ არა მხო­ლოდ თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში და ქუ­თა­ის­ში იყო გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ თქვენ ვერ დაწ­ვავთ ჩვენ ევ­რო­პულ იდენ­ტო­ბას, ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შის დაწ­ვით, ჩვენ ვიბ­რძვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მუხ­ლი მო­ი­თხოვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა.

ისი­ნი, ვინც პარ­ლა­მენ­ტში არი­ან, მათ უღა­ლა­ტეს თა­ვი­ანთ მო­სახ­ლე­ო­ბას, მათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა აი­ძუ­ლეს ქუ­ჩა­ში გა­სუ­ლიყ­ვნენ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა იმ­სა­ხუ­რებს გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამას მისი მთავ­რო­ბა არ იმ­სა­ხუ­რებს“ - გა­ნა­ცხა­და კრა­მონ­მა, რომ­ლის თარ­გმა­ნიც "მთა­ვარ არხს" ეკუთ­ვნის.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­პას არ აქვს სურ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო ომში ჩა­ით­რი­ოს.

"მე, რო­გორც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს, ორი „მე­სი­ჯი“ მაქვს: სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მკა­ფიო იყო თა­ვი­სი ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა­ში და ამას მხარს და­ვუ­ჭერთ.

არ გვაქვს სურ­ვი­ლი, ომში ჩა­გით­რი­ოთ. ჩვენ კარ­გად გვახ­სოვს 2008 წლის ომი და ყო­ველ­თვის და­ვუ­ჭერთ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას და მის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ ჩემი გზავ­ნი­ლი მკა­ფი­ოა: უკ­რა­ი­ნა­ში ომმა შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფან­ჯა­რა გა­გიხ­სნათ, ნუ გა­მო­ტო­ვებთ მას, გა­მო­ი­ყე­ნეთ. ეს ფან­ჯა­რა მუდ­მი­ვად არ იქ­ნე­ბა, გა­ა­კე­თეთ ის, რა­საც თქვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა თქვენ­გან მო­ე­ლის“,- გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დმა, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბის თარ­გმა­ნიც „მთა­ვარ არხს“ ეკუთ­ვნის.

  • "ჩვენ ვი­ცით, თუ რო­გორ უნდა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა და ჩვენ ვი­ცით, რომ ამ მის­წრა­ფე­ბას ერთი დაბ­რკო­ლე­ბა აქვს და ამ დაბ­რკო­ლე­ბას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჰქვია" - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს გა­ნა­ცხა­და.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბის მხრი­დან ე.წ. უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი იყო პრო­ვო­კა­ცია.

"ეს ადა­მი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ახალ-ახალ პრობ­ლე­მას ქმნის. ჩვენ ვი­ცით, რომ ნიკა გვა­რა­მია და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ ცი­ხე­ში არი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან ამ კა­ნო­ნის (ე.წ. უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი) ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო პრო­ვო­კა­ცია. ჩვენ ვი­ცით, რას მო­ი­თხოვს ევ­რო­კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან - ეს არის დე­პო­ლა­რი­ზა­ცია. ამის მა­გივ­რად ჩვენ ვხე­დავთ, ევ­რო­კავ­ში­რის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­ვო­კა­ცი­ას“,- გა­ნა­ცხა­და კუ­ბი­ლი­უს­მა.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი არის კრემ­ლის პრო­პა­გან­დის ანა­რეკ­ლი.

"ამ დღე­ებ­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, „ევ­რო­კავ­ში­რის პარ­ლა­მენ­ტმა ჯო­ბია სა­კუ­თარ თავს მი­ხე­დოს“. მე ვფიქ­რობ, რომ ეს პრო­პა­გან­და არის კრემ­ლის პრო­პა­გან­დის ანა­რეკ­ლი, ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას“, - გა­ნა­ცხა­და ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უს­მა, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბის თარ­გმა­ნიც „მთა­ვარ არხს“ ეკუთ­ვნის.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 114 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SPQR
1

წაიკითხეთ გუშინდელ ევროპარლამენტის სხდომაზე ნიდერლანდელი დეპუტატის მარსელ დე გრაფის გამოსცლა! 

!!!!!!!!!!
9

ესენი არიან სწორედ ის „სახელოვანი“ ევროპარლამენტარები, ქართველ, ნორმალურად მოაზროვნე ხალხს ევროპას რომ აძულებენ. თურმე საქართველოს მომავალი გიჟის გათავისუფლებაზე და ამათ დაკრულზე ყოფილა დამოკიდებული.

ავტორი:

მკაცრი გზავნილები ევროპარლამენტიდან: "ყველა ნიღაბი მოხსნილია, საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს

მკაცრი გზავნილები ევროპარლამენტიდან: "ყველა ნიღაბი მოხსნილია, საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს

საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, რომ სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ევროკავშირი მზაობას გამოთქვამს, დაეხმაროს პარტნიორებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის კუთხით.

"ამ პარლამენტმა წინა თვეს ბატონი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიიღო რეზოლუცია. წევრი სახელმწიფოების სახელით [საქართველოს] იუსტიციის სამინისტროს დემარში გადავეცით და ჩვენი მესიჯი ძალიან მკაფიო იყო - საქართველოს მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისად სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის.

ევროკავშირი მზად არის ამ საკითხში პარტნიორებს დაეხმაროს, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევის მხრივ”, - თქვა ვარჰეიმ.

  • ევროპარლამენტარის, სვენ მიქსერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი გაწვეულია, ხელისუფლების რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის.

როგორც მიქსერმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა, ხელისუფლების მიერ აღნიშნული კანონპროექტის მიღების მცდელობა მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია საქართველოში.

"ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მაღალია და ჩვენ საქართველოს ევროპულ მომავალს ყოველთვის ვუჭერდით მხარს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი ამ მისწრაფებებს. ვნახეთ ძალიან ბევრი პრობლემა - სასამართლო რეფორმის და კანონის უზენაესობის მხრივ და საქართველოს მთავრობის მცდელობა, რომ აგენტების კანონი მიეღო, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია სახელმწიფოში. ეს ძალიან შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არაა“,- განაცხადა სვენ მიქსერმა, რომლის თარგმანიც „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

  • "საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, ქართველი ხალხი განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან.

"კოლეგებო, ყველა ნიღაბი მოხსნილია! საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს. არ არსებობს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან რუსეთში. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან. ყველა გავიდა გარეთ და გაგვაგებინა თავისი ხმა ბრიუსელში, მოსკოვში და ა.შ არა მხოლოდ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ თქვენ ვერ დაწვავთ ჩვენ ევროპულ იდენტობას, ევროკავშირის დროშის დაწვით, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის.

საქართველოს კონსტიტუციის მუხლი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

ისინი, ვინც პარლამენტში არიან, მათ უღალატეს თავიანთ მოსახლეობას, მათ საქართველოს მოსახლეობა აიძულეს ქუჩაში გასულიყვნენ. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს“ - განაცხადა კრამონმა, რომლის თარგმანიც "მთავარ არხს" ეკუთვნის.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა აღნიშნა, რომ ევროპას არ აქვს სურვილი, საქართველო ომში ჩაითრიოს.

"მე, როგორც სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს, ორი „მესიჯი“ მაქვს: საქართველოს მოსახლეობა ძალიან მკაფიო იყო თავისი ევროპული მისწრაფებების გამოხატვაში და ამას მხარს დავუჭერთ.

არ გვაქვს სურვილი, ომში ჩაგითრიოთ. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის ომი და ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის ტერიტორიულ მთლიანობას.

ქართველი პოლიტიკოსების მიმართ ჩემი გზავნილი მკაფიოა: უკრაინაში ომმა შესაძლებლობის ფანჯარა გაგიხსნათ, ნუ გამოტოვებთ მას, გამოიყენეთ. ეს ფანჯარა მუდმივად არ იქნება, გააკეთეთ ის, რასაც თქვენი მოსახლეობა თქვენგან მოელის“,- განაცხადა მარინა კალიურანდმა, რომლის განცხადების თარგმანიც „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

  • "ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის წევრობა და ჩვენ ვიცით, რომ ამ მისწრაფებას ერთი დაბრკოლება აქვს და ამ დაბრკოლებას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, მთავრობის მხრიდან ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი იყო პროვოკაცია.

"ეს ადამიანი, საქართველოს მოსახლეობისთვის ახალ-ახალ პრობლემას ქმნის. ჩვენ ვიცით, რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ ციხეში არიან.

საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ კანონის (ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი) ინიციატივა იყო პროვოკაცია. ჩვენ ვიცით, რას მოითხოვს ევროკავშირი საქართველოს მთავრობისგან - ეს არის დეპოლარიზაცია. ამის მაგივრად ჩვენ ვხედავთ, ევროკავშირის საწინააღმდეგო და საქართველოს მოსახლეობის საწინააღმდეგო პროვოკაციას“,- განაცხადა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არის კრემლის პროპაგანდის ანარეკლი.

"ამ დღეებში ირაკლი ღარიბაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა, „ევროკავშირის პარლამენტმა ჯობია საკუთარ თავს მიხედოს“. მე ვფიქრობ, რომ ეს პროპაგანდა არის კრემლის პროპაგანდის ანარეკლი, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის და ხალხის მხარდაჭერას“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა, რომლის განცხადების თარგმანიც „მთავარ არხს“ ეკუთვნის.

ნახეთ ასევე: