საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მერჩივნა, როგორც ჩემპიონი, ისე გავეცანი ხალხს..." - რას ჰყვება აქციების სიმბოლოდ ქცეული მოზარდი, რომელიც ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონია
"მერჩივნა, როგორც ჩემპიონი, ისე გავეცანი ხალხს..." - რას ჰყვება აქციების სიმბოლოდ ქცეული მოზარდი, რომელიც ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონია

თბი­ლის­ში, 7-8 მარტს, ე.წ. აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბი­დან, არა­ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, სა­გუ­ლის­ხმო კად­რი შე­მორ­ჩე­ბა ის­ტო­რი­ას. მა­გა­ლი­თად: ქალი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შით ხელ­ში, "რო­ბო­კო­პე­ბის" წინ სქ­რო­ლით მო­სე­ირ­ნე ბიჭი თუ წყლის ჭავლთან სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით მო­ცეკ­ვა­ვე მა­მა­ცი, ლაღი გო­გო­ნა.

  • 16 წლის მო­ზარ­დი, რომ­ლის კადრმაც არამ­ხო­ლოდ ქარ­თუ­ლი, უცხო­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც და­ი­პყრო, სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ტა­ეკ­ვან­დო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ორგზის ჩემ­პი­ო­ნია. სა­ლო­მე 8 მარ­ტის მოვ­ლე­ნებს იხ­სე­ნებს.

მას­თან ინ­ტერ­ვი­უს "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" აქ­ვეყ­ნებს:

"აქ რომ მოვ­დი­ო­დი, ვი­ცო­დი, რომ და­შა­ვე­ბის რის­კე­ბი იყო. არ მე­გო­ნა, რომ ჭავ­ლის წინ ვიდ­გე­ბო­დი. არც ის მე­გო­ნა, რომ მაგ მო­მენ­ტში, რაც კადრზეა აღ­ბეჭ­დი­ლი, მარ­ტო ვი­დე­ქი. ერთ მო­მენ­ტში, გა­ვი­ხე­დე და ვთქვი, ხალ­ხი რა შორს არის და მე რა მინ­და წინ? (იცი­ნის).

თა­ვი­დან მინ­დო­და, რომ მა­ინც სპორ­ტსმე­ნი ვარ, მყა­რი დგო­მა მაქვს და ვი­ცო­დი, რომ წყალს თუ შე­მო­მას­ხამ­დნენ, ვერ წა­მაქ­ცევ­დნენ. თუმ­ცა წყა­ლი ისე­თი ძლი­ე­რი იყო, და­ლურ­ჯე­ბე­ბი მაქვს. შემ­დეგ და­ვი­წყე ჭავ­ლის აცი­ლე­ბა, შემ­დეგ უკვე "მუ­ღამ­ში" შე­ვე­დი და ცოტა გა­ვერ­თე. სახ­ლში წას­ვლი­სას ჩემს ძმას და­ვუ­რე­კე, ნახე-თქო? მი­პა­სუ­ხა, კიო. თა­ვი­დან ჩემს ძმებ­საც ბიჭი ვე­გო­ნე, მა­გა­რი ტი­პი­აო.

ვი­ღა­ცამ პირ­და­პირ ეთერ­შიც თქვა, რომ ბიჭი და­ა­კა­ვე­სო და შემ­დეგ გა­და­ა­კე­თეს, გო­გო­ვო. მეც ვიცი, რომ ტომ­ბო­ის სტი­ლი მაქვს და ბიჭი ვგო­ნი­ვარ ხალ­ხს და არ მრცხვე­ნია. იმ მო­მენ­ტში როცა ვხტუ­ნა­ობ­დი, ერ­თა­დერ­თი იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რომ არ წავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი.

მე ოც­ნე­ბად მაქვს ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და რუ­სუ­ლი პას­პორ­ტით ამას ვერ შევ­ძლებ, არა­სო­დეს ვიქ­ნე­ბი რუ­სე­თის მონა. ბე­ბი­ა­ჩე­მი 85 წლის არის და რომ გა­ი­გო, წი­თე­ლი შარ­ვლით მე ვი­ყა­ვი აქ­ცი­ა­ზე, მი­თხრა, ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ შე­ნი­თო. მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, ეს დღე­ე­ბი ხალ­ხი შე­მო­დის, მცნო­ბენ, მად­ლო­ბას მიხ­დი­ან.

ჩემი აზ­რით, წინა თა­ო­ბა ფიქ­რობს, რომ ჩვენ მხო­ლოდ ტე­ლე­ფონ­ში ვართ ჩამძვრა­ლი. ზოგს ისიც ჰგო­ნია, რომ სპორ­ტით არ ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც ასე არ არის. ტა­ეკ­ვან­დო იმ დროს შე­მიყ­ვარ­და, როცა პირ­ვე­ლად ვი­ვარ­ჯი­შე. მა­ნამ­დე ფეხ­ბურ­თიც მიყ­ვარ­და, რად­გან უბან­ში რომ გავ­დი­ო­დით ბავ­შვე­ბი, ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დით. პირ­ველ ად­გილ­ზე სპორ­ტი მი­ყე­ნია. სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი 2018 წელს გავ­ხდი. პირ­ვე­ლად ორი ჩხუ­ბი მო­ვი­გე და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. მე­ო­რედ ჩემ­პი­ო­ნი 2021 წელს გავ­ხდი. მერ­ჩივ­ნა, რო­გორც ჩემ­პი­ო­ნი, ისე გა­ვე­ცა­ნი ხალ­ხს. ბევ­რმა და­წე­რა ჩვენ­ზე, ნარ­კო­მა­ნი თა­ო­ბაო. ცხოვ­რე­ბა­ში თვა­ლით არ მაქვს ნა­ნა­ხი ნარ­კო­ტი­კი" - ამ­ბობს სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქართველოს შვილი
25

მე მესმის ამ ბავშვის, ის აშკარად მოტყუებული იყო და ეგონა სამშობლოს იცავდა. მჯერა, რომ მალე თვითონვე მიხვდება, რომ იგი იარაღად გამოიყენეს ბოროტმა ძალებმა. ასეთ მოტყუებულ, მაგრამ გულანთებულ ახალგაზრდებთან სერიოზული მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ სწორად აღიქვან ყველაფერი. გაარჩიონ სიკეთე ბოროტებისგან. ამას სერიოზული დაფიქრება და გონიერება სჭირდება, რომ მომავალში ეს გულანთებული ბავშვები კვლავ მტრების ხელში სათამაშოდ არ იქცნენ და სამშობლოს სიყვარული გამოხატონ სწორი მიმართულებით.

მაქარაშვილი-მარქარიანი
39

სალომე! შენი დედიკო შემოევლოს ახალგაზრდა სპორტსმენი ზანგი ჭაბუკის დიდ ...ს:)))😜

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"მერჩივნა, როგორც ჩემპიონი, ისე გავეცანი ხალხს..." - რას ჰყვება აქციების სიმბოლოდ ქცეული მოზარდი, რომელიც ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონია

"მერჩივნა, როგორც ჩემპიონი, ისე გავეცანი ხალხს..." - რას ჰყვება აქციების სიმბოლოდ ქცეული მოზარდი, რომელიც ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონია

თბილისში, 7-8 მარტს, ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციებიდან, არაერთი დასამახსოვრებელი, საგულისხმო კადრი შემორჩება ისტორიას. მაგალითად: ქალი ევროკავშირის დროშით ხელში, "რობოკოპების" წინ სქროლით მოსეირნე ბიჭი თუ წყლის ჭავლთან საქართველოს დროშით მოცეკვავე მამაცი, ლაღი გოგონა.

  • 16 წლის მოზარდი, რომლის კადრმაც არამხოლოდ ქართული, უცხოური სოციალური მედიასაშუალებებიც დაიპყრო, სალომე კენჭიაშვილია, რომელიც ტაეკვანდოში საქართველოს ორგზის ჩემპიონია. სალომე 8 მარტის მოვლენებს იხსენებს.

მასთან ინტერვიუს "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს:

"აქ რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ დაშავების რისკები იყო. არ მეგონა, რომ ჭავლის წინ ვიდგებოდი. არც ის მეგონა, რომ მაგ მომენტში, რაც კადრზეა აღბეჭდილი, მარტო ვიდექი. ერთ მომენტში, გავიხედე და ვთქვი, ხალხი რა შორს არის და მე რა მინდა წინ? (იცინის).

თავიდან მინდოდა, რომ მაინც სპორტსმენი ვარ, მყარი დგომა მაქვს და ვიცოდი, რომ წყალს თუ შემომასხამდნენ, ვერ წამაქცევდნენ. თუმცა წყალი ისეთი ძლიერი იყო, დალურჯებები მაქვს. შემდეგ დავიწყე ჭავლის აცილება, შემდეგ უკვე "მუღამში" შევედი და ცოტა გავერთე. სახლში წასვლისას ჩემს ძმას დავურეკე, ნახე-თქო? მიპასუხა, კიო. თავიდან ჩემს ძმებსაც ბიჭი ვეგონე, მაგარი ტიპიაო.

ვიღაცამ პირდაპირ ეთერშიც თქვა, რომ ბიჭი დააკავესო და შემდეგ გადააკეთეს, გოგოვო. მეც ვიცი, რომ ტომბოის სტილი მაქვს და ბიჭი ვგონივარ ხალხს და არ მრცხვენია. იმ მომენტში როცა ვხტუნაობდი, ერთადერთი იმაზე ვფიქრობდი, რომ არ წავქცეულიყავი.

მე ოცნებად მაქვს ევროპაში მოგზაურობა და რუსული პასპორტით ამას ვერ შევძლებ, არასოდეს ვიქნები რუსეთის მონა. ბებიაჩემი 85 წლის არის და რომ გაიგო, წითელი შარვლით მე ვიყავი აქციაზე, მითხრა, ძალიან ვამაყობ შენითო. მაღაზიაში ვმუშაობ, ეს დღეები ხალხი შემოდის, მცნობენ, მადლობას მიხდიან.

ჩემი აზრით, წინა თაობა ფიქრობს, რომ ჩვენ მხოლოდ ტელეფონში ვართ ჩამძვრალი. ზოგს ისიც ჰგონია, რომ სპორტით არ ვართ დაკავებული, რაც ასე არ არის. ტაეკვანდო იმ დროს შემიყვარდა, როცა პირველად ვივარჯიშე. მანამდე ფეხბურთიც მიყვარდა, რადგან უბანში რომ გავდიოდით ბავშვები, ფეხბურთს ვთამაშობდით. პირველ ადგილზე სპორტი მიყენია. საქართველოს ჩემპიონი 2018 წელს გავხდი. პირველად ორი ჩხუბი მოვიგე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. მეორედ ჩემპიონი 2021 წელს გავხდი. მერჩივნა, როგორც ჩემპიონი, ისე გავეცანი ხალხს. ბევრმა დაწერა ჩვენზე, ნარკომანი თაობაო. ცხოვრებაში თვალით არ მაქვს ნანახი ნარკოტიკი" - ამბობს სალომე კენჭიაშვილი.

ნახეთ ასევე: