"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას ევროპის ჯაშუში უწოდა და მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა მის მაგივრად საჯაროდ მეთქვა, რომ ის ამაყობს იმით, რომ ევროპის და თავისუფალი სამყაროს აგენტია", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილის სხეულში მძიმე მეტალების არსებობა არის ფაქტი, რომელიც დადასტურდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაბორატორიისა და სხვა ლაბორატორიების მიერ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მას ევროპის ჯაშუში უწოდა და მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა მის მაგივრად საჯაროდ მეთქვა - ის ამაყობს იმით, რომ ევროპის და თავისუფალი სამყაროს აგენტია.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ისეთი პატიმრის გათავისუფლებას, რომლის ჯანმრთელობა მძიმეა, მიხეილ სააკაშვილს კი, 47 სხვადასხვა დიაგნოზი აქვს, მათ შორის, რამდენიმე ძალიან მძიმე დაავადება. საქართველოს სასამართლომ ნახა საბუთები და განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის ავად, საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ ევროპარლამენტარები მოსყიდული ხალხია, რომელიც არ წარმოადგენს თავისუფალ სამყაროს, ასე რომ შეიძლება საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბრალი დაგვდონ, რომ ჯაშუშების კონფერენციაში მივიღეთ მონაწილეობა. ახლა ჩვენ დრო ძალიან ცოტა გვაქვს და თუ არ ვიმოქმედებთ პუტინი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ჩალაძემ, რომლის გამოსვლის თარგმანსაც "მთავარი არხი“ ავრცელებს.
"ჩემი შვილის ოცნება იყო, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის წევრი გამხდარიყო, რაც ქართველი ხალხის დიდი ხნის ოცნებაც იყო. ის სტუდენტი იყო, როდესაც საქართველო ეუთო-ს წევრი გახდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციას შეუერთდა და მიხეილ სააკაშვილი შეპყრობილი იყო იდეით, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილად ექცია. იმ დროს საქართველო ჩაძირული იყო კორუფციაში, ჩვენი განათლების სისტემა დაფუძნებული იყო კორუფციაზე, სამედიცინო სექტორი იყო ქრთამებზე და მისი მიზანი ამის შეცვლა იყო, რაც მან მოახერხა“, - განაცხადა გიული ალასანიამ, რომლის გამოსვლის თარგმანსაც "მთავარი არხი“ ავრცელებს.
დასავლეთზე ფიქრობდა და იმიტომ მისცა და მიჰყიდა რუსეთს საქართველოს მეოთხედი ნაწილი? კორუფცია მოსპოო - რომ ამბობს ქალბატონი გიული, იცის მნიშვნელობა კორუფციის? კორუფცია თუ არა საიდან ამდენი ქონება სააკაშვილების ხელში? ნეპოტიზმი თუ არა, საიდან მილიონები თვითონ გიულის? ნუ ჩხრეკენ ჯობია, უფრო მეტი ნაგავი ამოვა. იქიდან.
ამ პიროვნებას ვიცნობ, კულტურის სამინისტროდან, როცა ის ნიკა რურუამ (მაშინდელმა კულტურის მინისტრმა) თავის პირველ მოადგილედ დანიშნა. ჩალაძე მაშინ 21 წლის იყო. გარწმუნებთ ბატონებო, ის უაღრესად საშიში პიროვნებაა და სიფრთხილისაკენ მოვუწოდებ მთელ საზოგადოებას! ის, ნიჭიერი, ვერაგი, ყველაფრის მკადრებელი ქართველთმოძულეა. ეს გადამეტებული შეფასება არაა (პირიქით) და მას თავისი თავი არ ამოუწურავს. ის აუცილებლად იტყვის თავის ბინძურ სათქმელს და დარწმუნებული ვარ, ბევრს გაგახსენდებათ ეს სიტყვები. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ სიფრთხილისაკენ! პატივისცემით!