საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლება, რომელიც მომავალ თაობას ემუქრება, დასრულებულია - კობახიძის სახით შიშითა და მოლანდებებით აცახცახებული ავტოკრატი ვნახეთ" - ანა ნაცვლიშვილი
"ხელისუფლება, რომელიც მომავალ თაობას ემუქრება, დასრულებულია - კობახიძის სახით შიშითა და მოლანდებებით აცახცახებული ავტოკრატი ვნახეთ" - ანა ნაცვლიშვილი

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ხალ­ხს და ქვეყ­ნის მო­მა­ვალ თა­ო­ბას ემუქ­რე­ბა, დას­რუ­ლე­ბუ­ლია - ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის სა­ხით ში­ში­თა და მო­ლან­დე­ბე­ბით აცახ­ცა­ხე­ბუ­ლი ავ­ტოკ­რა­ტი ვნა­ხეთ, მინ­და მათ ვუ­თხრა - ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნე­ბენ სა­კუ­თა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის გარ­და! - ეს გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში "ლე­ლოს“ დე­პუ­ტატ­მა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

ნაც­ვლიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, კო­ბა­ხი­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, "შიშს დიდი თვა­ლე­ბი აქვს, რაც მას დიდი ხა­ნია ბოდ­ვით მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამ­ყო­ფებს“.

ნაც­ვლიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თავს, ან­ტი­რუ­სუ­ლი, სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის დევ­ნას თავი და­ა­ნე­ბონ.

"თქვენ­თვის­ვე აჯო­ბებს, ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტო­ბის სტა­ტუ­სის­თვის სა­ჭი­რო 12 წი­ნა­პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბას მი­უბ­რუნ­დეთ. თუ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის ჩაგ­დე­ბას გა­აგ­რძე­ლებთ, სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტი კი­დევ უფრო ფარ­თო იქ­ნე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან უმ­კაც­რეს პა­სუხს მი­ი­ღებთ. 7-8 მარ­ტის აქ­ცი­ებ­მა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ და­ა­ნა­ხა, თუ რა არის ხალ­ხის რე­ა­ლუ­რი ძალა. ამით შე­ში­ნე­ბუ­ლი "ოც­ნე­ბა“ ცდი­ლობს ან­ტი­რუ­სუ­ლი პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს პა­სუ­ხი სა­თი­თა­ოდ მოს­თხო­ვოს. ამის­თვის მათ სხვა­დას­ხვა რეპ­რე­სი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი აქვთ, მათ შო­რის ერთ-ერ­თია საბ­ჭო­თა - 1984 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ან­ტი­რუ­სუ­ლი აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა და­კა­ვე­ბა და და­ჯა­რი­მე­ბა ხდე­ბა. და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა, მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ­მა დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა, ასე­ვე სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უკვე გა­ა­კე­თეს სა­ჯა­რო შე­ფა­სე­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ 7-8 მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის ძა­ლის­მი­ე­რი დაშ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და - არც კი სა­უბ­რო­ბენ პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბა­ზე და პირ­და­პირ ამ­ბო­ბენ, რომ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და! იყო არა­ერ­თი დარ­ღვე­ვა - მათ შო­რის და­კა­ვე­ბუ­ლი დე­მონ­სტრან­ტე­ბის ცემა და მათ­თვის ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მი­ყე­ნე­ბა. ამ პი­რო­ბებ­ში სის­ტე­მა სა­კუ­თარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე არ სა­უბ­რობს და ახალ­გაზ­რდებს, მათ შო­რის არას­რულ­წლოვ­ნებს ემუქ­რე­ბა. მინ­და მათ ვუ­თხრა - ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნე­ბენ სა­კუ­თა­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის გარ­და, რაც უკვე ვნა­ხეთ. ჩვენ თი­თო­ე­ულ საქ­მეს ბო­ლომ­დე მივ­ყვე­ბით. მინ­და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო, თუ იქ­ნე­ბა მუ­ქა­რა, შეგ­ვეხ­მი­ა­ნეთ, და­გი­ცავთ და ასე­ვე ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით შე­ვის­წავ­ლით სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბებს ან­ტი­რუ­სუ­ლი პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემიდა
8

ამ თავჯიჯგვა ქალმა რას შეგვჭამა,?რა გაუკეთებია,რა შეუქმნია,ვინაა საიდან მოეხეტა ,არ გაინტერესებთ?? . მართლა რამდენს ბედავს ამ ვიდით???!

ნანა
8

ახალგაზრდების გამოყენება ბოროტი ზრახვებისთვის ცოდვაა და ამისთვის მოგეთხოვებათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ხელისუფლება, რომელიც მომავალ თაობას ემუქრება, დასრულებულია - კობახიძის სახით შიშითა და მოლანდებებით აცახცახებული ავტოკრატი ვნახეთ" - ანა ნაცვლიშვილი

"ხელისუფლება, რომელიც მომავალ თაობას ემუქრება, დასრულებულია - კობახიძის სახით შიშითა და მოლანდებებით აცახცახებული ავტოკრატი ვნახეთ" - ანა ნაცვლიშვილი

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს და ქვეყნის მომავალ თაობას ემუქრება, დასრულებულია - ირაკლი კობახიძის სახით შიშითა და მოლანდებებით აცახცახებული ავტოკრატი ვნახეთ, მინდა მათ ვუთხრა - ვერავის შეაშინებენ საკუთარი დეპუტატების გარდა! - ეს განცხადება პარლამენტში "ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, კობახიძის მდგომარეობა ძალიან რთულია, "შიშს დიდი თვალები აქვს, რაც მას დიდი ხანია ბოდვით მდგომარეობაში ამყოფებს“.

ნაცვლიშვილი ხელისუფლებას მიმართავს, ანტირუსული, სახალხო პროტესტის მონაწილეების დევნას თავი დაანებონ.

"თქვენთვისვე აჯობებს, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსისთვის საჭირო 12 წინაპირობის შესრულებას მიუბრუნდეთ. თუ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაგდებას გააგრძელებთ, სახალხო პროტესტი კიდევ უფრო ფართო იქნება და საქართველოს მოქალაქეებისგან უმკაცრეს პასუხს მიიღებთ. 7-8 მარტის აქციებმა "ქართულ ოცნებას“ დაანახა, თუ რა არის ხალხის რეალური ძალა. ამით შეშინებული "ოცნება“ ცდილობს ანტირუსული პროტესტის მონაწილეებს პასუხი სათითაოდ მოსთხოვოს. ამისთვის მათ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმები აქვთ, მათ შორის ერთ-ერთია საბჭოთა - 1984 წელს მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც ანტირუსული აქციების მონაწილეთა დაკავება და დაჯარიმება ხდება. დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა დამკვირვებლებმა, ასევე სახალხო დამცველმა უკვე გააკეთეს საჯარო შეფასებები იმის თაობაზე, რომ 7-8 მარტის აქციების ძალისმიერი დაშლის საფუძველი არ არსებობდა - არც კი საუბრობენ პროპორციულობაზე და პირდაპირ ამბობენ, რომ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა! იყო არაერთი დარღვევა - მათ შორის დაკავებული დემონსტრანტების ცემა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება. ამ პირობებში სისტემა საკუთარ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობს და ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს ემუქრება. მინდა მათ ვუთხრა - ვერავის შეაშინებენ საკუთარი დეპუტატების გარდა, რაც უკვე ვნახეთ. ჩვენ თითოეულ საქმეს ბოლომდე მივყვებით. მინდა ყველას მოვუწოდო, თუ იქნება მუქარა, შეგვეხმიანეთ, დაგიცავთ და ასევე ძალიან ყურადღებით შევისწავლით სასამართლო ხელისუფლების მოქმედებებს ანტირუსული პროტესტის მონაწილეთა მიმართ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.