მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას" - შალვა პაპუაშვილი
"ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას" - შალვა პაპუაშვილი

ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვით დაბ­რუნ­დე­ბა თა­ვის ად­გი­ლას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ "ალტ-ინ­ფოს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შის ჩა­მოხ­სნი­სა და დაწ­ვის ფაქტს.

მი­სი­ვე თქმით, რა­დი­კა­ლიზ­მი წარ­მო­შობს რა­დი­კა­ლიზმს.

"პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შის შე­ბღალ­ვის ფაქტს მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო. იცით, რომ ჩვე­ნი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტმა ევ­რო­კავ­ში­რის, ისე­ვე რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბის დრო­შე­ბის შე­ბღალ­ვა, რო­მე­ლიც აღ­მარ­თუ­ლია ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბის წინ, დას­ჯა­დი გა­ხა­და და, რა თქმა უნდა, იყო გან­ცხა­დე­ბაც შსს-სი, რომ ყვე­ლა, ვინც შე­ბღა­ლა ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა, სა­თა­ნა­დოდ იქ­ნე­ბა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით შე­სა­ბა­მი­სად დას­ჯი­ლი.

სამ­წუ­ხა­რო ისაა, რა­საც ვხე­დავთ, რა­დი­კა­ლიზ­მი წარ­მო­შობს რა­დი­კა­ლიზმს. ასე­თი ქცე­ვა, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლია ვის­გა­ნაც არ უნდა მო­დი­ო­დეს ეს. დრო­შა სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვით დაბ­რუნ­დე­ბა თა­ვის ად­გილს. აღ­დგე­ბა სა­მაგ­რიც და რო­გორც ვთქვი, დრო­შა სა­თა­ნა­დო პა­ტი­ვით დაბ­რუნ­დე­ბა თა­ვის ად­გი­ლას. რაც შე­ე­ხე­ბა ლო­ზუნ­გე­ბის მოყ­ვა­რულ დე­პუ­ტა­ტებს, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­წო­დე­ბენ სხვა­დას­ხვა სიმ­ბო­ლიზ­მის­კენ, ეს სხვა­დას­ხვა მიდ­გო­მაა. როცა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის ფან­ჯრე­ბი იმ­სხვრე­ო­და, მა­შინ უნდა ეფიქ­რათ ევ­რო­პა­ზე. თუკი ევ­რო­პა­ზე სა­უბ­რო­ბენ, დრო­შა მათ გულ­ში უნდა ფრი­ა­ლებ­დეს და მათი ქცე­ვა უნდა იყოს ევ­რო­პუ­ლი. დრო­შა დაბ­რუნ­დე­ბა თა­ვის ად­გი­ლას!“-გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

ჩრჩილს არ შეაჭმევინო, რაღაც კონსერვატორი ჩრჩილი მომრავლდა, სინთეტიკასაც ჭამს.

2

და როგორია ევროკავშირის დროშის დაბრუნების სათანადო პატივი? სანთლებს აუნთებთ? დაცვას დაუყენებთ? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას" - შალვა პაპუაშვილი

"ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას" - შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის შენობის წინ "ალტ-ინფოს" წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტს.

მისივე თქმით, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს.

"პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის შებღალვის ფაქტს მინდა გამოვეხმაურო. იცით, რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა ევროკავშირის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა, რომელიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობების წინ, დასჯადი გახადა და, რა თქმა უნდა, იყო განცხადებაც შსს-სი, რომ ყველა, ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, სათანადოდ იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დასჯილი.

სამწუხარო ისაა, რასაც ვხედავთ, რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა, რა თქმა უნდა, მიუღებელია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილს. აღდგება სამაგრიც და როგორც ვთქვი, დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას. რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს სხვადასხვა მიდგომაა. როცა პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. დროშა დაბრუნდება თავის ადგილას!“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.