მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო" - რა განცხადებას ავრცელებს შსს "ალტ-ინფოს" მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვაზე
"ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო" - რა განცხადებას ავრცელებს შსს "ალტ-ინფოს" მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვაზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შის ჩა­მოხ­სნი­სა და დაწ­ვის ფაქ­ტზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მოხ­დე­ბა სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და და­ჯა­რი­მე­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174-ე (მე-18 პრი­მა) მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო, რაც სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ აღ­მარ­თუ­ლი/გა­მო­ფე­ნი­ლი ევ­რო­პის კავ­ში­რის, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სიმ­ბო­ლოს შე­ბღალ­ვას გუ­ლის­ხმობს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ მოხ­დე­ბა სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და და­ჯა­რი­მე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო თბი­ლის­ში, პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­დებს, არ გას­ცდნენ შეკ­რე­ბის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს, და­იც­ვან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის ნორ­მე­ბი და და­ე­მორ­ჩი­ლონ პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნებს.

სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის თი­თო­ე­უ­ლი ფაქ­ტი პო­ლი­ცი­ის მიერ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი და მკაც­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა”, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tsiko
1

ორივე მიტინგის სამ.დამრღვევებმა უნდა აგოს პასუხი ჩადენილი ქმედების შესაბამისად (ზოგო ადმინ. და ზოგიც სისხლის წესით)

...
4

თქვენ თავსვე ეცით პატივი და არ დააჯარიმოდ ხალხი რომელმაც ფერზე მოგიყვანათ, თორე მოლოტოვი რო დაგიშვეს მაგათ ვერაფერი უქენით. ცოტა ოდენი თანმიმდევრობა მაინც გამოიჩინეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო" - რა განცხადებას ავრცელებს შსს "ალტ-ინფოს" მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვაზე

"ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო" - რა განცხადებას ავრცელებს შსს "ალტ-ინფოს" მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ასევე იხილეთ: