ავტორი:

ტრადიციული და ციფრული ხელოვნება ერთი ახალგაზრდა ხელოვანის შემოქმედებაში

ტრადიციული და ციფრული ხელოვნება ერთი ახალგაზრდა ხელოვანის შემოქმედებაში

თამუნა ჯეჯელავა ახალგაზრდა ქართველი ხელოვანია, რომელიც ცდილობს საკუთარი ძალები სხვადასხვა მიმართულებით მოსინჯოს და მისი ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს მრავალფეროვანი შეთავაზებები გაუკეთოს.

„ხატვა ჩემი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ვქმნი პრინტებს და სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობ. ვხატავ როგორც ტილოზე, ასევე ციფრულად. ეს ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული პროცესია და სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებას მოითხოვს, რაც უფრო ამრავალფეროვნებს ჩემს საქმიანობას. მრავალფეროვნება კი, ვფიქრობ, ჩემთვის და ამ საქმიანობისთვის აუცილებელი პირობაა. ამ საქმეში ყველაზე მეტად მომწონს, რომ ჩემი ხელოვნების დაინტერესებული ადამიანებისათვის გაზიარება შემიძლია. მათ ჩემი ტილოების, ციფრული ილუსტრაციებისა და გრაფიკულ დიზაინის ნამუშევრების შეძენა ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ,“ - გვიყვება თამუნა ჯეჯელავა.

როგორც თავად აღნიშნავს, მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის განვითარებაზე იზრუნოს და ერთი საქმით არ შემოიფარგლოს. ამის საშუალებას კი ტექნოლოგიების განვითარება აძლევს.

„სულ ვფიქრობ, როგორ განვავითარო ჩემი პატარა ბიზნესი. მაგალითად, გაზაფხულისთვის ონლაინ მაღაზიის გახსნას ვგეგმავ, სადაც საწყის ეტაპზე, ჩემი ილუსტრაციებით დაპრინტულ თავსაბურავებს წარმოვადგენ. ვიწრო სპეციფიკური მიმართულებით რომ არ დავრჩენილიყავი, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ადაპტაცია ჩავთვალე საჭიროდ. ეს კი, კლასიკური მიმართულების გარდა, თანამედროვე ტექნიკების ათვისებას მოითხოვს, რაც ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა. ზოგადად, ჩვენი სფეროში, სადაც დარიცხული ფიქსირებული შემოსავალი ნაკლებადაა, ძალიან ართულებს ბანკთან ურთიერთობას. მით უმეტეს, ამას დაემატა გარემოება, რომ პირველად ვიღებდი სესხს. „ლიბერთის“ მეგობრების რჩევით მივმართე. დასამახსოვრებელი იყო მათი დამოკიდებულება ჩემ მიმართ - „ლიბერთი“ პატივისცემით მოეკიდა ჩემს საქმესა და შემოქმედებას, რაც არც ისე ხშირია. მაგრძნობინეს, რომ ეს სფერო მათთვის ღირებული და დასაფასებელია. მოვიდნენ, თავად ნახეს სახელოსნო, ნამუშევრები, შემდეგ განიხილეს და თანხმობა გამომიცხადეს. მიხარია, რომ ეს თანხა არამხოლოდ უშუალოდ საქმისთვის, არამედ, განათლების მიღებაშიც გამომადგა. „ლიბერთისთან“ ურთიერთობაში განსაკუთრებით სასიამოვნო მათი აღქმა იყო - ისინი ხელოვნებას აღიქვამენ საქმიანობად და სხვა ორგანიზაციების მსგავსად, პრაგმატულად არ უყურებენ. „ლიბერთისთან“ თანამშრომლობამ საშუალება მომცა გამევლო არაერთი საჭირო კურსი გრაფიკული დიზაინის მიმართულებით, რათა დამეხვეწა და გამეფართოებინა საქმიანობის არეალი,“ - განმარტავს თამუნა.

ცოტა ხნის წინ თამუნამ პირველი გამოფენაც მოაწყო, რომელიც მართალია პატარა იყო, მაგრამ მისთვის დაკავშირებული იყო დიდ ემოციებთან, მოტივაციასა და სულ უფრო მეტის კეთების სურვილთან.

თამუნა გაჩერებას არ აპირებს. სურს, მაქსიმალურად მოიცვას ეს სფერო და მისი თითოეული ჩანაფიქრი რეალობად აქციოს. ახალგაზრდა შემოქმედის მიზანია, შექმნას სრულყოფილი ბრენდი, რომელიც მის ილუსტრაციებსა და ნახატების მოტივებზე იქნება დაფუძნებული.

„ხელოვნების გარდა, სხვა ინტერესებიც მაქვს. ჩემი პირველადი პროფესია დაკავშირებულია მედიცინასთან. დიდი სურვილი მაქვს, ეს ორი განსხვავებული დარგი ერთმანეთთან დავაკავშირო და მათ შორის არსებული პარალელების ხელოვნებაში გადმოტანა შევძლო. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყე, რაც საკმაოდ დიდ დროსა და რესურს მოითხოვს,” - აღნიშნავს თამუნა.

თამუნა ჯეჯელავა მისი ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს ახლო მომავალში განსაკუთრებულ სიახლეებს შესთავაზებს.

R