15 000 ლარამდე ფასდაკლება როგორც ერთიანი გადახდის, ისე შიდა განვადებისა და იპოთეკის შემთხვევაში - პრემიუმ კლასის კომპლექს მონოლით გრინ სითიში 7 მარტიდან გრანდიოზული აქცია დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში კომპანიას დამატებითი პირობა აქვს: პირველადი შენატანი 20%-ის ნაცვლად უკვე 10%-ს შეადგენს.
რაც შეეხება შიდა განვადების პირობებს, „მონოლით ჯგუფი“ გადახდის 2 სისტემას გთავაზობთ:
„მონოლით გრინ სითის“ პირობები შესაძლებლობას გაძლევთ, საცხოვრებლად გადახვიდეთ მწვანე, დაცულ კომპლექსში, სადაც ყველაფერია კომფორტისა და სიმშვიდისთვის. პროექტი ორთაჭალა-კრწანისში 12 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება. მისი მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია. კომპლექსის მეორე ეტაპი 2023 წლის დეკემბერში, ხოლო მესამე - 2024 წლის დეკემბერში ჩაბარდება. მისი დასრულების შემდეგ მობინადრეები იცხოვრებენ დედაქალაქის ისტორიული ნაწილისგან 10 წუთის სავალზე.
4 000 კვ/მ ტერიტორიაზე მოწყობილი დენდროლოგიური პარკი „მონოლით გრინ სითიში“ განსაკუთრებულ მიკროკლიმატს ქმნის. მობინადრეებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ურბანული განვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა უპირატესობით და ამავდროულად, დატკბნენ მწვანე, ჯანსაღი გარემოთი.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ფოტოზე დაჭერით „მონოლით ჯგუფს“ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენელი განვადების პირობებს პირადად გააცნობს:
R