ავტორი:

"ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

"ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს

პარლამენტთან მიმდინარე პრორუსული "ალტ - ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და "აგენტებს დაერქვათ თავის სახელი", ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და "სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, "გადატრიალებას აორგანიზებდა".