საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობენ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება... არავის ვუნდოდით, დამცინოდნენ" - გზა ლტოლვილობიდან ოსკარამდე: ვიეტნამელი მსახიობის ახდენილი "ამერიკული ოცნება"
"ამბობენ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება... არავის ვუნდოდით, დამცინოდნენ" - გზა ლტოლვილობიდან ოსკარამდე: ვიეტნამელი მსახიობის ახდენილი "ამერიკული ოცნება"

2023 წლის ოს­კა­რით და­ჯილ­დო­ე­ბის რი­გით 95-ე ცე­რე­მო­ნია ვი­ეტ­ნა­მუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის, კე ვი ჩი­უ­ა­ნის­თვის ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა აღ­მოჩ­ნდა. მან მი­ი­ღო ოს­კა­რი ფილმ Everything Everywhere All At Once-ში სა­უ­კე­თე­სოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის­თვის.

ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო სცე­ნა­ზე ჯილ­დოს მი­სა­ღე­ბად ასუ­ლი მსა­ხი­ო­ბის სი­ტყვა. მან ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა.

"ამ­ბო­ბენ, რომ ასეთ ის­ტო­რი­ებს მხო­ლოდ ფილ­მებ­ში ნა­ხავთ. არ მჯე­რა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ თავს ხდე­ბა, ეს ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბაა. დე­და­ჩე­მი 84 წლი­საა და ახლა სახ­ლი­დან მი­ყუ­რებს. დე, "ოს­კა­რით“და­მა­ჯილ­დო­ვეს. ჩემი ის­ტო­რია ნავ­ზე და­ი­წყო. ერთი წელი გა­ვა­ტა­რე ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში და რო­გორ­ღაც ჰო­ლი­ვუ­დის ყვე­ლა­ზე დიდ სცე­ნა­ზე მოვ­ხვდი. ოც­ნე­ბე­ბის უნდა გჯე­რო­დეთ. მე ლა­მის უარი ვთქვი ჩემს ოც­ნე­ბა­ზე. ყვე­ლას მოგ­მარ­თავთ, არ ჩაკ­ლათ თქვე­ნი ოც­ნე­ბე­ბი", - თქვა მსა­ხი­ობ­მა.

კე ვი ჩი­უ­ა­ნი ბავ­შვო­ბი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და 80-იანი წლე­ბის ცნო­ბილ ფილ­მებ­ში, თუმ­ცა მისი კა­რი­ე­რა ისე ვერ გან­ვი­თარ­და, რო­გორც სურ­და, ჰო­ლი­ვუდ­მა მას არა­ერ­თხელ უთხრა უარი, რის გა­მოც, სა­ბო­ლო­ოდ, ხელი ჩა­იქ­ნია მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა­ზე. თუმ­ცა დიდ კი­ნოს 50 წლის ასაკ­ში და­უბ­რუნ­და და თან ხმა­უ­რი­ა­ნად - მო­ი­პო­ვა უდი­დე­სი აღი­ა­რე­ბა და კი­ნოს სამ­ყა­როს მთა­ვა­რი ჯილ­დო.

მისი ცხოვ­რე­ბა ფილ­მის სი­უ­ჟეტს ჰგავს. კე ვი ჯერ კი­დევ ბავ­შვი იყო, როცა ვი­ეტ­ნა­მი­დან ჰონგ-კონ­გში წა­ვი­და და იქ ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­და­ვი­და.

1984 წელს Indiana Jones and the Temple of Doom-ის კას­ტინგზე შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა. სტი­ვენ სპილ­ბერ­გის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფილ­მის შემ­დეგ კი, რე­ჟი­სო­რის მე­ო­რე ფილმში, 1985 წლის The goonies-ში ითა­მა­შა.

კე ვი ჩი­უ­ა­ნი ჰა­რი­სონ ფორდთან ერ­თად

ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლებ­ზე შე­თა­ვა­ზე­ბებ­მა იკლო და ჩი­უ­ა­ნი კა­მე­რის მიღ­მა ტრი­უ­კე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რად და რე­ჟი­სო­რის დამ­ხმა­რედ აგ­რძე­ლებ­და მუ­შა­ო­ბას.

გა­ვი­და წლე­ბი და მსა­ხი­ობს კვლავ გა­უჩ­ნდა კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში ბე­დის კი­დევ ერთხელ ცდის სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რათა დიდი ხნის ოც­ნე­ბა აეს­რუ­ლე­ბი­ნა. მას მე­გო­ბარ­მა და­უ­რე­კა და ფილმ Everything Everywhere All At Once-ის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნა. მსა­ხი­ობ­მა როლი მი­ი­ღო.

ჩი­უ­ა­ნი 7 წლის იყო, როცა ვი­ეტ­ნა­მი მა­მას­თან ერ­თად, ხალ­ხით სავ­სე ნა­ვით და­ტო­ვა, მისი სამი დედ­მა­მიშ­ვი­ლი და დედა კი მა­ლა­ი­ზი­ა­ში წა­ვიდ­ნენ. ოჯა­ხი მა­შინ გა­ერ­თი­ან­და, როცა 1979 წელს ყვე­ლა­ნი ერ­თად, ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად.

ეს კე ვის­თვის ტრავ­მუ­ლი პე­რი­ო­დი იყო: "არა­ვის ვუნ­დო­დით... ლტოლ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ადა­მი­ა­ნე­ბი "ნა­ვი­დან ახ­ლად­გად­მო­სუ­ლებს“ გვე­ძახ­დნენ, სკო­ლა­ში კი თა­ნა­ტო­ლე­ბი დაგ­ვცი­ნოდ­ნენ. ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რა გავ­ლე­ნა უნდა ჰქო­ნო­და ამას ბავ­შვე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე."

სტი­ვენ სპილ­ბერ­გი და კე ვი ჩი­უ­ა­ნი

კე ვი ჩი­უ­ა­ნის ცხოვ­რე­ბა 12 წლის ასაკ­ში შე­იც­ვა­ლა, როცა ის ძმას "ინ­დი­ა­ნა ჯონ­სის“ კას­ტინგზე გაჰ­ყვა. სა­ერ­თოდ არ აპი­რებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუმ­ცა კას­ტინ­გის უფ­როს­მა ურ­ჩია, მა­საც ეცა­და. 3 კვი­რის შემ­დეგ ჩი­უ­ა­ნი შრი-ლან­კა­ში გა­ემ­გზავ­რა, რათა ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი და­ე­წყოთ.

'სპილ­ბერ­გი პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც ჰო­ლი­ვუ­დის ბლო­კბას­ტერ­ში აზი­ე­ლი სახე გა­მო­ა­ჩი­ნა“,- ამ­ბობს მად­ლი­ე­რე­ბით სავ­სე მსა­ხი­ო­ბი ფილ­მის რე­ჟი­სორ­ზე.

ჩი­უ­ა­ნი დრიუ ბე­რი­მორ­თან ერ­თად

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას სტე­რე­ო­ტი­პულ და პა­ტა­რა რო­ლებს სთა­ვა­ზობ­დნენ, რა­მაც იმე­დე­ბი გა­უც­რუა:

“ყო­ველ­თვის რთუ­ლია ბავ­შვი მსა­ხი­ო­ბი­დან ზრდას­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­დე, მაგ­რამ როცა აზი­ე­ლი ხარ, ეს 100-ჯერ უფრო ძნე­ლია. 100 სცე­ნა­რი რომ აგე­ღო, დიდი შან­სი იყო, რომ არ­ცერთ მათ­გან­ში ყო­ფი­ლი­ყო სე­რი­ო­ზუ­ლი და აზ­რი­ა­ნი აზი­ე­ლი პერ­სო­ნა­ჟი. უმე­ტე­სად, ხუმ­რო­ბის სა­გა­ნი ვი­ყა­ვით", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

ამ მი­ზე­ზით, კე ვი ჩი­უ­ან­მა ჰო­ლი­ვუდ­ზე ხელი ჩა­იქ­ნია:

"20 წლის ასა­კი ყვე­ლა­ზე კარ­გი პე­რი­ო­დი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ეს წლე­ბი მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნის ზა­რის ლო­დინ­ში გა­ვა­ტა­რე“, - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან სა­ერ­თოდ შე­წყვი­ტა ლო­დი­ნი, მა­ნამ სა­ნამ Crazy Rich Asians-ის წარ­მა­ტე­ბა არ იხი­ლა. მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ ფილ­მს 3-ჯერ უყუ­რა კი­ნო­თე­ატ­რში და ყო­ველ ჯერ­ზე ტი­რო­და. "მხო­ლოდ იმი­ტომ არ ვტი­რო­დი, რომ ლა­მა­ზი ფილ­მია, შიში მქონ­და, რომ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვანს ვაკ­ლდე­ბო­დი. მეც მინ­დო­და ჩემი კო­ლე­გა აზი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის გვერ­დით ყოფ­ნა. სწო­რედ მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე, კი­ნოს დავ­ბრუ­ნე­ბო­დი“.

კე ვი ჩი­უ­ა­ნი და ბრენ­დონ ფრე­ი­ზე­რი

როცა მსა­ხი­ობ­მა Everything Everywhere All at Once-ის სცე­ნა­რი მი­ი­ღო, ალ­ბათ არც კი წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ეს ოს­კარს მო­უ­ტან­და.

ფილმმა სულ 7 ოს­კა­რი აიღო და მათ შო­რის, წლის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მის წო­დე­ბაც მი­ე­ნი­ჭა. კე ვი ჩი­უ­ა­ნი კი და­სავ­ლე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სი­ხა­რუ­ლო სტუ­მა­რი აღ­მოჩ­ნდა. "ოს­კა­რებ­ზე“ კე ვის "ინ­დი­ა­ნა ჯონ­სის“ კო­ლე­გა მსა­ხი­ობ ჰა­რი­სონ ფორდთან ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა ჰქონ­და.

ჩი­უ­ა­ნი სპილ­ბერ­გსა და მის მე­უღ­ლეს­თან, კეიტ კე­ფპ­შო­უს­თან ერ­თად

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ამბობენ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება... არავის ვუნდოდით, დამცინოდნენ" - გზა ლტოლვილობიდან ოსკარამდე: ვიეტნამელი მსახიობის ახდენილი "ამერიკული ოცნება"

"ამბობენ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება... არავის ვუნდოდით, დამცინოდნენ" - გზა ლტოლვილობიდან ოსკარამდე: ვიეტნამელი მსახიობის ახდენილი "ამერიკული ოცნება"

2023 წლის ოსკარით დაჯილდოების რიგით 95-ე ცერემონია ვიეტნამური წარმომავლობის ამერიკელი მსახიობისთვის, კე ვი ჩიუანისთვის ამერიკული ოცნების ახდენა აღმოჩნდა. მან მიიღო ოსკარი ფილმ Everything Everywhere All At Once-ში საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის.

ამაღელვებელი იყო სცენაზე ჯილდოს მისაღებად ასული მსახიობის სიტყვა. მან ცრემლები ვერ შეიკავა.

"ამბობენ, რომ ასეთ ისტორიებს მხოლოდ ფილმებში ნახავთ. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდება, ეს ამერიკული ოცნებაა. დედაჩემი 84 წლისაა და ახლა სახლიდან მიყურებს. დე, "ოსკარით“დამაჯილდოვეს. ჩემი ისტორია ნავზე დაიწყო. ერთი წელი გავატარე ლტოლვილთა ბანაკში და როგორღაც ჰოლივუდის ყველაზე დიდ სცენაზე მოვხვდი. ოცნებების უნდა გჯეროდეთ. მე ლამის უარი ვთქვი ჩემს ოცნებაზე. ყველას მოგმართავთ, არ ჩაკლათ თქვენი ოცნებები", - თქვა მსახიობმა.

კე ვი ჩიუანი ბავშვობიდან მონაწილეობდა 80-იანი წლების ცნობილ ფილმებში, თუმცა მისი კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორც სურდა, ჰოლივუდმა მას არაერთხელ უთხრა უარი, რის გამოც, საბოლოოდ, ხელი ჩაიქნია მსახიობის კარიერაზე. თუმცა დიდ კინოს 50 წლის ასაკში დაუბრუნდა და თან ხმაურიანად - მოიპოვა უდიდესი აღიარება და კინოს სამყაროს მთავარი ჯილდო.

მისი ცხოვრება ფილმის სიუჟეტს ჰგავს. კე ვი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ვიეტნამიდან ჰონგ-კონგში წავიდა და იქ ლტოლვილის სტატუსი მიიღო. მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.

1984 წელს Indiana Jones and the Temple of Doom-ის კასტინგზე შემთხვევით მოხვდა. სტივენ სპილბერგის წარმატებული ფილმის შემდეგ კი, რეჟისორის მეორე ფილმში, 1985 წლის The goonies-ში ითამაშა.

კე ვი ჩიუანი ჰარისონ ფორდთან ერთად

ასაკის მატებასთან ერთად, საინტერესო როლებზე შეთავაზებებმა იკლო და ჩიუანი კამერის მიღმა ტრიუკების კოორდინატორად და რეჟისორის დამხმარედ აგრძელებდა მუშაობას.

გავიდა წლები და მსახიობს კვლავ გაუჩნდა კინოინდუსტრიაში ბედის კიდევ ერთხელ ცდის სურვილი და შესაძლებლობა, რათა დიდი ხნის ოცნება აესრულებინა. მას მეგობარმა დაურეკა და ფილმ Everything Everywhere All At Once-ის შესახებ შეატყობინა. მსახიობმა როლი მიიღო.

<iframe width="727" height="409" src="https://www.youtube.com/embed/zFRIu7ehZl0" title="Ke Huy Quan is overcome with emotion as he accepts Oscar - full speech" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ჩიუანი 7 წლის იყო, როცა ვიეტნამი მამასთან ერთად, ხალხით სავსე ნავით დატოვა, მისი სამი დედმამიშვილი და დედა კი მალაიზიაში წავიდნენ. ოჯახი მაშინ გაერთიანდა, როცა 1979 წელს ყველანი ერთად, ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.

ეს კე ვისთვის ტრავმული პერიოდი იყო: "არავის ვუნდოდით... ლტოლვილები ვიყავით. ადამიანები "ნავიდან ახლადგადმოსულებს“ გვეძახდნენ, სკოლაში კი თანატოლები დაგვცინოდნენ. ადვილი წარმოსადგენია, რა გავლენა უნდა ჰქონოდა ამას ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე."

სტივენ სპილბერგი და კე ვი ჩიუანი

კე ვი ჩიუანის ცხოვრება 12 წლის ასაკში შეიცვალა, როცა ის ძმას "ინდიანა ჯონსის“ კასტინგზე გაჰყვა. საერთოდ არ აპირებდა მონაწილეობას, თუმცა კასტინგის უფროსმა ურჩია, მასაც ეცადა. 3 კვირის შემდეგ ჩიუანი შრი-ლანკაში გაემგზავრა, რათა ფილმის გადაღებები დაეწყოთ.

'სპილბერგი პირველი ადამიანი იყო, ვინც ჰოლივუდის ბლოკბასტერში აზიელი სახე გამოაჩინა“,- ამბობს მადლიერებით სავსე მსახიობი ფილმის რეჟისორზე.

ჩიუანი დრიუ ბერიმორთან ერთად

მოგვიანებით, მას სტერეოტიპულ და პატარა როლებს სთავაზობდნენ, რამაც იმედები გაუცრუა:

“ყოველთვის რთულია ბავშვი მსახიობიდან ზრდასრული მსახიობი გახდე, მაგრამ როცა აზიელი ხარ, ეს 100-ჯერ უფრო ძნელია. 100 სცენარი რომ აგეღო, დიდი შანსი იყო, რომ არცერთ მათგანში ყოფილიყო სერიოზული და აზრიანი აზიელი პერსონაჟი. უმეტესად, ხუმრობის საგანი ვიყავით", - ამბობს მსახიობი.

ამ მიზეზით, კე ვი ჩიუანმა ჰოლივუდზე ხელი ჩაიქნია:

"20 წლის ასაკი ყველაზე კარგი პერიოდი უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ეს წლები მხოლოდ ტელეფონის ზარის ლოდინში გავატარე“, - იხსენებს მსახიობი.

მოგვიანებით, მან საერთოდ შეწყვიტა ლოდინი, მანამ სანამ Crazy Rich Asians-ის წარმატება არ იხილა. მსახიობმა თქვა, რომ ფილმს 3-ჯერ უყურა კინოთეატრში და ყოველ ჯერზე ტიროდა. "მხოლოდ იმიტომ არ ვტიროდი, რომ ლამაზი ფილმია, შიში მქონდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკლდებოდი. მეც მინდოდა ჩემი კოლეგა აზიელი მსახიობების გვერდით ყოფნა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, კინოს დავბრუნებოდი“.

კე ვი ჩიუანი და ბრენდონ ფრეიზერი

როცა მსახიობმა Everything Everywhere All at Once-ის სცენარი მიიღო, ალბათ არც კი წარმოედგინა, რომ ეს ოსკარს მოუტანდა.

<iframe width="320" height="560" src="https://www.youtube.com/embed/4EwKwA8e2hw" title="Harrison Ford presents Academy Award to Ke Huy Quan and the Everything Everywhere All At Once Team" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ფილმმა სულ 7 ოსკარი აიღო და მათ შორის, წლის საუკეთესო ფილმის წოდებაც მიენიჭა. კე ვი ჩიუანი კი დასავლელი მსახიობებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო სტუმარი აღმოჩნდა. "ოსკარებზე“ კე ვის "ინდიანა ჯონსის“ კოლეგა მსახიობ ჰარისონ ფორდთან ყველაზე ემოციური შეხვედრა ჰქონდა.

ჩიუანი სპილბერგსა და მის მეუღლესთან, კეიტ კეფპშოუსთან ერთად

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა