საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ხარ ივანიშვილის ადვოკატი და ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები" - კობახიძე ვიქტორ ყიფიანზე
"როცა ხარ ივანიშვილის ადვოკატი და ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები" - კობახიძე ვიქტორ ყიფიანზე

რო­დე­საც ხარ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი და ამავდრო­უ­ლად ხდე­ბი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტი, ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად ნიშ­ნავს იმას, რომ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით პრე­მი­ე­რი ვე­რას­დროს გახ­დე­ბი, არა მარ­ტო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლით, არა­მედ, ზო­გა­დად, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვე­რას­დროს გახ­დე­ბი, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი უკვე კვი­რა­ზე მე­ტია აღარ არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი.

"იყო გარ­კვე­უ­ლი სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი მცდე­ლო­ბა, რომ ის გან­ცხა­დე­ბე­ბი და­ე­კავ­ში­რე­ბი­ნათ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის. კვი­რა­ზე მე­ტია ის აღარ არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი და პირ­და­პირ შე­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში. გარ­და ამი­სა, ჩვენ გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც უნდა მიგ­ვე­ღო გავ­რცელ­დე­ბო­და ვიქ­ტორ ყი­ფი­ან­ზეც, რო­გორც უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენტზე. ალ­ბათ, ესეც არის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რა­ტო­მაც ის ძა­ლი­ან სწრა­ფად ჩა­ერ­თო პო­ლი­ტი­კა­ში. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, არა ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი ჩა­ეხ­სნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, არა­მედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჩახ­სნა ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი. თუმ­ცა, მე ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­სა­ბა­მი­სი მხა­რე­ე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ ალ­ბათ კო­მენ­ტარს.

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცი­ი­დან.

რო­დე­საც ხარ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ად­ვო­კა­ტი და ამავდრო­უ­ლად ხდე­ბი უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტი, ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად, ბუ­ნებ­რი­ვია, ნიშ­ნავს იმას, რომ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით პრე­მი­ე­რი ვე­რას­დროს გახ­დე­ბი, არა­მარ­ტო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლით, არა­მედ, ზო­გა­დად ვე­რას­დროს გახ­დე­ბი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. არ შე­იძ­ლე­ბა იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი და ამავდრო­უ­ლად გახ­დე უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის აგენ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, იყო თუ არა ეს მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ყი­ფი­ა­ნი ახლა აღარ არის ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, კო­ბა­ხი­ძე ასე პა­სუ­ხობს: "არა, მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სხვა იყო, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით“.

"მე ამას ვერ და­ვა­კონ­კრე­ტებ. მი­ზე­ზი იყო ბევ­რად უფრო მძი­მე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამა­ზე ბევ­რად უფრო მძი­მე. ვერ გა­ვა­კე­თებ ამა­ზე კო­მენ­ტარს. მე იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ თავი შე­ვი­კა­ვო პა­სუ­ხე­ბის­გან. შე­იძ­ლე­ბა მე მქონ­დეს სხვა­დას­ხვა ტი­პის ინ­ფორ­მა­ცია ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა ჩემი პრე­რო­გა­ტი­ვა ვერ იქ­ნე­ბა. ნიშ­ნე­ბი მო­გე­ცით ბევ­რი“,- გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს კო­ბა­ხი­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZAZA
0

ყველაფერს აქვს საზღვარი. რა ხდება ახლა ვიქტორ ყიფიანსაც გადაწვდა ეს კობახძე. ნეტა რისი იმედი აქვს. მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ღარიბაშვილი, გახარიაზე რომ აღარაფერი ვთქვა და დღეს რანი არიან ZIRO!!..საინტერესოა, ბატონი ვიქტორი თურმე, ვერ გახდება პრემიერიოოო.. კი ნამდვილად ასეა, ეს იქნებოდა რუსულად რომ გითხრად ვთარგმნი .." გოჭს ჰალსტუხი! ", მეუხერხულება კიდეც ვიქტორ ყიფიანის თქვენს გვერდით მოხსენიება.. და რადგან მომიწია ბოდიშს ვუხდი.

გია
5

მაშინ ამ საკითხს ეგრე მივუდგეთ, ფონდი ქართუ შეიქმნა რუსული კაპიტალით, რომელსაც ფლობს საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი. რა საქმიანობასაც ფონდი ქართუ აწარმოებს, ესეც უცხოური საქმიანობის აგენტია, რადგან ივანიშვილს მისი აქტივები საქართველოში არ აქვს. არცერთი ძვირიანი ნახატი, მათ შოეის პიკასოს დონა მარი კატასთან ერთად რომელშიც 98 მილიონი დოლარი გადაიხადა. რა დავასკვნათ აქედან? ეს ვიქტორი ამდენი ხანი ბიძინას ადვოკატი იყო და კაი კაცი იყო, ახლა გაუშვა ივანიშვილმა და აგენტი და მტერია უკვე? აი რატომაა ასეთი კანონები საშიში, ვინც თქვენ თვალში არ მოგივათ ყველა აგენტი გახდება ერთ დღეს!

ავტორი:

"როცა ხარ ივანიშვილის ადვოკატი და ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები" - კობახიძე ვიქტორ ყიფიანზე

"როცა ხარ ივანიშვილის ადვოკატი და ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები" - კობახიძე ვიქტორ ყიფიანზე

როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არა მარტო "ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი ვერასდროს გახდები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ვიქტორ ყიფიანი უკვე კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

"იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ ის განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის. კვირაზე მეტია ის აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ის კანონი, რომელიც უნდა მიგვეღო გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორც უცხოური გავლენის აგენტზე. ალბათ, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში. ჩემი ინფორმაციით, არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი. თუმცა, მე ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მხარეები გააკეთებენ ალბათ კომენტარს.

ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო კონკრეტული მიზეზების გამო მისი გათავისუფლება ადვოკატის პოზიციიდან.

როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილს ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები, არამარტო "ქართული ოცნების“ ხელით, არამედ, ზოგადად ვერასდროს გახდები ასეთი დამოკიდებულებით პრემიერ-მინისტრი. არ შეიძლება იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად გახდე უცხოური გავლენის აგენტი“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა ეს მიზეზი იმისა, რომ ყიფიანი ახლა აღარ არის ივანიშვილის ადვოკატი, კობახიძე ასე პასუხობს: "არა, მთავარი მიზეზი სხვა იყო, ჩემი ინფორმაციით“.

"მე ამას ვერ დავაკონკრეტებ. მიზეზი იყო ბევრად უფრო მძიმე. წარმოიდგინეთ, ამაზე ბევრად უფრო მძიმე. ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. მე იძულებული ვარ თავი შევიკავო პასუხებისგან. შეიძლება მე მქონდეს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება ჩემი პრეროგატივა ვერ იქნება. ნიშნები მოგეცით ბევრი“,- განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

ასევე იხილეთ: