პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ მიკვირს, რომ თამარ მეფის ქვეყანაში ასეთი გაბედული ქალები არსებობენ, მაგრამ მთელი მსოფლიო გაგიჟებულია, როგორ ვერ ერევა წყლის ჭავლი ქალს" - დათო ტურაშვილი
"მე არ მიკვირს, რომ თამარ მეფის ქვეყანაში ასეთი გაბედული ქალები არსებობენ, მაგრამ მთელი მსოფლიო გაგიჟებულია, როგორ ვერ ერევა წყლის ჭავლი ქალს" - დათო ტურაშვილი

ე.წ აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ პარ­ლა­მენ­ტთან 7-8 მარტს გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთ სიმ­ბო­ლოდ იქცა ქალი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შას სპეც­რაზ­მი­სა და წყლის ჭავ­ლის წინ აფ­რი­ა­ლებ­და. ნანა მა­ლაშ­ხია სა­ჯა­რო მო­ხე­ლეა და დღეს მას მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობს, რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის მიერ ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის დაც­ვის სიმ­ბო­ლოს.

დათო ტუ­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ნანა მა­ლაშ­ხი­ას უკან 40 სა­უ­კუ­ნე დგას და ის თა­მა­რის სამ­შობ­ლო­დან არის, სწო­რედ ამი­ტომ არ უკ­ვირს მწე­რალს ქა­ლის თავ­გან­წირ­ვა...

დათო ტუ­რაშ­ვი­ლი:

"ყვე­ლა ძა­ლა­დო­ბა, უსა­მარ­თლო­ბა, ყვე­ლა ჩაგ­ვრა არის ცუდი, სუ­ლერ­თია, ვინ არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. იმი­ტომ ვერ და­ა­მარ­ცხეს ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, რომ ეს იცი­ან ზუს­ტად. ის ქალი - ნანა მა­ლაშ­ხია სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ყო­ფი­ლა, გავ­გიჟ­დი, ისე გა­მი­ხარ­და, მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია და რა მაგ­რად ეს­მის, რას ნიშ­ნავს სა­ხელ­მწი­ფო. ამას რო­გორ და­ა­მარ­ცხე­ბენ. ის, ვინც ტყვი­ას ეს­ვრის და წყალს უშ­ვებს, იმის უკან დგას კო­ბა­ხი­ძე და წიგ­ნი რომ მო­ის­რო­ლა, ის დე­პუ­ტა­ტი - მა­ჭა­რაშ­ვი­ლი.

სა­ჯა­რო მო­ხე­ლე ასე­თი უნდა გვყავ­დეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი ამას ნიშ­ნავს. ის, რა­საც მარ­კე­სი ამ­ბობ­და, როცა ემ­თხვე­ვა მთავ­რო­ბი­სა და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სი, უნი­კა­ლუ­რი რა­მეა... ამას ვინ მო­ე­რე­ვა, ამი­ტომ მო­ი­ა­რა მთე­ლი მსოფ­ლიო მის­მა კად­რებ­მა.

იმ ხალ­ხმა არ იცის, რომ ეს თა­მარ მე­ფის ქვეყ­ნი­დან არის. ჩემ­თვის არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ თა­მარ მე­ფის ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი გა­ბე­დუ­ლი ქა­ლე­ბი არ­სე­ბო­ბენ, მაგ­რამ მთე­ლი მსოფ­ლიო არის გა­გი­ჟე­ბუ­ლი, რო­გორ ვერ ერე­ვა წყლის ჭავ­ლი ქალს.

ამ ქა­ლის უკან 40 სა­უ­კუ­ნე დგას, მე­დეა კოლ­ხის სამ­შობ­ლო­დან არის. ამას ვინ მო­ე­რე­ვა, ია­სო­ნი თუ პუ­ტი­ნი?"

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მე არ მიკვირს, რომ თამარ მეფის ქვეყანაში ასეთი გაბედული ქალები არსებობენ, მაგრამ მთელი მსოფლიო გაგიჟებულია, როგორ ვერ ერევა წყლის ჭავლი ქალს" - დათო ტურაშვილი

"მე არ მიკვირს, რომ თამარ მეფის ქვეყანაში ასეთი გაბედული ქალები არსებობენ, მაგრამ მთელი მსოფლიო გაგიჟებულია, როგორ ვერ ერევა წყლის ჭავლი ქალს" - დათო ტურაშვილი

ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან 7-8 მარტს გამართული აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა ქალი, რომელიც ევროკავშირის დროშას სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის წინ აფრიალებდა. ნანა მალაშხია საჯარო მოხელეა და დღეს მას მთელი საქართველო იცნობს, როგორც ქართველების მიერ ევროპული არჩევანის დაცვის სიმბოლოს.

დათო ტურაშვილი ამბობს, რომ ნანა მალაშხიას უკან 40 საუკუნე დგას და ის თამარის სამშობლოდან არის, სწორედ ამიტომ არ უკვირს მწერალს ქალის თავგანწირვა...

დათო ტურაშვილი:

"ყველა ძალადობა, უსამართლობა, ყველა ჩაგვრა არის ცუდი, სულერთია, ვინ არის ხელისუფლებაში. იმიტომ ვერ დაამარცხეს ჩვენი შვილები, რომ ეს იციან ზუსტად. ის ქალი - ნანა მალაშხია საჯარო მოხელე ყოფილა, გავგიჟდი, ისე გამიხარდა, მერიის თანამშრომელია და რა მაგრად ესმის, რას ნიშნავს სახელმწიფო. ამას როგორ დაამარცხებენ. ის, ვინც ტყვიას ესვრის და წყალს უშვებს, იმის უკან დგას კობახიძე და წიგნი რომ მოისროლა, ის დეპუტატი - მაჭარაშვილი.

საჯარო მოხელე ასეთი უნდა გვყავდეს, სინამდვილეში სახელმწიფო სამსახური ამას ნიშნავს. ის, რასაც მარკესი ამბობდა, როცა ემთხვევა მთავრობისა და ხალხის ინტერესი, უნიკალური რამეა... ამას ვინ მოერევა, ამიტომ მოიარა მთელი მსოფლიო მისმა კადრებმა.

იმ ხალხმა არ იცის, რომ ეს თამარ მეფის ქვეყნიდან არის. ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ თამარ მეფის ქვეყანაში ასეთი გაბედული ქალები არსებობენ, მაგრამ მთელი მსოფლიო არის გაგიჟებული, როგორ ვერ ერევა წყლის ჭავლი ქალს.

ამ ქალის უკან 40 საუკუნე დგას, მედეა კოლხის სამშობლოდან არის. ამას ვინ მოერევა, იასონი თუ პუტინი?"

წაიკითხეთ ასევე: