მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 წლის მარიამის საჭადრაკო წარმატებები და ევროპის სასკოლო ჩემპიონატი, სადაც გასამგზავრებლადაც ნიჭიერ გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება
7 წლის მარიამის საჭადრაკო წარმატებები და ევროპის სასკოლო ჩემპიონატი, სადაც გასამგზავრებლადაც ნიჭიერ გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება
  • თბი­ლი­სის ორგზის ჩემ­პი­ო­ნი გო­გო­ნა­თა შო­რის; თბი­ლი­სის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი ბი­ჭებ­ში;
  • შოთა ინწკირ­ვე­ლის, ტიგ­რან პეტ­რო­სი­ა­ნის, ბუ­ხუ­ტი გურ­გე­ნი­ძის მე­მო­რი­ა­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გო­გო­ნა­თა შო­რის;
  • სა­ქარ­თვე­ლოს ფე­დე­რა­ცი­ის თა­სის მფლო­ბე­ლი;
  • ფო­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის მე­სა­მე პრი­ზი­ო­რი 8 წლამ­დე გო­გო­ნა­თა შო­რის და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 7 წლამ­დე გო­გო­ნა­თა შო­რის.

ეს 7 წლის მო­ჭად­რა­კე მა­რი­ამ რეხ­ვი­აშ­ვი­ლის სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. მა­რი­ამ­მა ცოტა ხნის წინ კი­დევ ერთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია - სა­ქარ­თვე­ლოს სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე (ერთი წლით უფ­რო­სებ­ში თა­მა­შობ­და) მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, რი­თაც ევ­რო­პის სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა. ის ალ­ბა­ნე­თის ქა­ლაქ დუ­რეს­ში (ტი­რა­ნას­თან ახ­ლოს) უნდა გა­ემ­გზავ­როს. ბავ­შვის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გამ­გზავ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცია აფი­ნან­სებს, თუმ­ცა მშო­ბე­ლი არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. მშობ­ლის გა­რე­შე კი მე­ო­რეკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნა ამ ტურ­ნირ­ზე ვერ მი­დის. ოჯახს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვს, რომ დედა შვილს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით გაჰ­ყვეს.

ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ მა­რი­ამ რეხ­ვი­აშ­ვი­ლის დე­დას, ნატო ტო­რო­შე­ლი­ძეს:

- მა­რი­ა­მი ჭად­რაკ­ზე 4 წლი­დან და­დის. არა­ერთ ტურ­ნირ­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი და ძი­რი­თა­დად პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს.

- რო­გორც ჩანს, ჭად­რაკ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი აქვს... ახლა კი ევ­რო­პის სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გამ­გზავ­რე­ბის შან­სი აქვს.

- უზო­მოდ უყ­ვარს ჭად­რა­კი... პრობ­ლე­მა ის არის, რომ ჯერ პა­ტა­რაა და იქ მარ­ტო ვერ გა­ემ­გზავ­რე­ბა, მშობ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა კი არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან გამ­გზავ­რე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა, ეს ჩვენ­თვის სე­რი­ო­ზულ ბა­რი­ერს ქმნის. მარ­ტო ავი­ა­ბი­ლე­თი 520 ევრო ღირს. თუ ბავ­შვს გავ­ყვე­ბი, სას­ტუმ­რო­შიც მის გვერ­დით ხომ უნდა ვიყო.

თან მა­რი­ა­მი ალ­ბა­ნეთ­ში გა­სარ­თო­ბად ხომ არ მი­დის, უნდა იბ­რძო­ლოს, შე­დე­გი აჩ­ვე­ნოს და წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს. თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა კე­თილ ნე­ბას გა­მო­ი­ჩენს და ჩვენს დახ­მა­რე­ბას მო­ა­ხერ­ხებს, ამით მა­რი­ამს უზო­მოდ გა­ა­ხა­რებს. სწო­რედ ეს არის ახლა ჩვე­ნი სა­თხო­ვა­რი. ამას­თა­ნა­ვე, უარ­ზე არ ვართ, თუ ბავ­შვის ბე­დით რო­მე­ლი­მე ფონ­დი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ან ვინ­მე კე­თი­ლი ნე­ბის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ქველ­მოქ­მე­დე­ბას იჩენს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­რი­ა­მი კი­დევ მო­ი­პო­ვებს საგ­ზურს მსოფ­ლიო თუ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ზე. ფი­ნან­სუ­რად ამა­საც ვე­რაფ­რით გავ­წვდე­ბით...

- რო­დის უნდა გა­ემ­გზავ­როს?

- გამ­გზავ­რე­ბა 12 მა­ისს უწევს, მაგ­რამ ბი­ლე­თე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა სწა­რა­ფად უკვე შე­ვი­ძი­ნოთ. 31 მარ­ტამ­დე ყვე­ლა ხარ­ჯი უნდა დავ­ფა­როთ. მეს­მის, რომ უამ­რა­ვი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია, დახ­მა­რე­ბა კი ყვე­ლას უნდა. ამი­ტომ მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა კი­დეც, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ასე­თი თხოვ­ნით რომ მივ­მარ­თავ, თუმ­ცა იქ­ნებ ვინ­მე მა­ინც აღ­მოჩ­ნდეს, ვინც გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტანს ჩვენს თხოვ­ნას და მა­რი­ა­მის წარ­მა­ტე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ხელს შე­უ­წყობს.

ვე­სა­უბ­რეთ მა­რი­ა­მის მწვრთნელს იო­სებ კვი­რი­აშ­ვილ­საც:

"მა­რი­ა­მი არა­თუ პერ­სპექ­ტი­უ­ლი, ვი­ტყო­დი, უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მო­ჭად­რა­კეა, ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი, მებ­რძო­ლი... ძი­რი­თა­დად თა­ვის­ზე უფ­რო­სებ­თან უხ­დე­ბა თა­მა­ში და უკვე და­ამ­ტკი­ცა, რამ­დე­ნი შე­უძ­ლია. ევ­რო­პის სას­კო­ლო ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც მედ­ლის­თვის უნდა ვიბ­რძო­ლოთ! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მა­რი­ა­მი კი­დევ არა­ერთ საგ­ზურს მო­ი­პო­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჭად­რა­კო სკო­ლას ასა­ხე­ლებს".

გთა­ვა­ზობთ, ან­გა­რი­შის ნო­მერს, რო­მე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­გიძ­ლი­ათ და­ეხ­მა­როთ მა­რი­ამს:

  • GE69BG0000000534882206 - მიმ­ღე­ბი: მა­რი­ამ რეხ­ვი­აშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამის დედიკო :)
0

ძალიან დიდი და გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც უკვე ჩაგვირიცხა თანხა და ვინც ახლა აპირებს, პირადად მარიამისგან. მთელი დღე სიხარულისგან ცეკვავს და მღერის :) ბევრი იბრძოლა საგზურისთვის და მერე ბევრიც ინერვიულა, ახლა კი თქვენი წყალობით უზომოდ ბედნიერია! თქვენი თანადგომა მისთვის დიდი სტიმულია და გპირდებათ, რომ გაათმაგებული შემართებით იბრძოლებს და ყველაფერს იღონებს, რომ თქვენი ნდობა გაამართლოს. ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ თქვენი სიკეთე! გვიყვარხართ უზომოდ!

P.S. როგორც რეზო ინანიშვილი იტყოდა: „რა კარგია, კარგები რომ ვართ!“

!!!
2

რა საყვარელია, წარმატებები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

7 წლის მარიამის საჭადრაკო წარმატებები და ევროპის სასკოლო ჩემპიონატი, სადაც გასამგზავრებლადაც ნიჭიერ გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება

7 წლის მარიამის საჭადრაკო წარმატებები და ევროპის სასკოლო ჩემპიონატი, სადაც გასამგზავრებლადაც ნიჭიერ გოგონას ჩვენი დახმარება სჭირდება
  • თბილისის ორგზის ჩემპიონი გოგონათა შორის; თბილისის ვიცე-ჩემპიონი ბიჭებში;
  • შოთა ინწკირველის, ტიგრან პეტროსიანის, ბუხუტი გურგენიძის მემორიალების გამარჯვებული გოგონათა შორის;
  • საქართველოს ფედერაციის თასის მფლობელი;
  • ფოთის საერთაშორისო ტურნირის მესამე პრიზიორი 8 წლამდე გოგონათა შორის და გამარჯვებული 7 წლამდე გოგონათა შორის.

ეს 7 წლის მოჭადრაკე მარიამ რეხვიაშვილის სპორტული მიღწევების არასრული ჩამონათვალია. მარიამმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია - საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე (ერთი წლით უფროსებში თამაშობდა) მეორე ადგილი დაიკავა, რითაც ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ის ალბანეთის ქალაქ დურესში (ტირანასთან ახლოს) უნდა გაემგზავროს. ბავშვის ჩემპიონატზე გამგზავრებას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია აფინანსებს, თუმცა მშობელი არ არის გათვალისწინებული. მშობლის გარეშე კი მეორეკლასელი გოგონა ამ ტურნირზე ვერ მიდის. ოჯახს იმის საშუალება არ აქვს, რომ დედა შვილს საკუთარი ხარჯით გაჰყვეს.

ჩვენ ვესაუბრეთ მარიამ რეხვიაშვილის დედას, ნატო ტოროშელიძეს:

- მარიამი ჭადრაკზე 4 წლიდან დადის. არაერთ ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული და ძირითადად პირველ ადგილს იკავებს.

- როგორც ჩანს, ჭადრაკში განსაკუთრებული უნარები აქვს... ახლა კი ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი აქვს.

- უზომოდ უყვარს ჭადრაკი... პრობლემა ის არის, რომ ჯერ პატარაა და იქ მარტო ვერ გაემგზავრება, მშობლის დაფინანსება კი არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან გამგზავრება ძალიან ძვირი ჯდება, ეს ჩვენთვის სერიოზულ ბარიერს ქმნის. მარტო ავიაბილეთი 520 ევრო ღირს. თუ ბავშვს გავყვები, სასტუმროშიც მის გვერდით ხომ უნდა ვიყო.

თან მარიამი ალბანეთში გასართობად ხომ არ მიდის, უნდა იბრძოლოს, შედეგი აჩვენოს და წარმატებას მიაღწიოს. თუ საზოგადოება კეთილ ნებას გამოიჩენს და ჩვენს დახმარებას მოახერხებს, ამით მარიამს უზომოდ გაახარებს. სწორედ ეს არის ახლა ჩვენი სათხოვარი. ამასთანავე, უარზე არ ვართ, თუ ბავშვის ბედით რომელიმე ფონდი დაინტერესდება ან ვინმე კეთილი ნების ადამიანი, რომელიც ასეთ სიტუაციებში ქველმოქმედებას იჩენს. დარწმუნებული ვარ, მარიამი კიდევ მოიპოვებს საგზურს მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებზე. ფინანსურად ამასაც ვერაფრით გავწვდებით...

- როდის უნდა გაემგზავროს?

- გამგზავრება 12 მაისს უწევს, მაგრამ ბილეთები რაც შეიძლება სწარაფად უკვე შევიძინოთ. 31 მარტამდე ყველა ხარჯი უნდა დავფაროთ. მესმის, რომ უამრავი გაჭირვებულია, დახმარება კი ყველას უნდა. ამიტომ მეუხერხულება კიდეც, საზოგადოებას ასეთი თხოვნით რომ მივმართავ, თუმცა იქნებ ვინმე მაინც აღმოჩნდეს, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს თხოვნას და მარიამის წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე ხელს შეუწყობს.

ვესაუბრეთ მარიამის მწვრთნელს იოსებ კვირიაშვილსაც:

"მარიამი არათუ პერსპექტიული, ვიტყოდი, უკვე ჩამოყალიბებული მოჭადრაკეა, ძალიან ჭკვიანი, პასუხისმგებლიანი, მებრძოლი... ძირითადად თავისზე უფროსებთან უხდება თამაში და უკვე დაამტკიცა, რამდენი შეუძლია. ევროპის სასკოლო ჩემპიონატზეც მედლისთვის უნდა ვიბრძოლოთ! დარწმუნებული ვარ, მარიამი კიდევ არაერთ საგზურს მოიპოვებს საერთაშორისო ტურნირებზე და საქართველოს საჭადრაკო სკოლას ასახელებს".

გთავაზობთ, ანგარიშის ნომერს, რომელის საშუალებითაც შეგიძლიათ დაეხმაროთ მარიამს:

  • GE69BG0000000534882206 - მიმღები: მარიამ რეხვიაშვილი