მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ექვსი თვით ახანგრძლივებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ექვსი თვით ახანგრძლივებს

ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭომ რუ­სეთს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გამო და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი კი­დევ ექ­ვსი თვით, 2023 წლის 15 სექ­ტემ­ბრამ­დე, გა­უ­ხან­გრძლი­ვა.

საბ­ჭოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სან­ქცი­ე­ბი მი­მარ­თუ­ლია "მათ წი­ნა­აღ­მდეგ ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­ლახ­ვა­ზე“.

სან­ქცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა 1 473 ფი­ზი­კურ და 205 იუ­რი­დი­ულ პირ­ზე. იგი მო­ი­ცავს მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ზე შე­ზღუდ­ვებს, აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას და ჩა­მოთ­ვლილ ფი­ზი­კურ პი­რებ­სა და იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­სურ­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის აკ­რძალ­ვას.

„ევ­რო­კავ­შირ­მა კი­დევ ერთხელ დაგ­მო უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ომი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს გა­ე­რო-ს წეს­დე­ბის აშ­კა­რა დარ­ღვე­ვას და უკ­რა­ი­ნა­სა და მისი ხალ­ხის­თვის უზარ­მა­ზა­რი ტან­ჯვა და ნგრე­ვა მო­აქვს. რუ­სეთ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­წყვი­ტოს თა­ვი­სი სას­ტი­კი ომი”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
1

უუუუუუუუჰ, აწი რა ეშველება რუსეთს

1111111
1

რა ეშველება რუსეთს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ექვსი თვით ახანგრძლივებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს ექვსი თვით ახანგრძლივებს

ევროკავშირის საბჭომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით, 2023 წლის 15 სექტემბრამდე, გაუხანგრძლივა.

საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები მიმართულია "მათ წინააღმდეგ ვინც პასუხისმგებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე“.

სანქციები ვრცელდება 1 473 ფიზიკურ და 205 იურიდიულ პირზე. იგი მოიცავს მოგზაურობებზე შეზღუდვებს, აქტივების გაყინვას და ჩამოთვლილ ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ პირებზე ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.

„ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი, რომელიც წარმოადგენს გაერო-ს წესდების აშკარა დარღვევას და უკრაინასა და მისი ხალხისთვის უზარმაზარი ტანჯვა და ნგრევა მოაქვს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი სასტიკი ომი”, - აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.