ავტორი:

აღმოსავლური ზღაპარი - დედოფალ რანიასა და მეფე აბდულას შვილის ქორწილი სასახლეში: როგორი კაბა ეცვა პრინცესა იმანის: ფოტოები სამეფო ქორწილიდან

აღმოსავლური ზღაპარი - დედოფალ რანიასა და მეფე აბდულას შვილის ქორწილი სასახლეში: როგორი კაბა ეცვა პრინცესა იმანის: ფოტოები სამეფო ქორწილიდან

იორდანიის მეფე აბდულასა და დედოფალ რანიას უფროსი ქალიშვილი პრინცესა იმანი ბერძნული წარმომავლობის ნიუ იორკელ ფინანსისტზე დაქორწინდა. ტრადიციული ქორწილი გასულ კვირას იორდანიის სამეფო სასახლეში გაიმართა.

მედია წერს, რომ ცერემონიას თან ახლდა ზღაპრული ელემენტები და ისეთი განწყობა, როგორიც პრინცესებზე ფილმებში გვინახავს. ქორწილს სამეფო ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

26 წლის პრინცესას რჩეული 28 წლის ჯამილ ალექსანდერ თერმიოტისია. ცერემონია ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

პრინცესა იმანს ეცვა DIOR-ის თეთრი საქორწინო კაბა, ეკეთა ბრილიანტის თვლებით გაფორმებული გვირგვინი. ის სასახლის ბაღში, სადაც ცერემონიის ოფიციალური ნაწილი შედგა, უფროსმა ძმამ, პრინცმა ჰუსეინ ბინ აბდულამ მიიყვანა.

„გილოცავ, ჩემო ძვირფასო იმან, შენი ღიმილი ყოველთვის იყო სიყვარულის საჩუქარი, რომელსაც შენი დაბადების შემდეგ ვაღმერთებ. შენ და ჯამილს სიყვარულით და ღიმილით სავსე ცხოვრებას გისურვებთ“, - წერს დედოფალი რანია „ინსტაგრამზე“ და ქორწილის ფოტოებს აქვეყნებს.