საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომბუდსმენის შეფასებით, 7 მარტს, შსს-ს მხრიდან გაფრთხილებისას, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძვლები
ომბუდსმენის შეფასებით, 7 მარტს, შსს-ს მხრიდან გაფრთხილებისას, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძვლები

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან 7 მარტს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში გაფრ­თხი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბის გაჟ­ღე­რე­ბის დრო­ის­თვის, აქ­ცი­ას მშვი­დო­ბი­ა­ნი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და და არ არ­სე­ბობ­და მისი შე­წყვე­ტის და მის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ლე­ვან იო­სე­ლი­ან­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც 7-9 მარტს გა­მარ­თულ აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა.

მი­სი­ვე თქმით, აქ­ცი­ის იმ მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ, რო­მელ­თა მხრი­დან ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვებს ად­გი­ლი ჰქონ­და, უნდა გა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აუ­ცი­ლე­ბე­ლი და პრო­პორ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, მათ შო­რის, მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტან­ტე­ბის მი­მართ, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყეს, რაც უფ­ლე­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი და პრო­პორ­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის სტან­დარტს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

იო­სე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცი­ებ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად მი­მარ­თავ­დნენ შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბის პრაქ­ტი­კას და ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის აღ­კვე­თის ზო­მას არ წარ­მო­ად­გენ­და.

"პარ­ლა­მენ­ტის უკა­ნა შე­სას­ვლელ­თან შეკ­რე­ბილ­თა ნა­წი­ლის მიერ და­წყე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბი სა­ფუძ­ვლად და­ე­დო სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან მთე­ლი შეკ­რე­ბის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­უ­მარ­თლე­ბელ შე­წყვე­ტას 8 მარტსაც. მას შემ­დეგ, რაც შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა ნა­წილ­მა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის უკა­ნა შე­სას­ვლე­ლის მხა­რეს შე­ნო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, მი­ნე­ბის ჩამ­ტვრე­ვა, პო­ლი­ცი­ის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა სრუ­ლი­ად არა­ლე­გი­ტი­მუ­რად გაგ­რძელ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ მდგო­მი შეკ­რე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მი­მართ.

შეკ­რე­ბის მარ­თვის მიზ­ნით, სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, და­შავ­დნენ ად­გილ­ზე მო­ვა­ლე­ო­ბის გა­შუ­ქე­ბის მიზ­ნით მყო­ფი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც. გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მათი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეშ­ლის შე­სა­ხე­ბაც, მა­შინ, რო­დე­საც აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მათ გან­სა­კუთ­რე­ბულ დაც­ვის ქვეშ აქ­ცევს.

ამავდრო­უ­ლად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად მი­მარ­თავ­დნენ შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით მა­სობ­რი­ვი და­კა­ვე­ბის პრაქ­ტი­კას. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი ცხად­ყოფს, რომ ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვებ­ში მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ წარ­მო­ად­გენ­და მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის აღ­კვე­თის ზო­მას. შე­სა­ბა­მი­სად, ვერ პა­სუ­ხობ­და აუ­ცი­ლებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნას და უფ­ლე­ბა­ში და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ჩა­რე­ვის სახე ჰქონ­და,“ - გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

ამას­თან, რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი აცხა­დებს, აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს რიგ შემ­თხვე­ვა­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ. მისი თქმით, რამ­დე­ნი­მე და­კა­ვე­ბუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მიზ­ნით მი­მარ­თა.

"7-9 მარტს აქ­ცი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა და რწმუ­ნე­ბუ­ლებ­მა მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ 96 და­კა­ვე­ბუ­ლი პირი. რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის მიზ­ნით, ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ არა მხო­ლოდ თბი­ლის­ში, არა­მედ რე­გი­ო­ნებ­ში. ამას­თან, რამ­დე­ნი­მე და­კა­ვე­ბულ­მა პირ­მა აპა­რატს მო­მარ­თა მათი და­კა­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლის მო­თხოვ­ნით. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ და­კა­ვე­ბის უხეშ ფორ­მა­ზე და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. რამ­დე­ნი­მე და­კა­ვე­ბუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მა­თი­ვე სურ­ვი­ლით და თან­ხმო­ბით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა მი­მარ­თა სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურს გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის მიზ­ნით. გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზ­გა­სას­მე­ლია ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის შემ­თხვე­ვა. მისი და მოწ­მის გან­მარ­ტე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, სცე­მეს ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბით, ხელ­კე­ტე­ბით. აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბა თა­ვი­სა და კის­რის არე­ში. ასე­ვე ხე­ლის მტევ­ნის არე­ში,“ -გა­ნა­ცხა­და იო­სე­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!
0

შენ, ბიძია, ზურგსქვევით რამე ხომ არ გაწუხებს?

რიგითი მოქალაქე
0

ეს კაცი ციდან ჩამოვარდა? როგორ წარმოუდგენია, რომ 30 ათასიან თავყრილობაზე პოლიციამ შეძლოს და სათითაოდ დაინახოს ვინ მშვიდად იდგა და ვინ წესრიგს არღვევდა?! და თან თითოეული მომიტინგე სახლში მკლავგაყლილი მიაცილოს?! პოლიციას ყვავილები და ტორტიც ხომ არ მიერთმია?! ხალხს დაშლისკენაც იმიტომ მოუწოდეს, რომ პოლიციას ექნებოდა ინფორმაცია, რომ ვიღაცეები მოლოტოვის კოქტეილს გამოყენებას აპირებდნენ. ხალხი უხეშად დააკავესო. დაფიქრდით, ამხელა უწესრიგობების დროს პოლიცია როგორ დაიწყებდა გენაცვალე-ძვირფასოს ძახილს?! ზოგიერთისა გამკვირვებია, მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობის ძალისმიერი პიკეტირება რომ ხდება, და იქ თუნდაც უბრალოდ დგახარ, არ უნდა იცოდე, ეს რას გამოიწვევს?! რა არის აქ მიუხვედრელი და გაუგებარი?! 

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

ომბუდსმენის შეფასებით, 7 მარტს, შსს-ს მხრიდან გაფრთხილებისას, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძვლები

ომბუდსმენის შეფასებით, 7 მარტს, შსს-ს მხრიდან გაფრთხილებისას, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძვლები

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 7 მარტს, საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძვლები, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 7-9 მარტს გამართულ აქციებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა.

მისივე თქმით, აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომელთა მხრიდან ძალადობის შემთხვევებს ადგილი ჰქონდა, უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები, თუმცა სამართალდამცველებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ, სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს ეწინააღმდეგება.

იოსელიანის განცხადებით, აქციებზე სამართალდამცველები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას და ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას არ წარმოადგენდა.

"პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი მოქმედებები საფუძვლად დაედო სამართალდამცველების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამტვრევა, პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირების განხორციელება დაიწყო, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ.

შეკრების მართვის მიზნით, სამართალდამცველთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, დაშავდნენ ადგილზე მოვალეობის გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც. გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც, მაშინ, როდესაც აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებულ დაცვის ქვეშ აქცევს.

ამავდროულად, სამართალდამცველები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეული შემთხვევებში მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას. შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა,“ - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, აქციაზე დაკავებულებს რიგ შემთხვევაში დაზიანებები აღენიშნებოდათ. მისი თქმით, რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა.

"7-9 მარტს აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა მოვინახულეთ 96 დაკავებული პირი. რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით, ინტენსიურად მუშაობენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. ამასთან, რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უხეშ ფორმაზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილით და თანხმობით სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით. აღენიშნება დაზიანება თავისა და კისრის არეში. ასევე ხელის მტევნის არეში,“ -განაცხადა იოსელიანმა.