პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდა სატანისტებისა იქ იყვნენ მიტინგზე მაჯლაჯუნები. ირაკლი, იქ მაჯლაჯუნები ვერ დაინახეთ? - მიგაკლავს ბიძინა პოლიტიკურად" - გუბაზ სანიკიძე
"გარდა სატანისტებისა იქ იყვნენ მიტინგზე მაჯლაჯუნები. ირაკლი, იქ მაჯლაჯუნები ვერ დაინახეთ? - მიგაკლავს ბიძინა პოლიტიკურად" - გუბაზ სანიკიძე

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი შე­ა­ფა­სა. დე­პუ­ტა­ტი ფიქ­რობს, რომ უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში პოს­ტებს და­ტო­ვე­ბენ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე:

"შე­დე­გი და­დე­ბუ­ლია, რაც ჩვენ­მა ახალ­გაზ­რდო­ბამ გა­ა­კე­თა, კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­გა­რეო ორი­ენ­ტა­ცია. ვე­ლო­დე­ბო­დი ამას, ხში­რად მით­ქვამს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დარ­ტყმას მი­ი­ღებს მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ფე­ნი­დან, რომ­ლის­გა­ნაც არ ელის - მეთ­ქი. ეს არის თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი თა­ო­ბა, მო­სეს თა­ო­ბა, უდაბ­ნოს თა­ო­ბა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი კლო­უ­ნა­დაა ქცე­უ­ლი, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა მას აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა. ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, რა აქვს ამ კაცს და­შა­ვე­ბუ­ლი. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მო­ი­ტანს ცნო­ბას ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი­დან, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და ცი­ხის მა­გი­ერ წავა სა­გი­ჟეთ­ში. ხომ ნა­ხეთ რე­ებს ბო­დავ­და გუ­შინ, გარ­და სა­ტა­ნის­ტე­ბი­სა, იქ იყ­ვნენ მი­ტინგზე მა­ჯ­ლა­ჯუ­ნე­ბი. ირაკ­ლი, ხის­თა­ვი­ა­ნო, იქ მა­ჯ­ლა­ჯუ­ნე­ბიც ვერ და­ი­ნა­ხეთ? - მი­გაკ­ლავს ბი­ძი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რად.

და­ვით სერ­გე­ენ­კო ყო­ველ­თვის წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო და ყო­ველ­თვის სიმ­პა­თი­ებს იწ­ვევ­და და სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ არ მის­ცა მან რუ­სულ კა­ნონს ხმა. ასე­ვე ჩა­ჩი­ბა­ი­ამ, რო­მე­ლიც და­სავ­ლუ­რი სამ­ხედ­რო სკო­ლის პრო­დუქ­ტია. მე ასე მგო­ნია, რომ სერ­გე­ენ­კო გა­და­ნა­ხუ­ლი კარ­ტია. როცა უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა ცხად­ზე უცხა­დე­სი იქ­ნე­ბა, პა­პუ­აშ­ვილს გა­უშ­ვებს ბი­ძი­ნა და მო­იყ­ვანს სერ­გე­ენ­კოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რედ და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ად­გი­ლას კუ­ჭა­ვას და­აბ­რუ­ნებს ან თა­ვის ად­ვო­კატს ვიქ­ტორ ყი­ფი­ანს და და­ი­წყებს 12-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას.

ბი­ძი­ნა ყო­ველ­თვის იტო­ვებს სა­თა­და­რი­გო ბი­ლიკს. და­ვით სერ­გე­ენ­კო არის პო­ლი­ტი­კუ­რად ქალ­წუ­ლი და მო­იყ­ვანს პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რედ. სომ­ხურ მე­დი­ას­თან ჰქონ­და ინ­ტერ­ვიუ ვიქ­ტორ ყი­ფი­ანს და დაგ­მო უმ­რავ­ლე­სო­ბა.

გუ­შინ ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე ვიმ­ხი­ა­რუ­ლე. მე გა­ვაფრ­თხი­ლე "ქო­ცე­ბის" ამომ­რჩე­ვე­ლი, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი უფსკრუ­ლი ელო­დე­ბათ. უნდა და­ვეხ­მა­როთ, რომ არ გა­გიჟ­დნენ, ზოგ­მა შიშ­ველ­მა არ და­ი­წყოს სირ­ბი­ლი. სულ არ მი­ხა­რია ეს. რად­გან ჩვე­ნი სის­ხლი და ხორ­ცი არი­ან, უნდა გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ყვე­ლა­ზე დიდი მა­გი­ნებ­ლე­ბი ბი­ძი­ნა­სი ეგე­ნი გახ­დე­ბი­ან. მკი­თხა­ვი კი არ ვარ. "ქო­ცე­ბი" არი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი, მარ­გო სი­მო­ნი­ა­ნი დაგ­ვეს­ხმე­ვა თავ­ზეო. ჩვენ წი­ნაპ­რებს სელ­ჩუ­კე­ბის არ ეში­ნო­დათ და ამათ მარ­გო სი­მო­ნი­ა­ნის ეში­ნი­ათ.

რო­გორც 9 აპ­რი­ლის მედ­რო­შე ქალ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მოგ­ვი­ტა­ნა სიმ­ბო­ლუ­რად, ისე მოგ­ვი­ტანს ევ­რო­კავ­შირს ის დრო­ში­ა­ნი ქალი, მი­ტინგზე რომ იდგა. ისე მი­დის საქ­მე, რომ ბი­ძი­ნა გა­მო­ვა წელსზე­ვით შიშ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნის დიდი დრო­შის სვი­რინ­გით, ასე იქ­ნე­ბა, აგერ ნა­ხავთ. რა­საც იზამს, ეს ვიცი და­ნამ­დვი­ლე­ბით. ჩემ­თვის სა­სიგ­ნა­ლო იყო მისი ძვირ­ფა­სი ად­ვო­კა­ტის ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც დაგ­მო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ბი­ძი­ნას აქვს ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებს, ახლა და­ხუ­რავს ამ პრო­ექტს, რა­საც ჰქვია უმ­რავ­ლე­სო­ბა. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, გინ­და ღმერ­თის­თვის გი­ღა­ლა­ტია, გინ­და ქვეყ­ნის­თვის. არ იყო ის ქვეყ­ნის ღა­ლა­ტი, რაც მა­გათ ჩა­ი­დი­ნეს? ბი­ძი­ნა თავს გა­და­ირ­ჩენს და ამა­თი ნა­წი­ლი ცი­ხე­ში წავა და მე­ო­რე ნა­წი­ლი მო­ღა­ლა­ტის სტა­ტუ­სით იცხოვ­რებს.

გუ­შინ რეპ­რე­სი­ე­ბი დაგ­ვი­ა­ნონ­სა ირაკ­ლიმ. ირაკ­ლი, შე ხის­თა­ვი­ა­ნო, ერთ ბავ­შვს და­ი­ჭერ და უფრო მალე დამ­თავ­რდე­ბა ეს პრო­ცე­სი, ვიდ­რე შენ გგო­ნია. ისე ნუ იზამ, რომ ცვლი­ლე­ბე­ბის ერ­თა­დერ­თი მსხვერ­პლი შენ აღ­მოჩ­ნდე".

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბეითალი
0

ეს სირიაში "განათლებამიღებული" სირიადა ყველა მსურველი ქვეყნის კგბ-ს და მსგავსების აგენტი და მუცლის მონაა 

???
4

სერიოზულად მაინტერესებს, ეს კაცი გახდა მილიონერი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"გარდა სატანისტებისა იქ იყვნენ მიტინგზე მაჯლაჯუნები. ირაკლი, იქ მაჯლაჯუნები ვერ დაინახეთ? - მიგაკლავს ბიძინა პოლიტიკურად" - გუბაზ სანიკიძე

"გარდა სატანისტებისა იქ იყვნენ მიტინგზე მაჯლაჯუნები. ირაკლი, იქ მაჯლაჯუნები ვერ დაინახეთ? - მიგაკლავს ბიძინა პოლიტიკურად" - გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში“ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა. დეპუტატი ფიქრობს, რომ უახლოეს ხანებში პოსტებს დატოვებენ პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი.

გუბაზ სანიკიძე:

"შედეგი დადებულია, რაც ჩვენმა ახალგაზრდობამ გააკეთა, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტაცია. ველოდებოდი ამას, ხშირად მითქვამს, ბიძინა ივანიშვილი დარტყმას მიიღებს მოსახლეობის იმ ფენიდან, რომლისგანაც არ ელის - მეთქი. ეს არის თავისუფალ საქართველოში დაბადებული თაობა, მოსეს თაობა, უდაბნოს თაობა.

ღარიბაშვილი კლოუნადაა ქცეული, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგებაში მიცემა. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა აქვს ამ კაცს დაშავებული. ღარიბაშვილი მოიტანს ცნობას ფსიქიატრიულიდან, რომელიც არ იქნება გაყალბებული და ციხის მაგიერ წავა საგიჟეთში. ხომ ნახეთ რეებს ბოდავდა გუშინ, გარდა სატანისტებისა, იქ იყვნენ მიტინგზე მაჯლაჯუნები. ირაკლი, ხისთავიანო, იქ მაჯლაჯუნებიც ვერ დაინახეთ? - მიგაკლავს ბიძინა პოლიტიკურად.

დავით სერგეენკო ყოველთვის წესიერი ადამიანი იყო და ყოველთვის სიმპათიებს იწვევდა და საინტერესოა, რატომ არ მისცა მან რუსულ კანონს ხმა. ასევე ჩაჩიბაიამ, რომელიც დასავლური სამხედრო სკოლის პროდუქტია. მე ასე მგონია, რომ სერგეენკო გადანახული კარტია. როცა უკრაინელი ჯარების წარმატება ცხადზე უცხადესი იქნება, პაპუაშვილს გაუშვებს ბიძინა და მოიყვანს სერგეენკოს პარლამენტის თავჯდომარედ და ღარიბაშვილის ადგილას კუჭავას დააბრუნებს ან თავის ადვოკატს ვიქტორ ყიფიანს და დაიწყებს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას.

ბიძინა ყოველთვის იტოვებს სათადარიგო ბილიკს. დავით სერგეენკო არის პოლიტიკურად ქალწული და მოიყვანს პარლამენტის თავჯდომარედ. სომხურ მედიასთან ჰქონდა ინტერვიუ ვიქტორ ყიფიანს და დაგმო უმრავლესობა.

გუშინ ღარიბაშვილზე ვიმხიარულე. მე გავაფრთხილე "ქოცების" ამომრჩეველი, რომ ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული უფსკრული ელოდებათ. უნდა დავეხმაროთ, რომ არ გაგიჟდნენ, ზოგმა შიშველმა არ დაიწყოს სირბილი. სულ არ მიხარია ეს. რადგან ჩვენი სისხლი და ხორცი არიან, უნდა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან. ყველაზე დიდი მაგინებლები ბიძინასი ეგენი გახდებიან. მკითხავი კი არ ვარ. "ქოცები" არიან შეშინებულები, მარგო სიმონიანი დაგვესხმევა თავზეო. ჩვენ წინაპრებს სელჩუკების არ ეშინოდათ და ამათ მარგო სიმონიანის ეშინიათ.

როგორც 9 აპრილის მედროშე ქალმა დამოუკიდებლობა მოგვიტანა სიმბოლურად, ისე მოგვიტანს ევროკავშირს ის დროშიანი ქალი, მიტინგზე რომ იდგა. ისე მიდის საქმე, რომ ბიძინა გამოვა წელსზევით შიშველი უკრაინის დიდი დროშის სვირინგით, ასე იქნება, აგერ ნახავთ. რასაც იზამს, ეს ვიცი დანამდვილებით. ჩემთვის სასიგნალო იყო მისი ძვირფასი ადვოკატის ინტერვიუ, რომელშიც დაგმო ხელისუფლება.

ბიძინას აქვს ლაბორატორია, სადაც ექსპერიმენტებს ატარებს, ახლა დახურავს ამ პროექტს, რასაც ჰქვია უმრავლესობა. ძალიან მეცოდებიან ეს ადამიანები, გინდა ღმერთისთვის გიღალატია, გინდა ქვეყნისთვის. არ იყო ის ქვეყნის ღალატი, რაც მაგათ ჩაიდინეს? ბიძინა თავს გადაირჩენს და ამათი ნაწილი ციხეში წავა და მეორე ნაწილი მოღალატის სტატუსით იცხოვრებს.

გუშინ რეპრესიები დაგვიანონსა ირაკლიმ. ირაკლი, შე ხისთავიანო, ერთ ბავშვს დაიჭერ და უფრო მალე დამთავრდება ეს პროცესი, ვიდრე შენ გგონია. ისე ნუ იზამ, რომ ცვლილებების ერთადერთი მსხვერპლი შენ აღმოჩნდე".